მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა
შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

შვე­დე­თის მთავ­რო­ბამ პა­ლეს­ტი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "ფრანს-პრე­სი" შვე­დე­თის სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ამ­გვა­რად, შვე­დე­თი ევ­რო­კავ­ში­რის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც პა­ლეს­ტი­ნა აღი­ა­რა. "მთავ­რო­ბა დღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს აღი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნე­ლებს თვით­გა­მორ­კვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს", - გა­ნა­ცხა­და შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მარ­გოტ ვალ­სტრომ­მა.

შვე­დე­თის ახალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სტე­ფან ლე­ვენ­მა 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა პა­ლეს­ტი­ნის შე­საძ­ლო აღი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ. ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მინ­სტრმა ავიგ­დორ ლი­ბერ­მან­მა აღ­ნიშ­ნულ ნა­ბიჯს "ნაჩ­ქა­რე­ვი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი" უწო­და.

პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო 1988 წლის 15 ნო­ემ­ბერს, ალ­ჟირ­ში, პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე გა­მო­ა­ცხა­დეს. პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს დე-ფაქ­ტო აღი­ა­რე­ბა და­ა­დას­ტუ­რა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ. 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რა 134 ქვე­ყა­ნამ, თუმ­ცა მათ შო­რის არც ერთი არ არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა. ამას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში პა­ლეს­ტი­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია არ­სე­ბობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

შვედეთის მთავრობამ პალესტინა, როგორც სახელმწიფო, ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინა აღიარა. "მთავრობა დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პალესტინელებს თვითგამორკვევის საშუალებას მისცემს", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა.

შვედეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა 3 ოქტომბერს გააკეთა განცხადება პალესტინის შესაძლო აღიარების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ისრაელის მთავრობამ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინსტრმა ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნულ ნაბიჯს "ნაჩქარევი და დაუფიქრებელი" უწოდა.

პალესტინის სახელმწიფო 1988 წლის 15 ნოემბერს, ალჟირში, პალესტინის ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სესიაზე გამოაცხადეს. პალესტინის სახელმწიფოს დე-ფაქტო აღიარება დაადასტურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ. 26 წლის განმავლობაში პალესტინის სახელმწიფო აღიარა 134 ქვეყანამ, თუმცა მათ შორის არც ერთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში პალესტინის დიპლომატიური მისია არსებობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა