საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება
ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, ქორ­წი­ნე­ბა, და­შო­რე­ბა მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი მა­ლა­ვენ, მაგ­რამ და­უ­ფა­რა­ვი არა­ფე­რი რჩე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბელ ქორ­წი­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც ხმა­უ­რი­ა­ნი გან­შო­რე­ბე­ბით დას­რულ­და.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის და­შო­რე­ბას წერ­ტი­ლი მომ­ღერ­ლის ქმარ­მა და­უს­ვა. ნინი რამ­დე­ნი­მე თვის ორ­სუ­ლი იყო, როცა ქმარს და­შორ­და და მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, ცდი­ლობ­და მისი ოჯა­ხუ­რი ამ­ბა­ვი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­და და სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. კუ­ტა­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ ნი­ნის­თვის მთა­ვა­რი იყო კა­ნო­ნი­ე­რად გა­თხო­ვი­ლი­ყო, ნი­ნიმ ყო­ფილ ქმარს მხო­ლოდ ლექ­სით უპა­სუ­ხა: "ეცა­დეს და ვერ გამ­ხა­დეს ბო­რო­ტი, ეცად­ნენ ვერ გამ­ხა­დეს ფლი­დი, ამ ცხოვ­რე­ბას კა­ცად შერ­ჩე ბო­ლომ­დე, ესეც ალ­ბათ გმი­რო­ბაა დიდი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი პა­ტა­რა ელე­ნეს დედა გახ­და, რო­გორც ჩანს, წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა დათ­ბა და მა­მამ ქა­ლიშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

დათო ხუ­ჯა­ძე და ნა­თია ონი­ა­ნი

მომ­ღე­რალ დათო ხუ­ჯა­ძეს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს უყ­ვარ­და. ერთ დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, ხან ვის­თან აწყვი­ლებ­დნენ და ხან ვის­თან. მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა ას­ლან აბა­ში­ძის "აღორ­ძი­ნე­ბის" სიით და ეს ნა­ბი­ჯი რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ხუ­ჯა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მომ­ღე­რალ­მა რუ­სეთ­ში კარ­გად აი­წყო კა­რი­ე­რა, მას იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში. თბი­ლის­ში მხო­ლოდ სტუმ­რად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას. მოს­კოვ­ში წას­ვლის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქორ­წი­ნა. მისი მე­უღ­ლე ნა­თია ონი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­თოს და ნა­თი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ლა­ნოც შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. დათო ცოლ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არას­დროს სა­უბ­რობს. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ ყო­ფი­ლი ცოლი მას შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს, რა­საც მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მომ­ღერ­ლის ოჯახს არ იც­ნობს, რად­გან ხუ­ჯა­ძეს ბავ­შვის არა­თუ თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას, ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ აძ­ლე­ვენ.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ეკა სამ­ხა­რა­ძე

პრო­დუ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის და ტე­ლე­წამ­ყვან ეკა სამ­ხა­რა­ძის ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ინ­გრა. ხმე­ბი წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც გავ­რცელ­და. ნოე და ეკა ფსი­ქო­ლოგ ნანა ჩა­ჩუ­ას­თა­ნაც კი და­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც მათ დახ­მა­რე­ბას უწევ­და. მას შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი გა­ვი­და და ნოეს და ეკას ოჯა­ხი აპ­რილ­ში სა­ბო­ლო­ოდ და­ინ­გრა.

ეკა და ნოეს ჰყავთ გო­გო­ნა - ლიზა. ეს ეკას­თვის პირ­ვე­ლი, ნო­ეს­თვის კი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო. ნოეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც ჰყავს ერთი შვი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნოეს და ეკას ოჯა­ხი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნის გამო და­ინ­გრა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს მე­სა­მე პირი "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მე­ლი თიკა ჭან­ტუ­რი­ძეა. ისი­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა­შიც იყ­ვნენ ერ­თად. ალ­ბათ გახ­სოვთ, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი ტუ­რის დროს ხელი რომ მო­ი­ტე­ხა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მას სწო­რედ თიკა ჭან­ტუ­რი­ძე ახ­ლდა, რო­მე­ლიც თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და.

სოფო ბე­დია და მიშა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას და მიშა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლის და­შო­რე­ბას დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. წყვი­ლი გა­სულ ზა­ფხულს და­შორ­და. ამ­ბო­ბენ, რომ მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მი­შას რთუ­ლი ხა­სი­ა­თი იყო. მათი ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სოფო დიდ­ხანს ცდი­ლობ­და ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ ბო­ლოს ვე­ღარ გა­უძ­ლო მე­უღ­ლის მძი­მე ხა­სი­ათს და და­შორ­დნენ.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ სო­ფომ მალე იპო­ვა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მისი რჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტი მიშა მეს­ხია, რო­მელ­მაც სოფო სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნო და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გუ­ლის და­სა­პყრო­ბად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. მიშა და სოფო ყველ­გან ერ­თად და­დი­ან, სულ ცოტა ხნის წინ სოფო ბე­დი­ას მის­მა რჩე­ულ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავტმო­ბი­ლიც აჩუ­ქა. მალე ისი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე და ანი ჩიქ­ვი­ლა­ძე

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ მე­ო­რე ცოლ­საც და­შორ­და. მისი მე­უღ­ლე ანი ჩიქ­ვი­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც მსა­ხი­ობს ვაჟი, ალექ­სან­დრე ჰყავს. გი­ორ­გის და ანის და­შო­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ­ბობ­დნენ, რომ გი­ორ­გიმ ოჯა­ხი ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რის გამო და­ან­გრია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს ამ­ბა­ვი ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნარ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გის­თან ბედ­ნი­ე­რია. და­ქორ­წინ­დე­ბი­ან თუ არა ისი­ნი მო­მა­ვალ­ში, უც­ნო­ბია.

თაკო ბა­სი­ლია და შაკო კე­მუ­ლა­რია კოტე კე­მუ­ლა­რი­ას ვა­ჟის, შაკო კე­მუ­ლა­რი­ას და თაკო ბა­სი­ლი­ას გა­შო­რე­ბამ წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ბო­მონ­დურ ცხოვ­რე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი შაკო კე­მუ­ლა­რია მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და. ამ­ბო­ბენ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის გამო მი­ი­ღო. თა­ვად კი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს და ამ­ბობს: "როცა ადა­მი­ა­ნი ცოლ­თან გა­შო­რე­ბის გამო მი­დის მო­ნას­ტერ­ში, ის ამ­დე­ნი ხანი აქ ვერ გაძ­ლებს, გა­ჩერ­დე­ბა ერთი თვე და მერე გა­და­უვ­ლის. თან მე და ჩემი ცოლი კარ­გა ხნის გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა რა­ღა­ცა მოხ­და, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხში არ იყო გა­ბაზ­რე­ბუ­ლი"..შა­კოს ყო­ფილ ცოლ­თან ურ­თერ­თო­ბა დღემ­დე აქვს, ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მხო­ლოდ ბავ­შვის გამო კონ­ტაქ­ტო­ბენ. შაკო კე­მუ­ლა­რი­ას ყო­ფი­ლი ცოლი თაკო ბა­სი­ლია მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ, ცნო­ბილ პრო­დუ­სერ­ზე, აჩი­კო გე­ლო­ვან­ზე გა­თხოვ­და, თუმ­ცა მა­საც და­შორ­და და ახლა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და გიგი ზამ­თა­რა­ძე

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და გიგი ზამ­თა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­დნენ. ისი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. რო­გორც სა­ლო­მემ "ამ­ბე­ბი.გეს" გა­ნუ­ცხა­და, ქმარს იმის გამო და­შორ­და, რომ გიგი მას ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რა­საც თა­ვად გიგი ზამ­თა­რა­ძის მე­გობ­რე­ბი უარ­ყო­ფენ და ამ­ბო­ბენ, რომ გი­გის სა­ლო­მე დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს და ცოლ­თან და­შო­რე­ბის გამო დეპ­რე­სი­ა­შია.

წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, სა­ლო­მეს და გი­გის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­მეს ერთ-ერთი დი­ჯეი შე­უყ­ვარ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კლუბ­ში მუ­შა­ობ­და, სა­ლო­მე მღე­რო­და, დი­ჯეი კი მიქ­სავ­და. მე­სა­მე ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გიგი მა­ინც ცდი­ლობ­და სა­ლო­მეს­თან შე­რი­გე­ბას, ერთხელ მას კლუბ­შიც კი მი­ა­კი­თხა, სა­დაც სა­ლო­მე ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ნახა, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, უფრო მე­ტიც, ქმარ­მა მას ბულ­ვარ­ში ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ლო­მემ "ამ­ბე­ბი.გე"-საც და­უ­დას­ტუ­რა. ახლა სა­ლო­მე თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და ამ­ბობს, რომ ქმარ­თან შე­რი­გე­ბას არ აპი­რებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება

ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება

ცნობილი ადამიანების ცხოვრება, ქორწინება, დაშორება მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ქართველი ვარსკვლავები მალავენ, მაგრამ დაუფარავი არაფერი რჩება. "ამბები.გე" გთავაზობთ იმ ქართველი ვარსკვლავების წარუმატებელ ქორწინებებს, რომლებიც ხმაურიანი განშორებებით დასრულდა.

ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებას წერტილი მომღერლის ქმარმა დაუსვა. ნინი რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა ქმარს დაშორდა და მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, ცდილობდა მისი ოჯახური ამბავი არ გახმაურებულიყო, მაგრამ ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ჟურნალისტებს დაუკავშირდა და სკანდალური ინტერვიუ მისცა. კუტალაძე ინტერვიუში აცხადებდა, რომ ნინისთვის მთავარი იყო კანონიერად გათხოვილიყო, ნინიმ ყოფილ ქმარს მხოლოდ ლექსით უპასუხა: "ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ ვერ გამხადეს ფლიდი, ამ ცხოვრებას კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც ალბათ გმირობაა დიდი". მოგვიანებით, როცა ნინი ბადურაშვილი პატარა ელენეს დედა გახდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დათბა და მამამ ქალიშვილი რამდენჯერმე მოინახულა.

დათო ხუჯაძე და ნათია ონიანი

მომღერალ დათო ხუჯაძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არასდროს უყვარდა. ერთ დროს ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხან ვისთან აწყვილებდნენ და ხან ვისთან. მაგრამ მას შემდეგ რაც პარლამენტში მოხვდა ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით და ეს ნაბიჯი რეკორდულად მოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა, ხუჯაძემ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მომღერალმა რუსეთში კარგად აიწყო კარიერა, მას იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე და სატელევიზიო შოუებში. თბილისში მხოლოდ სტუმრად ახერხებს ჩამოსვლას. მოსკოვში წასვლის შემდეგ ხუჯაძემ მოულოდნელად იქორწინა. მისი მეუღლე ნათია ონიანი გახლდათ, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. დათოს და ნათიას ქალიშვილი მელანოც შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. დათო ცოლთან დაშორების მიზეზებზე არასდროს საუბრობს. თუმცა ცნობილია ის, რომ ყოფილი ცოლი მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს, რასაც მომღერალი ძალიან განიცდის. აღსანიშნავია, რომ მისი 4 წლის ქალიშვილი მომღერლის ოჯახს არ იცნობს, რადგან ხუჯაძეს ბავშვის არათუ თბილისში ჩამოყვანის უფლებას, ნახვის საშუალებასაც არ აძლევენ.

ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე

პროდუსერ ნოე სულაბერიძის და ტელეწამყვან ეკა სამხარაძის ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაინგრა. ხმები წყვილის დაშორების შესახებ რამდენიმე წლის წინაც გავრცელდა. ნოე და ეკა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთანაც კი დადიოდნენ, რომელიც მათ დახმარებას უწევდა. მას შემდეგ დაახლოებით სამი წელი გავიდა და ნოეს და ეკას ოჯახი აპრილში საბოლოოდ დაინგრა.

ეკა და ნოეს ჰყავთ გოგონა - ლიზა. ეს ეკასთვის პირველი, ნოესთვის კი მეორე ქორწინება იყო. ნოეს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ერთი შვილი. როგორც ამბობენ, ნოეს და ეკას ოჯახი მესამე ადამიანის გამო დაინგრა. ამბობენ, რომ ეს მესამე პირი "იმედის" თანამშრომელი თიკა ჭანტურიძეა. ისინი მოგზაურობაშიც იყვნენ ერთად. ალბათ გახსოვთ, ნოე სულაბერიძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ტურის დროს ხელი რომ მოიტეხა. საავადმყოფოში მას სწორედ თიკა ჭანტურიძე ახლდა, რომელიც თვითმხილველების განცხადებით, ცხარე ცრემლებით ტიროდა.

სოფო ბედია და მიშა შაყულაშვილი

მომღერალ სოფო ბედიას და მიშა შაყულაშვილის დაშორებას დიდი ხმაური მოჰყვა. წყვილი გასულ ზაფხულს დაშორდა. ამბობენ, რომ მათი დაშორების მიზეზი მიშას რთული ხასიათი იყო. მათი ახლობლების განცხადებით, სოფო დიდხანს ცდილობდა ოჯახის გადარჩენას, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო მეუღლის მძიმე ხასიათს და დაშორდნენ.

დაშორების შემდეგ სოფომ მალე იპოვა ახალი სიყვარული, მისი რჩეული პოლიტიკური აქტივისტი მიშა მესხია, რომელმაც სოფო საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად ყველაფერი გააკეთა. მიშა და სოფო ყველგან ერთად დადიან, სულ ცოტა ხნის წინ სოფო ბედიას მისმა რჩეულმა ძვირადღირებული ავტმობილიც აჩუქა. მალე ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიქვილაძე

გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ მეორე ცოლსაც დაშორდა. მისი მეუღლე ანი ჩიქვილაძე გახლდათ, რომელთანაც მსახიობს ვაჟი, ალექსანდრე ჰყავს. გიორგის და ანის დაშორება მოულოდნელი იყო. ამბობდნენ, რომ გიორგიმ ოჯახი ჯულიანა ბარ-გნარის გამო დაანგრია. მოგვიანებით, ეს ამბავი ჯულიანა ბარ-გნარმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგისთან ბედნიერია. დაქორწინდებიან თუ არა ისინი მომავალში, უცნობია.

თაკო ბასილია და შაკო კემულარია კოტე კემულარიას ვაჟის, შაკო კემულარიას და თაკო ბასილიას გაშორებამ წლების წინ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ცოლთან დაშორების შემდეგ, ბომონდურ ცხოვრებას შეჩვეული, გავლენიანი ოჯახის შვილი შაკო კემულარია მონასტერში წავიდა. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მან საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო მიიღო. თავად კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს: "როცა ადამიანი ცოლთან გაშორების გამო მიდის მონასტერში, ის ამდენი ხანი აქ ვერ გაძლებს, გაჩერდება ერთი თვე და მერე გადაუვლის. თან მე და ჩემი ცოლი კარგა ხნის გაშორებულები ვიყავით, როცა რაღაცა მოხდა, უბრალოდ, ხალხში არ იყო გაბაზრებული".. შაკოს ყოფილ ცოლთან ურთერთობა დღემდე აქვს, ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ბავშვის გამო კონტაქტობენ. შაკო კემულარიას ყოფილი ცოლი თაკო ბასილია მოგვიანებით, მოსკოვში მცხოვრებ, ცნობილ პროდუსერზე, აჩიკო გელოვანზე გათხოვდა, თუმცა მასაც დაშორდა და ახლა თბილისში ცხოვრობს.

სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე

სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. ისინი დაქორწინებამდე რამდენიმე წელი იყვნენ შეყვარებულები. როგორც სალომემ "ამბები.გეს" განუცხადა, ქმარს იმის გამო დაშორდა, რომ გიგი მას ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, რასაც თავად გიგი ზამთარაძის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ, რომ გიგის სალომე დღემდე ძალიან უყვარს და ცოლთან დაშორების გამო დეპრესიაშია.

წყვილის ახლობლების ცნობით, სალომეს და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. ამბობენ, რომ სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა, სალომე მღეროდა, დიჯეი კი მიქსავდა. მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც კი მიაკითხა, სადაც სალომე ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, უფრო მეტიც, ქმარმა მას ბულვარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული სალომემ "ამბები.გე"-საც დაუდასტურა. ახლა სალომე თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობს, რომ ქმართან შერიგებას არ აპირებს.

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა