სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს
ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი გა­სულ წელს მე­ო­რედ გახ­და დედა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ წელ­საც უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბით შეხ­ვდა. ლიზა, მისი პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, დე­დი­კოს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა მომ­ღე­რა­ლი ძი­ძას ეძებს.

- მე­ო­რედ გახ­დი დედა, ისევ გო­გო­ნა გყავს. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა?

- ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი, რად­გან ლიზა პა­ტა­რა ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. ლი­ზა­ზე და­ფე­თე­ბუ­ლი დედა ვი­ყა­ვი, არა­ვის ვა­ჭე­რი­ნებ­დი ხელ­ში, მე­გო­ნა, რომ რა­ღაც და­ე­მარ­თე­ბო­და. ახლა კი აღარ ვარ ასე, ლიზა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, მე­გობ­რე­ბიც. ჯერ გაც­ნო­ბის პე­რი­ო­დია, შე­სა­ბა­მი­სად, არ მაქვს კარ­გად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი.

- ნა­ტაშ­კა­ზე მოგ­ვი­ყე­ვი, ვის ჰგავს?

- მა­მას.

- ლაშა ფო­ტო­ზე ვნა­ხეთ შენ­თან ერ­თად, სამ­შო­ბი­ა­რო­ში. ნა­ხუ­ლობს პა­ტა­რას?

- კი, ბავ­შვს ნა­ხუ­ლობს ხოლ­მე, ხან­და­ხან (იღი­მის).

- ძიძა გყავს?

- ჯერ არა, ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლიც არ ვარ, რომ გავ­რბო­დე და დამ­ტო­ვე­ბე­ლი მჭირ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ მალე მე­ყო­ლე­ბა. ძი­ძის შერ­ჩე­ვი­სას უამ­რა­ვი კრი­ტე­რი­უ­მი მაქვს, პირ­ველ რიგ­ში, ში­ნა­ურ წრე­ში ვე­ძებ. უცხო ადა­მი­ანს ვერ მო­ვიყ­ვან შვი­ლის მომ­ვლე­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნდა ჰქონ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბა, მით უმე­ტეს, ახალ­შო­ბილ პა­ტა­რას­თან. თუკი ვი­პო­ვე იდე­ა­ლუ­რი ძიძა, მე­ო­რე ვე­რი­კო, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა (იღი­მის). არ მინ­და, ისე­თი პრინ­ცი­პით ავარ­ჩიო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურს ეძებს და მის­თვის სუ­ლერ­თია, სად იმუ­შა­ვებს. ალ­ბათ, ბავ­შვე­ბიც უნდა უყ­ვარ­დეს და იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სუფ­თა. არ უნდა იყოს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ბავ­შვი აზ­რზე რომ მოვა, რბი­ლი ლ-ებით ელა­პა­რა­კოს (იღი­მის).

- ადრე რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ძი­ძე­ბი იყო მო­და­ში.

- ჩემს სახ­ლში რუ­სუ­ლი ენის პრობ­ლე­მა არ არის, რად­გან ლი­ზას ბე­ბი­აა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ენას ისე­დაც ის­წავ­ლის.

- მშო­ბი­ა­რო­ბა არ გა­გი­ჭირ­და, ფოტო მა­ლე­ვე გა­ნა­თავ­სე "ფე­ის­ბუქ­ზე.

- ზუს­ტად 15 წუ­თის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო იყო. მშო­ბი­ა­რო­ბა სა­ერ­თოდ არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ეს ჩემი ექი­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, მთლად ასე­თი ყო­ჩა­ღიც არ ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვიმ­შო­ბი­ა­რე.

- რო­გორ ჩა­დე­ქი ფორ­მა­ში?

- რომ გი­თხრა, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რო­გორ ფორ­მა­შიც ვი­ყა­ვი, ისევ ისე­თი ვარ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. შე­საძ­ლოა, არ მე­ტყო­ბო­და, მაგ­რამ 20 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. ჯერ დი­ე­ტა არ და­მი­წყია, რად­გან ნა­ტაშ­კა ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს. ცოტა ხან­ში ვარ­ჯიშს და­ვი­წყებ, ალ­ბათ, იან­ვრის ბო­ლო­დან, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი გზით ვიმ­შო­ბი­ა­რე, ვარ­ჯი­ში ერთი თვის შემ­დეგ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. 10 კილო დავ­ტო­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ასე რომ, 10 კილო უნდა და­ვიკ­ლო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს

ვერიკო ტურაშვილი თავისი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებს

ვერიკო ტურაშვილი გასულ წელს მეორედ გახდა დედა. რასაკვირველია, ამ წელსაც უდიდესი ბედნიერებით შეხვდა. ლიზა, მისი პირველი ქალიშვილი, დედიკოს ძალიან ეხმარება, თუმცა მომღერალი ძიძას ეძებს.

- მეორედ გახდი დედა, ისევ გოგონა გყავს. როგორი შეგრძნებაა?

- ძალიან სხვანაირი, რადგან ლიზა პატარა ასაკში გამიჩნდა. ლიზაზე დაფეთებული დედა ვიყავი, არავის ვაჭერინებდი ხელში, მეგონა, რომ რაღაც დაემართებოდა. ახლა კი აღარ ვარ ასე, ლიზა ძალიან მეხმარება, მეგობრებიც. ჯერ გაცნობის პერიოდია, შესაბამისად, არ მაქვს კარგად გაცნობიერებული.

- ნატაშკაზე მოგვიყევი, ვის ჰგავს?

- მამას.

- ლაშა ფოტოზე ვნახეთ შენთან ერთად, სამშობიაროში. ნახულობს პატარას?

- კი, ბავშვს ნახულობს ხოლმე, ხანდახან (იღიმის).

- ძიძა გყავს?

- ჯერ არა, ისეთი დაკავებულიც არ ვარ, რომ გავრბოდე და დამტოვებელი მჭირდებოდეს, მაგრამ მალე მეყოლება. ძიძის შერჩევისას უამრავი კრიტერიუმი მაქვს, პირველ რიგში, შინაურ წრეში ვეძებ. უცხო ადამიანს ვერ მოვიყვან შვილის მომვლელად. რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, მით უმეტეს, ახალშობილ პატარასთან. თუკი ვიპოვე იდეალური ძიძა, მეორე ვერიკო, ძალიან კარგი იქნება (იღიმის). არ მინდა, ისეთი პრინციპით ავარჩიო, როდესაც ადამიანი ნებისმიერ სამსახურს ეძებს და მისთვის სულერთია, სად იმუშავებს. ალბათ, ბავშვებიც უნდა უყვარდეს და იყოს მოწესრიგებული, სუფთა. არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ბავშვი აზრზე რომ მოვა, რბილი ლ-ებით ელაპარაკოს (იღიმის).

- ადრე რუსულენოვანი ძიძები იყო მოდაში.

- ჩემს სახლში რუსული ენის პრობლემა არ არის, რადგან ლიზას ბებიაა რუსულენოვანი, შესაბამისად, ამ ენას ისედაც ისწავლის.

- მშობიარობა არ გაგიჭირდა, ფოტო მალევე განათავსე `ფეისბუქზე.

- ზუსტად 15 წუთის შემდეგ გადაღებული ფოტო იყო. მშობიარობა საერთოდ არ გამჭირვებია. ეს ჩემი ექიმის დამსახურებაც არის, მთლად ასეთი ყოჩაღიც არ ვარ, მაგრამ ძალიან ადვილად ვიმშობიარე.

- როგორ ჩადექი ფორმაში?

- რომ გითხრა, ორსულობამდე როგორ ფორმაშიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ-მეთქი, მოგატყუებ. შესაძლოა, არ მეტყობოდა, მაგრამ 20 კილო მქონდა მომატებული. ჯერ დიეტა არ დამიწყია, რადგან ნატაშკა ბუნებრივ კვებაზე მყავს. ცოტა ხანში ვარჯიშს დავიწყებ, ალბათ, იანვრის ბოლოდან, რადგან ბუნებრივი გზით ვიმშობიარე, ვარჯიში ერთი თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია. 10 კილო დავტოვე სამშობიაროში, ასე რომ, 10 კილო უნდა დავიკლო.

იხილეთ გაგრძელება

საუკეთესოდ ჩაცმული ქალები "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე - ვინ  გახდა წითელი ხალიჩის დედოფალი?

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს