ლიზი ველასკესი უცნაური სინდრომით დაიბადა - მისი ორგანიზმი ცხიმებს ვერ ითვისებს. ამიტომ, რომ არ დაიღუპოს, ლიზიმ ყოველ 20 წუთში უნდა ჭამოს. ამჟამად გოგონა 152 სმ-ია და 25 კგ.-ს იწონის.
ერთ დღესაც ლიზიმ თავის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო ვიდეოს ბმული, რომელსაც ჰქონდა შემდეგი სათაური - "ყველაზე მახინჯი ქალი მსოფლიოში". მაშინ ლიზი 15 წლის იყო, ვიდეოს 4 მლნ-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. მნახველების კომენტარები სასტიკი იყო, ზოგიერთი მათგანი 15 წლის გოგოს თავის მოკვლასაც კი ურჩევდა. თუმცა ლიზიმ შეძლო ამ აგრესიის დაძლევა. ახლა ის კამპანიასაც ატარებს - დადის სკოლებში და ახალგაზრდებს შეურაცხყოფასთან გამკლავებას ასწავლის და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
გთავაზობთ ლიზი ველასკესის 10 ცხოვრებისეულ რჩევას:
1. საკუთარ თავს და საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოთ, რომ თუკი თქვენ სხვებისგან ფიზიკურად გამოირჩევით, ეს თქვენი ბრალი არ არის.
2. თქვენს ღირსებას (ფასეულობას) არ განსაზღვრავს ის, თუ რას ამბობენ გარშემომყოფები თქვენზე.
3. არასდროს არავის მისცეთ უფლება, რომ იარლიყი მოგაკეროთ.
4. უსარგებლოა, აგრესიას აგრესიითვე უპასუხოთ.
5. თქვენი მიღწევები, იქნება თქვენი საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც გაწყენინათ.
6. სირთულე და გამოცდილება - ზრდისთვის აუცილებელი პირობაა.
7. მოსიყვარულე ოჯახი ბევრ რამეს ნიშნავს.
8. თქვენი ნაკლი თქვენს იარაღად აქციეთ.
9. უნდა შეხვდეთ სახეში საკუთარ პრობლემას - მეგონა მოვკვდებოდი, როდესაც ვიდეორგოლი ვნახე, განვიცადე და ვტიროდი, შემდეგ ვიდეო კვლავ ვნახე და ეს იმდენჯერ გავაკეთე, ვიდრე ამ ტანჯვამ არ გადამიარა.
10. ყოველთვის აირჩიეთ ბედნიერება.