პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება
დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება

და­უ­მუ­შა­ვე­ბელ მი­წებ­ზე ჯა­რი­მე­ბის და­წე­სე­ბა არ იგეგ­მე­ბა, სა­უ­ბა­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მათ­თვის მეტი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­ჩე­ნა­ზე. შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. კო­მი­ტე­ტის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ფერ­მე­რებ­თან ერ­თად ის პრობ­ლე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მე­ლიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კუ­თხით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს.

რო­გორც გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ჯა­რი­მე­ბის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი და ინი­ცი­ა­ტი­ვა. მისი თქმით, არის მხო­ლოდ იდეა, რაც იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა მოხ­დეს. "მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯავს რე­სურ­სებს, გა­მო­ყოფს სუბ­სი­დი­ებს მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის და სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ვართ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ მეტი ეფექ­ტი მი­ვი­ღოთ. მა­გა­ლი­თად, სა­დაც სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მიწა მო­იხ­ნა, თუკი ადა­მი­ან­მა მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა შე­წყვი­ტა, გა­მო­დის, რომ სა­თა­ნა­დო ეფექტს ვერ ვი­ღებთ. ამი­ტომ სა­უ­ბა­რი იმა­ზე კი არ არის, რომ ვინ­მე და­ვა­ჯა­რი­მოთ, ან ად­მი­ნის­ტრი­რე­ბით დავ­ჩაგ­როთ, ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ და მეტი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღოთ. ამი­ტომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ არა ვინ­მეს და­ჯა­რი­მე­ბა­ზე, არა­მედ წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და ხელ­შე­წყო­ბა­ზე. დახ­მა­რე­ბა უნდა ჰქონ­დეს მას, ვინც მი­წას ამუ­შა­ვებს და ამის მო­ტი­ვა­ცია გა­აჩ­ნია", - აცხა­დებს გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება

დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება

დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება, საუბარია ამ მიმართულებით ადამიანების წახალისებასა და მათთვის მეტი მოტივაციის გაჩენაზე. შესაბამისი განმარტებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა გააკეთა. კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან ერთად ის პრობლემები განიხილეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების კუთხით ქვეყანაში არსებობს.

როგორც გიგლა აგულაშვილი განმარტავს, ჯარიმების შემოღების თაობაზე არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო პროექტი და ინიციატივა. მისი თქმით, არის მხოლოდ იდეა, რაც იმას უკავშირდება, რომ დაუმუშავებელი მიწების დამუშავება მოხდეს. "მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხარჯავს რესურსებს, გამოყოფს სუბსიდიებს მიწების დამუშავებისთვის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის, ბუნებრივია, ვართ მოტივირებული, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ. მაგალითად, სადაც საგაზაფხულო სამუშაოების დროს მიწა მოიხნა, თუკი ადამიანმა მიწის დამუშავება შეწყვიტა, გამოდის, რომ სათანადო ეფექტს ვერ ვიღებთ. ამიტომ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე დავაჯარიმოთ, ან ადმინისტრირებით დავჩაგროთ, ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რესურსი გამოვიყენოთ და მეტი სასურსათო პროდუქტი მივიღოთ. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ არა ვინმეს დაჯარიმებაზე, არამედ წახალისებასა და ხელშეწყობაზე. დახმარება უნდა ჰქონდეს მას, ვინც მიწას ამუშავებს და ამის მოტივაცია გააჩნია", - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია