სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა
პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში ძმამ სა­კუ­თა­რი და ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. 33 წლის რუ­სუ­დან ხან­გოშ­ვილს 7 ჭრი­ლო­ბა ზურ­გის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

დაჭ­რილს გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ახ­მე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­უ­ტარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ინ­ცი­დენ­ტი და-ძმას შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბას მოყ­ვა.

- ახ­ლაც სუს­ტად არის რუ­სუ­და­ნი, თუმ­ცა, გა­დარ­ჩა... ოთხი და-ძმა­ნი არი­ან. რუ­სუ­დანს კი­დევ ერთი ძმა და და ჰყავს, მაგ­რამ ის გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო. იმ ძმა­ზე რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ვაგ­დეთ ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­თვის თავი აა­რი­და. მერე თქვეს, მკურ­ნა­ლობს, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ასე მისი ცხოვ­რე­ბის წე­სის და რე­ლი­გი­ის გამო ამ­ბობ­დნენ, - ვა­ჰა­ბიზ­მის მიმ­დე­ვა­რია მისი ძმა - ყვე­ბა ჩვენ­თან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

- დედ-მამა ჰყავს?

- კი, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი და წე­სი­ე­რი ხალ­ხია. ძმის ამ­ბავს გა­ნიც­დი­და ყვე­ლა. არ ვიცი რის ნი­ა­დაგ­ზე, არ ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ სულ მეს­მო­და ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც აქ­ვსო... ას­კე­ტუ­რი ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი იყო. სხვე­ბი უთ­მენ­დნენ. რუ­სუ­და­ნი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, გა­მო­სუ­ლი გო­გოა. ისე­თი გახ­სნი­ლი გო­ნე­ბა აქვს, პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რე­ბის­თვის თეთრ ყვა­ვად იქცა. ძმის­თვის კი, გან­სა­კუთ­რე­ბით... პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი მა­შინ მო­უ­ვი­დათ, რო­დე­საც რუ­სუ­დან­მა ნორ­მა­ტი­ვე­ბი ჩა­ა­ბა­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რუ­სუ­და­ნის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოჯახ­ში დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა და მუდ­მი­ვად კა­მა­თის სა­გა­ნი იყო. საქ­მეს ისიც არ­თუ­ლებ­და, რომ რუ­სუ­და­ნის სამ­სა­ხუ­რი არც მის ახ­ლობ­ლებს მოს­წონ­დათ და ამას მუდ­მი­ვად საყ­ვე­დუ­რობ­დნენ მის ძმას, - გო­გოს ვერ პატ­რო­ნო­ბო...

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ ვერ პატ­რო­ნობ­და, მუ­შა­ო­ბა­ში?

- იმა­ში, რომ რუ­სუ­და­ნი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ცდი­ლობ­და. ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გოა და სახ­ლში ვერ დაჯ­და, მქსო­ვე­ლი და სა­ქონ­ლის მომ­ვლე­ლი ვერ გახ­და, რაც აქ ტრა­დი­ცი­უ­ლია გო­გო­ნე­ბის­თვის. ამი­ტომ, უყუ­რებ­და მას ბევ­რი ამ­რე­ზით. რუ­სუ­და­ნი კი, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­ლი­სი­ა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ჰყავ­და მე­გობ­რე­ბი და ისე იც­ვამ­და, რო­გორც თა­ვად მოს­წონ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

პანკისში ძმამ და "თანამედროვეობისთვის" 7-ჯერ დაჭრა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და-ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

- ახლაც სუსტად არის რუსუდანი, თუმცა, გადარჩა... ოთხი და-ძმანი არიან. რუსუდანს კიდევ ერთი ძმა და და ჰყავს, მაგრამ ის გამორჩეულად განათლებული იყო. იმ ძმაზე რამდენჯერაც ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, ყოველთვის თავი აარიდა. მერე თქვეს, მკურნალობს, რაღაც პრობლემები აქვსო, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ასე მისი ცხოვრების წესის და რელიგიის გამო ამბობდნენ, - ვაჰაბიზმის მიმდევარია მისი ძმა - ყვება ჩვენთან ოჯახის ახლობელი.

- დედ-მამა ჰყავს?

- კი, ძალიან პატიოსანი და წესიერი ხალხია. ძმის ამბავს განიცდიდა ყველა. არ ვიცი რის ნიადაგზე, არ ამბობდნენ, მაგრამ სულ მესმოდა ფსიქიური პრობლემებიც აქვსო... ასკეტური ყაიდის ადამიანია, ძალიან მორწმუნე, ოჯახის წევრების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. სხვები უთმენდნენ. რუსუდანი განათლებული, გამოსული გოგოა. ისეთი გახსნილი გონება აქვს, პანკისის ხეობის მცხოვრებისთვის თეთრ ყვავად იქცა. ძმისთვის კი, განსაკუთრებით... პირველი კონფლიქტი მაშინ მოუვიდათ, როდესაც რუსუდანმა ნორმატივები ჩააბარა და ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. რუსუდანის ამ გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და მუდმივად კამათის საგანი იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ რუსუდანის სამსახური არც მის ახლობლებს მოსწონდათ და ამას მუდმივად საყვედურობდნენ მის ძმას, - გოგოს ვერ პატრონობო...

- რაში გამოიხატებოდა, რომ ვერ პატრონობდა, მუშაობაში?

- იმაში, რომ რუსუდანი თვითრეალიზაციას ცდილობდა. ძალიან განათლებული გოგოა და სახლში ვერ დაჯდა, მქსოველი და საქონლის მომვლელი ვერ გახდა, რაც აქ ტრადიციულია გოგონებისთვის. ამიტომ, უყურებდა მას ბევრი ამრეზით. რუსუდანი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალისიანი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები და ისე იცვამდა, როგორც თავად მოსწონდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ