საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს
ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ხში­რად უთხა­რით შვი­ლებს ეს სი­ტყვე­ბი და უფრო მეტი ხა­ლი­სით და მონ­დო­მე­ბით ის­წავ­ლი­ან, სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვს გა­ვუმ­ყა­როთ სწავ­ლის სურ­ვი­ლი.

ყო­ჩაღ, რამ­დე­ნი წა­ი­კი­თხე!

ეცა­დეთ, ხში­რად შე­ა­ქოთ, უფრო მონ­დო­მე­ბის­თვის, ვიდ­რე შე­დე­გის­თვის. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ კი­თხუ­ლობს, მთა­ვა­რია, რომ კი­თხუ­ლობს და ცდი­ლობს. გი­ნა­ხავთ ვინ­მე, სკო­ლა­ში და­დი­ო­დეს და კი­თხვა არ იცო­დეს? ზოგი მალე სწავ­ლობს, ზოგი უფრო ნელა. თუ მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა­ზე "და­ქო­ქავთ" და მხო­ლოდ ამის გამო შე­ა­ქებთ, ადრე თუ გვი­ან და­იღ­ლე­ბა და დის­ტან­ცი­ას ჩა­მო­შორ­დე­ბა. თა­ნაც, როცა ძა­ლის­ხმე­ვის­თვის აქებთ, აგე­ბი­ნებთ, რომ იმ­დე­ნად გარ­შე­მო მყოფ­თა რე­აქ­ცია არ არის ფა­სე­უ­ლი, რამ­დე­ნა­დაც მისი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი, რომ იშ­რო­მოს.

ხომ გახ­სოვს, წინა ტეს­ტის დრო­საც ღე­ლავ­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა!

შე­ახ­სე­ნეთ ბავ­შვებს გა­სუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თავ­და­ჯე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას უჩი­ვი­ან. როცა ბავ­შვს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლია, რომ მიწა ეც­ლე­ბა ფეხ­ქვეშ, ეცა­დეთ, შე­ახ­სე­ნოთ წარ­სუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ახ­სე­ნე­ბენ, რომ აქვს ბევ­რი რა­მის უნა­რი. შე­ახ­სე­ნეთ, რომ ხში­რად მი­უ­ღია კარ­გი შე­ფა­სე­ბა, შე­ქე­ბა. ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის შეხ­სე­ნე­ბა მას წა­ა­ხა­ლი­სებს და მო­ან­დო­მებს, კვლავ გა­ნი­ცა­დოს გა­მარ­ჯვე­ბის წუ­თე­ბი.

მოდი, დავ­ყოთ რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად!

ხან­და­ხან ბავ­შვე­ბი გრძნო­ბენ, რომ სას­წავ­ლი მა­სა­ლა ძნე­ლია და ათ­ვი­სე­ბა უჭირთ. და­ეხ­მა­რეთ, ისე გა­ა­ნა­წი­ლოს და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი გა­უ­ად­ვილ­დეს. ას­წავ­ლეთ წეს­რი­გი, სწავ­ლე­ბის უფრო ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი – მა­გა­ლი­თად, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლე­ბის ფან­ქრით მო­ნიშ­ვნა, ნას­წავ­ლის პა­ტა­რა ში­ნა­არ­სის ამო­წე­რა, რვე­ულ­ში ჩა­ნიშ­ვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბის. იქო­ნი­ეთ პა­ტა­რა დაფა და თუ და­წყე­ბით კლა­სებ­შია და უჭირს რო­მე­ლი­მე ასოს, ციფ­რის წერა, ამო­ცა­ნის გა­გე­ბა, და­ფა­ზე მარ­კე­რით და­უ­ხა­ზეთ, და­უ­წე­რეთ, აუხ­სე­ნით. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას მათ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ გა­მოც­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ბევ­რი მა­სა­ლა აქვს ასათ­ვი­სე­ბე­ლი, შეს­თა­ვა­ზეთ მზა­დე­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე დღედ და­ყოს და ერთ დღე­ში არ მი­აკ­ლას თავი ყვე­ლა­ფერს.

რომ მორ­ჩე­ბი მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, ცოტა ხნით ტე­ლე­ვი­ზორ­თან (კომ­პი­უ­ტერ­თან) დაგ­სვამ

ტე­ლე­ვი­ზო­რი თუ კომ­პი­უ­ტე­რი ისე­დაც არ არის სა­სურ­ვე­ლი ხში­რად, ამი­ტომ ის პრი­ვი­ლე­გი­ის სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნეთ, ერ­თგვარ სტი­მუ­ლად, და არა სას­ჯე­ლად (თუ არ ის­წავ­ლი, არ დაგ­სვამ ტე­ლე­ვი­ზორ­თან).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ხშირად უთხარით შვილებს ეს სიტყვები და უფრო მეტი ხალისით და მონდომებით ისწავლიან, სასწავლო წლის დასაწყისში ხომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვს გავუმყაროთ სწავლის სურვილი.

ყოჩაღ, რამდენი წაიკითხე!

ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, უფრო მონდომებისთვის, ვიდრე შედეგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ კითხულობს, მთავარია, რომ კითხულობს და ცდილობს. გინახავთ ვინმე, სკოლაში დადიოდეს და კითხვა არ იცოდეს? ზოგი მალე სწავლობს, ზოგი უფრო ნელა. თუ მხოლოდ წარმატებაზე "დაქოქავთ" და მხოლოდ ამის გამო შეაქებთ, ადრე თუ გვიან დაიღლება და დისტანციას ჩამოშორდება. თანაც, როცა ძალისხმევისთვის აქებთ, აგებინებთ, რომ იმდენად გარშემო მყოფთა რეაქცია არ არის ფასეული, რამდენადაც მისი საკუთარი სურვილი, რომ იშრომოს.

ხომ გახსოვს, წინა ტესტის დროსაც ღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა!

შეახსენეთ ბავშვებს გასული წარმატებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაჯერების ნაკლებობას უჩივიან. როცა ბავშვს ეჩვენება, რომ არაფერი შეუძლია, რომ მიწა ეცლება ფეხქვეშ, ეცადეთ, შეახსენოთ წარსული მომენტები, რომლებიც შეახსენებენ, რომ აქვს ბევრი რამის უნარი. შეახსენეთ, რომ ხშირად მიუღია კარგი შეფასება, შექება. ამგვარი წარმატებების შეხსენება მას წაახალისებს და მოანდომებს, კვლავ განიცადოს გამარჯვების წუთები.

მოდი, დავყოთ რამდენიმე ნაწილად!

ხანდახან ბავშვები გრძნობენ, რომ სასწავლი მასალა ძნელია და ათვისება უჭირთ. დაეხმარეთ, ისე გაანაწილოს დავალებები, რომ სწავლის პროცესი გაუადვილდეს. ასწავლეთ წესრიგი, სწავლების უფრო ეფექტური მეთოდები – მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანი ადგილების ფანქრით მონიშვნა, ნასწავლის პატარა შინაარსის ამოწერა, რვეულში ჩანიშვნა მნიშვნელოვანი მომენტების. იქონიეთ პატარა დაფა და თუ დაწყებით კლასებშია და უჭირს რომელიმე ასოს, ციფრის წერა, ამოცანის გაგება, დაფაზე მარკერით დაუხაზეთ, დაუწერეთ, აუხსენით. თვალსაჩინოებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გამოცდისთვის ემზადება და ბევრი მასალა აქვს ასათვისებელი, შესთავაზეთ მზადების პროცესი რამდენიმე დღედ დაყოს და ერთ დღეში არ მიაკლას თავი ყველაფერს.

რომ მორჩები მეცადინეობას, ცოტა ხნით ტელევიზორთან (კომპიუტერთან) დაგსვამ

ტელევიზორი თუ კომპიუტერი ისედაც არ არის სასურველი ხშირად, ამიტომ ის პრივილეგიის სახით გამოიყენეთ, ერთგვარ სტიმულად, და არა სასჯელად (თუ არ ისწავლი, არ დაგსვამ ტელევიზორთან).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია