საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა
რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

"ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი სი­გუა, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი შოვ­ნა­ძის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. თა­ვად გი­ორ­გი შოვ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რედ სა­სა­მარ­თლომ ერთი კვი­რის წინ აღად­გი­ნა. სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გი­ორ­გი სი­გუა, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან 4 აგ­ვის­ტოს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მო­ად­გი­ლედ დახ­ვდა.

გი­ორ­გი სი­გუა მო­მა­ვალ გეგ­მებ­ზე "გუ­რია ნი­უსს" ესა­უბ­რა:

-რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში?

- ვა­პი­რებ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს დიდი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია. არა­ერ­თი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი გვაქვს, რო­მელ­თა ცნო­ბა­დო­ბა არც ისე მა­ღა­ლია. მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას და იმ ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნას ვა­პი­რებ, რო­მე­ლიც ჯერ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მალე იარ­სე­ბებს. მა­გა­ლი­თად, ის, რომ ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში შე­საძ­ლე­ბე­ლია: მო­ე­წყოს ტუ­რე­ბი, იქი­რა­ოთ სა­ძი­ლე ტომ­რე­ბი, ხა­რა­გა­უ­ლის ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრში იქი­რა­ოთ ნომ­რე­ბი. ბევ­რი სხვა ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოთ; ის, რომ ლა­გო­დე­ხის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხე­ნე­ბის ქი­რა­ო­ბა და სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რე­ბის მო­წყო­ბა; ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ტო­ი­ო­ტა სა­ფა­რი ტუ­რის მო­წყო­ბა; ხორ­ნა­ბუ­ჯის, წმინ­და ელი­ას მთის მო­ნა­ხუ­ლე­ბა; ბევ­რმა არ იცის. იგი­ვე სა­თაფ­ლი­ის, პრო­მე­თეს მღვი­მე­ე­ბი, ოკა­ცეს, გოჭ­კა­დი­ლის კა­ნი­ო­ნე­ბი ძა­ლი­ან დიდ ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს ატა­რებს. ამ ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პრო­მო­ცი­აა ჩვე­ნი მი­ზა­ნი. იქ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა.

-და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, გი­ორ­გი შოვ­ნა­ძეს­თან, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღად­გი­ნა, რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- გუ­შინ გა­ვი­ცა­ნი რომ მო­ვი­და სამ­სა­ხურ­ში.

-რო­გორ ფიქ­რობთ, მის მო­ად­გი­ლედ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­გარ­ჩი­ეს?

- რო­გორც ტუ­რიზ­მის საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის პატ­რო­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­ნა­ვი­თა­როს და სწორ გზა­ზე და­ა­ყე­ნოს.

-ვის­გან მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან.

-გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნისტრს გუ­ლის­ხმობთ?

- მა­საც, მათ შო­რის. არა მარ­ტო და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, არა­მედ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გა­ნაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

-პირ­ვე­ლად რას გა­ა­კე­თებთ ახალ სამ­სა­ხურ­ში?

- პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე უკვე, გა­ვე­ცა­ნი გუნდს. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სლა­ი­დებ­ზე გა­ვე­ცა­ნი ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს, რისი პო­ტენ­ცი­ა­ლიც და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს აქვს. ორ­შა­ბათს უკვე მი­ვემ­გზავ­რე­ბი, ად­გილ­ზე უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი. ეს იქ­ნე­ბა კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, იმე­რე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი: სა­თაფ­ლი­ის, პრო­მე­თეს მღვი­მე­ე­ბი. შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ მტი­რა­ლა­ზე. მო­ვი­ნა­ხუ­ლებ სხვა და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც. შემ­დეგ დავ­დებთ მათ პიარ-სტრა­ტე­გი­ებს. ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ მჭიდ­როდ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. მათ აქვთ საკ­მა­ოდ დიდი ბი­უ­ჯე­ტი მარ­კე­ტინ­გის­თვის. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის ზრდა. მთე­ლი გეგ­მე­ბი მაქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი შოვნაძის მოადგილედ დაინიშნა. თავად გიორგი შოვნაძე აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ სასამართლომ ერთი კვირის წინ აღადგინა. სამსახურში დაბრუნებულს "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, რომელიც "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელობიდან 4 აგვისტოს გაათავისუფლეს, მოადგილედ დახვდა.

გიორგი სიგუა მომავალ გეგმებზე "გურია ნიუსს" ესაუბრა:

-რის გაკეთებას აპირებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოში?

- ვაპირებ ტურიზმის განვითარებას. დაცულ ტერიტორიებს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. არაერთი ტურისტული პროდუქტი გვაქვს, რომელთა ცნობადობა არც ისე მაღალია. მათ პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ ტურისტული პროდუქტების შექმნას ვაპირებ, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ მალე იარსებებს. მაგალითად, ის, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესაძლებელია: მოეწყოს ტურები, იქირაოთ საძილე ტომრები, ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრში იქირაოთ ნომრები. ბევრი სხვა ტურისტული მომსახურება მიიღოთ; ის, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია ცხენების ქირაობა და საცხენოსნო ტურების მოწყობა; ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ტოიოტა საფარი ტურის მოწყობა; ხორნაბუჯის, წმინდა ელიას მთის მონახულება; ბევრმა არ იცის. იგივე სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები, ოკაცეს, გოჭკადილის კანიონები ძალიან დიდ ტურისტულ პოტენციალს ატარებს. ამ ტურისტული პროდუქტების მაქსიმალური პრომოციაა ჩვენი მიზანი. იქ სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება.

-დაცული ტერიტორიების თავმჯდომარესთან, გიორგი შოვნაძესთან, რომელიც სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა, რა ურთიერთობა გაქვთ?

- გუშინ გავიცანი რომ მოვიდა სამსახურში.

-როგორ ფიქრობთ, მის მოადგილედ რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს?

- როგორც ტურიზმის საქმის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილების პატრონი, რომელსაც შეუძლია, დაცული ტერიტორიების ტურისტული პროდუქტები განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.

-ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

- ხელმძღვანელობისგან.

-გარემოს დაცვის მინისტრს გულისხმობთ?

- მასაც, მათ შორის. არა მარტო დაცული ტერიტორიების, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც მივიღე შემოთავაზება.

-პირველად რას გააკეთებთ ახალ სამსახურში?

- პირველი, რაც გავაკეთე უკვე, გავეცანი გუნდს. ჯერჯერობით მხოლოდ სლაიდებზე გავეცანი ტურისტულ პროდუქტებს, რისი პოტენციალიც დაცულ ტერიტორიებს აქვს. ორშაბათს უკვე მივემგზავრები, ადგილზე უნდა მოვინახულო ადმინისტრაციები. ეს იქნება კოლხეთის ეროვნული პარკი, იმერეთის ადმინისტრაციაში შემავალი ერთეულები: სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები. შემდეგ აუცილებლად წავალ მტირალაზე. მოვინახულებ სხვა დაცულ ტერიტორიებსაც. შემდეგ დავდებთ მათ პიარ-სტრატეგიებს. ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ტურისტულ კომპანიებთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი მარკეტინგისთვის. ერთობლივი ძალებით შეიძლება ტურისტული ნაკადების ზრდა. მთელი გეგმები მაქვს.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა