სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონი, რომელიც მომაბეზრებელი სარეკლამო "ჭრისგან" დაგიცავთ
 კანონი, რომელიც მომაბეზრებელი სარეკლამო "ჭრისგან" დაგიცავთ

პარ­ლა­მენ­ტმა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო. რო­გორც დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მა­უ­წყე­ბელ­თა მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი 20%-იანი შე­ზღუდ­ვა მა­უ­წყებ­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის მი­ხედ­ვით აღარ იარ­სე­ბებს და ამ მო­ცუ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყო­ველ სა­ათ­ში.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს, კერ­ძოდ კი იმ ნა­წილს, სა­დაც სა­უ­ბა­რია კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის სა­ა­თობ­რივ შე­ზღუდ­ვა­ზე, მხარს არ უჭე­რენ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი და აცხა­დე­ბენ, რომ ეს ცვლი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ახ­ლან­დელ უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ავი­წყდე­ბა, რომ ეს კა­ნო­ნი სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იც­ვა­ლა, რი­თაც ორი­ო­დე ტე­ლე­კომ­პა­ნია მე­ტად მომ­გე­ბი­ან პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა. კერ­ძოდ, 2011 წლამ­დე, "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" არ­სე­ბობ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მა სა­ათ­ში 15 წუთ­ზე მეტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბა შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მა­უ­წყებ­ლო­ბის ბა­დე­ში რეკ­ლა­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 20% მა­უ­წყებ­ლებს შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ე.წ. პრა­იმ თა­იმ­ში მო­ი­ყა­რა თავი. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­მა­ბეზ­რებ­ლად ხან­გრძლი­ვი სა­რეკ­ლა­მო "ჭრე­ბი" მი­ი­ღო, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში, ხში­რად თა­ვად გა­და­ცე­მის ან ფილ­მის დრო­საც კი აჭარ­ბებს. ამი­ტო­მაც არის, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს მო­მა­ბეზ­რე­ბელ რეკ­ლა­მას აა­რი­დოს თავი - გა­და­ახ­ვი­ოს, და­ა­პა­უ­ზოს, სხვა არხზე გა­დარ­თოს, ან უბ­რა­ლოდ, მა­ნამ სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ით რეკ­ლა­მა გა­დის, სხვა რა­მით და­კავ­დეს. შე­დე­გად სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მამ ფასი და­კარ­გა რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. სა­მა­გი­ე­როდ, იხე­ი­რა რამ­დე­ნი­მე მა­უ­წყე­ბელ­მა, რად­გან სა­ხელ­და­ხე­ლოდ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და თით­ქმის ყვე­ლა დამ­კვე­თის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­რეკ­ლა­მო დრო შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ტე­ლევ­ზიო რეკ­ლა­მის ფასი შემ­ცირ­და, ხოლო სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­ჯე­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვიწ­რო ჯგუ­ფის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ ფონ­ზე კი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი შე­და­რე­ბით მცი­რე ტე­ლე­ვი­ზი­ებს, შე­მო­სავ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­დათ, რა­მაც თა­ვის მხრივ, ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია მათი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით კი კა­ნო­ნი თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს უბ­რუნ­დე­ბა, რომ­ლი­თაც ბა­ზარ­ზე ყვე­ლა მო­თა­მა­შის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. რეკ­ლა­მა თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა სხვა დრო­ზე, ან სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის, შე­და­რე­ბით მცი­რე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რა­დი­ო­ში, ან თუნ­დაც, პრე­სა­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კანონი, რომელიც მომაბეზრებელი სარეკლამო "ჭრისგან" დაგიცავთ

 კანონი, რომელიც მომაბეზრებელი სარეკლამო "ჭრისგან" დაგიცავთ

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განმარტავენ, კანონში დაგეგმილი ცვლილებებისას გათვალისწინებულია მაუწყებელთა მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი. ცვლილებების თანახმად, კომერციული რეკლამისთვის დაწესებული 20%-იანი შეზღუდვა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით აღარ იარსებებს და ამ მოცულობის შეზღუდვა გამოყენებული იქნება ყოველ საათში.

"მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს, კერძოდ კი იმ ნაწილს, სადაც საუბარია კომერციული რეკლამის საათობრივ შეზღუდვაზე, მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები და აცხადებენ, რომ ეს ცვლილება კონკრეტული ტელეკომპანიის შემოსავლების შემცირებისკენ არის მიმართული. თუმცა, ახლანდელ უმცირესობასა და ყოფილ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ეს კანონი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში შეიცვალა, რითაც ორიოდე ტელეკომპანია მეტად მომგებიან პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, 2011 წლამდე, "მაუწყებლობის შესახებ კანონში" არსებობდა ჩანაწერი, რომლითაც კომერციული რეკლამა საათში 15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ყოფილი ხელისუფლების პირობებში კი კანონში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც მაუწყებლობის ბადეში რეკლამისთვის გამოყოფილი 20% მაუწყებლებს შეეძლოთ თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინათ. შედეგად მივიღეთ ის, რომ სატელევიზიო რეკლამების დიდმა ნაწილმა ე.წ. პრაიმ თაიმში მოიყარა თავი. საბოლოოდ, მაყურებელმა მომაბეზრებლად ხანგრძლივი სარეკლამო "ჭრები" მიიღო, რომელთა ხანგრძლივობა საერთო ჯამში, ხშირად თავად გადაცემის ან ფილმის დროსაც კი აჭარბებს. ამიტომაც არის, რომ მაყურებელი დღეს ყველანაირად ცდილობს მომაბეზრებელ რეკლამას აარიდოს თავი - გადაახვიოს, დააპაუზოს, სხვა არხზე გადართოს, ან უბრალოდ, მანამ სანამ ტელევიზიით რეკლამა გადის, სხვა რამით დაკავდეს. შედეგად სატელევიზიო რეკლამამ ფასი დაკარგა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. სამაგიეროდ, იხეირა რამდენიმე მაუწყებელმა, რადგან სახელდახელოდ კანონში შეტანილი ცვლილებებით შესაძლებლობა ჰქონდა თითქმის ყველა დამკვეთისთვის ყველაზე რეიტინგული სარეკლამო დრო შეეთავაზებინა. შესაბამისად, სატელევზიო რეკლამის ფასი შემცირდა, ხოლო სარეკლამო ბიუჯეტების დიდი ნაწილი ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ამ ფონზე კი სხვა მედიასაშუალებებს, უპირველეს ყოვლისა კი შედარებით მცირე ტელევიზიებს, შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა იქონია მათი განვითარების პერსპექტივებზე. ახალი რეგულაციებით კი კანონი თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება, რომლითაც ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის კონკურენციის თანაბარი პირობები იქნება. რეკლამა თანაბრად გადანაწილდება სხვა დროზე, ან სხვა მედიასაშულებებზე, მათ შორის, შედარებით მცირე ტელევიზიებში, რადიოში, ან თუნდაც, პრესაში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია