მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უვადოპატიმრობამისჯილები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
უვადოპატიმრობამისჯილები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხვა­ლი­დან, უვა­დო­პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლე­ბი შიმ­ში­ლო­ბას იწყე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გლ­და­ნის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორმა პა­ტი­მარ­მა გი­ორ­გი გე­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძემ აც­ნო­ბეს, ჯამ­ში პრო­ტესტს 70-მდე უვა­დო­პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი უერ­თდე­ბა.

გი­ორ­გი გე­ლა­ძის თქმით, შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია სამი მო­თხოვ­ნით იგეგ­მე­ბა.

"ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბია: 2012 წლის ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის რე­ა­ლუ­რი აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უვა­დო­პარ­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლებ­ზე არ ასა­ხუ­ლა, რაც კა­ნო­ნის ხარ­ვე­ზის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, ასე­ვე ვი­თხოვთ, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბი­სა­გან პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის 25 წლი­ა­ნი ზღვა­რის ევ­როს­ტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად და­წე­ვას. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა ძა­ლა­ში შე­სუ­ლი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა. სა­ნამ ეს მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა, აქ­ცი­ე­ბი არ შე­წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გე­ლა­ძემ.

მისი თქმით, უვა­დო­პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდი ხა­ნია ჰპირ­დე­ბა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, თუმ­ცა ამ დრომ­დე რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

პა­ტიმ­რის თქმით, 9 ივ­ნისს, პა­ტიმ­რე­ბის სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­მარ­თა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ის და­გეგ­მვა, პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უვადოპატიმრობამისჯილები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

უვადოპატიმრობამისჯილები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვალიდან, უვადოპატიმრობამისჯილები შიმშილობას იწყებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გლდანის #8 დაწესებულების ორმა პატიმარმა გიორგი გელაძემ და თეიმურაზ შარაშენიძემ აცნობეს, ჯამში პროტესტს 70-მდე უვადოპატიმრობამისჯილი უერთდება.

გიორგი გელაძის თქმით, შიმშილობის აქცია სამი მოთხოვნით იგეგმება.

"ჩვენი მოთხოვნებია: 2012 წლის ამნისტიის კანონის რეალური აღსრულება, რომელიც უვადოპარტიმრობამისჯილებზე არ ასახულა, რაც კანონის ხარვეზის ნათელი მაგალითია, ასევე ვითხოვთ, უვადო პატიმრობისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების 25 წლიანი ზღვარის ევროსტანდარტის შესაბამისად დაწევას. ჩვენი მოთხოვნაა ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადახედვის ეფექტური მექანიზმის შექმნა. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, აქციები არ შეწყდება", - განაცხადა გიორგი გელაძემ.

მისი თქმით, უვადოპატიმრობამისჯილებს ხელისუფლება დიდი ხანია ჰპირდება ზემოთაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.

პატიმრის თქმით, 9 ივნისს, პატიმრების სოლიდარობის მიზნით, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ.

რაც შეეხება შიმშილობის აქციის ორგანიზებას, თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, სხვადასხვა დაწესებულებებში, შიმშილობის აქციის დაგეგმვა, პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებით მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ