მოქალაქეს, რომელსაც სამარშრუტო ტაქსში 11 000 აშშ დოლარი დარჩა, პატრულმა თანხა დაუბრუნა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წ. დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელ წეროვანთან სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პატრულ-ინსპექტორმა შეტყობინების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს. პატრულმა ნაპოვნი თანხა კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.