სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის ახალ ტესტებში შეცდომებია აღმოჩენილი
მართვის მოწმობის ახალ ტესტებში შეცდომებია აღმოჩენილი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, 2014 წლის 15 დე­კემ­ბრი­დან მძღო­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დას ახა­ლი 3D ბი­ლე­თე­ბით ჩა­ა­ბა­რე­ბენ. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ილია მე­კო­კიშ­ვი­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­უ­წო­დებს - არ იჩ­ქა­როს.

ილია მე­კო­კიშ­ვი­ლი: - შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, 1748 ტეს­ტი დამ­ტკიც­და კა­ტე­გო­რი­ე­ბის და ქვე­კა­ტე­გო­რი­ე­ბის სა­ხით. ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ას აქვს და­ნარ­თი, სწო­რი პა­სუ­ხე­ბის ცხრი­ლი. რო­დე­საც მათი თე­მა­ტუ­რად და­ლა­გე­ბა და ექ­სპერ­ტი­ზა და­ვი­წყე, უამ­რავ შეც­დო­მას წა­ვა­წყდი. მა­გა­ლი­თად, თე­მა­ში "საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი" 273 ტეს­ტია და 15-ში შეც­დო­მაა. ბი­ლე­თე­ბი #606, 657, 668, 672, 673, 674, 675, 677, 678, 1239 აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩას­წორ­დეს. ალო­გი­კუ­რია, ამ ტეს­ტე­ბის მი­ხედ­ვით მო­მა­ვალ მძღოლს ცოდ­ნა მოვ­თხო­ვოთ.

- ავ­ტოს­კო­ლებ­ში ვერ შე­ნიშ­ნეს შეც­დო­მე­ბი?

- ყვე­ლა სა­ავ­ტო­რო სკო­ლამ შე­ნიშ­ნა და ფე­დე­რა­ცი­ას გვე­კი­თხე­ბი­ან, რა ვქნა­თო. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბულ, არა­სა­ავ­ტო­რო ავ­ტოს­კო­ლებ­ში, სა­დაც ფა­სე­ბი დას­წი­ეს მეტი ადა­მი­ა­ნის მი­სა­ზი­დად, სულ არ ანაღ­ვლებთ ტეს­ტე­ბის თე­მა­ტუ­რად და­ლა­გე­ბა, ძი­რი­თა­დად, პა­სუ­ხებს აზე­პი­რე­ბი­ნე­ბენ მო­მა­ვალ მძღო­ლებს, თუმ­ცა, 3D ტეს­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბის დროს და­ზე­პი­რე­ბა ვე­ღარ უშ­ვე­ლით. წი­ნას­წარ გა­მო­ცხად­და, რომ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბის რი­გი­თო­ბას შეც­ვლი­ან. შე­იც­ვლე­ბა არა სწო­რი პა­სუ­ხის ში­ნა­არ­სი, არა­მედ მისი რი­გი­თო­ბა. ე.ი. რე­ა­ლუ­რად მოგ­თხო­ვენ ცოდ­ნას, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ ხომ უნდა მოგ­ცეს ეს ცოდ­ნა?

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მართვის მოწმობის ახალ ტესტებში შეცდომებია აღმოჩენილი

მართვის მოწმობის ახალ ტესტებში შეცდომებია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 2014 წლის 15 დეკემბრიდან მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ. თუმცა, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის დამფუძნებელი ილია მეკოკიშვილი სააგენტოს მოუწოდებს - არ იჩქაროს.

ილია მეკოკიშვილი: - შს მინისტრის ბრძანებით, 1748 ტესტი დამტკიცდა კატეგორიების და ქვეკატეგორიების სახით. ყველა კატეგორიას აქვს დანართი, სწორი პასუხების ცხრილი. როდესაც მათი თემატურად დალაგება და ექსპერტიზა დავიწყე, უამრავ შეცდომას წავაწყდი. მაგალითად, თემაში "საგზაო ნიშნები" 273 ტესტია და 15-ში შეცდომაა. ბილეთები #606, 657, 668, 672, 673, 674, 675, 677, 678, 1239 აუცილებლად უნდა ჩასწორდეს. ალოგიკურია, ამ ტესტების მიხედვით მომავალ მძღოლს ცოდნა მოვთხოვოთ.

- ავტოსკოლებში ვერ შენიშნეს შეცდომები?

- ყველა საავტორო სკოლამ შენიშნა და ფედერაციას გვეკითხებიან, რა ვქნათო. სამწუხაროდ, არალიცენზირებულ, არასაავტორო ავტოსკოლებში, სადაც ფასები დასწიეს მეტი ადამიანის მისაზიდად, სულ არ ანაღვლებთ ტესტების თემატურად დალაგება, ძირითადად, პასუხებს აზეპირებინებენ მომავალ მძღოლებს, თუმცა, 3D ტესტების ჩაბარების დროს დაზეპირება ვეღარ უშველით. წინასწარ გამოცხადდა, რომ სავარაუდო პასუხების რიგითობას შეცვლიან. შეიცვლება არა სწორი პასუხის შინაარსი, არამედ მისი რიგითობა. ე.ი. რეალურად მოგთხოვენ ცოდნას, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მოგცეს ეს ცოდნა?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია