კიევში პირველადი დახმარების აღმოჩენა პრეზიდენტ პიტერ პოროშენკოს შვილს დასჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტის შვილი მიხაილი კიევში, სოფიის ეკლესიაში წირვისას შეუძლოდ გახდა.
ვიდეოჩანაწერზე ასახულია როგორ ეცემა ბავშვი, რომელსაც გვერდით მდგომი ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო იჭერს.
ეს პირელი შემთხვევა არაა, როდესაც პიტერ პოროშენკოს გარემოცვაში მყოფი ადამიანი შეუძლოდ გახდა. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, 2014 წლის 7 ივნისს ჯარისკაცი გახდა ცუდად. როდესაც პოროშენკომ გვერდით ჩაუარა, ალექსანდრ სიკალომ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჯარისკაცმა მზის დარტყმა მიიღო.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.იხილეთ ვიდეო