პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი
ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი

ლი­ვერ­პუ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ლე­კუ­ლა­რუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ის დო­ცენ­ტმა, იარი ლო­უ­ხე­ლა­ი­ნენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან ცნო­ბი­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის, ჯეკ მფატ­რა­ვის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ The Daily Mail წერს.

რო­გორც მეც­ნი­ე­რი ამ­ტკი­ცებს, მკვლე­ლის ფსევ­დო­ნი­მის უკან პო­ლო­ნე­ლი ემიგ­რან­ტი, და­ლა­ქი აა­რონ კოს­მინ­სკი იმა­ლე­ბო­და. თა­ვის დრო­ზე ის ექ­ვსი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი­დან ერთ-ერთი იყო.

დამ­ნა­შა­ვის პი­როვ­ნე­ბის დად­გე­ნა დნმ-ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა, რო­მე­ლიც ჯეკ მფატ­რა­ვის ერთ-ერთი მსხვერ­პლის ტან­საც­მლი­დან აი­ღეს. მეც­ნი­ერ­მა ტან­საც­მე­ლი კეტ­რინ ედო­უ­სის შთა­მო­მავ­ლე­ბის­გან მი­ი­ღო. კეტ­რინ ედო­უ­სი მა­ნი­ა­კის ერთ-ერთი მსხვერ­პლი იყო.

სა­ხელ­წო­დე­ბა ჯეკ მფატ­რა­ვი მომ­დი­ნა­რე­ობს წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც მკვლე­ლის სა­ხე­ლით ლონ­დო­ნის ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვი­და. ჯეკ მფატ­რავს სულ მცი­რე 5 მკვლე­ლო­ბა მი­ე­წე­რე­ბა, რო­მე­ლიც მან 1888-1891 წლებ­ში ლონ­დო­ნის რა­ი­ონ უა­იტ­ჩე­პელ­ში ჩა­ი­დი­ნა. სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის მსხვერ­პლი ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ძა­ვე­ბი იყ­ვნენ. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ ვერ შეძ­ლო მა­ნი­ა­კის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლის დად­გე­ნა, ხოლო და­ნა­შა­უ­ლე­ბი გა­უხ­სნე­ლი დარ­ჩა.

ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი

ჯეკ მფატრავი პოლონელი დალაქი იყო - ბრიტანელი მეცნიერი

ლივერპულის უნივერსიტეტის მოლეკულარული ბიოლოგიის დოცენტმა, იარი ლოუხელაინენმა განაცხადა, რომ მან ცნობილი სერიული მკვლელის, ჯეკ მფატრავის ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

როგორც მეცნიერი ამტკიცებს, მკვლელის ფსევდონიმის უკან პოლონელი ემიგრანტი, დალაქი აარონ კოსმინსკი იმალებოდა. თავის დროზე ის ექვსი მთავარი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი იყო.

დამნაშავის პიროვნების დადგენა დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა, რომელიც ჯეკ მფატრავის ერთ-ერთი მსხვერპლის ტანსაცმლიდან აიღეს. მეცნიერმა ტანსაცმელი კეტრინ ედოუსის შთამომავლებისგან მიიღო. კეტრინ ედოუსი მანიაკის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო.

სახელწოდება ჯეკ მფატრავი მომდინარეობს წერილიდან, რომელიც  მკვლელის სახელით ლონდონის ახალი ამბების სააგენტოში მივიდა. ჯეკ მფატრავს სულ მცირე 5 მკვლელობა მიეწერება, რომელიც მან 1888-1891 წლებში ლონდონის რაიონ უაიტჩეპელში ჩაიდინა.  სერიული მკვლელის მსხვერპლი ძირითადად ადგილობრივი მეძავები იყვნენ. მაშინ პოლიციამ ვერ შეძლო მანიაკის ნამდვილი სახელის დადგენა, ხოლო დანაშაულები გაუხსნელი დარჩა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს