სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლებელია ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ"
"შესაძლებელია ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ"

რუ­სუ­ლი მა­ს­მე­დი­ის გავ­რცე­ლე­ბულ სენ­სა­ცი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­გუ­შეთ­ში თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი იპო­ვეს, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (და არა მარ­ტო) დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. ინ­გუ­შე­თის მთი­ა­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ასას ხე­ო­ბა­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შემ­დეგ უძ­ვე­ლე­სი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ან ალა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ მა­გა­სის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბაა და­მა­ლუ­ლი, ან თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვია. ამ მო­საზ­რე­ბას ინ­გუ­ში არ­ქე­ო­ლო­გე­ბი იზი­ა­რე­ბენ, მათი მტკი­ცე­ბით, სა­მარ­ხი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში კრუპ­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, უმა­ლატ გა­დი­ევს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო უმა­ლატ, რა გაძ­ლევთ იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ასას ხე­ო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვია?..

- გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, რომ­ლის შე­სას­ვლელ­შიც გან­ლა­გე­ბუ­ლია მა­სი­უ­რი ქვე­ბი ძველ ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ აქ დიდ­გვა­რო­ვა­ნია დაკ­რძა­ლუ­ლი. თუმ­ცა, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე რა­ი­მე­ზე გა­დაჭ­რით და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად სა­უ­ბა­რი ძნე­ლია.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი?

- ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით წმინ­და მეფე გე­ლათ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­ე­ბიც. მა­გა­ლი­თად, უძ­ვე­ლე­სი ინ­გუ­შუ­რი გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვი­თაც თა­მა­რი მდი­ნა­რე ასას ხე­ო­ბა­ში დაკ­რძა­ლეს, რა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა აქვს: ალა­ნი­ამ თვითმყო­ფა­დო­ბა მონ­ღოლ-თათ­რე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის შემ­დეგ, 1238-1239 წლებ­ში და­კარ­გა. ოდ­ნავ ადრე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ფობ­და დიდი თა­მა­რი, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ში­ნაო, ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და და იმი­ერ­კავ­კა­სი­აც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში მო­აქ­ცია. თა­მარ მეფე თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის გარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზეც ზრუ­ნავ­და და აგებ­და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ინ­გუ­შეთ­ში, თხა­ბა-იერ­დის (ტყო­ბა-ერ­დის) ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი, რომ­ლის მი­და­მო­ებ­შიც არის ზე­მო­ნახ­სე­ნე­ბი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შესაძლებელია ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ"

"შესაძლებელია ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ"

რუსული მასმედიის გავრცელებულ სენსაციურ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იპოვეს, ქართველი საზოგადოების (და არა მარტო) დიდი ინტერესი მოჰყვა. ინგუშეთის მთიანეთში, მდინარე ასას ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ უძველესი გამოქვაბული გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ან ალანიის დედაქალაქ მაგასის ძვირფასეულობაა დამალული, ან თამარ მეფის საფლავია. ამ მოსაზრებას ინგუში არქეოლოგები იზიარებენ, მათი მტკიცებით, სამარხი ქართული წარმომავლობისაა.

"კვირის პალიტრა" ინგუშეთის რესპუბლიკაში კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილეს, უმალატ გადიევს დაუკავშირდა.

- ბატონო უმალატ, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ასას ხეობაში, სავარაუდოდ, თამარ მეფის საფლავია?..

- გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ დიდგვაროვანია დაკრძალული. თუმცა, არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების დაწყებამდე რაიმეზე გადაჭრით და დადასტურებულად საუბარი ძნელია.

- რატომ მაინცდამაინც თამარ მეფის საფლავი?

- ქართველი ისტორიკოსების დიდი ნაწილის მტკიცებით წმინდა მეფე გელათშია დაკრძალული, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, უძველესი ინგუშური გადმოცემის მიხედვითაც თამარი მდინარე ასას ხეობაში დაკრძალეს, რასაც თავისებური ახსნა აქვს: ალანიამ თვითმყოფადობა მონღოლ-თათრების შემოსევების შემდეგ, 1238-1239 წლებში დაკარგა. ოდნავ ადრე, საქართველოში მეფობდა დიდი თამარი, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და იმიერკავკასიაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია. თამარ მეფე თავისი საზღვრების გაფართოების გარდა, მოსახლეობის სულიერების განმტკიცებაზეც ზრუნავდა და აგებდა ეკლესია-მონასტრებს. ამის გამოხატულებაა ინგუშეთში, თხაბა-იერდის (ტყობა-ერდის) ქართული მონასტერი, რომლის მიდამოებშიც არის ზემონახსენები გამოქვაბული.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია