საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ქალიშვილობასაც და არაქალიშვილობასაც თავისი დრო აქვს...''
''ქალიშვილობასაც და არაქალიშვილობასაც თავისი დრო აქვს...''

სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატს მსა­ხი­ობ ბესო მეგ­რე­ლიშ­ვილს 4 ივ­ლისს 50 წელი შე­უს­რულ­და, ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოც გა­ი­მარ­თა. შე­კი­თხვა­ზე, რას ნიშ­ნავს მის­თვის ეს თა­რი­ღი, გვი­პა­სუ­ხა - მე­გო­ნა, 50 წლის ადა­მი­ა­ნი უკვე ბე­ბე­რი იყო და ცხვა­რი ჰყავ­და ფეხ­ზე შებ­მუ­ლი, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. გა­რეგ­ნუ­ლად რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, არ ვიცი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად ვგრძნობ თავს და კი­დევ ბევ­რი რა­მის ჯანი შემ­წევ­სო.

ბა­ტონ ბე­სოს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში შევ­ხვდით და ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- რამ­დე­ნად ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით?

- თან ვარ ტრა­დი­ცი­უ­ლი, თან - არა, სინ­თეზს ვა­კე­თებ და მი­ად­ვილ­დე­ბა. ხან­და­ხან სუფ­რის ტრა­დი­ცია, ერთი და იგი­ვე სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, ძა­ლი­ან მბეზ­რდე­ბა, ადრე ვხუმ­რობ­დით, ბა­რემ დავ­ნომ­როთ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი და ისე ვთქვა­თო. მე კი მომ­ბეზ­რდა, მაგ­რამ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის მა­ინც სა­ჭი­როა. პა­ტა­რა­ო­ბა­ში, რო­დე­საც ჩემს მშობ­ლებს მე­გობ­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ და სუფ­რა იშ­ლე­ბო­და, მეც იქვე ვტრი­ა­ლებ­დი და მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი. მა­შინ დათ­რო­ბა სირ­ცხვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, ფეხი თუ აგე­რე­ო­და, ხომ სა­ერ­თოდ... ახლა ასე აღარ არის, რაც ცუ­დია. გარ­და ამი­სა, ცო­ლის მოყ­ვა­ნის წინა რი­ტუ­ა­ლე­ბი, ოჯახ­ში მის­ვლა, ნიშ­ნო­ბა, 300-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი, ესეც ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია. თუ მე კარ­გად ვგრძნობ თავს, ეს საკ­მა­რი­სი უნდა იყოს ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნის­თვის და აღა­რაა სა­ჭი­რო იმის გარ­ჩე­ვა, რო­გო­რი ბიჭი ვარ, რო­გო­რი გო­გოა და ა.შ. ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას ეს ცოტა ეშ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ის ჩემ­თვის იყოს კარ­გი და მე მის­თვის, და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. შვი­ლებ­თა­ნაც ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს.

- რო­გო­რია თქვენ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ქალი?

- ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­დნენ, კა­ცებ­ზე მეტს მუ­შა­ო­ბენ. მე და ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხს უფრო კდე­მა­მო­სი­ლი, ნაზი ქა­ლე­ბი მოგ­ვწონს, რო­მელ­თა და­სა­პყრო­ბად ბევ­რი წვა­ლე­ბა და გზე­ბის მო­ნახ­ვაა სა­ჭი­რო. ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, გა­მარ­ჯო­ბა, ნახ­ვამ­დის და მორ­ჩა. აქ­ტი­უ­რი ქა­ლე­ბი ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სოა. გარ­და ამი­სა, მა­ოგ­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნე­ბის ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, ვგიჟ­დე­ბი, ისე­თე­ბის გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა მათ­გან.

- ბა­ტო­ნო ბესო, ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ასე გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვით, მაგ­რამ ალ­ბათ უნდა იცხოვ­რონ. აბა, ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარ­დეს, კოც­ნი­დე და საქ­მე ბო­ლომ­დე ვერ მიგ­ყავ­დეს, რა არის ეს? ერთი ონა­ნი იყო ასე­თი და მის­ნა­ი­რებს ონა­ნის­ტებს ეძახ­დნენ. თუ ადა­მი­ა­ნებს ერ­თად ყოფ­ნა უნ­დათ, უნდა იცხოვ­რონ, აბა, რო­გორ?! სექ­სი ბევრ რა­მეს წყვეტს და ცვლის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სექ­სის გა­რე­შე ბევ­რი ოჯა­ხი დან­გრე­უ­ლა და და­ინ­გრე­ვა.

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი უნდა არ­სე­ბობ­დეს?

- ჩვენ ცოტა აზი­ა­ტე­ბი ვართ და ჩემი აზ­რით, ცოტა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად მივ­დევთ მათ. გოგო რომ ასაკს გა­დას­ცდე­ბა, ვთქვათ 25 წელს, სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა იწ­ვევს ჯან­მრთე­ლო­ბის რღვე­ვას, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მოშ­ლას, ფსი­ქი­კის დარ­ღვე­ვას, ამი­ტომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­საც და არა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­საც თა­ვი­სი დრო აქვს. ოღონდ იმას არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ გო­გო­ნებ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა 10 და 15 წლის ასაკ­ში უნდა და­ი­წყონ.

- ვიცი, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, რო­გორ ახერ­ხებთ ამას?

- მე რომ ვინ­მეს გუ­ლის­თვის სახ­ლი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბო­და, სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ყო და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. ყო­ველ­თვის ვამ­თავ­რებ­დი თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, გა­დი­ო­და პე­რი­ო­დი და შემ­დეგ იწყე­ბო­და ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ეტა­პი. და­უმ­თავ­რე­ბელ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მის შე­მოყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, ღა­ლა­ტი ძნე­ლი სა­პა­ტი­ე­ბე­ლია, ჩვენ ღმერ­თე­ბი არ ვართ, რომ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი ვა­პა­ტი­ოთ...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

''ქალიშვილობასაც და არაქალიშვილობასაც თავისი დრო აქვს...''

''ქალიშვილობასაც და არაქალიშვილობასაც თავისი დრო აქვს...''

სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მსახიობ ბესო მეგრელიშვილს 4 ივლისს 50 წელი შეუსრულდა, ამ თარიღთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საიუბილეო საღამოც გაიმართა. შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის ეს თარიღი, გვიპასუხა - მეგონა, 50 წლის ადამიანი უკვე ბებერი იყო და ცხვარი ჰყავდა ფეხზე შებმული, მაგრამ ასე არ ყოფილა. გარეგნულად როგორ გამოვიყურები, არ ვიცი, მაგრამ შინაგანად ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ თავს და კიდევ ბევრი რამის ჯანი შემწევსო.

ბატონ ბესოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში შევხვდით და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- რამდენად ტრადიციული ადამიანი ბრძანდებით?

- თან ვარ ტრადიციული, თან - არა, სინთეზს ვაკეთებ და მიადვილდება. ხანდახან სუფრის ტრადიცია, ერთი და იგივე სადღეგრძელოები, ძალიან მბეზრდება, ადრე ვხუმრობდით, ბარემ დავნომროთ სადღეგრძელოები და ისე ვთქვათო. მე კი მომბეზრდა, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობისთვის მაინც საჭიროა. პატარაობაში, როდესაც ჩემს მშობლებს მეგობრები სტუმრობდნენ და სუფრა იშლებოდა, მეც იქვე ვტრიალებდი და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მაშინ დათრობა სირცხვილად მიიჩნეოდა, ფეხი თუ აგერეოდა, ხომ საერთოდ... ახლა ასე აღარ არის, რაც ცუდია. გარდა ამისა, ცოლის მოყვანის წინა რიტუალები, ოჯახში მისვლა, ნიშნობა, 300-კაციანი ქორწილი, ესეც ძალიან დამღლელია. თუ მე კარგად ვგრძნობ თავს, ეს საკმარისი უნდა იყოს ყველა ჩემიანისთვის და აღარაა საჭირო იმის გარჩევა, როგორი ბიჭი ვარ, როგორი გოგოა და ა.შ. ჩვენს უფროს თაობას ეს ცოტა ეშლება. მთავარია, ის ჩემთვის იყოს კარგი და მე მისთვის, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. შვილებთანაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს.

- როგორია თქვენთვის თანამედროვე ქართველი ქალი?

- ქალები აქტიურები გახდნენ, კაცებზე მეტს მუშაობენ. მე და ჩემი თაობის ხალხს უფრო კდემამოსილი, ნაზი ქალები მოგვწონს, რომელთა დასაპყრობად ბევრი წვალება და გზების მონახვაა საჭირო. ახლა ყველაფერი გამარტივებულია, გამარჯობა, ნახვამდის და მორჩა. აქტიური ქალები ჩემთვის უინტერესოა. გარდა ამისა, მაოგნებს თანამედროვე გოგონების ბილწსიტყვაობა, ვგიჟდები, ისეთების გაგება შეიძლება მათგან.

- ბატონო ბესო, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?

- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ ალბათ უნდა იცხოვრონ. აბა, ადამიანი გიყვარდეს, კოცნიდე და საქმე ბოლომდე ვერ მიგყავდეს, რა არის ეს? ერთი ონანი იყო ასეთი და მისნაირებს ონანისტებს ეძახდნენ. თუ ადამიანებს ერთად ყოფნა უნდათ, უნდა იცხოვრონ, აბა, როგორ?! სექსი ბევრ რამეს წყვეტს და ცვლის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, სექსის გარეშე ბევრი ოჯახი დანგრეულა და დაინგრევა.

- ამ ყველაფრის ფონზე ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს?

- ჩვენ ცოტა აზიატები ვართ და ჩემი აზრით, ცოტა დამახინჯებულად მივდევთ მათ. გოგო რომ ასაკს გადასცდება, ვთქვათ 25 წელს, სექსუალური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება იწვევს ჯანმრთელობის რღვევას, ნერვული სისტემის მოშლას, ფსიქიკის დარღვევას, ამიტომ ქალიშვილობასაც და არა ქალიშვილობასაც თავისი დრო აქვს. ოღონდ იმას არ ვგულისხმობ, რომ გოგონებმა სექსუალური ცხოვრება 10 და 15 წლის ასაკში უნდა დაიწყონ.

- ვიცი, რომ ყოფილ მეუღლეებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, როგორ ახერხებთ ამას?

- მე რომ ვინმეს გულისთვის სახლიდან წავსულიყავი, შეიძლებოდა, სიტუაცია გართულებულიყო და კარგი ურთიერთობა ვერ შემენარჩუნებინა, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია. ყოველთვის ვამთავრებდი თანაცხოვრებას, გადიოდა პერიოდი და შემდეგ იწყებოდა ახალი სიყვარულის ეტაპი. დაუმთავრებელ ურთიერთობაში მესამის შემოყვანა არ შეიძლება, ღალატი ძნელი საპატიებელია, ჩვენ ღმერთები არ ვართ, რომ ადამიანებს ყველაფერი ვაპატიოთ...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება