სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაზუქივით "გოგოები", რომლებიც დღეში 50-100 ლარს შოულობენ
ნაზუქივით "გოგოები", რომლებიც დღეში 50-100 ლარს შოულობენ

სუ­რამ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ჰა­ერ­ში მი­ხაკ-და­რი­ჩი­ნის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცის თო­ნე­ში ნა­ზუ­ქე­ბი ცხვე­ბა. თონე კი აქ ლა­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზეა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ნა­ზუ­ქი შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერთ წყა­როდ ქცე­უ­ლა. გა­დავ­წყვი­ტე, უკეთ გა­მეც­ნო მე­ნა­ზუ­ქე ქა­ლე­ბი... მარ­თა­ლია, დი­ლის 10 სა­ათ­ზე ნა­ზუ­ქის ცომი უკვე მო­ზე­ლი­ლი დამ­ხვდა, მაგ­რამ გუნ­დე­ბი ამო­ვიყ­ვა­ნე და თო­ნე­შიც ჩა­ვა­კა­რი. მთლად ისე­თი არ გა­მო­მი­ვი­და, რომ მუშ­ტრის­თვის თა­მა­მად შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, მაგ­რამ თა­ვად და­ვა­გე­მოვ­ნე და კმა­ყო­ფი­ლიც დავ­რჩი.

ინგა და სოფო დი­ლის 4 სა­ათ­ზე დგე­ბი­ან, რომ ხუთ­ზე უკვე თო­ნე­ში იყ­ვნენ. ნა­ზუ­ქის ცომი წი­ნა­დღეს აქვთ მო­ზე­ლი­ლი, რად­გან გა­ფუ­ე­ბას დიდი დრო სჭირ­დე­ბა... მერე თონე უნდა გა­ა­ხუ­რონ, გუნ­დე­ბი ამო­იყ­ვა­ნონ და სა­ნამ ნა­ზუ­ქებს ჩა­აკ­რა­ვენ, ერთი თონე ლა­ვა­შიც გა­მო­ა­ცხონ.

სოფო ჭანკვე­ტა­ძე: - უწინ ცომი რძით იზი­ლე­ბო­და, ახლა კი შე­დე­დე­ბუ­ლი რძით, ე.წ. "სგუ­შო­ნით" ვზელთ. ცომი ძა­ლი­ან ტკბი­ლი არ უნდა იყოს, თო­რემ თონე არ მი­იკ­რავს, ჩა­გი­ვარ­დე­ბა და ნა­ზუ­ქე­ბის ნაც­ვლად ხმი­ა­დე­ბი გა­მო­ვა.

- გა­ხუ­რე­ბულ თო­ნე­ში ცო­მის მიკვრა რთუ­ლი არ არის?

- ახ­ლა­ვე ჩა­გაკ­რო­ბი­ნებ და ნა­ხავ, რთუ­ლია თუ არა. მერე შენს გა­მომ­ცხვარ ნა­ზუქს "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­გა­ტანთ.

ინგა გო­გო­ლა­ძე:- დე­დამ მას­წავ­ლა ნა­ზუ­ქის ცხო­ბა. ისე­თი ძალა და ენერ­გია სჭირ­დე­ბა, რომ ვი­საც არა­სო­დეს გა­მო­უ­ცხვია, ვერ მიხ­ვდე­ბა, რა შრო­მა იხარ­ჯე­ბა. ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან: წვა­ლე­ბად თუ გი­ღირ­თო? სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს და გვი­ღირს, აბა, არ გვი­ღირს?! ზა­ფხულ­ში ოთახს ვა­ქი­რა­ვებთ, მაგ­რამ ბოლო დროს, დამ­სვე­ნე­ბე­ლიც ცო­ტაა და ბი­ნაც აღა­რა­ვის უნდა.

სოფო: - სუ­რა­მის ცი­ხეს­თან ვცხოვ­რობ და აქამ­დე რომ მო­ვი­დე, ყო­ველ­დღე ფე­ხით რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ. შე­მო­სა­ვა­ლი სე­ზონ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ პუ­რის ფული გვრჩე­ბა, ზოგ­ჯერ - მეტი. თბი­ლი­სი­დან მო­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტის­თვის ეს პირ­ვე­ლი თო­ნეა, ამი­ტომ ხში­რად ჩერ­დე­ბი­ან და ჩვენ­გან ყი­დუ­ლო­ბენ ნა­ზუქს. ახლა ნა­ზუ­ქის სე­ზო­ნი არ არის და დღე­ში 35 ნა­ზუქ­ზე მეტს არ ვა­ცხობთ. სა­ა­ხალ­წლოდ კი ვე­ლო­დე­ბით კლი­ენ­ტე­ბის ზრდას, გზად მი­მა­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ყო­ლებს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე ნა­ზუქს. ყვე­ლა­ზე მეტს მა­ინც აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ვყი­დით. ამ დროს აქ რიგი დგას და ხალ­ხი შეკ­ვე­თას ელო­დე­ბა. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზეც კარ­გი მუ­შა­ო­ბა გვაქვს, დღე­ში 80, 100 და 150 ნა­ზუ­ქიც კი გაგ­ვი­ყი­დია. რა თქმა უნდა, ნა­ხე­ლა­ვიც არ უნდა გა­ა­ფუ­ჭო. ჩვენ უკვე მუდ­მი­ვი კლი­ენ­ტე­ბიც გვყავს.

- კლი­ენ­ტებს შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იქ­ნე­ბი­ან ალ­ბათ?

- კახა კუ­კა­ვა სულ ჩვენ­გან ყი­დუ­ლობს ნა­ზუქს. ჩვე­ნი კლი­ენ­ტია კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი. მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლიც ხში­რად შე­მოგ­ვივ­ლის ხოლ­მე. ჩვენ გვერ­დით თო­ნე­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი ყი­დუ­ლობს ნა­ზუ­ქებს. სხვა­თა შო­რის, ერთ ახალ წელს პატ­რი­არ­ქმა სუ­რა­მე­ლი მე­თო­ნე­ე­ბი 100-100 ლა­რით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა. ერთ მცხო­ბელ ქალ­ბა­ტონს პატ­რი­არ­ქის სა­ჩუ­ქა­რი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს და არ ხარ­ჯავს: უწ­მინ­დე­სის მად­ლი აქ­ვსო.

- არ გწყინთ, თქვენ­ზე რომ ხუმ­რო­ბენ: სუ­რამ­ში ქა­ლე­ბი ნა­ზუ­ქებს ისე იქ­ნე­ვენ, სულ ორ­პი­რი­აო?

- რა­ტომ უნდა გვე­წყი­ნოს, პი­რი­ქით ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობთ. ეს ად­გი­ლი ნა­ზუ­ქე­ბის გამო ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ზოგი მო­დის და გვთხოვს, თო­ნის თავ­ზე ერთი ჭიქა დაგ­ვა­ლე­ვი­ნე­თო. მახ­სოვს, ახა­ლი წლის ღა­მეს კლი­ენ­ტებ­მა გვთხო­ვეს: ახალ წელს თო­ნის თავ­ზე უნდა შევ­ხვდე­თო და ავუს­რუ­ლეთ გუ­ლის წა­დი­ლი...

- ნა­ზუ­ქებს რა­ტომ იქ­ნევთ?

- მუშ­ტრის მო­სა­ზი­დად. ახლა აღარ ვიქ­ნევთ და მხო­ლოდ გაწ­ვდი­ლი ხე­ლით ვა­ნიშ­ნებთ, რომ აქ ნა­ზუ­ქე­ბი ცხვე­ბა. პატ­რულ­მა აგ­ვიკ­რძა­ლა ნა­ზუ­ქე­ბის ქნე­ვა. ერ­თმა მე­ნა­ზუ­ქემ ორი­გი­ნა­ლურ გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნო და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბად ტა­ნა­დი მა­ნე­კე­ნე­ბი და­ა­ყე­ნა...

მას შემ­დეგ, რაც ერთი თონე ნა­ზუ­ქი "გა­მო­ვა­ცხვე" და ზოგი - 2 ლა­რად, ზო­გიც ორი ცალი 3 ლა­რად გავ­ყი­დე, ლე­ვან ხა­ჩი­ძის თო­ნეს მი­ვა­შუ­რე, რათა მე­ნა­ზუ­ქე მა­ნე­კე­ნე­ბის ამ­ბა­ვი თა­ვად იდე­ის ავ­ტო­რის­გან შე­მე­ტყო.

- გა­მარ­ჯო­ბა, ეს ლა­მაზ­მა­ნე­ბი ვინ არი­ან?

- უკ­რა­ი­ნე­ლი…გო­გო­ე­ბი...

- რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ მა­ნე­კე­ნე­ბის დად­გმა?

- აბა, რა უნდა მექ­ნა? პატ­რულ­მა ნა­ზუ­ქებს ნუ იქ­ნევთ, მძღო­ლებს ყუ­რა­დღე­ბა ეფან­ტე­ბათOო. მერე სა­ა­ხალ­წლო ნა­თუ­რე­ბით მქონ­და აქა­უ­რო­ბა მორ­თუ­ლი და ჩა­მო­მიგ­ლი­ჯეს... მას შემ­დეგ, რაც ჩემი ლა­მაზ­მა­ნე­ბი და­ვა­ყე­ნე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩერ­დე­ბა, ჩემ­კენ აღა­რა­ვინ იყუ­რე­ბა, ამათ ელა­პა­რა­კე­ბი­ან. რო­გორც კი შე­ბინ­დდე­ბა, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უჩე­რე­ბენ ამ "გო­გო­ებს".

- მერე არ გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ნამ­დვი­ლის მა­გივ­რად თო­ჯი­ნა რომ შერ­ჩე­ბათ ხელ­ში?

- ცოტა გაწ­ბი­ლე­ბა კი ეტყო­ბათ, მაგ­რამ რა­ღას გა­ა­წყო­ბენ, ნა­ზუქს ყი­დუ­ლო­ბენ, თით­ქოს სწო­რედ ამის­თვის გა­ჩერ­დნენ, მა­ნე­კე­ნი კი ისე, სხვა­თა შო­რის შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

ბევ­რი მთხოვს, მოგ­ვყი­დეო, მაგ­რამ რომ გავ­ყი­დო, უკე­თე­სი რა ვი­ყი­დო? 200-300 ლარს მთა­ვა­ზო­ბენ თი­თო­ში... დო­ლა­რე­ბიც შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ.

- თქვენ რა ფა­სად შე­ი­ძი­ნეთ?

- თი­თო­ში 250 ლარი გა­და­ვი­ხა­დე, მაგ­რამ თითო დღე­ში 50-100 ლარს შო­უ­ლობს.

- ამ გა­მო­ფი­ტულ ქა­ლებს, ცო­ცხა­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი და­ა­ყე­ნოთ, არ გირ­ჩევ­ნი­ათ?

- აბა, ასეთ ტა­ნად და აშოლ­ტილ ნა­ზუ­ქე­ბის გამ­ყიდ­ველს სად იშო­ვი?! თან ამ სი­ცი­ვე­ში ასე მოკ­ლე კა­ბით ვინ დად­გე­ბა?! ერთი შე­ხე­დეთ, რამ­დე­ნი­მე ქურ­თუ­კი აც­ვი­ათ და ქუ­დე­ბი­დან თვა­ლე­ბი ძლივს უჩანთ. ამათ კი სამ დღე­ში ერთხელ ვუც­ვლი სა­მოსს, თა­ნაც ში­ლი­ფად აც­ვი­ათ და არც სცი­ვათ.

- თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით აც­მევთ?

- რა თქმა უნდა, თან სულ ნაირ-ნაირ სა­მოსს ვყი­დუ­ლობ. აბა, ნა­ხეთ, რო­მელ მე­თო­ნე ქალს აც­ვია ასე? ბევ­რი მხო­ლოდ იმის­თვის ჩერ­დე­ბა, რომ მა­ნე­კე­ნებ­თან ფოტო გა­და­ი­ღოს. ახლა სა­ა­ხალ­წლოდ უნდა გა­მო­ვა­წყო და ნა­ხეთ, რამ­დე­ნი კლი­ენ­ტი მო­ა­წყდე­ბა ჩემს თო­ნეს.

P.S. წა­მოს­ვლი­სას ერთი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა ამეკ­ვი­ა­ტა ფილ­მი­დან "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" - "შენ მა­გა­ზე არ იდარ­დო, ჭი­კა­ან­ში ნა­ზუ­ქი­ვით გო­გო­ე­ბი არი­ან." ჭი­კა­ა­ნი­სა არ ვიცი, მაგ­რამ სუ­რა­მე­ლი "ნა­ზუ­ქი­ვით გო­გო­ე­ბი" კი მარ­თლა შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ვია.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნაზუქივით "გოგოები", რომლებიც დღეში 50-100 ლარს შოულობენ

ნაზუქივით "გოგოები", რომლებიც დღეში 50-100 ლარს შოულობენ

სურამში შესვლისთანავე ჰაერში მიხაკ-დარიჩინის სურნელი ტრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის თონეში ნაზუქები ცხვება. თონე კი აქ ლამის ყოველ ნაბიჯზეა, რადგან ადგილობრივებისთვის ნაზუქი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ქცეულა. გადავწყვიტე, უკეთ გამეცნო მენაზუქე ქალები... მართალია, დილის 10 საათზე ნაზუქის ცომი უკვე მოზელილი დამხვდა, მაგრამ გუნდები ამოვიყვანე და თონეშიც ჩავაკარი. მთლად ისეთი არ გამომივიდა, რომ მუშტრისთვის თამამად შემეთავაზებინა, მაგრამ თავად დავაგემოვნე და კმაყოფილიც დავრჩი.

ინგა და სოფო დილის 4 საათზე დგებიან, რომ ხუთზე უკვე თონეში იყვნენ. ნაზუქის ცომი წინადღეს აქვთ მოზელილი, რადგან გაფუებას დიდი დრო სჭირდება... მერე თონე უნდა გაახურონ, გუნდები ამოიყვანონ და სანამ ნაზუქებს ჩააკრავენ, ერთი თონე ლავაშიც გამოაცხონ.

სოფო ჭანკვეტაძე: - უწინ ცომი რძით იზილებოდა, ახლა კი შედედებული რძით, ე.წ. "სგუშონით" ვზელთ. ცომი ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს, თორემ თონე არ მიიკრავს, ჩაგივარდება და ნაზუქების ნაცვლად ხმიადები გამოვა.

- გახურებულ თონეში ცომის მიკვრა რთული არ არის?

- ახლავე ჩაგაკრობინებ და ნახავ, რთულია თუ არა. მერე შენს გამომცხვარ ნაზუქს "კვირის პალიტრაში" გაგატანთ.

ინგა გოგოლაძე:- დედამ მასწავლა ნაზუქის ცხობა. ისეთი ძალა და ენერგია სჭირდება, რომ ვისაც არასოდეს გამოუცხვია, ვერ მიხვდება, რა შრომა იხარჯება. ხშირად გვეკითხებიან: წვალებად თუ გიღირთო? სხვა შემოსავალი არ გვაქვს და გვიღირს, აბა, არ გვიღირს?! ზაფხულში ოთახს ვაქირავებთ, მაგრამ ბოლო დროს, დამსვენებელიც ცოტაა და ბინაც აღარავის უნდა.

სოფო: - სურამის ციხესთან ვცხოვრობ და აქამდე რომ მოვიდე, ყოველდღე ფეხით რამდენიმე კილომეტრს გავდივარ. შემოსავალი სეზონზეა დამოკიდებული, ზოგჯერ პურის ფული გვრჩება, ზოგჯერ - მეტი. თბილისიდან მომავალი ტრანსპორტისთვის ეს პირველი თონეა, ამიტომ ხშირად ჩერდებიან და ჩვენგან ყიდულობენ ნაზუქს. ახლა ნაზუქის სეზონი არ არის და დღეში 35 ნაზუქზე მეტს არ ვაცხობთ. საახალწლოდ კი ველოდებით კლიენტების ზრდას, გზად მიმავალი აუცილებლად გაიყოლებს საახალწლო სუფრისთვის რამდენიმე ნაზუქს. ყველაზე მეტს მაინც აღდგომის დღესასწაულებზე ვყიდით. ამ დროს აქ რიგი დგას და ხალხი შეკვეთას ელოდება. ზაფხულის სეზონზეც კარგი მუშაობა გვაქვს, დღეში 80, 100 და 150 ნაზუქიც კი გაგვიყიდია. რა თქმა უნდა, ნახელავიც არ უნდა გააფუჭო. ჩვენ უკვე მუდმივი კლიენტებიც გვყავს.

- კლიენტებს შორის ცნობილი ადამიანებიც იქნებიან ალბათ?

- კახა კუკავა სულ ჩვენგან ყიდულობს ნაზუქს. ჩვენი კლიენტია კობა დავითაშვილი. მამუკა ონაშვილიც ხშირად შემოგვივლის ხოლმე. ჩვენ გვერდით თონეში სანდრა რულოვსი ყიდულობს ნაზუქებს. სხვათა შორის, ერთ ახალ წელს პატრიარქმა სურამელი მეთონეები 100-100 ლარით დაგვასაჩუქრა. ერთ მცხობელ ქალბატონს პატრიარქის საჩუქარი დღემდე შენახული აქვს და არ ხარჯავს: უწმინდესის მადლი აქვსო.

- არ გწყინთ, თქვენზე რომ ხუმრობენ: სურამში ქალები ნაზუქებს ისე იქნევენ, სულ ორპირიაო?

- რატომ უნდა გვეწყინოს, პირიქით ძალიან ვხალისობთ. ეს ადგილი ნაზუქების გამო ისეთი პოპულარული გახდა, ზოგი მოდის და გვთხოვს, თონის თავზე ერთი ჭიქა დაგვალევინეთო. მახსოვს, ახალი წლის ღამეს კლიენტებმა გვთხოვეს: ახალ წელს თონის თავზე უნდა შევხვდეთო და ავუსრულეთ გულის წადილი...

- ნაზუქებს რატომ იქნევთ?

- მუშტრის მოსაზიდად. ახლა აღარ ვიქნევთ და მხოლოდ გაწვდილი ხელით ვანიშნებთ, რომ აქ ნაზუქები ცხვება. პატრულმა აგვიკრძალა ნაზუქების ქნევა. ერთმა მენაზუქემ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო და გამყიდველებად ტანადი მანეკენები დააყენა...

მას შემდეგ, რაც ერთი თონე ნაზუქი "გამოვაცხვე" და ზოგი - 2 ლარად, ზოგიც ორი ცალი 3 ლარად გავყიდე, ლევან ხაჩიძის თონეს მივაშურე, რათა მენაზუქე მანეკენების ამბავი თავად იდეის ავტორისგან შემეტყო.

- გამარჯობა, ეს ლამაზმანები ვინ არიან?

- უკრაინელი…გოგოები...

- რამ გადაგაწყვეტინათ მანეკენების დადგმა?

- აბა, რა უნდა მექნა? პატრულმა ნაზუქებს ნუ იქნევთ, მძღოლებს ყურადღება ეფანტებათOო. მერე საახალწლო ნათურებით მქონდა აქაურობა მორთული და ჩამომიგლიჯეს... მას შემდეგ, რაც ჩემი ლამაზმანები დავაყენე, უამრავი ადამიანი ჩერდება, ჩემკენ აღარავინ იყურება, ამათ ელაპარაკებიან. როგორც კი შებინდდება, ყველაზე მაგარი მარკის ავტომობილები უჩერებენ ამ "გოგოებს".

- მერე არ გსაყვედურობენ, ნამდვილის მაგივრად თოჯინა რომ შერჩებათ ხელში?

- ცოტა გაწბილება კი ეტყობათ, მაგრამ რაღას გააწყობენ, ნაზუქს ყიდულობენ, თითქოს სწორედ ამისთვის გაჩერდნენ, მანეკენი კი ისე, სხვათა შორის შეათვალიერეს.

ბევრი მთხოვს, მოგვყიდეო, მაგრამ რომ გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდო? 200-300 ლარს მთავაზობენ თითოში... დოლარებიც შემოუთავაზებიათ.

- თქვენ რა ფასად შეიძინეთ?

- თითოში 250 ლარი გადავიხადე, მაგრამ თითო დღეში 50-100 ლარს შოულობს.

- ამ გამოფიტულ ქალებს, ცოცხალი გამყიდველი დააყენოთ, არ გირჩევნიათ?

- აბა, ასეთ ტანად და აშოლტილ ნაზუქების გამყიდველს სად იშოვი?! თან ამ სიცივეში ასე მოკლე კაბით ვინ დადგება?! ერთი შეხედეთ, რამდენიმე ქურთუკი აცვიათ და ქუდებიდან თვალები ძლივს უჩანთ. ამათ კი სამ დღეში ერთხელ ვუცვლი სამოსს, თანაც შილიფად აცვიათ და არც სცივათ.

- თქვენი გემოვნებით აცმევთ?

- რა თქმა უნდა, თან სულ ნაირ-ნაირ სამოსს ვყიდულობ. აბა, ნახეთ, რომელ მეთონე ქალს აცვია ასე? ბევრი მხოლოდ იმისთვის ჩერდება, რომ მანეკენებთან ფოტო გადაიღოს. ახლა საახალწლოდ უნდა გამოვაწყო და ნახეთ, რამდენი კლიენტი მოაწყდება ჩემს თონეს.

P.S. წამოსვლისას ერთი ცნობილი ფრაზა ამეკვიატა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" - "შენ მაგაზე არ იდარდო, ჭიკაანში ნაზუქივით გოგოები არიან." ჭიკაანისა არ ვიცი, მაგრამ სურამელი "ნაზუქივით გოგოები" კი მართლა შთამბეჭდავი სანახავია.

ემა ტუხიაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია