სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ირ­გვლივ არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ზო­გი­ერ­თმა ტრა­გი­კუ­ლად მა­შინ და­ას­რუ­ლა ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბის პიკ­ზე იყო. Ambebi.ge ამ სტა­ტი­ა­ში მათ შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ...

რუს­კა არ­ჯე­ვა­ნი­ძე

რუს­კა არ­ჯე­ვა­ნი­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო. ვი­საც ერთხელ მა­ინც უნა­ხავს მისი სი­ლა­მა­ზე, არ ავი­წყდე­ბა. გო­გო­ნას შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ, რომ გა­რეგ­ნულ მშვე­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, ში­ნა­გა­ნა­დაც ლაღი ადა­მი­ა­ნი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯაბა ქარ­სე­ლა­ძის კლიპ­ში გა­და­ღე­ბის შემ­დეგ გახ­და. სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და, კერ­ძოდ პა­რიზ­ში. ამ­ბობ­და, რომ ამა­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ... 2004 წელს 17 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. მისი სი­ცო­ცხლე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. მე­გო­ბარ­მა გა­და­ღე­ბა­ზე მი­ა­კი­თხა და მო­ტო­ციკ­ლით ბოძს შე­ე­ჯახ­ნენ. რუს­კა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

დათო ოძე­ლაშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი ფლე­ი­ტის­ტის დათო ოძე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ის იყო ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი და ამა­ვე დროს სიმ­პა­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის გუ­ლის მო­გე­ბას ბევ­რი გოგო ცდი­ლობ­და. რო­გორც მისი მე­უღ­ლე იხ­სე­ნებს, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მან­დი­ლოს­ნებს მის­თვის უთ­ქვამთ, დათო გვიყ­ვარ­დაო. დათო ოძე­ლაშ­ვი­ლი, ოძე­ლა, 2002 წლის 21 სექ­ტემ­ბერს, 28 წლის ასაკ­ში, ვე­ნის სას­ტუმ­რო­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ოძე­ლას ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის წი­ნას­წარ გრძნობ­და მო­სა­ლოდ­ნელ სიკ­ვდილს და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, ამ ქვეყ­ნი­დან მალე წა­ვა­ლო.

მუ­სი­კო­სი ვე­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლის­გან თავს იკა­ვებ­და, მაგ­რამ უარი ვერ თქვა და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­თან, ნატო მე­ტო­ნი­ძეს­თან, მაკა ასა­თი­ან­თან, ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვე­ნა­ში წა­ვი­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ებ­ზე და მისი და­ხურ­ვის დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ვით იაშ­ვი­ლი

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და­ვით იაშ­ვი­ლი, იგი­ვე იაშ­კა 2008 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მან არა­ერ­თი კინო თუ თე­ატ­რა­ლუ­რი როლი შე­ას­რუ­ლა, მისი გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­უ­ვი­წყა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა კი კი­ნო­რო­ლებ­მა მო­უ­ტა­ნა. და­ვით იაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და გახ­მა­უ­რე­ბულ სე­რი­ალ­ში "სტა­ლინ ლაივ", რო­მე­ლიც "ენ-ტე-ვეს" დაკ­ვე­თით გა­და­ი­ღეს. ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ს პრო­ექ­ტებ­შიც. მან მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძის მრა­ვალ­სე­რი­ან ფილმში "ქა­ღალ­დის ტყვია". 36 წლის მსა­ხი­ო­ბი ამ­სტერ­დამ­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ის სტუ­დენ­ტურ კი­ნოპ­რო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გი­ორ­გი ფო­ჩხუა

გი­ორ­გი "ჯე­ო­ბა­რით" გა­იც­ნო მა­ყუ­რე­ბელ­მა, მღე­რო­და და სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი იყო, ბო­ლოს ზუგ­დი­დის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. ის ვინ­მე ბექა ცო­ბე­ხი­ამ მოკ­ლა, რო­მე­ლიც შუ­რის­ძი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ას დე­დამ ჩა­ა­ბა­რა. ბექა ცო­ბე­ხია და გი­ორ­გი ფო­ჩხუა ერ­თმა­ნეთს ანაკ­ლი­ის ბულ­ვარ­ში შეხ­ვდნენ, გი­ორ­გი იქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ქას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გი­ორ­გი მას გაჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც ცო­ბე­ხი­ამ მსა­ხი­ო­ბი მოკ­ლა და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ზღვა­ში გა­და­აგ­დო. ოჯა­ხი ეჭ­ვობს, რომ ცო­ბე­ხი­ას გი­ორ­გის მოკ­ვლა წი­ნას­წარ ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, რად­გან ფო­ჩხუ­ას სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი.

ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი

ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უფრო გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ვიდ­რე სი­ცო­ცხლე­ში იყო. ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის სი­ცო­ცხლე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ის მო­ტო­ციკ­ლე­ტით ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ავა­რი­ა­ში მოხ­ვდა. 25 წლის ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთმა ტრაგიკულად მაშინ დაასრულა ცხოვრება, როდესაც წარმატების პიკზე იყო. Ambebi.ge ამ სტატიაში მათ შესახებ მოგითხრობთ...

რუსკა არჯევანიძე

რუსკა არჯევანიძე წარმატებული მოდელი იყო. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი სილამაზე, არ ავიწყდება. გოგონას შესახებ ამბობენ, რომ გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, შინაგანადაც ლაღი ადამიანი იყო. განსაკუთრებით პოპულარული ჯაბა ქარსელაძის კლიპში გადაღების შემდეგ გახდა. საკუთარი კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა, კერძოდ პარიზში. ამბობდა, რომ ამაში სალომე ღვინიაშვილი დაეხმარებოდა, მაგრამ... 2004 წელს 17 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მეგობარმა გადაღებაზე მიაკითხა და მოტოციკლით ბოძს შეეჯახნენ. რუსკა ადგილზე გარდაიცვალა.

დათო ოძელაშვილი

ცნობილი ფლეიტისტის დათო ოძელაშვილის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ის იყო ნიჭიერი მუსიკოსი და ამავე დროს სიმპატიური მამაკაცი, რომლის გულის მოგებას ბევრი გოგო ცდილობდა. როგორც მისი მეუღლე იხსენებს, ყოფილა შემთხვევები, როცა მანდილოსნებს მისთვის უთქვამთ, დათო გვიყვარდაო. დათო ოძელაშვილი, ოძელა, 2002 წლის 21 სექტემბერს, 28 წლის ასაკში, ვენის სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ოძელას ახლობლები ამბობენ, ის წინასწარ გრძნობდა მოსალოდნელ სიკვდილს და ყოველთვის ამბობდა, ამ ქვეყნიდან მალე წავალო.

მუსიკოსი ვენაში გასტროლებზე წასვლისგან თავს იკავებდა, მაგრამ უარი ვერ თქვა და ნიკა მემანიშვილთან, ნატო მეტონიძესთან, მაკა ასათიანთან, ნინო ქათამაძესთან და მეგობრებთან ერთად ვენაში წავიდა ქართული კულტურის დღეებზე და მისი დახურვის დღეს გარდაიცვალა.

დავით იაშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით იაშვილი, იგივე იაშკა 2008 წელს გარდაიცვალა. მან არაერთი კინო თუ თეატრალური როლი შეასრულა, მისი განსახიერებული პერსონაჟები დაუვიწყარია. განსაკუთრებული პოპულარობა კი კინოროლებმა მოუტანა. დავით იაშვილი თამაშობდა გახმაურებულ სერიალში "სტალინ ლაივ", რომელიც "ენ-ტე-ვეს" დაკვეთით გადაიღეს. ხშირად მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ს პროექტებშიც. მან მთავარი როლი შეასრულა ლევან თუთბერიძის მრავალსერიან ფილმში "ქაღალდის ტყვია". 36 წლის მსახიობი ამსტერდამში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის სტუდენტურ კინოპროექტში მონაწილეობდა.

გიორგი ფოჩხუა

გიორგი "ჯეობარით" გაიცნო მაყურებელმა, მღეროდა და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა. პროფესიით მსახიობი იყო, ბოლოს ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. ის ვინმე ბექა ცობეხიამ მოკლა, რომელიც შურისძიების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციას დედამ ჩააბარა. ბექა ცობეხია და გიორგი ფოჩხუა ერთმანეთს ანაკლიის ბულვარში შეხვდნენ, გიორგი იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ბექასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მას გაჰყვა, რის შემდეგაც ცობეხიამ მსახიობი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ზღვაში გადააგდო. ოჯახი ეჭვობს, რომ ცობეხიას გიორგის მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული, რადგან ფოჩხუას საინტერესო ფაქტები ჰქონდა გადაღებული.

ირაკლი ღუღუნიშვილი

ირაკლი ღუღუნიშვილი საკუთარი გარდაცვალების შემდეგ უფრო გახდა პოპულარული, ვიდრე სიცოცხლეში იყო. ახალგაზრდა ფოტოგრაფის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის მოტოციკლეტით ვაჟა-ფშაველაზე ავარიაში მოხვდა. 25 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი..." - რას ამბობს თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტის შეფერხებაზე

"ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა... მოგვიწევს, საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა" - თამარ გაბუნია შეზღუდვებს არ გამორიცხავს

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა