პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია
ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა და ზო­გა­დად, კოს­ტი­უ­მე­ბის ის­ტო­რია ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დარ­გია არამ­ხო­ლოდ ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის, არა­მედ ტრა­დი­ცი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­თვის."პა­ლიტ­რა L" გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს სე­რი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია", რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ის­ტო­რი­ას ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც აღ­ვიქ­ვამთ და მის გა­ნუყ­რელ ნა­წილს, ამა თუ იმ ეპო­ქის კოს­ტი­უ­მებ­საც ვი­ხი­ლავთ...

ერთ-ერთი ად­გი­ლი, სა­დაც ასე­თი ნივ­თე­ბია და­ცუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მია. XIX-XX სა­უ­კუ­ნის ნი­მუ­შე­ბის მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა უდი­დე­სია. მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ნუ­მუ­შით და­ვი­წყეთ...

- ნა­ცი­ო­ნა­ლურ კოს­ტი­უ­მებს შო­რის ერთ-ერთი XVIII სა­უ­კუ­ნი­საა და უნდა ეკუთ­ვნო­დეს ქარ­თლის დე­დო­ფალს. შემ­დეგ ეს სა­მო­სი გა­მო­ი­ყე­ნეს ფილმში "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე". სა­ერ­თოდ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში უც­ნა­უ­რი რამ ხდე­ბო­და, რო­დე­საც ქარ­თველ თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას ჩა­მო­არ­თვეს ქო­ნე­ბა, ტან­საც­მე­ლი ჩა­ით­ვა­ლა ყო­ფით ნივ­თე­ბად და გა­და­ე­ცა კო­ნოს­ტუ­დი­ას, რო­მე­ლიც მათ ფილ­მებ­ში იყე­ნებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი გახ­და სა­მუ­ზე­უ­მო კუთ­ვნი­ლე­ბა. ასე რომ, გვაქვს სა­მო­სი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე იყო ქარ­თლის რო­მე­ლი­მე თა­ვა­დის კუთ­ვნი­ლე­ბა, შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნეს ფა­რა­ჯა­ნო­ვის ფილმში და ბო­ლოს მოხ­ვდა ჩვენს მუ­ზე­უმ­ში. ბევრ კოს­ტი­უმს აქვს ყო­ფი­თი და მე­მო­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ძვირ­ფა­სი ის­ტო­რია. მათ შო­რის შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ თეკ­ლე დე­დოფ­ლის კაბა, რო­მე­ლიც სამ ფილმში "გა­და­ი­ღეს": "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­ში", შემ­დეგ მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა ის ეი­ზენშტე­ინს ათხო­ვა და ჩანს "ივა­ნე მრის­ხა­ნე­ში", ბო­ლოს სერ­გო ფა­რა­ჯა­ნოვ­მა "სუ­რა­მის ცი­ხე­ში" გა­მო­ი­ყე­ნა.

ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ფა­რა­ჯა­ნო­ვის კოს­ტი­უ­მე­ბი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ის სპე­ცი­ა­ლუ­რად აკერ­ვი­ნებ­და მათ ფილ­მის­თვის და ხში­რად იყე­ნებ­და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ელე­მენ­ტებს. ასე­ვე ცალ­კე მინ­და გა­მოვ­ყო ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მოღ­ვა­წის ელე­ნე გვა­რა­მა­ძის კოს­ტი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ მო­ტი­ვებ­ზეა შე­კე­რი­ლი და გან­კუთ­ვნი­ლია ძი­რი­თა­დად ბა­ლე­ტი­სათ­ვის, მაგ­რამ უც­ნა­უ­რია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ესე­ნი ძი­რი­თა­დად კაბა-ჩო­ხე­ბია, რაც ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი­სა და მა­მა­კა­ცის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის უნი­კა­ლურ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია

ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია

ჩვენი წინაპრების ჩაცმულობა და ზოგადად, კოსტიუმების ისტორია ერთ-ერთი საინტერესო დარგია არამხოლოდ ისტორიკოსებისთვის, არამედ ტრადიციებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.''პალიტრა L'' გამოსაცემად ამზადებს სერიას სახელწოდებით ''საქართველოს ილუსტრირებული ისტორია'', რომლის საშუალებით ისტორიას ვიზუალურადაც აღვიქვამთ და მის განუყრელ ნაწილს, ამა თუ იმ ეპოქის კოსტიუმებსაც ვიხილავთ...

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ასეთი ნივთებია დაცული, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია. XIX-XX საუკუნის ნიმუშების მხატვრული ღირებულება უდიდესია. მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასთან შეხვედრისას საუბარი ყველაზე ძველი ნუმუშით დავიწყეთ...

- ნაციონალურ კოსტიუმებს შორის ერთ-ერთი XVIII საუკუნისაა და უნდა ეკუთვნოდეს ქართლის დედოფალს. შემდეგ ეს სამოსი გამოიყენეს ფილმში ''გიორგი სააკაძე''. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში უცნაური რამ ხდებოდა, როდესაც ქართველ თავადაზნაურობას ჩამოართვეს ქონება, ტანსაცმელი ჩაითვალა ყოფით ნივთებად და გადაეცა კონოსტუდიას, რომელიც მათ ფილმებში იყენებდა. მოგვიანებით ისინი გახდა სამუზეუმო კუთვნილება. ასე რომ, გვაქვს სამოსი, რომელიც თავის დროზე იყო ქართლის რომელიმე თავადის კუთვნილება, შემდეგ გამოიყენეს ფარაჯანოვის ფილმში და ბოლოს მოხვდა ჩვენს მუზეუმში. ბევრ კოსტიუმს აქვს ყოფითი და მემორიალური თვალსაზრისით ძვირფასი ისტორია. მათ შორის შემიძლია დაგისახელოთ თეკლე დედოფლის კაბა, რომელიც სამ ფილმში ''გადაიღეს'': ''გიორგი სააკაძეში'', შემდეგ მიხეილ ჭიაურელმა ის ეიზენშტეინს ათხოვა და ჩანს ''ივანე მრისხანეში'', ბოლოს სერგო ფარაჯანოვმა ''სურამის ციხეში'' გამოიყენა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფარაჯანოვის კოსტიუმები. იყო შემთხვევები, როცა ის სპეციალურად აკერვინებდა მათ ფილმისთვის და ხშირად იყენებდა ეთნოგრაფიულ ელემენტებს. ასევე ცალკე მინდა გამოვყო ცნობილი ქორეოგრაფიული მოღვაწის ელენე გვარამაძის კოსტიუმები, რომლებიც ეროვნულ მოტივებზეა შეკერილი და განკუთვნილია ძირითადად ბალეტისათვის, მაგრამ უცნაურია იმ თვალსაზრისით, რომ ესენი ძირითადად კაბა-ჩოხებია, რაც ქართველი ქალბატონისა და მამაკაცის ტრადიციული სამოსის უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება