სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია.

კერ­ძოდ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 20 იან­ვარს, ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში ჩა­სუ­ლი იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მი­ვი­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე, სა­დაც იგი სა­საფ­ლა­ო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წი­ლი ე.წ. "ფა­ლი­ის სა­ხე­ლუ­რი", რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა ადა­მი­ა­ნის დნმ-ის კვა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­და­მოწ­მდა მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩამ­დენ პირ­თა წრე, რო­მელ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2015 წლის 19-20 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რომ­ლის დნმ-ი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად და­ემ­თხვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი) ამო­ღე­ბულ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს. ამ­დე­ნად, უტყუ­ა­რად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი იქნა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზარხ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11 დან 14 წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია.

კერძოდ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ