სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს
ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

"ლალი მო­როშ­კი­ნა სა­ა­კაშ­ვილს მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს", - სტა­ტი­ას ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ზე­თი "ალია" აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მას­თან ლალი მო­როშ­კი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კის მის ოჯახ­ზე გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს.გარ­და ამი­სა, მო­როშ­კი­ნა ექს-პრე­ზი­დენტს ხა­სი­ა­თის უარ­ყო­ფით მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­ადნ იყო და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც და­ა­პა­ტიმ­რა მთე­ლი კლა­სი, სა­დაც ის სწავ­ლობ­და. ვე­რა­სო­დეს იტან­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც წინ მი­დი­ოდ­ნენ, რა­ღა­ცით მას სჯობ­დნენ. მო­წა­ფე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის გა­რი­ყუ­ლი იყო ჩამ­შვე­ბი ბუ­ნე­ბის გამო და რო­გორც კი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და თა­ვი­სი კლა­სე­ლე­ბი ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტა. მათ შო­რის ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნუკ­რი ჩა­გა­ნა­ვა, რო­მე­ლიც დიღ­მის მი­წებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ჭი­რა და მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა ისე სცე­მეს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან თით­ქოს მე­გობ­რობ­დნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მი­შამ ყვე­ლას ჩაშ­ვე­ბა და­ი­წყო, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ნუკ­რის ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა პი­რა­დად ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა. როცა წა­იყ­ვა­ნეს, ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, მე მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შურს იძი­ებ­და და ეს გა­ა­კე­თა კი­დეც. ახლა ისეთ რა­ღა­ცას ვი­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ და­ი­ჯე­როს, მაგ­რამ რა მე­თო­დიც ამათ ირი­ნა ენუ­ქი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნეს, იგი­ვე გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

თუ ზო­გი­ერთს ქუ­ჩა­ში ცხრი­ლავ­დნენ, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფა­რუ­ლად შხამს ას­მევ­დნენ და ნელი მოქ­მე­დე­ბით კლავ­დნენ. ჩემი ქმა­რი არც ქუ­ჩის ბიჭი იყო და არც ისე­თი ტიპი, რომ რა­ღა­ცა მო­ე­წყოთ, სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ასე­თე­ბის მო­სას­პო­ბად სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხელ­ქვე­ი­თე­ბი იყე­ნებ­დნენ სა­წამ­ლავს. თუ გახ­სოვს, მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია და­ი­წყო დიღ­მის მი­წე­ბით.

სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვილს ეს ამ­ბა­ვი მა­ინც აწუ­ხებ­და, ეტყო­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში ნა­ნობ­და და ამი­ტომ მთხო­ვა, შენი უფ­რო­სი შვი­ლი, სან­დრო შე­მახ­ვედ­რეო. ჩვენ შევ­ხვდით 2008 წელს, ომამ­დე, მე­თიუ ბრა­ი­ზაც მო­იყ­ვა­ნა. სან­დროს ეუბ­ნე­ბა, მე და მა­მა­შე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბო­დიშს გიხ­დი, გას­ვე­ნე­ბა­ში რომ ვერ მო­ვე­დიო. მან ვერ გა­ბე­და დაკ­რძალ­ვა­ზე მოს­ვლა, მა­გა­საც ვაჟ­კა­ცო­ბა უნდა", - ამ­ბობს ლალი მო­როშ­კი­ნა "ალი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

"ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს", - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "ალია" აქვეყნებს. გამოცემასთან ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მის ოჯახზე გავლენაზე საუბრობს.გარდა ამისა, მოროშკინა ექს-პრეზიდენტს ხასიათის უარყოფით მახასიათებლებზე  საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"მიხეილ სააკაშვილი ბავშვობიადნ იყო დაკომპლექსებული და ამიტომაც დააპატიმრა მთელი კლასი, სადაც ის სწავლობდა. ვერასოდეს იტანდა ადამიანებს, რომლებიც წინ მიდიოდნენ, რაღაცით მას სჯობდნენ. მოწაფეობის პერიოდში ყოველთვის გარიყული იყო ჩამშვები ბუნების გამო და როგორც კი პრეზიდენტი გახდა თავისი კლასელები ციხეში გამოკეტა. მათ შორის ჩემი ყოფილი მეუღლე, ნუკრი ჩაგანავა, რომელიც დიღმის მიწებთან დაკავშირებით დაიჭირა და მისმა ხელქვეითებმა ისე სცემეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. თავიდან თითქოს მეგობრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიშამ ყველას ჩაშვება დაიწყო, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნუკრის ქონება ჩამოართვა პირადად ვანო მერაბიშვილმა. როცა წაიყვანეს, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მე მაშინვე ვიცოდი, რომ სააკაშვილი შურს იძიებდა და ეს გააკეთა კიდეც. ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ რა მეთოდიც ამათ ირინა ენუქიძის წინააღმდეგ გამოიყენეს, იგივე გამოიყენეს ჩემი მეუღლის წინააღმდეგაც.

თუ ზოგიერთს ქუჩაში ცხრილავდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფარულად შხამს ასმევდნენ და ნელი მოქმედებით კლავდნენ. ჩემი ქმარი არც ქუჩის ბიჭი იყო და არც ისეთი ტიპი, რომ რაღაცა მოეწყოთ, სერიოზული ბიზნესი ჰქონდა. ასეთების მოსასპობად სააკაშვილი და მისი ხელქვეითები იყენებდნენ საწამლავს. თუ გახსოვს, მიშა სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო დიღმის მიწებით.

სხვათა შორის, სააკაშვილს ეს ამბავი მაინც აწუხებდა, ეტყობა, რაღაც მომენტში ნანობდა და ამიტომ მთხოვა, შენი უფროსი შვილი, სანდრო შემახვედრეო. ჩვენ შევხვდით 2008 წელს, ომამდე, მეთიუ ბრაიზაც მოიყვანა. სანდროს ეუბნება, მე და მამაშენი ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ბოდიშს გიხდი, გასვენებაში რომ ვერ მოვედიო. მან ვერ გაბედა დაკრძალვაზე მოსვლა, მაგასაც ვაჟკაცობა უნდა", - ამბობს ლალი მოროშკინა "ალიასთან" ინტერვიუში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?