სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს
ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

მალე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მე­სა­მე წელი და­ი­წყე­ბა. პარ­ტი­ის ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს პო­ლი­ტი­კა­ში აღარ არის, მაგ­რამ ის მა­ინც ახ­დენს გავ­ლე­ნას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. არ­სე­ბო­ბენ კად­რე­ბი, რო­მელბ­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დიდ ფსონს დებ­და, თუმ­ცა მათ იმე­დე­ბი გა­უც­რუ­ეს. ვინ და რა­ტომ არის ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ამა­ზე მსჯე­ლო­ბის­თვის ანა­ლი­ტი­კოს არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას მივ­მარ­თეთ:

- თა­ვის­თა­ვად, ის, რომ ვინ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს იმედს უც­რუ­ებს, ამა­ში არც ტრა­გი­კუ­ლია რამე და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ ჩა­მო­ნათ­ვალს (ალა­სა­ნია, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ფან­ჯი­კი­ძე, პეტ­რი­აშ­ვი­ლი) მე მა­ინც მგო­ნია, რომ სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი გა­აჩ­ნდათ. თან, რო­გორ გი­თხრათ, ვეჭ­ვობ, ივა­ნიშ­ვი­ლი ისე­თი დამ­წყე­ბი იდე­ა­ლის­ტი იყოს, რომ ადა­მი­ა­ნებს ასე ად­ვი­ლად ენ­დოს, მით უმე­ტეს, რომ მრა­ვა­ლი მათ­გა­ნი სულ ორი­ო­დე წე­ლია გა­იც­ნო და ბუ­ნებ­რი­ვია, არც საკ­მა­რი­სი დრო ექ­ნე­ბო­და მათ შე­საც­ნო­ბად იმ დო­ნე­ზე, რომ ნდო­ბა გას­ჩე­ნო­და.

- სა­ზო­გა­დე­ო­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ იმედ­გაც­რუ­ე­ბად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­იჩ­ნევს.

- ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ასახ­სნე­ლი ალ­ბათ, ალა­სა­ნი­აა. ის ახალ­გაზ­რდა კა­ცია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა იმ კუ­თხით, რომ მას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს უკვე არ გა­აჩ­ნდა და ამი­ტო­მაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბამ მას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, კვლავ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო; გა­მო­ჩე­ნილ­მა მა­ტე­რი­ა­ლურ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა თუ ავ­ტო­რი­ტეტ­ზე ფიქ­სა­ცი­ამ მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­უბ­რუ­ნა და ამით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კარ­გა­დაც გა­მო­ი­ყე­ნა. ირაკ­ლი ალა­სა­ნია ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მისი თვით­შე­ფა­სე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მის მი­მართ შე­ფა­სე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დი­ო­და. ამას ალ­ბათ, უფრო მეტი სიმწვა­ვე მის­ცა ალა­სა­ნი­ას არ­ჩევ­ნე­ბის დრო­ინ­დელ­მა მარ­ცხმა და ამის მი­უ­ხე­და­ვად, მის­მა გა­მო­ხა­ტულ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ალა­სა­ნი­ას ინ­ტე­რე­სებს ივა­ნიშ­ვილ­მა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, შე­სა­ბა­მი­სად, ალა­სა­ნი­ას­თვის სა­ჭი­რო გახ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აღექ­ვა, რო­გორც დრო­ე­ბი­თი "პრო­მო­უ­შე­ნის" ეტა­პი და შემ­დეგ გა­სუ­ლი­ყო მის­გან სა­კუ­თა­რი თა­მა­შის და­სა­წყე­ბად. ეს, ცხა­დია, მისი სრუ­ლი უფ­ლე­ბა და წინსვლის ლო­გი­კუ­რი და ლე­გა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო. თუმ­ცა, მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ წა­სას­ვლე­ლად არც ისე იდე­ა­ლუ­რი დრო და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შე­არ­ჩია, მით უმე­ტეს, რომ რო­გორც ჩანს, არც ის ჰქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რო­გორ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მო­მა­ვალ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა.

ვი­ტყო­დი, რომ ალა­სა­ნი­ამ მა­ინც იჩ­ქა­რა და მი­უ­ხე­და­ვად ეფექ­ტის მოხ­დე­ნი­სა, მარ­ტო თა­მა­ში­სათ­ვის მზად არ აღ­მოჩ­ნდა, მით უმე­ტეს, რომ მან წა­ი­ყო­ლა გუნ­დი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დღე­ი­სათ­ვის, ალა­სა­ნი­ას გუნ­დი უფრო უსა­ხუ­რად მო­ჩანს, ვიდ­რე წი­ნათ, თუმ­ცა, ცხა­დია, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი­სა და იმი­ჯმე­ი­კინ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მას წინ აქვს.

- რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე?

- რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს, აქ ცოტა მი­ჭირს მსჯე­ლო­ბა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ პრე­ზი­დენტს მკა­ფი­ოდ არ აქვს სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ის თა­ვის­გან აზ­რთა ლი­დერს ქმნის და გარ­კვე­ულ ეპი­ზო­დებ­ში ეფექ­ტუ­რა­დაც გა­მოს­დის. მისი დღე­ვან­დე­ლი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია გა­მოს­ვლე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბია, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პო­ზი­ტი­უ­რად ვლინ­დე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პო­ლიტ-კო­რექ­ტუ­ლია, ფრთხი­ლი და მო­ზო­მი­ლია შე­ფა­სე­ბებ­ში. ის აზ­როვ­ნებს, სა­ნამ რა­მეს ამ­ბობს. ფრთხი­ლობს გან­ცხა­დე­ბებ­ში, რაც მის თავ­შე­კა­ვე­ბას ბევ­რად უფრო მი­სა­ღებს ხდის, ვიდ­რე მისი წი­ნა­მორ­ბე­დის თავ­შე­უ­კა­ვე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს. პრე­ზი­დენ­ტის მიზ­ნე­ბი ძნე­ლი ამო­საც­ნო­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად ის რა­ღაც ჟი­ნი­ა­ნი და შე­უ­პო­ვა­რი ხდე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად - სრუ­ლი­ად გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სტა­ტუს­თან. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ფსი­ქო­ტი­პი რთუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ასე­ვე რთულ პი­როვ­ნე­ბად მო­ჩანს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამი­ტო­მაც არც ისე გა­საკ­ვი­რია მათი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან.

- რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც არა მარ­ტო ივა­ნიშ­ვილს გა­უც­რუ­ეს იმე­დე­ბი...

- ამ­ჯე­რად ორ ძი­რი­თად სუ­ბი­ექტს შე­ვე­ხეთ და ამ სუ­ბი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გუნ­დებს, თუმ­ცა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ცოტა სკეპ­ტი­კურ სა­ზო­მებ­თან მი­ვალთ. მისი აღ­მო­ჩე­ნე­ბი მისი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ხდე­ბა, - სა­ა­კაშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნე­ბით, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი-ალა­სა­ნია-ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მალე რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ისე­თი გან­ცდა მრჩე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტო­ბაც ად­ვი­ლია და მისი იმედ­გაც­რუ­ე­ბაც. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძი­ე­ბა­შია, მის გვერ­დით წლე­ბია უკვე ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლი­თი შოუს პრინ­ცი­პით ჩნდე­ბი­ან, ქრე­ბი­ან, იც­ვლე­ბი­ან. ივა­ნიშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი პრაგ­მა­ტუ­ლო­ბის მქო­ნე­დაც მე­სა­ხე­ბა და გა­მო­უს­წო­რე­ბელ იდე­ა­ლის­ტა­დაც. მი­უ­ხე­და­ვად მის გარ­შე­მო ადა­მი­ან­თა ნა­კა­დის შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი ცვლი­სა, ის ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­ტო­სუ­ლად მო­ჩანს მა­ინც, მარ­ტო­სუ­ლად თა­ვის იდე­ა­ლებ­თან თუ მის­წრა­ფე­ბებ­თან, თუ შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც კერ­ძო ინ­ტე­რე­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ვინ იქ­ნე­ბი­ან ივა­ნიშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი ფა­ვო­რი­ტე­ბი და გახ­დე­ბი­ან თუ არა ისი­ნი შემ­დგომ­ში ახა­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ამას უკვე მო­მა­ვა­ლი აჩ­ვე­ნებს.

სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია| Ivansihvili’s Favorites – The Ones Who Failed

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

ივანიშვილის ფავორიტები, რომლებმაც მილიარდერს იმედები გაუცრუეს

მალე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი დაიწყება. პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში აღარ არის, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. არსებობენ კადრები, რომელბზეც ბიძინა ივანიშვილი დიდ ფსონს დებდა, თუმცა მათ იმედები გაუცრუეს. ვინ და რატომ არის ივანიშვილის მთავარი იმედგაცრუება, ამაზე მსჯელობისთვის ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას მივმართეთ:

- თავისთავად, ის, რომ ვინმე ბიძინა ივანიშვილს იმედს უცრუებს, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც განსაკუთრებული, თუმცა ამ ჩამონათვალს (ალასანია, მარგველაშვილი, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი) მე მაინც მგონია, რომ სრულიად სხვადასხვა მოტივატორები გააჩნდათ. თან, როგორ გითხრათ, ვეჭვობ, ივანიშვილი ისეთი დამწყები იდეალისტი იყოს, რომ ადამიანებს ასე ადვილად ენდოს, მით უმეტეს, რომ მრავალი მათგანი სულ ორიოდე წელია გაიცნო და ბუნებრივია, არც საკმარისი დრო ექნებოდა მათ შესაცნობად იმ დონეზე, რომ ნდობა გასჩენოდა.

- საზოგადეობა, ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად ირაკლი ალასანიას მიიჩნევს.

- ყველაზე მარტივი ასახსნელი ალბათ,  ალასანიაა. ის ახალგაზრდა კაცია. "ქართული ოცნება" ეფექტურად გამოიყენა იმ კუთხით, რომ მას პოლიტიკური წარმატებები საქართველოში ბოლოს უკვე არ გააჩნდა და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებამ მას საშუალება მისცა, კვლავ განახლებულიყო; გამოჩენილმა მატერიალურმა საშუალებებმა თუ ავტორიტეტზე ფიქსაციამ მას საზოგადოებაში პოლიტიკური პერსპექტივები დაუბრუნა და ამით, შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" შესაძლებლობები კარგადაც გამოიყენა. ირაკლი ალასანია ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ როგორც ჩანს, მისი თვითშეფასება და ბიძინა ივანიშვილის მის მიმართ შეფასება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ამას ალბათ, უფრო მეტი სიმწვავე მისცა ალასანიას არჩევნების დროინდელმა მარცხმა და ამის მიუხედავად, მისმა გამოხატულმა ინტერესებმა პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.

ალასანიას ინტერესებს ივანიშვილმა რეალიზაციის საშუალება არ მისცა, შესაბამისად, ალასანიასთვის საჭირო გახდა, რომ "ქართული ოცნება" აღექვა, როგორც დროებითი "პრომოუშენის" ეტაპი და შემდეგ გასულიყო მისგან საკუთარი თამაშის დასაწყებად. ეს, ცხადია, მისი სრული უფლება და წინსვლის ლოგიკური და ლეგალური ინტერესი იყო. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ წასასვლელად არც ისე იდეალური დრო და წინაპირობები შეარჩია, მით უმეტეს, რომ როგორც ჩანს, არც ის ჰქონდა გააზრებული, როგორ გაეგრძელებინა მომავალში მოღვაწეობა.

ვიტყოდი, რომ ალასანიამ მაინც იჩქარა და მიუხედავად ეფექტის მოხდენისა, მარტო თამაშისათვის მზად არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მან წაიყოლა გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებზე იყო წარმოდგენილი. დღეისათვის, ალასანიას გუნდი უფრო უსახურად მოჩანს, ვიდრე წინათ, თუმცა, ცხადია, პოლიტიკური თამაშებისა და იმიჯმეიკინგის შესაძლებლობები მას წინ აქვს.

- რა შეიძლება ითქვას პრეზიდენტ მარგველაშვილზე?

- რაც შეეხება მარგველაშვილს, აქ ცოტა მიჭირს მსჯელობა, ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტს მკაფიოდ არ აქვს საკუთარი პერსონაჟული მახასიათებლები. ის თავისგან აზრთა ლიდერს ქმნის და გარკვეულ ეპიზოდებში ეფექტურადაც გამოსდის. მისი დღევანდელი თვითრეალიზაცია გამოსვლები და შეფასებებია, რაც ხშირ შემთხვევაში პოზიტიურად ვლინდება. მარგველაშვილი პოლიტ-კორექტულია, ფრთხილი და მოზომილია შეფასებებში. ის აზროვნებს, სანამ რამეს ამბობს. ფრთხილობს განცხადებებში, რაც მის თავშეკავებას ბევრად უფრო მისაღებს ხდის, ვიდრე მისი წინამორბედის თავშეუკავებელ განცხადებებს. პრეზიდენტის მიზნები ძნელი ამოსაცნობია. პერიოდულად ის რაღაც ჟინიანი და შეუპოვარი ხდება, პერიოდულად - სრულიად გაუცხოებული საკუთარ სტატუსთან. მარგველაშვილის ფსიქოტიპი რთული პიროვნებაა, ასევე რთულ პიროვნებად მოჩანს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომაც არც ისე გასაკვირია მათი შეუთავსებლობა ერთმანეთთან.

- რა შეიძლება ითქვას სხვა სუბიექტებზე, რომლებმაც არა მარტო ივანიშვილს გაუცრუეს იმედები...

- ამჯერად ორ ძირითად სუბიექტს შევეხეთ და ამ სუბიექტებთან დაკავშირებულ გუნდებს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის იმედგაცრუებებს თუ დავაკვირდებით, ცოტა სკეპტიკურ საზომებთან მივალთ. მისი აღმოჩენები მისი იმედგაცრუება ხდება, - სააკაშვილიდან დაწყებული ჯერჯერობით უკანასკნელი მოჰიკანებით, მარგველაშვილი-ალასანია-ხელისუფლება, შეიძლება მალე რესპუბლიკელებით დამთავრებული. ისეთი განცდა მრჩება, რომ ივანიშვილის ფავორიტობაც ადვილია და მისი იმედგაცრუებაც. ბიძინა ივანიშვილი ძიებაშია, მის გვერდით წლებია უკვე ადამიანები რეალითი შოუს პრინციპით ჩნდებიან, ქრებიან, იცვლებიან. ივანიშვილი ოლიგარქიული პრაგმატულობის მქონედაც მესახება და გამოუსწორებელ იდეალისტადაც. მიუხედავად მის გარშემო ადამიანთა ნაკადის შეუჩერებელი ცვლისა, ის ჯერჯერობით მარტოსულად მოჩანს მაინც, მარტოსულად თავის იდეალებთან თუ მისწრაფებებთან, თუ შეიძლება, თუნდაც კერძო ინტერესებთან მიმართებაში. ვინ იქნებიან ივანიშვილის მომავალი ფავორიტები და გახდებიან თუ არა ისინი შემდგომში ახალი იმედგაცრუების ობიექტები, ამას უკვე მომავალი აჩვენებს.

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია| Ivansihvili’s Favorites – The Ones Who Failed

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა