სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები
ვაკეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

წინა კვი­რას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 35 წლის ფრი­დონ არჩვა­ძეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. და­ნა­შა­უ­ლი 22 აპ­რილს დი­ლით, ვა­კე­ში ერთ-ერთი ბან­კის წინ მოხ­და. ფრი­დონ არჩვა­ძემ ყო­ფილ ცოლს ხმლით მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რას ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც აქვს. დამ­ნა­შა­ვის ყვე­ლა ქმე­დე­ბა სრუ­ლად ასა­ხუ­ლია ბან­კის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წერ­ში. კად­რე­ბი­დან ისიც ნათ­ლად ჩანს, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ფრი­დონ არჩვა­ძე აუ­ღელ­ვებ­ლად რო­გორ ჯდე­ბა მან­ქა­ნა­ში და რო­გორ ტო­ვებს შემ­თხვე­ვის ად­გილს.

და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც დას­ჭირ­და და დღემ­დე კლი­ნი­კა­შია. შე­ვე­ცა­დეთ და­ზა­რა­ლე­ბულ­თან გა­სა­უბ­რე­ბას, მაგ­რამ უარი მი­ვი­ღეთ. მან ასე­ვე სთხო­ვა მკურ­ნალ ექი­მებს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნათ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფიო არჩვა­ძე კონ­ტაქ­ტუ­რია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბას უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა და ყო­ფი­ლი ქმა­რი ამ­ხი­ლა. რო­გორც ჩანს, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია, გრძელ­დე­ბა. და­ნა­შა­ულს წინ უს­წრებ­და სხვა ფაქ­ტიც: ფრი­დონ არჩვა­ძემ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ფი­ოს ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი და­უჭ­რა. ამ ფაქ­ტზე საქ­მეც აღიძ­რა და 2014 წლის 5 თე­ბერ­ვალს მას გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­უ­ტა­ნეს - არჩვა­ძეს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი იყო და სას­ჯელს იხ­დი­და, მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლი მა­ინც ჩა­ი­დი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, მან შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი ცო­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა სცა­და. საკ­მა­ოდ მყა­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას. ყვე­ლა მხა­რემ, მათ შო­რის - თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მაც აღ­ნიშ­ნეს პრო­კუ­რო­რის უპი­რა­ტე­სო­ბა. მარ­თლაც, პრო­კუ­რორ ია ყი­ფი­ა­ნის ყვე­ლა სი­ტყვა ფაქ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო და კი­თხვის ნი­შანს არ ტო­ვებ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მან და მის­მა კო­ლე­გამ, ნინო ბრუ­იშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა. ბრუ­იშ­ვილ­მა ბრა­ლი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლი აცხა­დებ­და, რომ ცო­ლის მოკ­ვლა არ სურ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით კი, ფრი­დონ არჩვა­ძე სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და აშ­კა­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ია ყი­ფი­ა­ნი, პრო­კუ­რო­რი (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რი­დან აშ­კა­რად ჩანს, ბრალ­დე­ბუ­ლი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას სჩა­დის და­ნა­შა­ულს. რო­გორც კი მი­უ­ახ­ლოვ­და თა­ვის მსხვერ­პლს, მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე მუხ­ლში ჩა­არ­ტყა ცოლს ხმა­ლი. ქალი მო­ი­ცე­ლა და იქვე, მი­წა­ზე და­ე­ცა. ამის შემ­დეგ ფრი­დონ­მა მას ხმლით კო­ჭის ძვა­ლი ჩა­უმტვრია, იმა­ვე ხმლით მო­აჭ­რა თითი, ყური და ბო­ლოს, ხმლის თავ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ქალს სამი ჭრი­ლო­ბა თავ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და კე­ფის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბიც და­უდ­გინ­და. ძა­ლო­ვა­ნებ­მა მოჭ­რი­ლი თი­თის ნა­წი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ი­ღეს, ყური ექი­მებ­მა პა­ცი­ენტს მი­ა­კე­რეს. ასე წვრი­ლად იმი­ტომ ვყვე­ბი ამ დე­ტა­ლებს, რომ მინ­და, დაც­ვის მხა­რემ აუხ­სნას ყვე­ლა­ფე­რი ბრალ­დე­ბულს. როცა ის ამ­ბობს, რომ აქ არ იყო სი­სას­ტი­კე, ეს ასე არ არის. დი­ა­ხაც, ეს იყო სი­სას­ტი­კე და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მა­შინ, თავ­ში რა­ტომ ურტყამ­დით? ამ­ბობთ, თუ მინ­დო­და, მოვ­კლავ­დი, ეს არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­დაო. ვერ მოკ­ლავ­დით! ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ჩანს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის რე­აქ­ცია. მან და­იყ­ვი­რა, - "რას შვრე­ბი, ბიჭო!" ეს და­ა­დას­ტუ­რა ბან­კი­დან გა­მო­სულ­მა კი­დევ ერ­თმა თვითმხილ­ველ­მაც. გა­რე­შე პირი ჩა­ე­რია საქ­მე­ში. დამ­ნა­შა­ვემ ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნა, მაგ­რამ მა­ში­ნაც არ შე­უ­წყვე­ტია ქა­ლის­თვის დარ­ტყმე­ბის მი­ყე­ნე­ბა. როცა მას უცხო ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე მეტრში მი­უ­ახ­ლოვ­და, მას მერე მი­ა­ტო­ვა მსხვერ­პლი, აუჩ­ქა­რებ­ლად გა­და­ვი­და გზის მე­ო­რე მხა­რეს, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა. და­ნა­შა­უ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფრი­დონ არჩვა­ძემ დე­დას და­უ­რე­კა, მერე დას და უთხრა, - ჩემი ცოლი ავ­ჩე­ხეო. ეს არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა სი­სას­ტი­კით; სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლებ­ში მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. შუ­რის­ძი­ე­ბაც არის სა­ხე­ზე და ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც".

ფრი­დონ არჩვა­ძის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ის იმ­ყო­ფე­ბა მე­ტა­დო­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბით პროგ­რა­მა­ში. სამ­ჯერ, ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვია, მიდ­რე­კი­ლია და­ნა­შა­უ­ლის­კენ. ყო­ველ­დღი­უ­რად მე­ტა­დო­ნის ქვეშ არის, თავს კონ­ტროლს ვერ უწევს. თა­ვის მხრივ, სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. იცო­და, რომ პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის დროს არ უნდა ჩა­ე­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ჩა­ი­დი­ნა უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რაც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - თქვა პრო­კუ­რორ­მა ია ყი­ფი­ან­მა.

ფრი­დონ არჩვა­ძის­თვის ცი­ხე­ში ყოფ­ნა უცხო არ არის. ის არა­ერ­თხე­ლაა ნა­სა­მარ­თლე­ვი ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, ასე­ვე სხვა, გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საც.

შე­საძ­ლოა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს, რად­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრი­დონ არჩვა­ძემ და­კი­თხვი­სას აღი­ა­რა თბი­ლის­ში, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში 2008 წლის ივ­ნის­ში ჩა­დე­ნი­ლი, ორი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა. თქვა, რომ ეს ქა­ლე­ბი მოკ­ლა, იმა­ვე დღეს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და.

მარ­თა­ლია, ბრა­ლი უმ­ძი­მე­სია, თუმ­ცა ამ დე­ტა­ლებ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას ჯერ­ჯე­რო­ბით არ უმსჯე­ლია და მის­თვის ამ მკვლე­ლო­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრა­ლიც ჯერ არ წა­უ­ყე­ნე­ბია. ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლო­ვა­ნებს ის ად­გი­ლიც აჩ­ვე­ნა, სა­დაც ქა­ლე­ბი მოკ­ლა, დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა კა­ლან­და­ძი­სა და მა­მე­დო­ვას მკვლე­ლო­ბა. მისი ჩვე­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხმა­ურ­დე­ბა, თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სწო­რედ იმ ად­გი­ლას იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლე­ბი. გა­და­მოწ­მდა და ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ არჩვა­ძემ სწო­რედ იმ დღეს მარ­თლაც და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. ის­მის კი­თხვა, - რაში დას­ჭირ­და ბრალ­დე­ბულს ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა და რა­ტომ აღი­ა­რა ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი? ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლო­ვა­ნებს ინ­ფორ­მა­ცია დაჭ­რილ­მა ცოლ­მა მი­ა­წო­და. რო­გორც ჩანს, მან იცო­და ქმრის მიერ ადრე ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ და ამის თა­ო­ბა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ია ყი­ფი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა არ აპი­რებს მარ­ტო აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არჩვა­ძის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ლი­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ორი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალს მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე 2008 წლის მკვლე­ლო­ბე­ბის ხსე­ნე­ბამ ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. პრო­ცეს­ზე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, შე­საძ­ლოა, ბრალ­დე­ბულ­მა ის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლოს და უარ­ყოს ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუმ­ცა რა სამ­ხილს და­უ­პი­რის­პი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, სად არის მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი. ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვეს არჩვა­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბულს, პრო­ცეს­ზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობ­და. სხდო­მის და­წყე­ბამ­დე თა­ვის ად­ვო­კა­ტებს უთხრა: ვიცი, არა­ფე­რი გა­მო­ვა ამ საქ­მი­დან, ტყუ­ი­ლად თქვენც წვა­ლობთ; დახ­ვრე­ტა რა­ტომ არ არის, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დახ­ვრე­ტა რომ ყო­ფი­ლი­ყოო.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

"ფრი­დონ არჩვა­ძე ვარ, და­ვი­ბა­დე 1978 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს რუ­სეთ­ში. სამი უმაღ­ლე­სი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ნა­სა­მარ­თლე­ვიც ვარ. თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. ჯვარ­და­წე­რი­ლი გახ­ლა­ვართ", - ასე და­ი­წყო გა­მოს­ვლა ბრალ­დე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე და თქვა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ში არ ეთან­ხმე­ბა. გა­ნა­ცხა­და, - ცო­ლის მოკ­ვლა კი არა, მისი და­სა­ხიჩ­რე­ბა მინ­დო­დაო.

ფრი­დონ არჩვა­ძე:

"კო­რექ­ტუ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ბრა­ლი პრო­კუ­რორ­მა. მე რომ სო­ფოს მკვლე­ლო­ბა მნდო­მო­და, არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ხელ­ში სა­მუ­რა­ის ხმა­ლი მე­ჭი­რა. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხმა­ლი იყო, ია­პო­ნუ­რი, მაგ­რამ კარ­გად ჭრი­და. მისი მოკ­ვლა რომ მნდო­მო­და, ისეთ ად­გი­ლას და­ვარ­ტყამ­დი, პირ­და­პირ მოვ­კლავ­დი. მით უფრო, რო­გორც პრო­კუ­რო­რი ამ­ბობს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლი ვყო­ფილ­ვარ და ორი ადა­მი­ა­ნი მყავს მოკ­ლუ­ლი. არც ია­რა­ღის შოვ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და და ხმალს კი არა, ია­რაღს და­ვი­ჭერ­დი ხელ­ში. შუ­რის­ძი­ე­ბა იყო აქ ნახ­სე­ნე­ბი. მი­თხა­რით, რა­ტომ უნდა მე­ძია შური ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე, ჩემი შვი­ლე­ბის დე­და­ზე? მას გან­ქორ­წი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვე­ცი ბინა ოქ­როს უბან­ში, უზ­რუნ­ველ­ვყა­ვი სამ­სა­ხუ­რით, სის­ტე­მა­ტუ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ჩემი მა­ცი­ვა­რი ნა­ხევ­რად რომ იყო სავ­სე, მისი ისე იყო სავ­სე, რომ მე­ო­რე სჭირ­დე­ბო­და. რის გამო უნდა მე­ძია შური, ჩემი შვი­ლე­ბის გაზ­რდის­თვის? შუ­რის­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. აბ­სურ­დუ­ლი სი­ტყვა მგო­ნია ეს. მე არ უარ­ვყოფ, რომ სა­ში­ში ვარ სო­ფოს­თვის. ის გა­ვაფრ­თხი­ლე, შვი­ლე­ბის­თვის მი­ე­ხე­და და არ ევლო ღა­მის კლუ­ბებ­ში. ფე­ხე­ბი სწო­რედ იმი­ტომ და­ვუ­ზი­ა­ნე, მინ­დო­და, ცეკ­ვა ვერ შეს­ძლე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვი სწო­რედ ეს იყო, - სო­ფოს არ ეცეკ­ვა. ყელ­ში მაქვს ამო­სუ­ლი მისი ცეკ­ვე­ბი. 2 წლის ბავ­შვი ჰყავს სახ­ლში და იმას მი­ხე­დოს, ნუ და­დის ღა­მის კლუ­ბებ­ში და სახ­ლში გვი­ან ნუ ბრუნ­დე­ბა. შლაგ­ბა­უ­მი­ან კორ­პუს­ში ცხოვ­რობს, თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვა­მოწ­მოთ, რო­მელ სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბა შინ. ფაქ­ტობ­რი­ვად, კვი­რა­ში 5-ჯერ "ცეკ­ვის დღე" აქვს და მინ­დო­და, ეს მო­მეს­პო, ამას მი­ვაღ­წიე, ცეკ­ვა მო­ვუს­პე. ამი­ტო­მაც გა­დავ­ტე­ხე მუხ­ლებ­ში. სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ ად­გი­ლებ­შიც რომ აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი, ეს კი მე­წყი­ნა. რა ვქნა, ასე მოხ­და, ყვე­ლა­ფერს ვერ გათ­ვლის ადა­მი­ა­ნი. არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი­ლე­რი. თავ­ში ჭრი­ლო­ბა არ მი­მი­ყე­ნე­ბია. ძა­ლი­ან შე­ვეც­დე­ბი, აღ­ვიდ­გი­ნო, სად არის ახლა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი. ვიცი, მისი პოვ­ნა ჩემ­თვი­საც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. კარ­გად ალე­სი­ლი ხმა­ლი იყო, სხვა ად­გი­ლებ­ში როცა ვურ­ტყამ­დი, ხმა­ლი მო­ღუ­ნუ­ლი მქონ­და და ისე ვურ­ტყამ­დი. ამის და­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა იმ კა­მე­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც იქ არის. მოკ­ვლა რომ მნდო­მო­და, მერ­წმუ­ნეთ, მაქვს იმის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ უკე­თე­სი ია­რა­ღით მივ­სუ­ლი­ყა­ვი იქ და მო­მეკ­ლა სოფო. მინ­დო­და, და­მე­სა­ხიჩ­რე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ყურს, ყუ­რის მოჭ­რა არ მნდო­მე­ბია, ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო. სი­მარ­თლე თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, გე­ტყვით: მინ­დო­და, "შრა­მი" დარ­ჩე­ნო­და ჩემ­გან სო­ფოს სა­ხე­ზე, რომ სულ დავ­მახ­სოვ­რე­ბო­დი და ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბას. ამ დროს ყურ­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა ხმა­ლი. სა­დაც მინ­დო­და, კარ­გად ჩა­მერ­ტყა, შევ­ძე­ლი. სოფო ისე მყავ­და, რო­გორც ადა­მი­ა­ნი სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე. ოპე­რა­ცი­ა­საც კი ჩა­ვუ­ტა­რებ­დი, თუ მინ­დო­და. ვე­რა­ვინ გა­მი­წევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. სა­დაც მინ­დო­და, და­ვარ­ტყი და შემ­დეგ დინ­ჯი ნა­ბი­ჯე­ბით წა­მო­ვე­დი... მარ­თლა არ მახ­სოვ­და, ამის მერე დე­და­ჩემ­სა და ჩემს დას რომ და­ვუ­რე­კე. ალ­ბათ და­რეკ­ვის ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვი ის იქ­ნე­ბო­და, გა­მერ­კვია, გა­დარ­ჩე­ბო­და თუ არა სოფო. პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც შე­გიძ­ლი­ათ ჰკი­თხოთ, სულ იმას ვკი­თხუ­ლობ­დი, - გა­დარ­ჩე­ბა-მეთ­ქი? არა იმი­ტომ, რომ სას­ჯელს გა­ვურ­ბი­ვარ და ჩემს თავ­ზე ვფიქ­რობ. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და ეს ყვე­ლა თქვენ­გან­ზე მე­ტად მე მა­ღელ­ვებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე მინ­და, რომ სოფო ცო­ცხა­ლი იყოს. იმ დროს 30 ცალი რე­ლა­ნი­უ­მი მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, 15 მი­ლიგ­რამ ტრო­პი­კა­მინ­თან ერ­თად, და არ მახ­სოვს, ხმა­ლი სად წა­ვი­ღე... პა­ტიმ­რო­ბას ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლებთ, სა­დაც მე მო­მა­თავ­სე­ბენ, იქ პა­ტიმ­რე­ბი უნდა მიფრ­თხილ­დნენ. უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვი­ტან და ასეთ რა­მეს თუ და­ვი­ნა­ხავ, შე­იძ­ლე­ბა, უა­რე­სი ჩა­ვი­დი­ნო ცი­ხე­ში.

- რომ და­გა­კა­ვეს და ბრა­ლი წა­გი­ყე­ნეს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან რა­ი­მე დარ­ღვე­ვას ხომ არ ჰქო­ნია ად­გი­ლი? - ჰკი­თხა მო­სა­მარ­თლემ.

- მოდი, პო­ლი­ცი­ას თავი და­ვა­ნე­ბოთ. ადა­მი­ა­ნი როცა იმას ჩა­ი­დენს, რაც მე ჩა­ვი­დი­ნე, მან სხვა­ზე რა უნდა ილა­პა­რა­კოს?"

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, ქმა­რი მას შე­რი­გე­ბას სთხოვ­და. ამის გამო მან ყო­ფილ დე­დამ­თილ­თა­ნაც და­რე­კა და უთხრა, - თავი და­მა­ნე­ბოს შენ­მა შვილ­მა, შე­რი­გე­ბა არ გა­მო­ვაო. თუმ­ცა ამას არ და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბუ­ლი და თქვა, - შე­რი­გე­ბა­ზე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ჩვენ შო­რის სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლაო.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­კუ­რო­რის მო­თხოვ­ნას და­ე­თან­ხმნენ. უფრო მე­ტიც, ად­ვო­კატ ირაკ­ლი გრძე­ლი­ძის თქმით, მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა სხვა პა­ტიმ­რებ­საც შე­უქ­მნის საფრ­თხეს.

ირაკ­ლი გრძე­ლი­ძე, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი:

"მინ­და, პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნო, რომ ასე­თი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან კარ­გა ხა­ნია, არ მო­მის­მე­ნია. ფრი­დონს ცო­ლის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ის შეგ­ნე­ბუ­ლად აყე­ნებ­და და­ზი­ა­ნე­ბებს მე­უღ­ლეს. არც ერთი მოწ­მე არ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ვინ­მე ჩა­ე­რია და ხელი შე­უ­შა­ლა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. მან თა­ვი­სი სურ­ვი­ლი და­იკ­მა­ყო­ფი­ლა, და­ა­ზი­ა­ნა ცოლი და გა­ე­ცა­ლა წყნა­რი ნა­ბი­ჯით იქა­უ­რო­ბას. აბ­სურ­დუ­ლია, რომ მან ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა სი­სას­ტი­კით. ბრალ­დე­ბას ვე­თან­ხმე­ბი, რომ არჩვა­ძე არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. იზო­ლა­ტორ­შიც ისე­თი ინ­ცი­დენ­ტი მო­ა­წყო, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა არ უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ გე­ტყვით, ამ კა­ცის სა­პა­ტიმ­რო­ში მო­თავ­სე­ბაც არას­წო­რი იქ­ნე­ბა, იქაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას სხვა პა­ტიმ­რებს. ამ ეტა­პის­თვის არ გვაქვს ამ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შეს­წავ­ლი­ლი და ბრალ­დე­ბის მხა­რე ალ­ბათ და­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი­ზას. ჩვენც და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, მაგ­რამ ეს დროს სა­ჭი­რო­ებს. რაც ჩა­ი­დი­ნა, იმის­თვის უნდა მი­ე­სა­ჯოს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, ამა­ში სავ­სე­ბით ვე­თან­ხმე­ბი პრო­კუ­რორს. დარ­ბაზ­ში დამ­სწრე­თათ­ვის შე­იძ­ლე­ბა, რთუ­ლი გა­სა­გე­ბი იყოს ჩემი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცი­ხე­ში მო­თავ­სე­ბაც სა­ში­ში იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ისიც მეს­მის, რომ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს. პა­ტიმ­რო­ბას მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით არ ვე­თან­ხმე­ბი, რომ ის სა­ში­შია სხვა პა­ტიმ­რე­ბის­თვი­საც. რაც შე­ე­ხე­ბა აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას, რაც ეხე­ბა 2008 წლის და­ნა­შა­ულს, ვფიქ­რობ, ეს არ უნდა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო. ჯერ ბრა­ლი არ აქვს წარ­დგე­ნი­ლი და იმ ბრალს არ ვე­თან­ხმე­ბით".

შე­ის­წავ­ლი­ან თუ არა ფრი­დონ არჩვა­ძის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა. ცხა­დია, პრო­კუ­რორ­მა ად­ვო­კა­ტის სი­ტყვის შემ­დეგ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბით მოს­თხო­ვა მო­სა­მარ­თლე ლი­პარ­ტე­ლი­ანს არჩვა­ძის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა.

"ხე­დავთ, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, დაც­ვა უფრო მეტ სა­შიშ­რო­ე­ბას ელო­დე­ბა მის­გან და მით უფრო უნდა შე­უ­ფარ­დოთ პა­ტიმ­რო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ცუ­ლი ის ცი­ხე­ში იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ეს სა­კი­თხი არა­სო­დეს დამ­დგა­რა ეჭვქვეშ, როცა მას ასა­მარ­თლებ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია. თუ მო­ი­ძი­ე­ბენ ად­ვო­კა­ტე­ბი ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ მათ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას. და­მიკ­მა­ყო­ფი­ლეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ", - თქვა პრო­კუ­რორ­მა ია ყი­ფი­ან­მა. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 18 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ამ­დე­ნი ხანი რა სა­ჭი­როა? მა­ნამ­დე კო­მე­ტა ჩა­მო­ვარ­დე­ბა. მე მე­ო­რედ მოს­ვლას ვე­ლო­დე­ბი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს", - ის­რო­ლა ბო­ლოს რეპ­ლი­კა ფრი­დონ არჩვა­ძემ და დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, ორი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­შიც წა­უ­ყე­ნე­ბენ თუ არა ბრალს დამ­ნა­შა­ვეს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვაკეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

ვაკეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

წინა კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ 35 წლის ფრიდონ არჩვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ყოფილი მეუღლის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს. დანაშაული 22 აპრილს დილით, ვაკეში ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა. ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ ცოლს ხმლით მრავალი დაზიანება მიაყენა. პროკურატურას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. დამნაშავის ყველა ქმედება სრულად ასახულია ბანკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში. კადრებიდან ისიც ნათლად ჩანს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფრიდონ არჩვაძე აუღელვებლად როგორ ჯდება მანქანაში და როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს.

დასახიჩრებული ახალგაზრდა ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა და დღემდე კლინიკაშია. შევეცადეთ დაზარალებულთან გასაუბრებას, მაგრამ უარი მივიღეთ. მან ასევე სთხოვა მკურნალ ექიმებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაემჟღავნებინათ.

ჩვენი ინფორმაციით, სოფიო არჩვაძე კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დაზარალებულმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება და ყოფილი ქმარი ამხილა. როგორც ჩანს, მათ შორის კონფლიქტი დიდი ხანია, გრძელდება. დანაშაულს წინ უსწრებდა სხვა ფაქტიც: ფრიდონ არჩვაძემ რამდენიმე თვის წინ სოფიოს ავტომანქანის საბურავები დაუჭრა. ამ ფაქტზე საქმეც აღიძრა და 2014 წლის 5 თებერვალს მას განაჩენიც გამოუტანეს - არჩვაძეს პირობითი მსჯავრი დაედო. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდადებული იყო და სასჯელს იხდიდა, მორიგი დანაშაული მაინც ჩაიდინა. პროკურატურის მტკი­ცებით, მან შურისძიების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა სცადა. საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდა პროკურატურას. ყველა მხარემ, მათ შორის - თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმაც აღნიშნეს პროკურორის უპირატესობა. მართლაც, პროკურორ ია ყიფიანის ყველა სიტყვა ფაქტებით გაჯერებული იყო და კითხვის ნიშანს არ ტოვებდა.

სასამართლო პროცესზე მან და მისმა კოლეგამ, ნინო ბრუიშვილმა მოითხოვეს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება. ბრუიშვილმა ბრალი ჩამოაყალიბა, თუმცა ბრალდებული აცხადებდა, რომ ცოლის მოკვლა არ სურდა. პროკურატურის მტკი­ცებით კი, ფრიდონ არჩვაძე საშიშია საზოგადოებისთვის და აშკარად, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

ია ყიფიანი, პროკურორი (სტილი დაცულია):

"ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერიდან აშკარად ჩანს, ბრალდებული ხალხმრავალ ადგილას სჩადის დანაშაულს. როგორც კი მიუახლოვდა თავის მსხვერპლს, მიახლოებისთანავე მუხლში ჩაარტყა ცოლს ხმალი. ქალი მოიცელა და იქვე, მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ ფრიდონმა მას ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია, იმავე ხმლით მოაჭრა თითი, ყური და ბოლოს, ხმლის თავში რამდენჯერმე ჩარტყმით მიაყენა დაზიანებები. ქალს სამი ჭრილობა თავზე აღენიშნებოდა და კეფის ძვლის მოტეხილობებიც დაუდგინდა. ძალოვანებმა მოჭრილი თითის ნაწილი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ყური ექიმებმა პაციენტს მიაკერეს. ასე წვრილად იმიტომ ვყვები ამ დეტალებს, რომ მინდა, დაცვის მხარემ აუხსნას ყველაფერი ბრალდებულს. როცა ის ამბობს, რომ აქ არ იყო სისასტიკე, ეს ასე არ არის. დიახაც, ეს იყო სისასტიკე და შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაული. მაშინ, თავში რატომ ურტყამდით? ამბობთ, თუ მინდოდა, მოვკლავდი, ეს არ გამიჭირდებოდაო. ვერ მოკლავდით! ჩანაწერში ნათლად ჩანს დაცვის თანამშრომლის რეაქცია. მან დაიყვირა, - "რას შვრები, ბიჭო!" ეს დაადასტურა ბანკიდან გამოსულმა კიდევ ერთმა თვითმხილველმაც. გარეშე პირი ჩაერია საქმეში. დამნაშავემ ყვირილი გაიგონა, მაგრამ მაშინაც არ შეუწყვეტია ქალისთვის დარტყმების მიყენება. როცა მას უცხო ადამიანი რამდენიმე მეტრში მიუახლოვდა, მას მერე მიატოვა მსხვერპლი, აუჩქარებლად გადავიდა გზის მეორე მხარეს, ჩაჯდა მანქანაში და დატოვა იქაურობა. დანაშაულის დასრულების შემდეგ ფრიდონ არჩვაძემ დედას დაურეკა, მერე დას და უთხრა, - ჩემი ცოლი ავჩეხეო. ეს არის მკვლელობის მცდელობა სისასტიკით; სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილებში მიაყენა დაზიანებები. შურისძიებაც არის სახეზე და ეჭვიანობაც".

ფრიდონ არჩვაძისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ის იმყოფება მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში. სამჯერ, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ნასამართლევია, მიდრეკილია დანაშაულისკენ. ყოველდღიურად მეტადონის ქვეშ არის, თავს კონტროლს ვერ უწევს. თავის მხრივ, საშიშია საზოგადოებისთვის. იცოდა, რომ პირობითი მსჯავრის დროს არ უნდა ჩაედინა დანაშაული, მაგრამ მაინც ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", - თქვა პროკურორმა ია ყიფიანმა.

ფრიდონ არჩვაძისთვის ციხეში ყოფნა უცხო არ არის. ის არაერთხელაა ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ასევე სხვა, განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვისაც.

შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ფრიდონ არჩვაძემ დაკითხვისას აღიარა თბილისში, ლილოს დასახლებაში 2008 წლის ივნისში ჩადენილი, ორი ქალის მკვლელობა. თქვა, რომ ეს ქალები მოკლა, იმავე დღეს დატოვა საქართველო და უკრაინაში წავიდა.

მართალია, ბრალი უმძიმესია, თუმცა ამ დეტალებზე პროკურატურას ჯერჯერობით არ უმსჯელია და მისთვის ამ მკვლელობისთვის ოფიციალურად ბრალიც ჯერ არ წაუყენებია. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულის ჩვენების დეტალების გადამოწმება ხდება. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა ძალოვანებს ის ადგილიც აჩვენა, სადაც ქალები მოკლა, დეტალურად მოჰყვა, რატომ ჩაიდინა კალანდაძისა და მამედოვას მკვლელობა. მისი ჩვენება ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა დადასტურებულია, რომ სწორედ იმ ადგილას იპოვეს გარდაცვლილი ქალები. გადამოწმდა და ასევე დადასტურდა, რომ არჩვაძემ სწორედ იმ დღეს მართლაც დატოვა საქართველო. ისმის კითხვა, - რაში დასჭირდა ბრალდებულს ბრალის დამძიმება და რატომ აღიარა ადრე ჩადენილი დანაშაული? ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანებს ინფორმაცია დაჭრილმა ცოლმა მიაწოდა. როგორც ჩანს, მან იცოდა ქმრის მიერ ადრე ჩადენილი ბოროტმოქმედების შესახებ და ამის თაობაზე სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. ია ყიფიანის მტკიცებით, პროკურატურა არ აპირებს მარტო აღიარებითი ჩვენების საფუძველზე არჩვაძისთვის ბრალის დამძიმებას. მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, მას ლილოში ჩადენილი ორი ქალის მკვლელობისთვის ბრალს მოგვიანებით წაუყენებენ.

სასამართლო სხდომაზე 2008 წლის მკვლელობების ხსენებამ ბრალდებულის დაცვის პროტესტი გამოიწვია. პროცესზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, შესაძლოა, ბრალდებულმა ის აღიარებითი ჩვენება შეცვალოს და უარყოს ადრე ჩადენილი დანაშაული. თუმცა რა სამხილს დაუპირისპირებს პროკურატურა, მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად არის მკვლელობის იარაღი. ამ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს არჩვაძის ადვოკატებმა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, პროცესზე საკმაოდ აქტიურობდა. სხდომის დაწყებამდე თავის ადვოკატებს უთხრა: ვიცი, არაფერი გამოვა ამ საქმიდან, ტყუილად თქვენც წვალობთ; დახვრეტა რატომ არ არის, კარგი იქნებოდა, დახვრეტა რომ ყოფილიყოო.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

"ფრიდონ არჩვაძე ვარ, დავიბადე 1978 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთში. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ნასამართლევიც ვარ. თბილისში ვცხოვრობ. ჯვარდაწერილი გახლავართ", - ასე დაიწყო გამოსვლა ბრალდებულმა პროცესზე და თქვა, რომ პროკურატურას ბრალის ფორმულირებაში არ ეთანხმება. განაცხადა, - ცოლის მოკვლა კი არა, მისი დასახიჩრება მინდოდაო.

ფრიდონ არჩვაძე:

"კორექტულად ჩამოაყალიბა ბრალი პროკურორმა. მე რომ სოფოს მკვლელობა მნდომოდა, არ გამიჭირდებოდა, ხელში სამურაის ხმალი მეჭირა. დეკორატიული ხმალი იყო, იაპონური, მაგრამ კარგად ჭრიდა. მისი მოკვლა რომ მნდომოდა, ისეთ ადგილას დავარტყამდი, პირდაპირ მოვკლავდი. მით უფრო, როგორც პროკურორი ამბობს, პროფესიონალი მკვლელი ვყოფილვარ და ორი ადამიანი მყავს მოკლული. არც იარაღის შოვნა გამიჭირდებოდა და ხმალს კი არა, იარაღს დავიჭერდი ხელში. შურისძიება იყო აქ ნახსენები. მითხარით, რატომ უნდა მეძია შური ჩემს ყოფილ მეუღლეზე, ჩემი შვილების დედაზე? მას განქორწინებისთანავე მივეცი ბინა ოქროს უბანში, უზრუნველვყავი სამსახურით, სისტემატურად ვეხმარებოდი მატერიალურად. ჩემი მაცივარი ნახევრად რომ იყო სავსე, მისი ისე იყო სავსე, რომ მეორე სჭირდებოდა. რის გამო უნდა მეძია შური, ჩემი შვილების გაზრდისთვის? შურისძიება არ ყოფილა. აბსურდული სიტყვა მგონია ეს. მე არ უარვყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შესძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - სოფოს არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები. 2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება. შლაგბაუმიან კორპუსში ცხოვრობს, თავისუფლად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომელ საათზე ბრუნდება შინ. ფაქტობრივად, კვირაში 5-ჯერ "ცეკვის დღე" აქვს და მინდოდა, ეს მომესპო, ამას მივაღწიე, ცეკვა მოვუსპე. ამიტომაც გადავტეხე მუხლებში. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებშიც რომ აქვს ჭრილობები, ეს კი მეწყინა. რა ვქნა, ასე მოხდა, ყველაფერს ვერ გათვლის ადამიანი. არ ვარ პროფესიონალი კილერი. თავში ჭრილობა არ მიმიყენებია. ძალიან შევეცდები, აღვიდგინო, სად არის ახლა დანაშაულის იარაღი. ვიცი, მისი პოვნა ჩემთვისაც სასარგებლო იქნება. კარგად ალესილი ხმალი იყო, სხვა ადგილებში როცა ვურტყამდი, ხმალი მოღუნული მქონდა და ისე ვურტყამდი. ამის დანახვა შეიძლება იმ კამერებითაც, რომელიც იქ არის. მოკვლა რომ მნდომოდა, მერწმუნეთ, მაქვს იმის მატერიალური შესაძლებლობაც, რომ უკეთესი იარაღით მივსულიყავი იქ და მომეკლა სოფო. მინდოდა, დამესახიჩრებინა. რაც შეეხება ყურს, ყურის მოჭრა არ მნდომებია, ეს შემთხვევითობა იყო. სიმართლე თუ გაინტერესებთ, გეტყვით: მინდოდა, "შრამი" დარჩენოდა ჩემგან სოფოს სახეზე, რომ სულ დავმახსოვრებოდი და ამიტომ ვცდილობდი სახის დაზიანებას. ამ დროს ყურში შემთხვევით მოხვდა ხმალი. სადაც მინდოდა, კარგად ჩამერტყა, შევძელი. სოფო ისე მყავდა, როგორც ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე. ოპერაციასაც კი ჩავუტარებდი, თუ მინდოდა. ვერავინ გამიწევდა წინააღმდეგობას. სადაც მინდოდა, დავარტყი და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით წამოვედი... მართლა არ მახსოვდა, ამის მერე დედაჩემსა და ჩემს დას რომ დავურეკე. ალბათ დარეკვის ერთადერთი მოტივი ის იქნებოდა, გამერკვია, გადარჩებოდა თუ არა სოფო. პოლიციელებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, სულ იმას ვკითხულობდი, - გადარჩება-მეთქი? არა იმიტომ, რომ სასჯელს გავურბივარ და ჩემს თავზე ვფიქრობ. მართლა მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა და ეს ყველა თქვენგანზე მეტად მე მაღელვებს. ყველაზე მეტად მე მინდა, რომ სოფო ცოცხალი იყოს. იმ დროს 30 ცალი რელანიუმი მქონდა გაკეთებული, 15 მილიგრამ ტროპიკამინთან ერთად, და არ მახსოვს, ხმალი სად წავიღე... პატიმრობას ვეთანხმები, მაგრამ გაფრთხილებთ, სადაც მე მომათავსებენ, იქ პატიმრები უნდა მიფრთხილდნენ. უსამართლობას ვერ ვიტან და ასეთ რამეს თუ დავინახავ, შეიძლება, უარესი ჩავიდინო ციხეში.

- რომ დაგაკავეს და ბრალი წაგიყენეს, პოლიციელების მხრიდან რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი? - ჰკითხა მოსამართლემ.

- მოდი, პოლიციას თავი დავანებოთ. ადამიანი როცა იმას ჩაიდენს, რაც მე ჩავიდინე, მან სხვაზე რა უნდა ილაპარაკოს?"

როგორც დაზარალებული ამბობს, ქმარი მას შერიგებას სთხოვდა. ამის გამო მან ყოფილ დედამთილთანაც დარეკა და უთხრა, - თავი დამანებოს შენმა შვილმა, შერიგება არ გამოვაო. თუმცა ამას არ დაეთანხმა ბრალდებული და თქვა, - შერიგებაზე წელიწადზე მეტია, ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილაო.

ბრალდებულის ადვოკატები ფაქტობრივად, პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმნენ. უფრო მეტიც, ადვოკატ ირაკლი გრძელიძის თქმით, მისი ციხეში ყოფნა სხვა პატიმრებსაც შეუქმნის საფრთხეს.

ირაკლი გრძელიძე, ბრალდებულის ადვოკატი:

"მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ ასეთი დასაბუთებული შუამდგომლობა პროკურატურისგან კარგა ხანია, არ მომისმენია. ფრიდონს ცოლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა თავის ჩვენებაში არაერთხელ აღნიშნა, რომ ის შეგნებულად აყენებდა დაზიანებებს მეუღლეს. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმას, რომ ვინმე ჩაერია და ხელი შეუშალა დანაშაულის ჩადენას. მან თავისი სურვილი დაიკმაყოფილა, დააზიანა ცოლი და გაეცალა წყნარი ნაბიჯით იქაურობას. აბსურდულია, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა სისასტიკით. ბრალდებას ვეთანხმები, რომ არჩვაძე არაორდინარული პიროვნებაა. იზოლატორშიც ისეთი ინციდენტი მოაწყო, რომელიც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა მოიმოქმედოს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გეტყვით, ამ კაცის საპატიმროში მოთავსებაც არასწორი იქნება, იქაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა პატიმრებს. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შესწავლილი და ბრალდების მხარე ალბათ დანიშნავს ექსპერტიზას. ჩვენც დავაყენებთ შუამდგომლობას, მაგრამ ეს დროს საჭიროებს. რაც ჩაიდინა, იმისთვის უნდა მიესაჯოს წინასწარი პატიმრობა, ამაში სავსებით ვეთანხმები პროკურორს. დარბაზში დამსწრეთათვის შეიძლება, რთული გასაგები იყოს ჩემი პოზიცია, მაგრამ ვიტყვი, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ციხეში მოთავსებაც საშიში იქნება. თუმცა ისიც მესმის, რომ სხვა ალტერნატივა ამ შემთხვევაში არ არსებობს. პატიმრობას მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით არ ვეთანხმები, რომ ის საშიშია სხვა პატიმრებისთვისაც. რაც შეეხება აბსურდულ ბრალდებას, რაც ეხება 2008 წლის დანაშაულს, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაჟღერებულიყო. ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და იმ ბრალს არ ვეთანხმებით".

შეისწავლიან თუ არა ფრიდონ არჩვაძის ფსიქიკურ მდგომარეობას, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ცხადია, პროკურორმა ადვოკატის სიტყვის შემდეგ უფრო თავდაჯერებით მოსთხოვა მოსამართლე ლიპარტელიანს არჩვაძისთვის პატიმრობის შეფარდება.

"ხედავთ, ბატონო მოსამართლევ, დაცვა უფრო მეტ საშიშროებას ელოდება მისგან და მით უფრო უნდა შეუფარდოთ პატიმრობა. ყველაზე მეტად დაცული ის ციხეში იქნება. რაც შეეხება ფსიქიკურ მდგომარეობას, ეს საკითხი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, როცა მას ასამართლებდნენ. მოგეხსენებათ, ის რამდენჯერმე ნასამართლევია. თუ მოიძიებენ ადვოკატები ამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, ჩვენ განვიხილავთ მათ შუამდგომლობას. დამიკმაყოფილეთ შუამდგომლობა, ბატონო მოსამართლევ", - თქვა პროკურორმა ია ყიფიანმა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს გაიმართება.

"ამდენი ხანი რა საჭიროა? მანამდე კომეტა ჩამოვარდება. მე მეორედ მოსვლას ველოდები. დღეს საქართველოში კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს", - ისროლა ბოლოს რეპლიკა ფრიდონ არჩვაძემ და დარბაზიდან გაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, ორი ქალის მკვლელობაშიც წაუყენებენ თუ არა ბრალს დამნაშავეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ