სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა
5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა

 

1. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი

კვან­ტუ­რი ფი­ზი­კის მი­ხედ­ვით, ჩვენ აზ­რებს გა­აჩ­ნი­ათ სიხ­ში­რე, რო­მე­ლიც სხვა მსგავს სიხ­ში­რე­ებს იზი­დავს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი ნე­გა­ტი­ურ ენერ­გი­ას იზი­დავს, პო­ზი­ტი­უ­რი კი პო­ზი­ტი­ურს. ბუდა და არის­ტო­ტე­ლე ზუს­ტად ამას გვირ­ჩევ­დნენ: ჩვე­ნი აზ­რე­ბი და ის, თუ რაზე ვფიქ­რობთ, გვიქ­მნის იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით. თუ რა­ღაც სა­კითხს თა­ვი­დან­ვე ნე­გა­ტი­უ­რი პერ­სპექ­ტი­ვით შევ­ხე­დავთ, თით­ქმის გან­წი­რუ­ლი ვართ, რომ მარ­თლაც ნე­გა­ტი­უ­რად დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი.

2. შე­ი­ცა­ნით სა­კუ­თა­რი თავი

ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი ტრანსფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც იკ­ვე­ბე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­მა­მა­ცით, და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და ინ­ტე­რე­სით. რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს კარ­გად იც­ნობ, შე­გიძ­ლია იმოქ­მე­დო თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლად. რამ­დე­ნა­დაც ღრმად შე­ვიც­ნობთ სა­კუ­თარ თავს, იმ­დე­ნად კარ­გად გა­ვი­გებთ სა­კუ­თარ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას.

3. ია­რეთ ნელა, რომ სწრა­ფად წახ­ვი­დეთ წინ

ხან­და­ხან სა­ჭი­როა სვლა შე­ვა­ნე­ლოთ, რომ წინ წა­ვი­დეთ. ასე შევ­ძლებთ, უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სოთ ცხოვ­რე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბის უმაღ­ლეს ხა­რისხს მი­ვაღ­წი­ოთ. ჯობს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოთ მშვი­დად და ნელა, და­ფიქ­რდეთ სა­მო­მავ­ლო შე­დეგ­ზე და მხო­ლოდ მა­შინ გა­დად­გათ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი.

4. იკი­თხეთ, წე­რეთ, უყუ­რეთ

შთა­გო­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს. უმე­ტე­სო­ბა ინ­სპი­რა­ცი­ას ფილ­მე­ბი­დან და წიგ­ნე­ბი­დან იღებს. წერა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს პო­ზი­ტი­უ­რი აზ­რე­ბი და მო­მენ­ტე­ბი დო­კუ­მენ­ტად ვაქ­ცი­ოთ და ჩვე­ნი ბე­დის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. წე­რი­სას ბრა­ზი, შიში, იმედ­გაც­რუ­ე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცე­ვა და შე­საძ­ლოა, რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. სტრე­სის მოხ­სნის­თვის იდე­ა­ლუ­რია წე­რის და­წყე­ბა, ასე შეძ­ლებთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის და გან­ცდე­ბის მარ­ტი­ვად დეკ­ლა­რი­რე­ბას.

5. გა­მო­ხა­ტეთ თა­ნაგ­რძნო­ბა

თა­ვის წიგნ­ში "ბედ­ნი­ე­რე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა" და­ლაი ლამა წერ­და: "თუ გსურთ სხვე­ბი გა­ხა­დოთ ბედ­ნი­ე­რი, გა­მო­ხა­ტეთ თა­ნაგ­რძნო­ბა, თუ გსურთ თა­ვად იყოთ ბედ­ნი­ე­რი, გა­მო­ხა­ტეთ თა­ნაგ­რძნო­ბა". ხში­რად უფრო მარ­ტი­ვია თა­ნა­უგ­რძნო სხვას, ვიდ­რე გა­მო­ხა­ტო ის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი. მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც შევ­ძლებთ და­ვი­წყე­ბას, სხვის თა­ნაგ­რძნო­ბას და სა­კუ­თა­რი თა­ვის წა­ხა­ლი­სე­ბას, ვი­პო­ვით გზას პო­ზი­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის­კენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა

 

1. აკონტროლეთ საკუთარი აზრები

კვანტური ფიზიკის მიხედვით, ჩვენ აზრებს გააჩნიათ სიხშირე, რომელიც სხვა მსგავს სიხშირეებს იზიდავს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ნეგატიური აზრები ნეგატიურ ენერგიას იზიდავს, პოზიტიური კი პოზიტიურს. ბუდა და არისტოტელე ზუსტად ამას გვირჩევდნენ: ჩვენი აზრები და ის, თუ რაზე ვფიქრობთ, გვიქმნის იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. თუ რაღაც საკითხს თავიდანვე ნეგატიური პერსპექტივით შევხედავთ, თითქმის განწირული ვართ, რომ მართლაც ნეგატიურად დასრულდეს ყველაფერი.

2. შეიცანით საკუთარი თავი

ცხოვრება მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესია, რომელიც იკვებება ადამიანის სიმამაცით, დანიშნულებით და ინტერესით. როდესაც საკუთარ თავს კარგად იცნობ, შეგიძლია იმოქმედო თვითდაჯერებულად. რამდენადაც ღრმად შევიცნობთ საკუთარ თავს, იმდენად კარგად გავიგებთ საკუთარ დანიშნულებას.

3. იარეთ ნელა, რომ სწრაფად წახვიდეთ წინ

ხანდახან საჭიროა სვლა შევანელოთ, რომ წინ წავიდეთ. ასე შევძლებთ, უფრო მეტად დავაფასოთ ცხოვრება და ბედნიერების უმაღლეს ხარისხს მივაღწიოთ. ჯობს ყველაფერი გააკეთოთ მშვიდად და ნელა, დაფიქრდეთ სამომავლო შედეგზე და მხოლოდ მაშინ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები.

4. იკითხეთ, წერეთ, უყურეთ

შთაგონება ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი ადამიანიდან შეიძლება მოვიდეს. უმეტესობა ინსპირაციას ფილმებიდან და წიგნებიდან იღებს. წერა საშუალებას გვაძლევს პოზიტიური აზრები და მომენტები დოკუმენტად ვაქციოთ და ჩვენი ბედის ვიზუალიზაცია მოვახდინოთ. წერისას ბრაზი, შიში, იმედგაცრუება შთაგონების წყაროდ იქცევა და შესაძლოა, რაღაც ძალიან საინტერესო ტექსტად ჩამოყალიბდეს. სტრესის მოხსნისთვის იდეალურია წერის დაწყება, ასე შეძლებთ თქვენი გრძნობების და განცდების მარტივად დეკლარირებას.

5. გამოხატეთ თანაგრძნობა

თავის წიგნში ”ბედნიერების ხელოვნება” დალაი ლამა წერდა: ”თუ გსურთ სხვები გახადოთ ბედნიერი, გამოხატეთ თანაგრძნობა, თუ გსურთ თავად იყოთ ბედნიერი, გამოხატეთ თანაგრძნობა”. ხშირად უფრო მარტივია თანაუგრძნო სხვას, ვიდრე გამოხატო ის საკუთარი თავისადმი. მხოლოდ მაშინ, როდესაც შევძლებთ დავიწყებას, სხვის თანაგრძნობას და საკუთარი თავის წახალისებას, ვიპოვით გზას პოზიტიური ცხოვრებისკენ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს