სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში
 რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­დან" ფეხ­ბურ­თელ­თა დიდი ნა­წი­ლი გა­უშ­ვეს. სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რამ" კი ჯერ თურ­ქულ გუნდთან თა­მა­ში­სას გა­ა­ხა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­დე­საც თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე 4:1 და­ა­მარ­ცხა, 31 ივ­ლისს კი ევ­რო­პის ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის "ნეფ­თჩ­თან" ფრედ და­ამ­თავ­რა შეხ­ვედ­რა.

ორი­ვე თა­მაშს ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. თურ­ქეთ­თან თა­მა­ში­სას გა­ტა­ნი­ლი ბურ­თის შემ­დეგ თურქ მა­ყუ­რე­ბელს თორ­ნი­კე მუმ­ლა­ძის უხამ­სი ჟეს­ტი არ მო­ე­წო­ნა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დრო­შამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. დრო­შა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ერთ დროს ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა აზერ­ბა­ი­ჯანს ეკუთ­ვნის. დრო­შას წარ­წე­რა ჰქონ­და: "ეს სა­ქარ­თვე­ლოა".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა და ამ ყვე­ლაფ­რის უკან ისე­თი ადა­მი­ა­ნი დგას, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლებს, თურ­ქებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა სურს.

ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კლუბ­თან შეხ­ვედ­რის წინ ჩავ­წე­რეთ "ჩი­ხუ­რას" მე­კა­რე მაქ­სი­მე ქვი­ლი­თა­ია და პირ­ველ რიგ­ში, თორ­ნი­კე მუმ­ლა­ძის საქ­ცი­ე­ლის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ.

- თორ­ნი­კე მუმ­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ვი­ცა­ნი. კარ­გი ბი­ჭია, ალ­ბათ, გა­მო­უც­დე­ლო­ბის ბრა­ლია, რაც გა­ა­კე­თა გო­ლის გა­ტა­ნის შემ­დეგ. ცუდი რამ მოხ­და, მაგ­რამ გა­მოს­წო­რე­ბა­დია. ჩვენ-თა­ნაც რომ გა­ა­კე­თოს მსგავ­სი რამ სხვა ქვეყ­ნის მო­თა­მა­შემ, ცუდი რე­აქ­ცია გვექ­ნე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, თორ­ნი­კე მუმ­ლა­ძის რე­აქ­ცია თურ­ქი მა­ყუ­რებ­ლის ცუდ საქ­ცი­ელს მოჰ­ყვა.

- სა­დაც უნდა ითა­მა­შო, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვის გუნდს გულ­შე­მატ­კივ­რობს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ცუდ ჟეს­ტებს უჩ­ვე­ნებს. თურ­ქეთ­შიც ასე მოხ­და. ჩვენ­ზე დიდი ზე­წო­ლა იყო. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ქარ­თულ გუნ­დებს ასე­თი ძლი­ე­რი გუნ­დი არას­დროს არ შეხ­ვედ­რია. დაგ­ვრჩა კი­დევ ორი თა­მა­ში და მერე გვექ­ნე­ბა პლე­ი­ო­ფი, ეს ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით თუ გა­დავ­ლა­ხეთ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის დიდი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა. თურ­ქეთ­თან ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­მა­ში გვქონ­და. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ წა­ვა­გებ­დით. ფრეც რომ გვე­თა­მა­შა, ჩვენ­თვის დიდი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და და გას­ვლა­ზე მო­გე­ბა ხომ ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა. ბი­ჭებ­მა თურ­ქეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­ინ­დო­მეს, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ და კარ­გი შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ.

- გვი­ამ­ბე შენ შე­სა­ხებ.

- რუ­სეთ­ში და­ვი­ბა­დე, იქ ოთხი წელი ვცხოვ­რობ­დი. მამა ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, ვო­ლოგ­და­ში, სა­დაც დედა გა­იც­ნო. შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და და­ო­ჯახ­დნენ. ოთხი წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩემს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ჩა­მო­ვე­დით და შე­მოვ­რჩი სა­ქარ­თვე­ლოს. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა და­ვი­წყე ტყი­ბუ­ლის კლუბ "მე­შახ­ტე­ში".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში

 რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში

გასულ კვირას საქართველოში ფეხბურთის თემა აქტუალური იყო. თბილისის ''დინამოდან'' ფეხბურთელთა დიდი ნაწილი გაუშვეს. საჩხერის ''ჩიხურამ'' კი ჯერ თურქულ გუნდთან თამაშისას გაახარა მაყურებელი, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერიაში მოწინააღმდეგე 4:1 დაამარცხა, 31 ივლისს კი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში აზერბაიჯანის ''ნეფთჩთან'' ფრედ დაამთავრა შეხვედრა.

ორივე თამაშს ინციდენტი მოჰყვა. თურქეთთან თამაშისას გატანილი ბურთის შემდეგ თურქ მაყურებელს თორნიკე მუმლაძის უხამსი ჟესტი არ მოეწონა. აზერბაიჯანელებთან შეხვედრისას კი აზერბაიჯანელები ქართველი გულშემატკივრების დროშამ გააღიზიანა. დროშაზე აღნიშნული იყო ერთ დროს ქართული ტერიტორიები, რომლებიც ახლა აზერბაიჯანს ეკუთვნის. დროშას წარწერა ჰქონდა: ''ეს საქართველოა''.

სოციალურ ქსელში უკვე გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროვოკაციაა და ამ ყველაფრის უკან ისეთი ადამიანი დგას, რომელსაც ქართველებს, თურქებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს.

ჩვენ აზერბაიჯანულ კლუბთან შეხვედრის წინ ჩავწერეთ ''ჩიხურას'' მეკარე მაქსიმე ქვილითაია და პირველ რიგში, თორნიკე მუმლაძის საქციელის შეფასება ვთხოვეთ.

- თორნიკე მუმლაძე რამდენიმე თვის წინ გავიცანი. კარგი ბიჭია, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია, რაც გააკეთა გოლის გატანის შემდეგ. ცუდი რამ მოხდა, მაგრამ გამოსწორებადია. ჩვენ-თანაც რომ გააკეთოს მსგავსი რამ სხვა ქვეყნის მოთამაშემ, ცუდი რეაქცია გვექნება.

- ამბობენ, თორნიკე მუმლაძის რეაქცია თურქი მაყურებლის ცუდ საქციელს მოჰყვა.

- სადაც უნდა ითამაშო, მაყურებელი თავის გუნდს გულშემატკივრობს და მოწინააღმდეგეს ცუდ ჟესტებს უჩვენებს. თურქეთშიც ასე მოხდა. ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ გუნდებს ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს არ შეხვედრია. დაგვრჩა კიდევ ორი თამაში და მერე გვექნება პლეიოფი, ეს ეტაპი წარმატებით თუ გადავლახეთ, ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევა იქნება. თურქეთთან ძალიან საპასუხისმგებლო თამაში გვქონდა. ყველას ეგონა, რომ წავაგებდით. ფრეც რომ გვეთამაშა, ჩვენთვის დიდი შედეგი იქნებოდა და გასვლაზე მოგება ხომ ვერავის წარმოედგინა. ბიჭებმა თურქეთშიც და საქართველოშიც მოინდომეს, ბოლომდე დავიხარჯეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ.

- გვიამბე შენ შესახებ.

- რუსეთში დავიბადე, იქ ოთხი წელი ვცხოვრობდი. მამა ჯარში მსახურობდა, ვოლოგდაში, სადაც დედა გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. ოთხი წლის რომ ვიყავი, მამაჩემს მამა გარდაეცვალა. ჩამოვედით და შემოვრჩი საქართველოს. საფეხბურთო კარიერა დავიწყე ტყიბულის კლუბ ''მეშახტეში''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება