სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელიც ლაპარაკობს: ქეცბაიას "იბიომატიც" არ მაღიზიანებს
კაცი, რომელიც ლაპარაკობს: ქეცბაიას "იბიომატიც" არ მაღიზიანებს

"ლელო week-ის" სტუ­მა­რია ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კლი­პე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ილია ბე­როშ­ვი­ლი - კაცი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად ერ­კვე­ვა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კუ­ლი­სებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­შიც კი.

ეს დიდი ინ­ტერ­ვიუ ერთი ამო­სუნ­თქვით ჩავ­წე­რეთ, რად­გან ის არის კაცი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს და, სხვა­თა შო­რის, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით - ფეხ­ბურთზე.

გოლი ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს­თან"

- სა­რეკ­ლა­მო კლი­პებ­ში ფეხ­ბურთზე ისე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დი, ბევ­რს ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლი ეგო­ნე. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აქ­ტი­უ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ყო­ფილ­ხარ და "ვიტ ჯორ­ჯი­ა­შიც" გი­თა­მა­შია...

- დიახ, ბევ­რი პრო­ფე­სია მქონ­და, ერთ-ერთი კი ფეხ­ბურ­თი იყო. "ვიტ ჯორ­ჯი­ა­ში" ჯანი კარ­ნე­ვა­ლეს დროს ვთა­მა­შობ­დი. თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ჰე­გე­მო­ნი­ის დამ­ხო­ბას ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო" და ჩვენ ვცდი­ლობ­დით - ეს ჯერ ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, შემ­დეგ კი - "ვიტ ჯორ­ჯი­ამ". "ზეს­ტა­ფო­ნი" და სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბი შემ­დეგ გა­მოჩ­ნდნენ.

- "დი­ნა­მოს" მუდ­მი­ვი ჩემ­პი­ო­ნო­ბა ნერ­ვებს გიშ­ლი­და?

- ნერ­ვებს კი არ გვიშ­ლი­და, მაგ­რამ სპორ­ტუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გვქონ­და, უნდა მოგ­ვე­გო და მო­ვი­გეთ კი­დეც. მე ნა­ხე­ვარმცვე­ლი ვი­ყა­ვი და ერთხელ უმაღ­ლეს ლი­გა­ში ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" გა­ვუ­ტა­ნე. მერე ჩემი სუ­რა­თი "ლე­ლოს" მთა­ვარ გვერ­დზე მოხ­ვდა. მა­შინ თბი­ლი­სის თსუ-ში ვთა­მა­შობ­დი, "ვიტ ჯორ­ჯი­ა­ში" მერე მოვ­ხვდი.

- რომ არ მო­გა­ტყუო, ფეხ­ბურ­თი­დან არ მახ­სოვ­ხარ. ალ­ბათ, ძი­რი­თად­ში იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბო­დი...

- ეს ჯანი კარ­ნე­ვა­ლეს დროს ხდე­ბო­და, რად­გან იტა­ლი­ელს კარ­გად ეს­მო­და ჩემი, ქარ­თველ მწვრთნე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კი მი­ჭირ­და.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში უვი­ცე­ბი იყ­ვნენ. ვხე­დავ­დი, რომ მატ­ჩის­წი­ნა და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მის დროს, ბევ­რს არ ჰქონ­და სტრა­ტე­გია, ბევ­რს, მაქ­სი­მუმ, მე­ექ­ვსე-მეშ­ვი­დე კლა­სელ­თან სა­მუ­შა­ოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცოდ­ნა თუ გა­აჩ­ნდა.

მა­ო­ცებ­და ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი - მა­გა­ლი­თად, კუ­თხურ­ზე მცველს კუ­თხე რომ უნდა და­ე­ფა­რა, ან პასი "ბა­ჩო­კით" გა­ე­კე­თე­ბი­ნა... მა­ო­ცებ­და კი არა, ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც იყო.

უც­ნა­უ­რი მწვრთნე­ლი ხორცკომ­ბი­ნა­ტი­დან

- მე ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს და გვერ­დი­დან კი არ ვუ­ყუ­რებ, ბევ­რი რამ შიგ­ნი­დან ვიცი. შე­საძ­ლოა, ბოლო წლე­ბის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე დე­ტა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა აღარ მაქვს, მაგ­რამ ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას კარ­გად ვიც­ნობ. მა­შინ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო, მწვრთნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არც ლი­ცენ­ზია ჰქონ­და და თავს არც სწავ­ლით იკ­ლავ­დნენ.

ბავ­შვო­ბა­ში "ფე-შე-ემ-ში" ვოვა ელოშ­ვილ­თან ვვარ­ჯი­შობ­დი - რა დო­ნე­ზეც ის გვას­წავ­ლი­და ფეხ­ბურთს, იმ დო­ნე­ზე იყ­ვნენ სხვე­ბიც. ანუ დი­დე­ბის ფეხ­ბურთში უფრო მა­ღა­ლი დონე არ ყო­ფი­ლა, სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვე­ბი და კარ­გი ფიზ­მომ­ზა­დე­ბა ჩვენ არ გვქონ­და.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კაცი, რომელიც ლაპარაკობს: ქეცბაიას "იბიომატიც" არ მაღიზიანებს

კაცი, რომელიც ლაპარაკობს: ქეცბაიას "იბიომატიც" არ მაღიზიანებს

"ლელო week-ის" სტუმარია ბოლო დროს პოპულარული სარეკლამო კლიპების მთავარი გმირი ილია ბეროშვილი - კაცი, რომელიც ლაპარაკობს, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კარგად ერკვევა ქართული ფეხბურთის კულისებში მიმდინარე მოვლენებშიც კი.

ეს დიდი ინტერვიუ ერთი ამოსუნთქვით ჩავწერეთ, რადგან ის არის კაცი, რომელიც ლაპარაკობს და, სხვათა შორის, უდიდესი სიყვარულით - ფეხბურთზე.

გოლი ბათუმის "დინამოსთან"

- სარეკლამო კლიპებში ფეხბურთზე ისე ბევრს ლაპარაკობდი, ბევრს ფეხბურთის მოყვარული ეგონე. სინამდვილეში კი აქტიური ფეხბურთელი ყოფილხარ და "ვიტ ჯორჯიაშიც" გითამაშია...

- დიახ, ბევრი პროფესია მქონდა, ერთ-ერთი კი ფეხბურთი იყო. "ვიტ ჯორჯიაში" ჯანი კარნევალეს დროს ვთამაშობდი. თბილისის "დინამოს" ჰეგემონიის დამხობას ქუთაისის "ტორპედო" და ჩვენ ვცდილობდით - ეს ჯერ ქუთაისელებმა მოახერხეს, შემდეგ კი - "ვიტ ჯორჯიამ". "ზესტაფონი" და სხვა კონკურენტები შემდეგ გამოჩნდნენ.

- "დინამოს" მუდმივი ჩემპიონობა ნერვებს გიშლიდა?

- ნერვებს კი არ გვიშლიდა, მაგრამ სპორტული თავმოყვარეობა გვქონდა, უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. მე ნახევარმცველი ვიყავი და ერთხელ უმაღლეს ლიგაში ბათუმის "დინამოს" გავუტანე. მერე ჩემი სურათი "ლელოს" მთავარ გვერდზე მოხვდა. მაშინ თბილისის თსუ-ში ვთამაშობდი, "ვიტ ჯორჯიაში" მერე მოვხვდი.

- რომ არ მოგატყუო, ფეხბურთიდან არ მახსოვხარ. ალბათ, ძირითადში იშვიათად ხვდებოდი...

- ეს ჯანი კარნევალეს დროს ხდებოდა, რადგან იტალიელს კარგად ესმოდა ჩემი, ქართველ მწვრთნელებთან ურთიერთობა კი მიჭირდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში უვიცები იყვნენ. ვხედავდი, რომ მატჩისწინა დავალების მიცემის დროს, ბევრს არ ჰქონდა სტრატეგია, ბევრს, მაქსიმუმ, მეექვსე-მეშვიდე კლასელთან სამუშაოდ აუცილებელი ცოდნა თუ გააჩნდა.

მაოცებდა ასეთი დავალებები - მაგალითად, კუთხურზე მცველს კუთხე რომ უნდა დაეფარა, ან პასი "ბაჩოკით" გაეკეთებინა... მაოცებდა კი არა, ეს შეურაცხმყოფელიც იყო.

უცნაური მწვრთნელი ხორცკომბინატიდან

- მე ფეხბურთი მიყვარს და გვერდიდან კი არ ვუყურებ, ბევრი რამ შიგნიდან ვიცი. შესაძლოა, ბოლო წლების შიდა სამზარეულოზე დეტალური წარმოდგენა აღარ მაქვს, მაგრამ ზოგად მდგომარეობას კარგად ვიცნობ. მაშინ მძიმე სიტუაცია იყო, მწვრთნელების უმრავლესობას არც ლიცენზია ჰქონდა და თავს არც სწავლით იკლავდნენ.

ბავშვობაში "ფე-შე-ემ-ში" ვოვა ელოშვილთან ვვარჯიშობდი - რა დონეზეც ის გვასწავლიდა ფეხბურთს, იმ დონეზე იყვნენ სხვებიც. ანუ დიდების ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არ ყოფილა, სტრატეგიული ხედვები და კარგი ფიზმომზადება ჩვენ არ გვქონდა.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია