სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს
როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს

ჩვენ­ში ქრის­ტეს აღ­დგო­მა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ვე­ცა­დეთ, რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დით და შეგ­ვე­ტყო მათი სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დი­სი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

ნინი წიკ­ლა­უ­რი, მომ­ღე­რა­ლი:

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, ამის მე­რეა ახა­ლი წელი, ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მწამს და მჯე­რა უფ­ლის აღ­დგო­მის. ვი­ღა­ცე­ბი სურ­ვი­ლებს ახა­ლი წლის ღა­მეს უთ­ქვა­მენ, მე ამას აღ­დგო­მას ვა­კე­თებ. ჩემ­თვის ახა­ლი წლის ათ­ვლა აქე­დან იწყე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ვემ­ზა­დე­ბი, - ვღე­ბავ კვერ­ცხებს, მა­ნამ­დე, ჯე­ჯილს ვთე­სავ. მაგ დროს ჩემ­თან რომ მოხ­ვი­დეთ, მთე­ლი სახ­ლი ჯე­ჯი­ლით არის მორ­თუ­ლი, ყვე­ლა ფან­ჯრის რაფა, მა­გი­და სავ­სეა ბი­ბი­ნა ჯე­ჯი­ლით. კვერ­ცხის ღებ­ვა­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ბებო და დაც მო­ნა­წი­ლე­ობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი არ გვაქვს, მა­ინც უამ­რავ კვერ­ცხს ვღე­ბავთ, რომ გავ­ცეთ ხოლ­მე. ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც გვყავს და მათ საფ­ლა­ვებ­ზე გვი­წევს მი­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა პას­კას, არ ვა­ცხობ. ვიცი, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა. მე­გობ­რე­ბის დე­დე­ბი, ვი­საც ეს საქ­მე კარ­გად გა­მოს­დის, ამ­ბო­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­შინ ცხვე­ბა, თუ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად ლო­ცუ­ლობ. ამი­ტომ პას­კის გა­მო­ცხო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ხელს ვერ ვკი­დებ და ვყი­დუ­ლობ მხო­ლოდ ასე­თი წე­სით გა­მომ­ცხვარს. ხში­რად გვჩუქ­ნი­ან.

- ლი­ტა­ნი­ო­ბას ეს­წრე­ბი?

- კი, მივ­დი­ვარ ტა­ძარ­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ვე­ზი­ა­რე­ბი კი­დეც. ახ­ლაც ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. მე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მრევ­ლი ვარ, მამა თე­ი­მუ­რა­ზია ჩემი მო­ძღვა­რი.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი:

- ამ დრო­ის აღ­ქმა იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ეპო­ქა ირ­ღვე­ო­და და რე­ლი­გია შე­ზღუდ­ვებს აღარ უჩი­ო­და. ჩემი ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­და­ჩე­მი და ბე­ბი­ა­ჩე­მი, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ხალ­ხი გახ­ლდათ (ბე­ბია ახლი გარ­დაც­ვლი­ლია) და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა რი­ტუ­ალს ზედ­მი­წევ­ნით იცავ­დნენ. მეც ამ რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი - ღა­მის­თე­ვე­ბით, პას­კე­ბის და წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბის მო­ლო­დი­ნით და ა.შ.

სა­აღ­დგო­მოდ და მიც­ვა­ლე­ბულ­თა დღეს რო­გორც წესი, ოზურ­გეთ­ში ვარ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ჩას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, თან, წი­თელ პა­რას­კევს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ემ­თხვე­ვა და ამ დროს გან­მარ­ტო­ე­ბა მირ­ჩევ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო საკ­ვებს - წი­თელ კვერ­ცხებ­სა და პას­კას - სახ­ლი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნი­ან.

განო მე­ლი­თა­უ­რი, რე­ჟი­სო­რი:

- მე და კო­ტეს და სა­ერ­თოდ მთელ ჩვენს ოჯახს, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს დღე­სას­წა­უ­ლი. მაგ პე­რი­ოდ­ში ჩვენს ემო­ცი­ებს ვე­რა­ფერს შე­ვად­რი. სულ ვცდი­ლობთ, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბი არ და­ვარ­ღვი­ოთ, მაგ­რამ წელს ისე და­ემ­თხვა, რომ კო­ტეს გა­რე­შე მოგ­ვი­წევს აღ­დგო­მის ღა­მის შეხ­ვედ­რა, რად­გა­ნაც გა­და­ღე­ბა­ზე უცხო­ეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, თუმ­ცა 14-ში ჩა­მოფ­რინ­დე­ბა. მოკ­ლედ, მე ბავ­შვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი.

აღ­დგო­მას ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი მაქვს. სულ მგო­ნია, რომ იმ ღა­მეს სა­ოც­რე­ბა მოხ­დე­ბა, რა­ღაც ახა­ლი იმე­დე­ბით და ემო­ცი­ე­ბით ვე­გე­ბე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ზა­დისს, ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ემ­ზა­დე­ბა ჩვე­ნი გო­გო­ნა - ტასო. სამი წლი­დან ჩარ­თუ­ლია კვერ­ცხე­ბის შე­ღებ­ვის რი­ტუ­ალ­ში. ცხა­დია, კვერ­ცხებს ენ­დრო­თი წი­თელ პა­რას­კევს ვღე­ბავთ, მაგ­რამ ფე­რად-ფე­რა­დი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­ა­ნი კვერ­ცხე­ბიც გვაქვს ხოლ­მე და იმ სა­ღე­ბა­ვებს მე და ტასო მა­ნამ­დე სა­გულ­და­გუ­ლოდ ვარ­ჩევთ. ჯე­ჯილ­საც ვთე­სავთ, მაგ­რამ წელს გა­დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი და რა­ღაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, სა­მა­გი­ე­როდ, ტა­სოს მას­წავ­ლე­ბელ­მა აჩუ­ქა... ჯე­ჯილს აუ­ცი­ლებ­ლად კვერ­ცხე­ბით გა­ვა­ფორ­მებთ. სა­ღა­მოს ბავ­შვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ა­ში ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე წა­ვალ, კვი­რა დღეს კი მე და მე­გო­ბარ­მა ასე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ბავ­შვებს და­ვუთ­მოთ. სა­ღა­მოს კი მე­გობ­რე­ბი ერ­თად შე­ვიკ­რი­ბე­ბით, სა­დაც ტა­სო­საც წა­ვიყ­ვან, რად­გა­ნაც უკვე ჩემ­ზე მა­ტად იპ­რან­ჭე­ბა და ჩემს მე­გობ­რებ­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. თა­რა­ში კი ჯერ პა­ტა­რაა და იმე­დი გვაქვს, რომ წელს მა­ინც, კვერ­ცხე­ბის შე­ღებ­ვას დაგ­ვაც­ლის, შარ­შან ეს რი­ტუ­ა­ლი ლა­მის ჩაგ­ვი­შა­ლა. ნა­ხე­ვა­რი კვერ­ცხე­ბი დაგ­ვიმ­ტვრია. ხე­ლებს აპარ­ტყუ­ნებ­და. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვებს ეს ყვე­ლა­ფე­რი უხა­რი­ათ.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ამ დღის­თვის ყვე­ლა­ფერს დე­და­ჩე­მი აკე­თებს და მე და ჩემს დას სა­აღ­დგო­მო ამა­ნათს გვიგ­ზავ­ნის თა­ვი­სი კვერ­ცხე­ბით, ჯე­ჯი­ლი­თა და პას­კით. მისი მო­წო­დე­ბუ­ლი პას­კე­ბი უგემ­რი­ე­ლე­სია. მგო­ნი, ჩემს დას­თან ერ­თად აცხობს... რა ვქნა, ცუ­დის გა­კე­თე­ბას, ჯო­ბია დე­დამ მო­მი­ტა­ნოს. ცხო­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა. თან, ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სით ვწე­ვარ სახ­ლში და თუ მა­ნამ­დე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, ეკ­ლე­სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ, რად­გა­ნაც ჯა­დოს­ნუ­რი ღა­მეა. რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ქრის­ტეს შობა და აღ­დგო­მა მიყ­ვარს.

მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი, პა­რო­დის­ტი:

- ვნე­ბის კვი­რას უპირ­ვე­ლე­სად ჩემი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე მივ­დი­ვარ, ვა­სუფ­თა­ვებ და ვა­წეს­რი­გებ იქა­უ­რო­ბას. ვნე­ბის კვი­რე­ულ­ში­ვე ვცდი­ლობ, ხში­რად მი­ვი­დე ეკ­ლე­სი­ა­ში და წირ­ვა-ლოც­ვას და­ვეს­წრო....

სა­აღ­დგო­მო პას­კას დე­და­ჩე­მი აცხობს, კვერ­ცხებ­საც ის ღე­ბავს. აღ­დგო­მის ღა­მეს ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას ვიქ­მნი. ტე­ლე­ფო­ნით ვაგ­ზავ­ნი უამ­რავ მი­ლოც­ვას და ასე­ვე ვი­ღებ. ორ­შა­ბათს კი აუ­ცი­ლებ­ლად მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვარ. რაც მთა­ვა­რია, ვუ­ყუ­რებ ფილ­მს იე­სოს ცხოვ­რე­ბა­ზე... ალ­ბათ მეც ისე­თი­ვე ტრა­დი­ცი­ე­ბი მაქვს, რო­გორც ყვე­ლა ქრის­ტი­ანს, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს

როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს

ჩვენში ქრისტეს აღდგომა ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. ვეცადეთ, რამდენიმე ცნობილ ადამიანს შევხმიანებოდით და შეგვეტყო მათი სააღდგომო სამზადისისა და ტრადიციების შესახებ.

ნინი წიკლაური, მომღერალი:

- ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია, ამის მერეა ახალი წელი, ამიტომაც განსაკუთრებულად მწამს და მჯერა უფლის აღდგომის. ვიღაცები სურვილებს ახალი წლის ღამეს უთქვამენ, მე ამას აღდგომას ვაკეთებ. ჩემთვის ახალი წლის ათვლა აქედან იწყება და შესაბამისად ამ დღესასწაულისთვის ყველაზე მეტად ვემზადები, - ვღებავ კვერცხებს, მანამდე, ჯეჯილს ვთესავ. მაგ დროს ჩემთან რომ მოხვიდეთ, მთელი სახლი ჯეჯილით არის მორთული, ყველა ფანჯრის რაფა, მაგიდა სავსეა ბიბინა ჯეჯილით. კვერცხის ღებვაში ჩემი ოჯახის წევრები - ბებო და დაც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი არ გვაქვს, მაინც უამრავ კვერცხს ვღებავთ, რომ გავცეთ ხოლმე. ამასთან, გარდაცვლილებიც გვყავს და მათ საფლავებზე გვიწევს მიტანა.

რაც შეეხება პასკას, არ ვაცხობ. ვიცი, რომ საკმაოდ რთული საქმეა. მეგობრების დედები, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის, ამბობენ, რომ განსაკუთრებული მაშინ ცხვება, თუ მომზადების პროცესში მუდმივად ლოცულობ. ამიტომ პასკის გამოცხობას ჯერჯერობით ხელს ვერ ვკიდებ და ვყიდულობ მხოლოდ ასეთი წესით გამომცხვარს. ხშირად გვჩუქნიან.

- ლიტანიობას ესწრები?

- კი, მივდივარ ტაძარში, ხშირ შემთხვევაში, ვეზიარები კიდეც. ახლაც ამისთვის ვემზადები. მე სამების საკათედრო ტაძრის მრევლი ვარ, მამა თეიმურაზია ჩემი მოძღვარი.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- ამ დროის აღქმა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში საბჭოთა ეპოქა ირღვეოდა და რელიგია შეზღუდვებს აღარ უჩიოდა. ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით დედაჩემი და ბებიაჩემი, ძალიან მორწმუნე ხალხი გახლდათ (ბებია ახლი გარდაცვლილია) და შესაბამისად, ყველა რიტუალს ზედმიწევნით იცავდნენ. მეც ამ რიტუალის ნაწილი ვიყავი - ღამისთევებით, პასკების და წითელი კვერცხების მოლოდინით და ა.შ.

სააღდგომოდ და მიცვალებულთა დღეს როგორც წესი, ოზურგეთში ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ჩასვლას ვერ ვახერხებ, თან, წითელ პარასკევს ჩემი დაბადების დღე ემთხვევა და ამ დროს განმარტოება მირჩევნია. რაც შეეხება სარიტუალო საკვებს - წითელ კვერცხებსა და პასკას - სახლიდან გამომიგზავნიან.

განო მელითაური, რეჟისორი:

- მე და კოტეს და საერთოდ მთელ ჩვენს ოჯახს, ძალიან გვიყვარს ეს დღესასწაული. მაგ პერიოდში ჩვენს ემოციებს ვერაფერს შევადრი. სულ ვცდილობთ, რომ ტრადიციები არ დავარღვიოთ, მაგრამ წელს ისე დაემთხვა, რომ კოტეს გარეშე მოგვიწევს აღდგომის ღამის შეხვედრა, რადგანაც გადაღებაზე უცხოეთში მიემგზავრება, თუმცა 14-ში ჩამოფრინდება. მოკლედ, მე ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ვიქნები.

აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს. სულ მგონია, რომ იმ ღამეს საოცრება მოხდება, რაღაც ახალი იმედებით და ემოციებით ვეგებებით. რაც შეეხება სამზადისს, ამ დღესასწაულისთვის გამორჩეულად ემზადება ჩვენი გოგონა - ტასო. სამი წლიდან ჩართულია კვერცხების შეღებვის რიტუალში. ცხადია, კვერცხებს ენდროთი წითელ პარასკევს ვღებავთ, მაგრამ ფერად-ფერადი ორნამენტებიანი კვერცხებიც გვაქვს ხოლმე და იმ საღებავებს მე და ტასო მანამდე საგულდაგულოდ ვარჩევთ. ჯეჯილსაც ვთესავთ, მაგრამ წელს გადატვირთული ვიყავი და რაღაც ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, ტასოს მასწავლებელმა აჩუქა... ჯეჯილს აუცილებლად კვერცხებით გავაფორმებთ. საღამოს ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ეკლესიაში ლიტანიობაზე წავალ, კვირა დღეს კი მე და მეგობარმა ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს დავუთმოთ. საღამოს კი მეგობრები ერთად შევიკრიბებით, სადაც ტასოსაც წავიყვან, რადგანაც უკვე ჩემზე მატად იპრანჭება და ჩემს მეგობრებთან თავს კომფორტულად გრძნობს. თარაში კი ჯერ პატარაა და იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც, კვერცხების შეღებვას დაგვაცლის, შარშან ეს რიტუალი ლამის ჩაგვიშალა. ნახევარი კვერცხები დაგვიმტვრია. ხელებს აპარტყუნებდა. რაც მთავარია, ბავშვებს ეს ყველაფერი უხარიათ.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

- ამ დღისთვის ყველაფერს დედაჩემი აკეთებს და მე და ჩემს დას სააღდგომო ამანათს გვიგზავნის თავისი კვერცხებით, ჯეჯილითა და პასკით. მისი მოწოდებული პასკები უგემრიელესია. მგონი, ჩემს დასთან ერთად აცხობს... რა ვქნა, ცუდის გაკეთებას, ჯობია დედამ მომიტანოს. ცხობა არ მეხერხება. თან, ჯერჯერობით ვირუსით ვწევარ სახლში და თუ მანამდე გამოვჯანმრთელდი, ეკლესიაში აუცილებლად წავალ, რადგანაც ჯადოსნური ღამეა. რელიგიური დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ქრისტეს შობა და აღდგომა მიყვარს.

მამუკა ლომაშვილი, პაროდისტი:

- ვნების კვირას უპირველესად ჩემი მიცვალებულების საფლავებზე მივდივარ, ვასუფთავებ და ვაწესრიგებ იქაურობას. ვნების კვირეულშივე ვცდილობ, ხშირად მივიდე ეკლესიაში და წირვა-ლოცვას დავესწრო....

სააღდგომო პასკას დედაჩემი აცხობს, კვერცხებსაც ის ღებავს. აღდგომის ღამეს ეკლესიაში მივდივარ და სადღესასწაულო განწყობას ვიქმნი. ტელეფონით ვაგზავნი უამრავ მილოცვას და ასევე ვიღებ. ორშაბათს კი აუცილებლად მიცვალებულების საფლავზე გავდივარ. რაც მთავარია, ვუყურებ ფილმს იესოს ცხოვრებაზე... ალბათ მეც ისეთივე ტრადიციები მაქვს, როგორც ყველა ქრისტიანს, არაფრით გამორჩეული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია