სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა

1. ბირ­მა­ნუ­ლი (მი­ან­მა­რი)

ბირ­მა­ნუ­ლი ან­ბა­ნი მრგვა­ლი ფორ­მე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის სა­ა­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა იყოს და­ხა­ტუ­ლი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ასო­ებს პალ­მის ფოთ­ლებ­ზე წერ­დნენ, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად იხე­ო­და. ბირ­მა­ნუ­ლი ინ­დუ­რი და ლა­თი­ნუ­რი წე­რის სის­ტე­მით ჩა­ნაც­ვლდა. მი­არნ­მა­რი (ამ­ჟა­მინ­დე­ლი ბურ­მა), სა­დაც უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის შეს­ვლა მკაც­რად შე­ზღუ­დუ­ლი იყო, ახლა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნაა და იმ ერებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც "კოკა კო­ლას" ბილ­ბორდს ვერ­სად ნა­ხავთ.

2. ცე­ი­ლო­ნუ­რი (შრი ლან­კა)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ან­ბა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ცე­ი­ლო­ნუ­რია, რო­მელ­შიც 50 ფო­ნე­მაა, თუმ­ცა მხო­ლოდ 28 მათ­გა­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღე­ვან­დელ დამ­წერ­ლო­ბა­ში. ის ის­წავ­ლე­ბა ბუ­დის­ტურ მო­ნას­ტრებ­ში და სკო­ლებ­ში. ცე­ი­ლო­ნუ­რი მშობ­ლი­უ­რი ენაა შრი ლან­კის 21 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხევ­რის­თვის.

3. ქარ­თუ­ლი

თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის მოქ­ცე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ენა და ან­ბა­ნი აქვს, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი დო­მი­ნა­ცია ემუქ­რე­ბა. ბოლო სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ­მა პო­ლი­ტი­კამ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა. რუ­სე­თის სურ­ვი­ლი, გა­ა­კონ­ტრო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე უქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კულ­ტუ­რულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ძა­ლი­ან ელე­გან­ტუ­რია და არა­ბულს გახ­სე­ნებს. გა­მო­ირ­ჩე­ვა ბავ­შვუ­რი სი­მარ­ტი­ვით, რო­მე­ლიც მომრგვა­ლე­ბულ ფორ­მებ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

4. ტა­გა­ლუ­რი (ფი­ლი­პი­ნე­ბი)

ინ­დო­ურ-ევ­რო­პუ­ლი ხელ­ნა­წე­რი­დან წა­მო­სუ­ლი ტა­გა­ლუ­რი დო­მი­ნან­ტი დამ­წერ­ლო­ბა იყო ფი­ლი­პი­ნებ­ში, სა­ნამ იქ ეს­პა­ნე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ. კო­ლო­ნი­ზა­ცი­ამ ან­ბა­ნის მო­დი­ფი­კა­ცია გა­მო­იწ­ვია. ადრე ქვე­ვი­დან ზე­ვით იწე­რე­ბო­და, შემ­დეგ - მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფი­ლი­პი­ნუ­რი (ნა­რე­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი ენე­ბის და ეს­პა­ნუ­რის) ნა­ცი­ო­ნა­ლურ ენად გა­მო­ცხად­და 1973 წელს, მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნი­და­ნაა ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ტა­გა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბა კვლავ არ­სე­ბობს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე აცხა­დებს.

5. ია­ვუ­რი (ინ­დო­ნე­ზია)

ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ იავ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ენა მე­ზო­ბელ კუნ­ძუ­ლებ­ზე გავ­რცელ­და და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი შე­ი­ძი­ნა. ბეჭდ­ვი­თი მე­დი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სცა­და ან­ბა­ნის სტან­დარ­ტუ­ლად ქცე­ვა მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში. ეს მცდე­ლო­ბა ია­პო­ნუ­რი ოკუ­პა­ცი­ი­სას ჩა­ი­შა­ლა. მას შემ­დეგ ან­ბან­ში ჩა­ი­ნერ­გა ლა­თი­ნუ­რი სის­ტე­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა სა­ხელ­მწი­ფომ დამ­წერ­ლო­ბა საგ­ზაო ნიშ­ნებ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა და სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად შე­ი­ტა­ნა. ია­ვუ­რის გა­საც­ნო­ბად ჯა­კარ­ტა­ში უნდა ჩაფ­რინ­დეთ.მომ­ზა­დე­ბუ­ლია matadornetwork.com-ს მი­ხედ­ვით.
შორენა
0

თითოეული დამწერლობის ნიმუშიც დაგედოთ, კარგი იქნებოდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა

1. ბირმანული (მიანმარი)

ბირმანული ანბანი მრგვალი ფორმებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის საათის მიმართულებით უნდა იყოს დახატული. ტრადიციულად, ასოებს პალმის ფოთლებზე წერდნენ, რომელიც მარტივად იხეოდა. ბირმანული ინდური და ლათინური წერის სისტემით ჩანაცვლდა. მიარნმარი (ამჟამინდელი ბურმა), სადაც უცხოელი ტურისტების შესვლა მკაცრად შეზღუდული იყო, ახლა დამთვალიერებლისთვის თავისუფალი ზონაა და იმ ერებს მიეკუთვნება, სადაც "კოკა კოლას" ბილბორდს ვერსად ნახავთ.

2. ცეილონური (შრი ლანკა)

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ანბანი მსოფლიოში ცეილონურია, რომელშიც 50 ფონემაა, თუმცა მხოლოდ 28 მათგანი გამოიყენება დღევანდელ დამწერლობაში. ის ისწავლება ბუდისტურ მონასტრებში და სკოლებში. ცეილონური მშობლიური ენაა შრი ლანკის 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევრისთვის.

3. ქართული

თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ საქართველოს საკუთარი ენა და ანბანი აქვს, რომელსაც რუსული დომინაცია ემუქრება. ბოლო საუკუნეში რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ საქართველოს ნახევარზე მეტი ტერიტორიის ანექსია მოახდინა. რუსეთის სურვილი, გააკონტროლოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენები, აგრეთვე უქმნის საშიშროებას ადგილობრივების კულტურულ დამოუკიდებლობას. ქართული ანბანი ძალიან ელეგანტურია და არაბულს გახსენებს. გამოირჩევა ბავშვური სიმარტივით, რომელიც მომრგვალებულ ფორმებშია გამოხატული.

4. ტაგალური (ფილიპინები)

ინდოურ-ევროპული ხელნაწერიდან წამოსული ტაგალური დომინანტი დამწერლობა იყო ფილიპინებში, სანამ იქ ესპანელები გამოჩნდებოდნენ. კოლონიზაციამ ანბანის მოდიფიკაცია გამოიწვია. ადრე ქვევიდან ზევით იწერებოდა, შემდეგ - მარცხნიდან მარჯვნივ. იმის მიუხედავად, რომ ფილიპინური (ნარევი ადგილობრივი ენების და ესპანურის) ნაციონალურ ენად გამოცხადდა 1973 წელს, მისი კომპონენტები ლათინური ანბანიდანაა ფორმირებული. ტაგალური დამწერლობა კვლავ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ასე აცხადებს.

5. იავური (ინდონეზია)

ინდონეზიის კუნძულ იავზე ჩამოყალიბებული ენა მეზობელ კუნძულებზე გავრცელდა და რეგიონალური ვარიაციები შეიძინა. ბეჭდვითი მედიის პოპულარიზაციის შემდეგ, ხელისუფლებამ სცადა ანბანის სტანდარტულად ქცევა მე-19 და მე-20 საუკუნეში. ეს მცდელობა იაპონური ოკუპაციისას ჩაიშალა. მას შემდეგ ანბანში ჩაინერგა ლათინური სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა სახელმწიფომ დამწერლობა საგზაო ნიშნებზე გამოიტანა და საჯარო სკოლებში სავალდებულო საგნად შეიტანა. იავურის გასაცნობად ჯაკარტაში უნდა ჩაფრინდეთ. მომზადებულია matadornetwork.com-ს მიხედვით.