სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში სამი პო­ლი­ცი­ე­ლის ცე­მის საქ­მე­ზე ოლეგ მელ­ნი­კოვს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მზია ლომ­თა­თი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ოლეგ მელ­ნი­კოვს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ორი წლით პა­ტიმ­რო­ბა და და­მა­ტე­ბით ორი წლით გა­მო­საც­დე­ლი ვადა, ანუ პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო. მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მელ­ნი­კო­ვი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დამ­ნა­შა­ვედ არის ცნო­ბი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, კუდი-ს ყო­ფილ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, თუმ­ცა ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე პა­ტიმ­რო­ბა 3 წლი­თა და 9 თვით გა­ნე­სა­ზღვრა. საპ­რო­ცე­სო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად კი, იგი მხო­ლოდ 2 წელს გა­ა­ტა­რებს სა­პყრო­ბი­ლე­ში, და­ნარ­ჩე­ნი 1 წელი და 9 თვე კი იქ­ნე­ბა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი მელ­ნი­კო­ვიც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც მას­თან ერ­თად ამ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ დათა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. კერ­ძოდ, ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა მელ­ნი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მელ­ნი­კო­ვის დედა და­ა­კა­ვეს და მისი შვი­ლიც მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, რის შემ­დე­გაც მელ­ნი­კოვ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბა­ზე მო­სა­მარ­თლის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა ითხო­ვა. მელ­ნი­კოვ­მა კი ად­ვო­კატს მო­უ­წო­და, რომ მის საქ­მე­ში ნუ ჩა­ე­რე­ო­და.

"ეს ჩემი პრობ­ლე­მაა, იყო თუ არა დე­და­ჩე­მი და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩემი ოჯა­ხის საქ­მეა და ნუ ჩა­ე­რე­ვა ნუ­რა­ვინ. მე აქ მო­ვე­დი სი­მარ­თლის სათ­ქმე­ლად", - გა­ნა­ცხა­და ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა.

მელ­ნი­კოვ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ცე­მუ­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლო­დაც გა­ფორმ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის საქმეზე ოლეგ მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოლეგ მელნიკოვს აღნიშნულ საკითხზე ორი წლით პატიმრობა და დამატებით ორი წლით გამოსაცდელი ვადა, ანუ პირობითი მსჯავრი დაედო. მოსამართლემ დააკმაყოფილა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნა, რომ მელნიკოვი აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კუდი-ს ყოფილ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე პატიმრობა 3 წლითა და 9 თვით განესაზღვრა. საპროცესო პირობების თანახმად კი, იგი მხოლოდ 2 წელს გაატარებს საპყრობილეში, დანარჩენი 1 წელი და 9 თვე კი იქნება მეთვალყურეობის ქვეშ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, თავად ბრალდებული მელნიკოვიც იმყოფებოდა, რომელსაც მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილთან შელაპარაკება მოუვიდა. კერძოდ, ზაქარეიშვილმა გაიხსენა მელნიკოვის განცხადებები, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რომ მელნიკოვის დედა დააკავეს და მისი შვილიც მისცეს პასუხისგებაში, რის შემდეგაც მელნიკოვმა აღიარა დანაშაული. ადვოკატმა აღნიშნულ გარემოებაზე მოსამართლის ყურადღების მიქცევა ითხოვა. მელნიკოვმა კი ადვოკატს მოუწოდა, რომ მის საქმეში ნუ ჩაერეოდა.

"ეს ჩემი პრობლემაა, იყო თუ არა დედაჩემი დაკავებული. ჩემი ოჯახის საქმეა და ნუ ჩაერევა ნურავინ. მე აქ მოვედი სიმართლის სათქმელად", - განაცხადა ოლეგ მელნიკოვმა.

მელნიკოვთან საპროცესო შეთანხმება გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიცემული აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდაც გაფორმდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ