სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უღვივებდნენ მდოგვით ვნებას მამაკაცს რომაელი ქალები
როგორ უღვივებდნენ მდოგვით ვნებას მამაკაცს რომაელი ქალები

ეს სა­ნე­ლე­ბე­ლი იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რა­დღე­ბას არა მხო­ლოდ თა­ვი­სი პი­კან­ტუ­რი გე­მოს, არა­მედ სამ­კურ­ნა­ლო და კოს­მე­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მოც. მდოგ­ვის ლა­თი­ნუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა ითარ­გმნე­ბა რო­გორც "მა­ნა­თო­ბე­ლი ბა­ლა­ხი". ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ამ ცხა­რე სა­ნე­ლე­ბელს მარ­სის მა­გი­ურ მცე­ნა­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ და თვლიდ­ნენ, რომ მისი თეს­ლი სიმ­ბო­ლიზ­დე­ბო­და ყვე­ლაფ­რის მხილ­ვე­ლო­ბას­თან. მათ სჯე­რო­დათ, რომ თუ მდოგ­ვს და­ლევ­დნენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, უფრო გამ­ჭრი­ახ­ნი და შორ­სმჭვრე­ტელ­ნი გახ­დე­ბოდ­ნენ. ქა­ლე­ბი კი მდოგ­ვს სხვა მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ - თა­ვი­ანთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს საკ­ვებ­ში ურევ­დნენ, თუ ისი­ნი მათ მი­მართ გულ­ცივ­ნი ხდე­ბოდ­ნენ. შე­დე­გი კი მარ­თლაც სა­ო­ცა­რი იყო: ჩამ­ქრა­ლი ვნე­ბა და ლტოლ­ვა ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქებ­და და იღ­ვი­ძებ­და ხოლ­მე.

უძ­ვე­ლე­სი დრო­ის დიდ­მა მკურ­ნალ­მა ავი­ცე­ნამ პირ­ველ­მა მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია ადა­მი­ა­ნებს, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მდოგ­ვის­გან სამ­კურ­ნა­ლო სახ­ვე­ვე­ბი ას­თმის, სახ­სრებ­ში ტკი­ვი­ლის, საჯ­დო­მი ნერ­ვის ან­თე­ბის დროს. ავი­ცე­ნა ასე­ვე ურ­ჩევ­და, მდოგ­ვის სახ­ვე­ვე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ თავ­ზე იმ ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის, ვინც ლე­თარ­გი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო მდოგ­ვის ბა­ლა­ხის წვე­ნი ჩა­ეშ­ვათ ყურ­ში ტკი­ვი­ლის დროს და და­ეწ­ვე­თე­ბი­ნათ მტკივ­ნე­ულ კბი­ლებ­ზე.

დღეს მდოგ­ვის სა­ფე­ნებს ხში­რად იყე­ნე­ბენ გა­ცი­ე­ბის, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის, პლევ­რი­ტის, მი­ო­ზი­ტის, ნევ­რი­ტის, რა­დი­კუ­ლი­ტის, რევ­მა­ტიზ­მე­ბის დროს. სით­ბოს ზე­მოქ­მე­დე­ბით ქსო­ვი­ლებ­ში ძლი­ერ­დე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა და ჩქარ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა, რისი წყა­ლო­ბი­თაც ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი გა­ივ­ლის. ბრონ­ქი­ტი­სა და პნევ­მო­ნი­ის დროს მდოგ­ვის სა­ფე­ნებს ადე­ბენ ზურ­გზე, ლა­რინ­გი­ტის დროს - კის­რის წინა და ზედა ნა­წილ­ში, ტრა­ქე­ი­ტის დროს - მკერ­დზე. ჰი­პერ­ტო­ნი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი­სას მდოგ­ვის სა­ფე­ნებს კი­სერ­ზე ადე­ბენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ უღვივებდნენ მდოგვით ვნებას მამაკაცს რომაელი ქალები

როგორ უღვივებდნენ მდოგვით ვნებას მამაკაცს რომაელი ქალები

ეს სანელებელი იმსახურებს ყურადღებას არა მხოლოდ თავისი პიკანტური გემოს, არამედ სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამოც. მდოგვის ლათინური დასახელება ითარგმნება როგორც "მანათობელი ბალახი". ძველი რომაელები ამ ცხარე სანელებელს მარსის მაგიურ მცენარედ მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მისი თესლი სიმბოლიზდებოდა ყველაფრის მხილველობასთან. მათ სჯეროდათ, რომ თუ მდოგვს დალევდნენ დიდი რაოდენობით, უფრო გამჭრიახნი და შორსმჭვრეტელნი გახდებოდნენ. ქალები კი მდოგვს სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ - თავიანთ შეყვარებულებს საკვებში ურევდნენ, თუ ისინი მათ მიმართ გულცივნი ხდებოდნენ. შედეგი კი მართლაც საოცარი იყო: ჩამქრალი ვნება და ლტოლვა ახალი ძალით იფეთქებდა და იღვიძებდა ხოლმე.

უძველესი დროის დიდმა მკურნალმა ავიცენამ პირველმა მისცა რეკომენდაცია ადამიანებს, გაეკეთებინათ მდოგვისგან სამკურნალო სახვევები ასთმის, სახსრებში ტკივილის, საჯდომი ნერვის ანთების დროს. ავიცენა ასევე ურჩევდა, მდოგვის სახვევები გაეკეთებინათ თავზე იმ ავადმყოფებისათვის, ვინც ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო მდოგვის ბალახის წვენი ჩაეშვათ ყურში ტკივილის დროს და დაეწვეთებინათ მტკივნეულ კბილებზე.

დღეს მდოგვის საფენებს ხშირად იყენებენ გაციების, ფილტვების ანთების, პლევრიტის, მიოზიტის, ნევრიტის, რადიკულიტის, რევმატიზმების დროს. სითბოს ზემოქმედებით ქსოვილებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, რისი წყალობითაც ანთებითი პროცესები გაივლის. ბრონქიტისა და პნევმონიის დროს მდოგვის საფენებს ადებენ ზურგზე, ლარინგიტის დროს - კისრის წინა და ზედა ნაწილში, ტრაქეიტის დროს - მკერდზე. ჰიპერტონიით გამოწვეული თავის ტკივილისას მდოგვის საფენებს კისერზე ადებენ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს