სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე
ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე რუ­სუ­ლი "ფორბსის" მი­ხედ­ვით, 20 ყვე­ლა­ზე მდი­დარ რუს მომ­ღე­რალს შო­რი­საა.

თა­ვის დრო­ზე, როცა რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და, პრო­დი­უ­სერ­მა ევ­გე­ნი ფრიდ­ლი­ან­დმა ქარ­თულ გვარ­ზე უა­რის თქმა შეს­თა­ვა­ზა და რუ­სუ­ლი ვერ­სი­აც მო­უ­ძებ­ნა - მე­ლა­დო­ვა. პრო­დი­უ­სე­რი ში­შობ­და, რომ დამ­წყებ მომ­ღე­რალს რუ­სე­თის დიდი სცე­ნის და­პყრო­ბა­ში ქარ­თუ­ლი გვა­რი ხელს შე­უშ­ლი­და.

"ამას არას­დროს და არაფ­რის სა­ნაც­ვლოდ არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი. ეს ჩემი ოჯა­ხი­სა და ჩემი გვა­რი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და. ხალ­ხი ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით მხვდე­ბა და ჩემი ქარ­თვე­ლო­ბის გამო არას­დროს მიგ­რძვნია უხერ­ხუ­ლო­ბა", - იხ­სე­ნებს უკვე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე.

ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს გახ­და საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი, როცა ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ჰიტ­მა Сэра ათა­სო­ბით მსმე­ნე­ლი მო­ხიბ­ლა. თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვის "მე­ო­რე პრო­ფე­სია" ბიზ­ნე­სია.

უკვე წლე­ბია, მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი და მოს­კოვ­ში რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი კლუ­ბის, მათ შო­რის მოს­კო­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­ფეს - Rhythm & Blues Cafe მფლო­ბე­ლია, რო­მელ­საც ან­დრეი მა­კა­რე­ვიჩ­თან ერ­თად ფლობს. წლე­ბის წინ კი "ინ­ვესტტორგბან­კის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რიც იყო.

მომ­ღერ­ლი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­დე­გად ვა­ლე­რი მე­ლა­ძე რუ­სუ­ლი "ფორბსის" მი­ხედ­ვით 7 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს ფლობს.

თა­ვად მომ­ღე­რა­ლი იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს თა­ვის ბიზ­ნეს­სა და მი­ლი­ო­ნებ­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი, როცა რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა 150 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქო­ნე­ბა ქარ­თულ პრე­სა­ში ერ­თობ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სეს. "ისე­თი ქო­ნე­ბა მო­მა­წე­რეს, რაც არა­სო­დეს მქო­ნია და ალ­ბათ ამ­ხე­ლა თან­ხას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვერ და­ვაგ­რო­ვებ", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლავ­მა იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე

ვალერი მელაძე - ტელეფონების შემკეთებლიდან მილიონერობამდე

რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე რუსული "ფორბსის" მიხედვით, 20 ყველაზე მდიდარ რუს მომღერალს შორისაა.

თავის დროზე, როცა რუსულ შოუბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, პროდიუსერმა ევგენი ფრიდლიანდმა ქართულ გვარზე უარის თქმა შესთავაზა და რუსული ვერსიაც მოუძებნა - მელადოვა. პროდიუსერი შიშობდა, რომ დამწყებ მომღერალს რუსეთის დიდი სცენის დაპყრობაში ქართული გვარი ხელს შეუშლიდა.

"ამას არასდროს და არაფრის სანაცვლოდ არ დავთანხმდებოდი. ეს ჩემი ოჯახისა და ჩემი გვარისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ხალხი ყოველთვის სიყვარულით მხვდება და ჩემი ქართველობის გამო არასდროს მიგრძვნია უხერხულობა", - იხსენებს უკვე ცნობილი მომღერალი და წარმატებული ბიზნესმენი ვალერი მელაძე.

ძმები მელაძეების სახელი საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს გახდა საქვეყნოდ ცნობილი, როცა ვალერი მელაძის ჰიტმა Сэра ათასობით მსმენელი მოხიბლა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის "მეორე პროფესია" ბიზნესია.

უკვე წლებია, მუსიკალურ სფეროში საქმიანობის გარდა, ქართველი მომღერალი კომერციული საქმიანობითაც არის დაკავებული და მოსკოვში რამდენიმე პოპულარული კლუბის, მათ შორის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური კაფეს - Rhythm & Blues Cafe მფლობელია, რომელსაც ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ფლობს. წლების წინ კი "ინვესტტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო.

მომღერლისა და ბიზნესმენის წარმატებული კარიერის შედეგად ვალერი მელაძე რუსული "ფორბსის" მიხედვით 7 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს.

თავად მომღერალი იშვიათად საუბრობს თავის ბიზნესსა და მილიონებზე. რამდენიმე წლის წინ კი, როცა რუსული ესტრადის ვარსკვლავი ქართველი მილიონერების სიაში მოხვდა 150 მილიონი დოლარით, ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ მისი ქონება ქართულ პრესაში ერთობ გადაჭარბებულად შეაფასეს. "ისეთი ქონება მომაწერეს, რაც არასოდეს მქონია და ალბათ ამხელა თანხას სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავაგროვებ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა იხილეთ სტატია სრულად

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება - 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს