პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ
ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ

კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს არაპრო­ფი­ლუ­რი ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც ქა­და­გი­ძე გან­მარ­ტავს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ მე­ა­ნაბ­რე­ე­ბის თან­ხე­ბი არ იქ­ნას მი­მარ­თუ­ლი ისეთ სექ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც არ არის კლა­სი­კუ­რი სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბა.

ქა­და­გი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად არაპრო­ფი­ლურ ბიზ­ნესს და არ არის სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებ­ზე.

"დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებ­თან შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი თემა იყო შე­საძ­ლო ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ბან­კე­ბის მიერ არაპრო­ფი­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ფლო­ბას, ეს დიდი ხნის თე­მაა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ხა­ნია რაც სა­უ­ბა­რი მი­დის. ჩვენ დიდი სა­მუ­შაო ჩა­ვა­ტა­რეთ და ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, რო­მელ­საც ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ვა­ცხა­დებთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა­ნა­ი­რი რის­კი კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს და დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის იყოს ამო­წუ­რუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო დი­რექ­ტი­ვე­ბი ამა თუ იმ მო­თა­მა­შეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ვინ არ აუკ­რძა­ლავს არც ერთი ბან­კის აქ­ცი­ო­ნერს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცია სხვა ინ­დუსტრი­ა­ში, რა ინ­დუსტრი­აც არ უნდა იყოს ეს, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და მკა­ფიო ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბა, რომ მე­ა­ნაბ­რე­ე­ბის თან­ხე­ბი არ იქ­ნას მი­მარ­თუ­ლი ისეთ სექ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გან­ხილ­ვის ერთ-ერთი თე­მაა ასე­ვე აეკ­რძა­ლოთ თუ არა სრუ­ლად კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს არაპრო­ფი­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ

ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ

კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც ქადაგიძე განმარტავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც არ არის კლასიკური საბანკო საქმიანობა.

ქადაგიძის განმარტებით, ეს შეზღუდვები შეეხება მთლიანად არაპროფილურ ბიზნესს და არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე.

"დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას, ეს დიდი ხნის თემაა და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია რაც საუბარი მიდის. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ. გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებს და დეველოპერულ კომპანიებს შორის იყოს ამოწურული და შესაბამისად მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. არავინ არ აუკრძალავს არც ერთი ბანკის აქციონერს განახორციელოს ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაში, რა ინდუსტრიაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი მთავარი ამოცანა და მკაფიო ბარიერი იქნება, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, განხილვის ერთ-ერთი თემაა ასევე აეკრძალოთ თუ არა სრულად კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია