სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა სოხუმელი ზურა მატუა რუსულ ''კომედი კლაბში''

რუ­სუ­ლი "კო­მე­დი კლა­ბის" რე­ზი­დენ­ტი, იუ­მო­რის­ტი, შო­უ­მე­ნი და მომ­ღე­რა­ლი ზურა მა­ტუა, სო­ხუ­მე­ლი გახ­ლავთ. აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ორი წელი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ი­ნაც­ვლა და ბოლო შვი­დი წე­ლია, რუ­სუ­ლი რე­ი­ტინ­გუ­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბია. თუკი "კო­მე­დი­ში" ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბი ჟღერს, იქ აუ­ცი­ლებ­ლად ჩანს ზურა მა­ტუა. ბოლო დროს "გრუ­ზან­ტი­პის" სკეტჩმა ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­ი­ა­რა.

რუ­სუ­ლი "კო­მე­დი კლა­ბის" წევ­რებ­მა "კა­ზან­ტი­პის" ქარ­თულ ვერ­სი­ა­ზე იხუმ­რეს. ზურა მცი­რე ხნით თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხეთ.

- ზურა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით რუ­სულ "კო­მე­დი კლაბ­ში"?

- ჩემს მე­გო­ბარ "კა­ვე­ენ­ში­კებ­თან" ერ­თად გვქონ­და პრო­ექ­ტი, ქა­ლაქ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ვმოღ­ვა­წე­ობ­დით. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმარ­თავ­დით საკ­ლუ­ბო სა­ღა­მო­ებს, სა­დაც ხალ­ხი ჩვე­ნი ნომ­რე­ბის მო­სას­მე­ნად მო­დი­ო­და. შევ­ქმე­ნით მუ­სი­კა­ლუ­რი ტრიო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­ტერ­ბურ­გში გა­ვით­ქვით სა­ხე­ლი. ხმე­ბი მი­ვი­და მოს­კო­ვის "კო­მე­დი კლა­ბამ­დე". ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გვეს­ტუმ­რა "კო­მე­დი კლა­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის "კო­მე­დი­ში" გას­ვლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. მოკ­ლედ, მარ­ტი­ვი ის­ტო­რი­აა (იღი­მის). ეტყო­ბა, მო­ე­წო­ნა და რა­ღაც და­ი­ნა­ხა ჩვენ­ში. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არის ასე­თი კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ უფრო მეტს ხე­დავს, ვიდ­რე სხვე­ბი. ახლა გა­მოვ­დი­ვართ შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით, მე, ან­დრე ავე­რი­ნი და დი­მიტ­რი სა­რო­კი­ნი. ზოგ­ჯერ ჩვენ­თან ერ­თად ასე­ვე გა­მო­დის მა­რი­ნა კრა­ვე­ცი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ზუს­ტად არ მახ­სოვს თა­რი­ღი, მგო­ნი, რუ­სულ "კო­მე­დი­ში" 2006 თუ 2007 წელს მი­ვე­დი.

- ვიცი, რომ პე­ტერ­ბურ­გში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დით, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ემ­გზავ­რეთ.

- მე­ხუ­თე კლა­სამ­დე სო­ხუმ­ში ვსწავ­ლობ­დი. მერე, ყვე­ლამ იცის, რა უბე­დუ­რე­ბაც გა­დახ­და თავს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და. გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, სა­დაც ორი წელი ვი­ცხოვ­რეთ და ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩემი მშობ­ლე­ბი და ჩვე­ნი ოჯა­ხი ლე­ნინ­გრად­ში გა­და­ვი­და. იქ ბევ­რი ნა­თე­სა­ვი გვყავ­და და დაგ­ვეხ­მარ­ნენ.

- თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი აფხა­ზე­თის ომი რო­გო­რი იყო?

- ალ­ბათ, არ გახ­სოვთ, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი აჩი ფურ­ცე­ლა­ძეს­თან ერ­თად, ვმუ­შა­ობ­დით რა­დიო "აბ­ლა­ბუ­და­ში", ხში­რად დავ­დი­ო­დით გას­ტრო­ლებ­ზე, გა­მოვ­დი­ო­დით ტე­ლე­ვი­ზი­ით მა­რა­თო­ნებ­ზე. ომს ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორც შვი­ლი, რომ­ლის მა­მაც ომის და­წყე­ბი­დან ბო­ლომ­დე აფხა­ზეთ­ში იყო, მამა მე­ნატ­რე­ბო­და და ვმღე­რო­დი სიმ­ღე­რას "ბი­ჭე­ბი". ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას ასე­თი ტექ­სტი ჰქონ­და: "ბი­ჭე­ბი იბ­რძვი­ან, მი­დი­ან ტყვი­ებ­თან, მი­დი­ან, იმ­ღე­რონ შვი­ლებ­მა ის­მი­ნონ გმი­რებ­მა, გმი­რებ­მა..." ალ­ბათ, მეც ასე ვხე­დავ­დი ომს.

- ვიცი, რომ აჩის­თან მას მერე მე­გობ­რობთ...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. აჩი ჩემი მეჯ­ვა­რე და ჩემი შვი­ლის ლუ­კას ნათ­ლი­აა.

- თქვე­ნი კა­რი­ე­რის მოს­კო­ვურ ნა­წილს შე­ვე­ხოთ. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო დამ­კვიდ­რე­ბა კლუ­ბის უკვე არ­სე­ბულ წევ­რებს შო­რის.

- არა­ნა­ი­რი კონ­კუ­რენ­ცია არ ყო­ფი­ლა, არ­მია ხომ არ არის? დღეს უკვე შე­მიძ­ლია, ყვე­ლა მათ­განს მე­გო­ბა­რი და­ვარ­ქვა. ზოგს ტე­ლე­ვი­ზი­ით ვიც­ნობ­დი, ზოგს "კა­ვე­ე­ნი­დან". მოს­კოვ­ში რომ ჩა­ვე­დით, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში თავს ისე ვგრძნობ­დი, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში გა­ვა­ტა­რე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიყ­ვარს მუ­შა­ო­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არ მიტ­რი­ა­ლებ­და ფიქ­რე­ბი, რომ იქ მარ­ტო ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ასეც არ იყო, რად­გან ამ ქა­ლაქ­ში ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ბი­ძე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი. "კო­მე­დის" ბი­ჭებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს, 7-8 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და ერ­თად მოვ­დი­ვართ.

- ვარ­სკვლა­ვო­ბა რო­დის იგ­რძე­ნით?

- (იღი­მის) მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, სცე­ნა­ზე ვარ. ვმღე­რო­დი, ცეკ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გაკ­ვე­თი­ლი იყო, რო­დე­საც ბა­ტონ­მა გი­ორ­გი რა­ტი­ან­მა სო­ხუ­მის თე­ატ­რში მი­მი­ღო, პირ­ვე­ლი­დან მე­ო­თხე კლა­სამ­დე ორი სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შე, მათ შო­რის, ერთ-ერ­თში მთა­ვა­რი როლი მქონ­და, შე­მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ასე რომ, სცე­ნას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, პუბ­ლი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბავ­შვე­ბი გვცნობ­დნენ და ალ­ბათ, იქი­დან შე­ვიგ­რძე­ნი პირ­ვე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბაც. ეს იყო ალ­ბათ პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვო­ბაც. გა­სა­გე­ბია, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, მაგ­რამ სკო­ლა­ში რომ გვცნობ­დნენ ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. თუმ­ცა მე ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს, ვფიქ­რობ, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი ცა­შია და ჩვენ დე­და­მი­წა­ზე ვსაქ­მი­ა­ნობთ და ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ (იღი­მის). ჩემ­თვის ვარ­სკვლა­ვი არის სტი­ვი უან­დე­რი. არა მგო­ნია, მე ვიყო სტი­ვი უან­დე­რი. მე უბ­რა­ლოდ ზურა მა­ტუა ვარ. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცის­თვის მეც ვარ ვარ­სკვლა­ვი და კერ­პი, დიდი მად­ლო­ბა ასეთ ადა­მი­ა­ნებს (იღი­მის).

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი რო­გორ გე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან?

- ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. სხვა­თა შო­რის, უმე­ტეს­წი­ლად, და­დე­ბით კო­მენ­ტა­რებს მწე­რენ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ხალ­ხი აფა­სებს შენს საქ­მეს. ეს, ალ­ბათ, იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ ჩვენ ვა­ცი­ნებთ ადა­მი­ა­ნებს. ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ სი­ცი­ლი არ უყ­ვარ­დეს და იუ­მორს აკ­რი­ტი­კებ­დეს, თუკი პროგ­რა­მა არ მოგ­წონს, უნდა გა­დარ­თო. ვინც უყუ­რებს "კო­მე­დი კლაბს", ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბას ვუყ­ვარ­ვართ. არი­ან გა­და­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ცუდ კო­მენ­ტა­რებს მწე­რენ, მაგ­რამ ესე­ნი, თუ რუ­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი, "სკი­ნ­ჰე­დე­ბი" არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რა გინ­დათ რუ­სეთ­ში და იგი­ნე­ბი­ან, ილან­ძღე­ბი­ან. მაგ­რამ მე მათ­თვის არას­დროს მი­პა­სუ­ხია.

- ქარ­თულ იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებს, მა­გა­ლი­თად, ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. თქვენ რას ფიქ­რობთ მათ­ზე?

- ვმე­გობ­რობ ბი­ჭებ­თან, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი ახ­ლა­ხან იყო ჩა­მო­სუ­ლი იურ­მა­ლა­ში, "კო­მე­დის" ფეს­ტი­ვალ­ზე. დაგ­ვი­ჭი­რა მხა­რი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. მე, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ­დი ქარ­თულ "კა­ვე­ენს", იუ­მორს. ისი­ნი ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი არი­ან. ვერ გე­ტყვი, რომ ყვე­ლა სკეტ­ჩი ნა­ნა­ხი მაქვს, რად­გან დრო არ მყოფ­ნის. ვიცი, რომ ბი­ჭებ­მა ახა­ლი მულ­ტფილ­მი და­ი­წყეს. მე მიყ­ვარს "ვა­ნოს შოუ", რად­გან ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მწვა­ვე გა­და­ცე­მე­ბი აქვს. მა­მა­ჩე­მი, სა­ერ­თოდ, ვა­ნოს ფა­ნია (იღი­მის).

ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი იუ­მო­რი ყო­ველ­თვის გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის­გან, ამი­ტო­მაც რო­დე­საც ცდი­ლობ, ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი თარ­გმნო და უხე­შად რომ ვთქვა, "აჭა­მო" რუ­სულ პუბ­ლი­კას, ეს ცოტა რთუ­ლია. აქ უნდა ცხოვ­რობ­დე, რომ იცო­დე აქა­უ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი. მე ქარ­თვე­ლი ვარ და მე­ცი­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ანს არ გა­ე­ცი­ნოს.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია სა­უ­კე­თე­სო თქვე­ნი ნომ­რე­ბი­დან.

- არ იქ­ნე­ბა ბა­ნა­ლუ­რი, თუ ვი­ტყვი, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან არ ვარ­ჩევ. თუმ­ცა არის ნომ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად მომ­წონს, ეს, ძი­რი­თა­დად, პირ­ვე­ლი წლე­ბის სკეტ­ჩებს ეხე­ბა. სა­სა­ცი­ლო ნომ­რე­ბი იყო, მაგ­რამ დიდი აზრი და ში­ნა­არ­სი არ ჰქონ­და. ახლა ვცდი­ლობთ, უფრო ში­ნა­არ­სი­ა­ნი ნომ­რე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ მა­ყუ­რე­ბელს, არის მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ, სიმ­ღე­რე­ბი და იუ­მო­რის­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­ჯეი სმეშ­თან ერ­თად ჩავ­წე­რეთ. შეგ­ვაქვს ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ "გრუ­ზან­ტიპს" და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ეს ნო­მე­რი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ჩვენ­თან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში. რო­გორ გაჩ­ნდა "გრუ­ზან­ტი­პის" იდეა?

- რო­გორც კი გა­ვი­გეთ, რომ "კა­ზან­ტი­პი" სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, ნომ­რის მო­ფიქ­რე­ბა პრობ­ლე­მა აღარ იყო (იღი­მის). და­ვარ­ქვით "გრუ­ზან­ტი­პი". ქარ­თველ ბი­ჭებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ­დით ჩა­წე­რას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ვერ მო­ხერ­ხდა. შემ­დეგ გაგ­ვახ­სენ­და ჯგუ­ფი "ჯუ­კბოქ­სი" და ისი­ნი მო­ვიწ­ვი­ეთ, ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი მე და ავე­რინ­საც შეგ­ვეძ­ლო.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ აღმოჩნდა სოხუმელი ზურა მატუა რუსულ ''კომედი კლაბში''

როგორ აღმოჩნდა სოხუმელი ზურა მატუა რუსულ ''კომედი კლაბში''

რუსული ''კომედი კლაბის'' რეზიდენტი, იუმორისტი, შოუმენი და მომღერალი ზურა მატუა, სოხუმელი გახლავთ. აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ორი წელი თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გადაინაცვლა და ბოლო შვიდი წელია, რუსული რეიტინგული იუმორისტული გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. თუკი ''კომედიში'' ქართული მოტივები ჟღერს, იქ აუცილებლად ჩანს ზურა მატუა. ბოლო დროს ''გრუზანტიპის'' სკეტჩმა ქართული ინტერნეტსივრცე მოიარა.

რუსული ''კომედი კლაბის'' წევრებმა ''კაზანტიპის'' ქართულ ვერსიაზე იხუმრეს. ზურა მცირე ხნით თბილისში იმყოფებოდა და მასთან შეხვედრა მოვახერხეთ.

- ზურა, როგორ აღმოჩნდით რუსულ ''კომედი კლაბში''?

- ჩემს მეგობარ ''კავეენშიკებთან'' ერთად გვქონდა პროექტი, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ვმოღვაწეობდით. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმართავდით საკლუბო საღამოებს, სადაც ხალხი ჩვენი ნომრების მოსასმენად მოდიოდა. შევქმენით მუსიკალური ტრიო. ამ ხნის განმავლობაში პეტერბურგში გავითქვით სახელი. ხმები მივიდა მოსკოვის ''კომედი კლაბამდე''. ერთ მშვენიერ დღეს გვესტუმრა ''კომედი კლაბის'' გენერალური დირექტორი, რომელმაც მოსკოვის ''კომედიში'' გასვლა შემოგვთავაზა. მოკლედ, მარტივი ისტორიაა (იღიმის). ეტყობა, მოეწონა და რაღაც დაინახა ჩვენში. ალბათ, ამიტომაც არის ასეთი კარგი ბიზნესმენი, რომ უფრო მეტს ხედავს, ვიდრე სხვები. ახლა გამოვდივართ შემდეგი შემადგენლობით, მე, ანდრე ავერინი და დიმიტრი საროკინი. ზოგჯერ ჩვენთან ერთად ასევე გამოდის მარინა კრავეცი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, მგონი, რუსულ ''კომედიში'' 2006 თუ 2007 წელს მივედი.

- ვიცი, რომ პეტერბურგში ოჯახთან ერთად ცხოვრობდით, სადაც საქართველოდან გაემგზავრეთ.

- მეხუთე კლასამდე სოხუმში ვსწავლობდი. მერე, ყველამ იცის, რა უბედურებაც გადახდა თავს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა. გადმოვედით თბილისში, სადაც ორი წელი ვიცხოვრეთ და ომის დასრულების შემდეგ ჩემი მშობლები და ჩვენი ოჯახი ლენინგრადში გადავიდა. იქ ბევრი ნათესავი გვყავდა და დაგვეხმარნენ.

- თქვენი თვალით დანახული აფხაზეთის ომი როგორი იყო?

- ალბათ, არ გახსოვთ, პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ანსამბლში ვმღეროდი აჩი ფურცელაძესთან ერთად, ვმუშაობდით რადიო ''აბლაბუდაში'', ხშირად დავდიოდით გასტროლებზე, გამოვდიოდით ტელევიზიით მარათონებზე. ომს ვუყურებდი როგორც შვილი, რომლის მამაც ომის დაწყებიდან ბოლომდე აფხაზეთში იყო, მამა მენატრებოდა და ვმღეროდი სიმღერას ''ბიჭები''. ქალბატონი მანანა მერაბიშვილის სიმღერას ასეთი ტექსტი ჰქონდა: ''ბიჭები იბრძვიან, მიდიან ტყვიებთან, მიდიან, იმღერონ შვილებმა ისმინონ გმირებმა, გმირებმა...'' ალბათ, მეც ასე ვხედავდი ომს.

- ვიცი, რომ აჩისთან მას მერე მეგობრობთ...

- რასაკვირველია. აჩი ჩემი მეჯვარე და ჩემი შვილის ლუკას ნათლიაა.

- თქვენი კარიერის მოსკოვურ ნაწილს შევეხოთ. რამდენად რთული იყო დამკვიდრება კლუბის უკვე არსებულ წევრებს შორის.

- არანაირი კონკურენცია არ ყოფილა, არმია ხომ არ არის? დღეს უკვე შემიძლია, ყველა მათგანს მეგობარი დავარქვა. ზოგს ტელევიზიით ვიცნობდი, ზოგს ''კავეენიდან''. მოსკოვში რომ ჩავედით, ნახევარ წელიწადში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი ცხოვრება მოსკოვში გავატარე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს მუშაობა, დაკავებული ვიყავი და არ მიტრიალებდა ფიქრები, რომ იქ მარტო ვიყავი. თუმცა ასეც არ იყო, რადგან ამ ქალაქში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, ბიძები, ბიძაშვილები. ''კომედის'' ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს, 7-8 წელიწადი გავიდა და ერთად მოვდივართ.

- ვარსკვლავობა როდის იგრძენით?

- (იღიმის) მთელი ცხოვრებაა, სცენაზე ვარ. ვმღეროდი, ცეკვაზეც დავდიოდი, ჩემთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი იყო, როდესაც ბატონმა გიორგი რატიანმა სოხუმის თეატრში მიმიღო, პირველიდან მეოთხე კლასამდე ორი სპექტაკლი ვითამაშე, მათ შორის, ერთ-ერთში მთავარი როლი მქონდა, შემოვიარეთ მთელი საქართველო. ასე რომ, სცენას ბავშვობიდან ვიცნობ, პუბლიკასთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ბავშვები გვცნობდნენ და ალბათ, იქიდან შევიგრძენი პირველი პოპულარობაც. ეს იყო ალბათ პირველი ვარსკვლავობაც. გასაგებია, რომ იმ პერიოდში საქართველოში დაძაბული ვითარება იყო, მაგრამ სკოლაში რომ გვცნობდნენ ჩვენთვის უცნობი ადამიანები, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა მე ვარსკვლავობაზე ჩემი შეხედულება მაქვს, ვფიქრობ, რომ ვარსკვლავები ცაშია და ჩვენ დედამიწაზე ვსაქმიანობთ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ (იღიმის). ჩემთვის ვარსკვლავი არის სტივი უანდერი. არა მგონია, მე ვიყო სტივი უანდერი. მე უბრალოდ ზურა მატუა ვარ. შესაძლოა, ვიღაცისთვის მეც ვარ ვარსკვლავი და კერპი, დიდი მადლობა ასეთ ადამიანებს (იღიმის).

- თაყვანისმცემლები როგორ გეკონტაქტებიან?

- ძირითადად, სოციალურ ქსელებში. სხვათა შორის, უმეტესწილად, დადებით კომენტარებს მწერენ. სასიამოვნოა, როდესაც ხალხი აფასებს შენს საქმეს. ეს, ალბათ, იმას უკავშირდება, რომ ჩვენ ვაცინებთ ადამიანებს. ალბათ, ადამიანი დაავადებული უნდა იყოს, რომ სიცილი არ უყვარდეს და იუმორს აკრიტიკებდეს, თუკი პროგრამა არ მოგწონს, უნდა გადართო. ვინც უყურებს ''კომედი კლაბს'', ალბათ, უმრავლესობას ვუყვარვართ. არიან გადარეული ადამიანებიც, რომლებიც ცუდ კომენტარებს მწერენ, მაგრამ ესენი, თუ რუსებზეა საუბარი, ''სკინჰედები'' არიან, რომლებიც ამბობენ, რა გინდათ რუსეთში და იგინებიან, ილანძღებიან. მაგრამ მე მათთვის არასდროს მიპასუხია.

- ქართულ იუმორისტულ გადაცემებს, მაგალითად, ხშირად აკრიტიკებენ. თქვენ რას ფიქრობთ მათზე?

- ვმეგობრობ ბიჭებთან, ალეკო მალხაზიშვილი ახლახან იყო ჩამოსული იურმალაში, ''კომედის'' ფესტივალზე. დაგვიჭირა მხარი, ვინაიდან ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს. მე, როგორც ქართველი, ყოველთვის ვაფასებდი ქართულ ''კავეენს'', იუმორს. ისინი ჩვენი კოლეგები არიან. ვერ გეტყვი, რომ ყველა სკეტჩი ნანახი მაქვს, რადგან დრო არ მყოფნის. ვიცი, რომ ბიჭებმა ახალი მულტფილმი დაიწყეს. მე მიყვარს ''ვანოს შოუ'', რადგან ყოველთვის საინტერესო და მწვავე გადაცემები აქვს. მამაჩემი, საერთოდ, ვანოს ფანია (იღიმის).

ქართული და რუსული იუმორი ყოველთვის განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ამიტომაც როდესაც ცდილობ, ქართული იუმორი თარგმნო და უხეშად რომ ვთქვა, ''აჭამო'' რუსულ პუბლიკას, ეს ცოტა რთულია. აქ უნდა ცხოვრობდე, რომ იცოდე აქაური მენტალიტეტი. მე ქართველი ვარ და მეცინება, შესაძლოა, სხვა ეროვნების ადამიანს არ გაეცინოს.

- თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო თქვენი ნომრებიდან.

- არ იქნება ბანალური, თუ ვიტყვი, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევ. თუმცა არის ნომრები, რომლებიც ნაკლებად მომწონს, ეს, ძირითადად, პირველი წლების სკეტჩებს ეხება. სასაცილო ნომრები იყო, მაგრამ დიდი აზრი და შინაარსი არ ჰქონდა. ახლა ვცდილობთ, უფრო შინაარსიანი ნომრები შევთავაზოთ მაყურებელს, არის მინიატიურები, უბრალოდ, სიმღერები და იუმორისტული კომპოზიციები, რომლებიც დიჯეი სმეშთან ერთად ჩავწერეთ. შეგვაქვს ქართული მოტივებიც, მაგალითად, ბოლოდროინდელ ''გრუზანტიპს'' დავასახელებ.

- ეს ნომერი ძალიან პოპულარული გახდა ჩვენთან ინტერნეტსივრცეში. როგორ გაჩნდა ''გრუზანტიპის'' იდეა?

- როგორც კი გავიგეთ, რომ ''კაზანტიპი'' საქართველოში უნდა გამართულიყო, ნომრის მოფიქრება პრობლემა აღარ იყო (იღიმის). დავარქვით ''გრუზანტიპი''. ქართველ ბიჭებთან ერთად ვაპირებდით ჩაწერას, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა. შემდეგ გაგვახსენდა ჯგუფი ''ჯუკბოქსი'' და ისინი მოვიწვიეთ, ქართული ჰანგების შესრულება კი მე და ავერინსაც შეგვეძლო.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება