სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება
სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება

გა­კა­ჟე­ბის ერთ-ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა სირ­ბი­ლი. კომ­პლექ­სუ­რი ვარ­ჯი­შის ამ სა­ხე­ო­ბას ნე­ბის­მი­ერ­მა შე­იძ­ლე­ბა მიჰ­ყოს ხელი. მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მოთ, და რაც მთა­ვა­რია, გა­ი­თა­ვი­სოთ, რომ სირ­ბილს უდი­დე­სი ეფექ­ტი აქვს ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სირ­ბი­ლი კე­თი­ლის­მყო­ფელ გავ­ლე­ნას ახ­დენს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­სა და იმუ­ნი­ტეტ­ზე, აკა­ჟებს ორ­გა­ნიზმს, ზრდის მისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უნარს და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი.

სირ­ბი­ლის ზო­გა­დი ეფექ­ტი ასე­თია: ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბა, ენერ­გო­და­ნა­ხარ­ჯე­ბის კომ­პენ­სა­ცია, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძვრე­ბი და ავა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა. სირ­ბი­ლი ხსნის ნერ­ვულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, აუმ­ჯო­ბე­სებს თვით­შეგ­რძნე­ბას და ძილს, ზრდის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. თუ ოპ­ტი­მა­ლუ­რად დო­ზი­რე­ბულ სირ­ბილს წყლის პრო­ცე­დუ­რებს შე­უ­ხა­მებთ, უძი­ლო­ბა და ნევ­რას­თე­ნია - XX სა­უ­კუ­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­თო­ფე­ზეც ვერ მო­გე­კა­რე­ბათ.

სირ­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ფი­ზი­კუ­რი და­მარ­ცხე­ბა­აო - ამ­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ის უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი­სა­გან გან­მუხ­ტვის მარ­თლაც რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზაა. ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია სა­ღა­მო ხანს სირ­ბი­ლი. ის ანე­იტ­რა­ლებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ ად­რე­ნა­ლინს-სტრე­სის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფილ ნივ­თი­ე­რე­ბას. ასე რომ სირ­ბი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რია, ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი, ვიდ­რე სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი. სირ­ბი­ლის და­მამ­შვი­დე­ბელ გავ­ლე­ნას აძ­ლი­ე­რებს ენ­დორ­ფი­ნე­ბის (სი­ა­მოვ­ნე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის) გა­მო­ყო­ფა. ინ­ტენ­სი­უ­რი დატ­ვირ­თვის დროს ამ ჰორ­მონ­თა შემ­ცვე­ლო­ბა სის­ხლში 5-ჯერ იზ­რდე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სა­ა­თო­ბით რჩე­ბა, ენ­დორ­ფი­ნე­ბი თა­ვი­სე­ბურ ეი­ფო­რი­ას – ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბის, ნე­ტა­რე­ბის გრძნო­ბის, სიმ­სუ­ბუ­ქი­სა და სი­ხა­რუ­ლის გან­ცდას იწ­ვევს, შიმ­ში­ლი­სა და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბას კი თრგუ­ნავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება

სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება

გაკაჟების ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა სირბილი. კომპლექსური ვარჯიშის ამ სახეობას ნებისმიერმა შეიძლება მიჰყოს ხელი. მთავარია, მოინდომოთ, და რაც მთავარია, გაითავისოთ, რომ სირბილს უდიდესი ეფექტი აქვს ჯანმრთელობისათვის. გამაჯანსაღებელი სირბილი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემასა და იმუნიტეტზე, აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის მისი წინააღმდეგობის უნარს დაავადებებისადმი.

სირბილის ზოგადი ეფექტი ასეთია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება, ენერგოდანახარჯების კომპენსაცია, სისხლის მიმოქცევის სისტემაში განვითარებული ძვრები და ავადობის შემცირება. სირბილი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ძილს, ზრდის შრომისუნარიანობას. თუ ოპტიმალურად დოზირებულ სირბილს წყლის პროცედურებს შეუხამებთ, უძილობა და ნევრასთენია - XX საუკუნის დაავადებები სათოფეზეც ვერ მოგეკარებათ.

სირბილი ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხებააო - ამბობენ სპეციალისტები. ის უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტვის მართლაც რომ შესანიშნავი გზაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია საღამო ხანს სირბილი. ის ანეიტრალებს დღის განმავლობაში დაგროვილ ადრენალინს-სტრესის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებას. ასე რომ სირბილი შესანიშნავი ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე სამკურნალო პრეპარატები. სირბილის დამამშვიდებელ გავლენას აძლიერებს ენდორფინების (სიამოვნების ჰორმონების) გამოყოფა. ინტენსიური დატვირთვის დროს ამ ჰორმონთა შემცველობა სისხლში 5-ჯერ იზრდება და რაც მთავარია, საათობით რჩება, ენდორფინები თავისებურ ეიფორიას – ფსიქიკური და ფიზიკური კმაყოფილების, ნეტარების გრძნობის, სიმსუბუქისა და სიხარულის განცდას იწვევს, შიმშილისა და ტკივილის შეგრძნებას კი თრგუნავს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს