სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეს სახელის მრავალჯერ შეცვლის უფლება აღარ ექნება
მოქალაქეს სახელის მრავალჯერ შეცვლის უფლება აღარ ექნება

პი­რის უფ­ლე­ბა, სურ­ვი­ლი­სა­მებრ მრა­ვალ­ჯერ შე­იც­ვა­ლოს სა­ხე­ლი, იზღუ­დე­ბა. სურ­ვი­ლი­სა­მებრ სა­ხე­ლის შეც­ვლის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მხო­ლოდ ერთხელ - სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ექ­ნე­ბა.

ეს არის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ერთ-ერთი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას უკავ­შირ­დე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, "სა­კონ­სუ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და "სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს უკვე წა­რუდ­გი­ნა.

კა­ნო­ნის დღეს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ის თა­ნახ­მად კი, სა­ხე­ლის შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია განმცხა­დებ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე.

"ასე­თი მოქ­ნი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მისი უნი­კა­ლუ­რი იდენ­ტი­ფი­კა­ტო­რით - პი­რა­დი ნომ­რის სა­ფუძ­ველ­ზე. თუმ­ცა, ევ­რო­კავ­ში­რის რიგ ქვეყ­ნებ­ში პი­რის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შეც­ვლა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­ზღუდ­ვებს, რად­გან ამ ქვეყ­ნებ­ში პი­რის ძი­რი­თად სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცემს წარ­მო­ად­გენს სა­ხე­ლი და გვა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ქვეყ­ნებ­ში ჩა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი გვა­რე­ბი­სა და სა­ხე­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს წვდო­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ბის პი­რად ნო­მერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­თან, რაც ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სა­ზღვარ­ზე შე­მოწ­მე­ბი­სას მის სრულ­ყო­ფილ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას", - გან­მარ­ტავს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მოქალაქეს სახელის მრავალჯერ შეცვლის უფლება აღარ ექნება

მოქალაქეს სახელის მრავალჯერ შეცვლის უფლება აღარ ექნება

პირის უფლება, სურვილისამებრ მრავალჯერ შეიცვალოს სახელი, იზღუდება. სურვილისამებრ სახელის შეცვლის უფლება საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ - სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ექნება.

ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას უკავშირდება. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ" კანონში, "საკონსულო საქმიანობის შესახებ" კანონსა და "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად კი, სახელის შეცვლა შესაძლებელია განმცხადებლის სურვილისამებრ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

"ასეთი მოქნილი სამართლებრივი რეგულირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში პირის იდენტიფიცირება ხორციელდება მისი უნიკალური იდენტიფიკატორით - პირადი ნომრის საფუძველზე. თუმცა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში პირის სახელისა და გვარის შეცვლა ექვემდებარება შეზღუდვებს, რადგან ამ ქვეყნებში პირის ძირითად საიდენტიფიკაციო მონაცემს წარმოადგენს სახელი და გვარი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ჩასული მოქალაქეების იდენტიფიცირება ხორციელდება მათი გვარებისა და სახელების საფუძველზე, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს არ აქვს წვდომა საქართველოს მოქალაქების პირად ნომერთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებთან, რაც ხელს უშლის საქართველოს მოქალაქის საზღვარზე შემოწმებისას მის სრულყოფილ იდენტიფიცირებას", - განმარტავს იუსტიციის სამინისტრო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია