მრავალრიცხოვანი კვლევები მოწმობს - ადამიანების 20-40%-ს სჯერა, რომ გარდაცვლილ ახლობლებთან ურთიერთობა ქონიათ. ნამდვილად შედიოდნენ ეს ადამიანები გარდაცვლილებთან კონტაქტში, თუ ეს უბრალოდ მათი წარმოსახვის ნაყოფი იყო?
1995 წელს ექიმმა ალან ბოტკინმა შექმნა თერაპია "არასწორი კომუნიკაცია იმქვეყნიურ სამყაროსთან". მისმა ერთ-ერთმა პაციენტმა მსგავსი კომუნიკაციის დროს შეიტყო ახალი ინფორმაცია თავისი გარდაცვლილი მეგობრის შესახებ, რაც იმას ამტკიცებს, რომ კავშირი ილუზია არ ყოფილა.
ჯულია მოსბრიჯმა მეგობარი ჯოში კოლეჯში სწავლის პერიოდში დაკარგა. ჯულიამ სთხოვა მას, ცეკვებზე წაყოლოდა, ჯოშს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ მაინც დათანხმდა. გზაში ის ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა. მას შემდეგ ჯულიას დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა.
ბოტკინის მეთოდი ახდენს იმიტირებას თვალების სწრაფი მოძრაობის, იმის მსგავსად, როგორც ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზის დროს. ადამიანები სიზმრებს სწორედ ამ ფაზაში ხედავენ. ამავდროულად ექიმი ეხმარებოდა პაციენტს, კონცენტრაცია მოეხდინა მთავარ ემოციებზე, რომელიც მის დანაკარგს უკავშირდებოდა.
აი ასე აღწერა ჯულია მოსბრიჯმა ის, რაც სეანსის დროს გადახდა:
"მე დავინახე ოთახში შემომავალი ჯოში. ჩემ მეგობარს ძალიან გაუხარდა, როდესაც დამინახა. მეც ძალიან დიდი ბედნიერება ვიგრძენი, მაგრამ ამავდროულად არ შემეძლო გამეგო, რეალურად ხდებოდა თუ არა ეს ყველაფერი. მან მითხრა, რომ არაფერში არ მადანაშაულებს და მეც დავუჯერე. შემდეგ დავინახე, როგორ ეთამაშებოდა ძაღლს. არ ვიცოდი, ვისი ძაღლი იყო. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, შემდეგ თვალები გავახილე და გამეღიმა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჯოსის დას ზუსტად იგივე ჯიშის ძაღლი მოუკვდა, რომელთანაც ჩემი მეგობარი თამაშობდა. მე დღემდე არ ვარ დარწმუნებული, მომხდარი რეალობა იყო, თუ ილუზია. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ საბოლოოდ დავაღწიე თავი სცენების წარმოდგენას, სადაც მის გარდაცვალებას ვხედავდი".
"არ აქვს მნიშვნელობა, სჯერა თუ არა პაციენტს მსგავსი რამის, მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიძლება ამან დადებითი ეფექტი იქონიოს მასზე", - ამბობს ბოტკინი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.