მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა
ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

"ორ ვარ­სკვლავ­ში" მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ქორ­წი­ლი ივენთ-მე­ნე­ჯერ­მა თაკო დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­და­უ­ხა­და.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ასე მოხ­და: მას მერე, რაც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში "იმე­დის" "ქრო­ნი­კის" წამ­ყვან­მა ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ვერ და­ი­კა­ვა, გა­ირ­კვა, რომ უსა­ჩუქ­როდ დარ­ჩა. "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამით შე­წუხ­დნენ და პოსტ-ფაქ­ტუმ და­ი­წყეს ზრუნ­ვა და ფიქ­რი იმა­ზე, რომ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­საც უნ­დო­და პრი­ზი. ეკა ხო­ფე­რი­ამ ამ თე­მას გა­და­ცე­მაც კი მი­უ­ძღვნა. კო­ლე­გე­ბი, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მი­იწ­ვია, სა­დაც გა­და­წყდა, რომ "ორი ვარ­სკვლა­ვის" გულ­შე­მატ­კი­ვარს, ივენთ-მე­ნე­ჯერს, თაკო დო­ლა­ბე­რი­ძეს სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, ლე­ვა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის­თვის, მა­რი­ამ ოშხნე­ლის­თვის ქორ­წი­ლი ეჩუ­ქე­ბი­ნა...

ნა­ხეთ:

თაკო:

- ეკა ხო­ფე­რი­ამ რომ და­მი­რე­კა და სი­ტუ­ა­ცია ამიხ­სნა, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, ლე­ვა­ნის­თვის ქორ­წი­ლი მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. მის მი­მართ სიმ­პა­თი­ით ვარ გან­წყო­ბი­ლი და გუ­ლით მინ­დო­და, რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი... მას მერე, რაც დავ­პირ­დი, რომ ქორ­წილს გა­და­ვუხ­დი­დი, მთე­ლი დღე­ე­ბი ვფიქ­რობ­დი და ვემ­ზა­დე­ბო­დი, რო­გორ და­მე­გეგ­მა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა... სა­ბო­ლო­ოდ, როცა მო­ვი­ფიქ­რე, მო­ნა­ხა­ზი ლე­ვან­სა და მა­რი­ამს შევ­თა­ვა­ზე, მხო­ლოდ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ მი­მოქ­მე­დია...

- ისე, შენ აღ­მოჩ­ნდი ერ­თერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მო­უხ­და ლე­ვა­ნის და­სა­ჩუქ­რე­ბა...

- ალ­ბათ აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ სხვე­ბიც, ამის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბო­დათ ვი­ღა­ცებს, რად­გა­ნაც ლე­ვა­ნი უყ­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ძა­ლი­ან სწა­რა­ფად მოხ­და და მე აღ­მოვ­ჩნდი უბ­რა­ლოდ, იმ წუ­თას იმ ად­გილ­ზე... ვი­მე­ო­რებ, ერთი წუ­თიც არ მი­ფიქ­რია, რომ ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მე და ჩემ­მა სტაფ­მა - მთელ­მა რეს­ტო­რან­მა "აკა­დე­მი­ამ" ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ. ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ არც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. პირ­ვე­ლი იყო. მერე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მამ ჩა­ი­წე­რა. ამი­ტომ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და გან­ვიც­დი­დი. ყო­ჩაღ მთელ გუნდს - რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ფან­ქვე­ლაშ­ვილს, ეკა ხო­ფე­რი­ას, ნინი გო­გო­ლა­ძეს, ბაია ცა­ნა­ვას, რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს, მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ იქ, რომ­ლებ­მაც წყვილს სიმ­ღე­რე­ბი მი­უ­ძღვენს. ყვე­ლა­ნი ისე­თი ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ და კარ­გე­ბი, რომ თვალს ვერ ვწყვეტ­დი...

- მგო­ნი, ანრი ჯო­ხა­ძეს მა­ი­სურ­ზე შენი სუ­რა­თი ჰქონ­და გა­მო­სა­ხუ­ლი...

- კი, ან­რიმ გა­მა­გი­ჟა, მა­ი­სუ­რით მო­ვი­და, რო­მელ­საც მარ­თლაც ჩემი სუ­რა­თი ჰქონ­და აღ­ბეჭ­დი­ლი. გა­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია...

- მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა იმ რო­მის­თვის, რო­მე­ლიც გას­წიე...

- ჰო (სი­ცი­ლით ამ­ბობს). მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­მა კა­რა­გად ჩა­ი­ა­რა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით: "დე­კო­რი", "ჰორ­ტენ­ზი­ამ" ყვა­ვი­ლე­ბით გა­ა­ფორ­მა, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლურ მა­ი­სუ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. მე­ში­ნია, არა­ვინ გა­მომ­რჩეს.

- სა­ღა­მო რო­გორ და­ი­წყო?

- ის ლელა წურ­წუ­მი­ამ გახ­სნა. მერე გა­და­ცე­მა და სა­ღა­მოც, მეჯ­ვა­რე­ებ­მა და კო­ლე­გებ­მა - ინგა გრი­გო­ლი­ამ და ეკა ხო­ფე­რი­ამ ითა­ვეს. ჰო, იქვე მოხ­და ხე­ლის­მო­წე­რაც. ქორ­წი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა წყვილ­მა ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი მა­ინც შე­ას­რუ­ლა.

- ჯვა­რი არ და­უ­წე­რათ, ხომ?

- არა... მოკ­ლედ, სტუმ­რებს ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ემ­ხი­ა­რუ­ლათ. ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი ულა­მა­ზე­სი ფე­ი­ერ­ვერ­კით დას­რულ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

"ორ ვარსკვლავში" მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს ქორწილი ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ გადაუხადა.

ეს ყველაფერი კი ასე მოხდა: მას მერე, რაც აღნიშნულ კონკურსში "იმედის" "ქრონიკის" წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა პირველი ადგილი ვერ დაიკავა, გაირკვა, რომ უსაჩუქროდ დარჩა. "იმედის" თანამშრომლები ამით შეწუხდნენ და პოსტ-ფაქტუმ დაიწყეს ზრუნვა და ფიქრი იმაზე, რომ მეორე ადგილზე გასულსაც უნდოდა პრიზი. ეკა ხოფერიამ ამ თემას გადაცემაც კი მიუძღვნა. კოლეგები, პროექტის მონაწილეები და გულშემატკივრები მიიწვია, სადაც გადაწყდა, რომ "ორი ვარსკვლავის" გულშემატკივარს, ივენთ-მენეჯერს, თაკო დოლაბერიძეს სურვილი გაუჩნდა, ლევანისა და მისი მეუღლისთვის, მარიამ ოშხნელისთვის ქორწილი ეჩუქებინა...

ნახეთ:

თაკო:

- ეკა ხოფერიამ რომ დამირეკა და სიტუაცია ამიხსნა, არც დავფიქრებულვარ და გადავწყვიტე, ლევანისთვის ქორწილი მეჩუქებინა. მის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და გულით მინდოდა, რომ დავხმარებოდი... მას მერე, რაც დავპირდი, რომ ქორწილს გადავუხდიდი, მთელი დღეები ვფიქრობდი და ვემზადებოდი, როგორ დამეგეგმა ეს ღონისძიება... საბოლოოდ, როცა მოვიფიქრე, მონახაზი ლევანსა და მარიამს შევთავაზე, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებით არ მიმოქმედია...

- ისე, შენ აღმოჩნდი ერთერთი ადამიანი, რომელსაც მოუხდა ლევანის დასაჩუქრება...

- ალბათ აღმოჩნდებოდნენ სხვებიც, ამის სურვილი გაუჩნდებოდათ ვიღაცებს, რადგანაც ლევანი უყვართ, მაგრამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან სწარაფად მოხდა და მე აღმოვჩნდი უბრალოდ, იმ წუთას იმ ადგილზე... ვიმეორებ, ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ ეს გამეკეთებინა. ამ ყველაფერში მე და ჩემმა სტაფმა - მთელმა რესტორანმა "აკადემიამ" ბევრი ვიმუშავეთ. ასეთი ღონისძიება იქ არც ჩატარებულა. პირველი იყო. მერე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკა ხოფერიას გადაცემამ ჩაიწერა. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. ყოჩაღ მთელ გუნდს - რეჟისორ გიორგი ფანქველაშვილს, ეკა ხოფერიას, ნინი გოგოლაძეს, ბაია ცანავას, რუსა მორჩილაძეს, მომღერლებს, რომლებიც მოწვეულები იყვნენ იქ, რომლებმაც წყვილს სიმღერები მიუძღვენს. ყველანი ისეთი ლამაზები იყვნენ და კარგები, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი...

- მგონი, ანრი ჯოხაძეს მაისურზე შენი სურათი ჰქონდა გამოსახული...

- კი, ანრიმ გამაგიჟა, მაისურით მოვიდა, რომელსაც მართლაც ჩემი სურათი ჰქონდა აღბეჭდილი. გასაოცარი ადამიანია...

- მადლიერება გამოხატა იმ რომისთვის, რომელიც გასწიე...

- ჰო (სიცილით ამბობს). მოკლედ, ყველაფერმა კარაგად ჩაიარა. ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით: ''დეკორი'', ''ჰორტენზიამ'' ყვავილებით გააფორმა, მომსახურე პერსონალი სპეციალურ მაისურებში იყო გამოწყობილი. მეშინია, არავინ გამომრჩეს.

- საღამო როგორ დაიწყო?

- ის ლელა წურწუმიამ გახსნა. მერე გადაცემა და საღამოც, მეჯვარეებმა და კოლეგებმა - ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ ითავეს. ჰო, იქვე მოხდა ხელისმოწერაც. ქორწილი ტრადიციული არ ყოფილა, თუმცა წყვილმა ცეკვა ქართული მაინც შეასრულა.

- ჯვარი არ დაუწერათ, ხომ?

- არა... მოკლედ, სტუმრებს ჰქონდათ ყველაფერი იმისთვის, რომ ემხიარულათ. ბოლოს ყველაფერი ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება