სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა
ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა

თერ­ჯო­ლელ დათო ბუ­სიკ­ვა­ძეს (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­დაც, არ მა­ლავს, რომ თავს თაღ­ლი­თო­ბით ირ­ჩენ­და, თუმ­ცა ამის გამო სა­პა­ტიმ­რო­ში არ­ცერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლა:

დათო ბუ­სიკ­ვა­ძე:

- 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დით. დედა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვლა. 18 წლი­სას მა­მაც და­მე­ღუ­პა და სულ მარ­ტო დავ­რჩი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ამ ასაკ­ში ქუ­ჩას ძა­ლი­ან უახ­ლოვ­დე­ბა მო­ზარ­დი, თან მე ობო­ლი ვი­ყა­ვი, ჭკუ­ის დამ­რი­გე­ბე­ლი არ მყავ­და და ცუდ წრე­ში მოვ­ხვდი. წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბით და ქურ­დო­ბით ვირ­ჩენ­დით თავს. სა­ბედ­ნი­ე­როდ მერე ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­მაც მი­თხრა, თუ მარ­თლა გინ­და ჩემ­თან ყოფ­ნა, ცხოვ­რე­ბის ამ სტილს უნდა შე­ეშ­ვა და სხვა ქა­ლაქ­ში წა­ვი­დე­თო. დავ­თან­ხმდი და როს­ტოვ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ბინა ვი­ქი­რა­ვეთ და იქ ვცხოვ­რობ­დით.

- თავს რო­გორ ირ­ჩენ­დით?

- თა­ვი­დან ცო­ლის კმა­ყო­ფა­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე ერთი კარ­გი იდეა და­მე­ბა­და და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვცა­დე, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბით საკ­მა­ოდ ფუ­ლიც ვი­შო­ვე.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა იდეა?

- მოკ­ლედ, ერთ დღეს ჩემი მე­გობ­რის ვაჟს ვი­ო­ლი­ნო მი­ვე­ცი და მდიდ­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვუშ­ვი. იქ მან გამ­ყიდ­ველს სთხო­ვა, ვი­ო­ლი­ნო შე­მი­ნა­ხეთ და ცოტა ხან­ში დავ­ბრუნ­დე­ბიო, ბუ­ნებ­რი­ვია, უარი არ უთ­ქვამთ. იმის გა­მოს­ვლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთ­ში შე­ვე­დი მე. "შემ­თხვე­ვით" და­ვი­ნა­ხე ვი­ო­ლი­ნო და ვი­კი­თხე, რა ღირ­და. ამიხ­სნეს, რომ ეს ვი­ო­ლი­ნო და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. ახ­ლა­ვე მოგ­ცემთ 50 000-ს და მომ­ყი­დეთ-მეთ­ქი ვუ­თხა­რი. გა­გიჟ­დნენ. ვე­ტყვით პატ­რონს და ხვალ მობ­რძან­დი­თო. ჩემი წა­მოს­ვლი­დან 1 სა­ათ­ში ეს ბიჭი დაბ­რუნ­და ვი­ო­ლი­ნოს წა­მო­სა­ღე­ბად და მა­ღა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა რამ­დე­ნად მომ­ყი­დი ამ ვი­ო­ლი­ნო­სო ჰკი­თხა. ამა­ნაც თავი გა­ი­გი­ჟა, დიდი ბა­ბუ­ის და­ტო­ვი­ლია და ამას ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ მოგ­ყი­დი­თო. მოკ­ლედ, ბევ­რი ივაჭ­რეს და 10 000 დო­ლარ­ზე შე­თან­ხმდნენ. მარ­თლაც მის­ცეს ეს ფული და ბედ­ნი­ე­რებ­მა და­მი­წყეს ლო­დი­ნი, რომ მე­ო­რე დღეს მი­ვი­დო­დი და ალ­ბათ, ახ­ლაც მე­ლო­დე­ბი­ან.

- ჰო, მაგ­რამ რამ­დე­ნი მა­ღა­ზია იყო როს­ტოვ­ში, რომ ამ საქ­მით ბევ­რი ფული გე­შო­ვა.

- როს­ტოვ­ში მე­ო­რედ აღარც გაგ­ვი­კე­თე­ბია. რამ­ხე­ლაა რუ­სე­თი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ და დავ­დი­ო­დით სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში და 400-500 დო­ლა­რი­ან ვი­ო­ლი­ნოს მი­ნი­მუმ 10 000 დო­ლა­რად ვყიდ­დით. ერთხელ ერთი მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე კე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა და რად­გან ბა­ბუ­ის და­ნა­ტო­ვა­რი ვი­ო­ლი­ნო იყო, 20 000 დო­ლა­რი მის­ცა.

- პო­ლი­ცია არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ამ საქ­მით?

- და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო, მერე მე რა?! ხელი მო­ვუ­წე­რე სად­მე, რომ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი თუ ნო­ტა­რი­უ­ლად და­ვა­მოწ­მე ჩემი უკან მის­ვლა?! კი და­ინ­ტე­რეს­და და სა­რა­ტოვ­ში და­მა­პა­ტიმ­რეს კი­დეც, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ გა­მა­მარ­თლა. ხვალ რომ შე­ვი­დეს და უთხრას, სა­ღეჭ რე­ზინ­ზე მი­ლი­ონს გა­და­ვიხ­დიო და არ გა­და­ი­ხა­დოს, ამა­ზეც ხომ არ და­ვა­პა­ტიმ­რო­თო. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ხახ­ვი­ვით შემ­რჩა ეს ამ­ბე­ბი. ჩემი მე­გობ­რის ვაჟს ცოტა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, მაგ­რამ ფული დავ­ხარ­ჯეთ და ეს პრობ­ლე­მე­ბიც მოგ­ვარ­და.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი იშო­ვეთ?

- რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, მი­ლი­ო­ნი ნამ­დვი­ლად ვი­შო­ვე. ბუ­ნებ­რი­ვია, შუ­ა­ზე გა­ვი­ყა­ვით მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რომ­ლის შვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ საქ­მე­ში. 500 000 დო­ლა­რი საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა. ბი­ნაც შე­ვი­ძი­ნე და პა­ტა­რა ბიზ­ნე­სიც და­ვი­წყე. ზოგ­ჯერ რომ წარ­მო­ვიდ­გენ, რო­გორ მე­ლოდ­ნენ მე­ო­რე დღეს, მე­ცი­ნე­ბა. ზოგ­ჯერ მი­ნა­ნია კი­დეც, რომ სხვას ამ გზით მოვ­პა­რე ფული, მაგ­რამ იმ მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი იმ­დე­ნად მდიდ­რე­ბი არი­ან და ისე ცუდ პი­რო­ბებ­ში ამუ­შა­ვე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ ვა­მარ­თლებ ჩემ თავს. უფრო მე­ტიც უნდა მექ­ნა.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა

ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა

თერჯოლელ დათო ბუსიკვაძეს (სახელი შეცვლილია) ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული, სადაც, არ მალავს, რომ თავს თაღლითობით ირჩენდა, თუმცა ამის გამო საპატიმროში არცერთხელ მოხვედრილა:

დათო ბუსიკვაძე:

- 13 წლის ვიყავი, როცა რუსეთში საცხოვრებლად გადავედით. დედა მალევე გარდაიცვლა. 18 წლისას მამაც დამეღუპა და სულ მარტო დავრჩი. მოგეხსენებათ ამ ასაკში ქუჩას ძალიან უახლოვდება მოზარდი, თან მე ობოლი ვიყავი, ჭკუის დამრიგებელი არ მყავდა და ცუდ წრეში მოვხვდი. წვრილმანი ხულიგნობით და ქურდობით ვირჩენდით თავს. საბედნიეროდ მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, რომელმაც მითხრა, თუ მართლა გინდა ჩემთან ყოფნა, ცხოვრების ამ სტილს უნდა შეეშვა და სხვა ქალაქში წავიდეთო. დავთანხმდი და როსტოვში გადავედით საცხოვრებლად. ბინა ვიქირავეთ და იქ ვცხოვრობდით.

- თავს როგორ ირჩენდით?

- თავიდან ცოლის კმაყოფაზე ვიყავი, მაგრამ მერე ერთი კარგი იდეა დამებადა და განხორციელება ვცადე, რომელმაც გაამართლა და ამის საშუალებით საკმაოდ ფულიც ვიშოვე.

- კონკრეტულად, რა იდეა?

- მოკლედ, ერთ დღეს ჩემი მეგობრის ვაჟს ვიოლინო მივეცი და მდიდრების მაღაზიაში შევუშვი. იქ მან გამყიდველს სთხოვა, ვიოლინო შემინახეთ და ცოტა ხანში დავბრუნდებიო, ბუნებრივია, უარი არ უთქვამთ. იმის გამოსვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში შევედი მე. "შემთხვევით" დავინახე ვიოლინო და ვიკითხე, რა ღირდა. ამიხსნეს, რომ ეს ვიოლინო დატოვებული იყო. ახლავე მოგცემთ 50 000-ს და მომყიდეთ-მეთქი ვუთხარი. გაგიჟდნენ. ვეტყვით პატრონს და ხვალ მობრძანდითო. ჩემი წამოსვლიდან 1 საათში ეს ბიჭი დაბრუნდა ვიოლინოს წამოსაღებად და მაღაზიის დირექტორმა რამდენად მომყიდი ამ ვიოლინოსო ჰკითხა. ამანაც თავი გაიგიჟა, დიდი ბაბუის დატოვილია და ამას ვერაფრის დიდებით ვერ მოგყიდითო. მოკლედ, ბევრი ივაჭრეს და 10 000 დოლარზე შეთანხმდნენ. მართლაც მისცეს ეს ფული და ბედნიერებმა დამიწყეს ლოდინი, რომ მეორე დღეს მივიდოდი და ალბათ, ახლაც მელოდებიან.

- ჰო, მაგრამ რამდენი მაღაზია იყო როსტოვში, რომ ამ საქმით ბევრი ფული გეშოვა.

- როსტოვში მეორედ აღარც გაგვიკეთებია. რამხელაა რუსეთი კი მოგეხსენებათ და დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში და 400-500 დოლარიან ვიოლინოს მინიმუმ 10 000 დოლარად ვყიდდით. ერთხელ ერთი მაღაზიის მეპატრონე კეთილი აღმოჩნდა და რადგან ბაბუის დანატოვარი ვიოლინო იყო, 20 000 დოლარი მისცა.

- პოლიცია არ ინტერესდებოდა ამ საქმით?

- დაინტერესებულიყო, მერე მე რა?! ხელი მოვუწერე სადმე, რომ დავბრუნდებოდი თუ ნოტარიულად დავამოწმე ჩემი უკან მისვლა?! კი დაინტერესდა და სარატოვში დამაპატიმრეს კიდეც, მაგრამ მოსამართლემ გამამართლა. ხვალ რომ შევიდეს და უთხრას, საღეჭ რეზინზე მილიონს გადავიხდიო და არ გადაიხადოს, ამაზეც ხომ არ დავაპატიმროთო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხახვივით შემრჩა ეს ამბები. ჩემი მეგობრის ვაჟს ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ ფული დავხარჯეთ და ეს პრობლემებიც მოგვარდა.

- დაახლოებით რამდენი იშოვეთ?

- რომ არ მოგატყუოთ, მილიონი ნამდვილად ვიშოვე. ბუნებრივია, შუაზე გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა, რომლის შვილიც მონაწილეობდა ამ საქმეში. 500 000 დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა. ბინაც შევიძინე და პატარა ბიზნესიც დავიწყე. ზოგჯერ რომ წარმოვიდგენ, როგორ მელოდნენ მეორე დღეს, მეცინება. ზოგჯერ მინანია კიდეც, რომ სხვას ამ გზით მოვპარე ფული, მაგრამ იმ მაღაზიების მეპატრონეები იმდენად მდიდრები არიან და ისე ცუდ პირობებში ამუშავებენ თანამშრომლებს, რომ ვამართლებ ჩემ თავს. უფრო მეტიც უნდა მექნა.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"