შალვა რამიშვილი და ხატია ეკიზაშვილი ახალ წელს ოჯახის წევრის მატებით შეხვდნენ.
ახალშობილის ფოტო და მადლობა ხატიამ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვყენა.
"შობას გილოცავთ მეგობრებო!
და ყველას დიდ მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისათვის!" - წერს რამიშვილის მეუღლე.
"ამბები.გე" ულოცავს წყვილს პატარა ვაჟკაცის ამ ქვეყნად მოვლინებას.
ტელეწამყვანის შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის სიყვარულის ამბავი ორი წლის წინ გახდა ცნობილი. ზოგი ამ ამბავს უარყოფითად შეხვდა და მათი ერთად ყოფნა გააკრიტიკა, რადგან შალვას თეა აბაშმაძესთან დიდხნიანი ოჯახური ცხოვრება აკავშირებდა. შალვას პირველი ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავს.
ნათია გედენიძე