სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა
მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა

"გა­მარ­ჯო­ბა. ვიცი, ვე­რაფ­რით და­მეხ­მა­რე­ბით, რად­გან ჩემი სატ­კი­ვა­რი ოჯა­ხურ პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­ზე ლა­პა­რაკ­საც აქამ­დე ყო­ველ­თვის გა­ვურ­ბო­დი. უბ­რა­ლოდ, მინ­და, გული გა­და­გი­შა­ლოთ, მკი­თხვე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით კი მივ­ხვდე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რად ვი­ცხოვ­რე... იმის­თვის, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დეთ და შე­მო­მეხ­მი­ა­ნოთ, აქვე გე­ტყვით, რომ დედა 2 წლის ასაკ­ში დავ­კარ­გე. მას მერე, ჯერ მამა მზრდი­და, მერე - მა­მი­და, შემ­დეგ ისევ მა­მამ წა­მიყ­ვა­ნა, რად­გან და­ო­ჯახ­და ქალ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და: ქმრის შვილს ისე მო­ვუვ­ლი, რო­გორც სა­კუ­თარს; პა­ტა­რას დე­დო­ბას გა­ვუ­წე­ვო. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მეც ისე და­მე­მარ­თა, რო­გორც ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა: ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და ცუდი დე­დი­ნაც­ვა­ლი შემ­ხვდა, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. მან ცხოვ­რე­ბა არა მარ­ტო მე, არა­მედ მა­მა­საც გა­უმ­წა­რა და კაცი აი­ძუ­ლა, ოჯა­ხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა... ნან­ჩო, 38 წლის", - ამ მე­სი­ჯის ავ­ტო­რი ჩემ­თან შე­სახ­ვედ­რად სოფ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და. არ და­ზა­რე­ბია კი­ლო­მეტ­რე­ბის გა­მოვ­ლა იმის­თვის, რომ ჩემ­თვის გული გა­და­ე­შა­ლა. მას ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ხის ნაკ­ვთე­ბი აქვს; ეტყო­ბა, რომ ოდეს­ღაც მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა იყო, მაგ­რამ ასა­კის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ალ­ბათ სწო­რედ ასე­თებ­ზე ამ­ბო­ბენ, - შრო­მამ და წლებ­მა წელ­ში გა­ტე­ხაო.

- მო­ყო­ლას ცოტა შო­რი­დან ანუ დედ-მა­მის ქორ­წი­ნე­ბი­დან და­ვი­წყებ. ოჯა­ხი გა­რი­გე­ბით შექ­მნეს. ერ­თსა და იმა­ვე რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ნა­ნა­ხი არ ჰყავ­დათ. როცა დე­დი­კო 17 წლის გამ­ხდა­რა, მის სახ­ლს თურ­მე, მა­ჭან­კა­ლი მი­ად­გა და დე­დას მშობ­ლებს უთხრა: სა­სი­ძოდ კარ­გი ბიჭი შე­გირ­ჩი­ეთ. მარ­თლაც, თქვე­ნი შვი­ლის შე­სა­ფე­რი­სი­აო. თურ­მე, მა­მას მშობ­ლე­ბი მდიდ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. ბა­ბუა თა­ვის დრო­ზე კო­მუ­ნის­ტე­ბის­გან და­ფა­სე­ბუ­ლი კაცი ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­ონ­შიც ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და. ექი­მი იყო და არც ფულს აკ­ლებ­დნენ მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და არც - სურ­სათ-სა­ნო­ვა­გეს (ანუ ქრთამს იღებ­და, რა). მამა ამ­ბობ­და, მთე­ლი წელი ხელი რომ არ გა­ენძრია და მიწა არ გა­ე­თოხ­ნა, მო­სა­ვა­ლი არ მო­ეყ­ვა­ნა, თა­ვი­სი საქ­მით იმ­დენს შო­უ­ლობ­და, მჭა­დი და პური არ მოგ­ვაკ­ლდე­ბო­და. მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლში ზოგს ტომ­რე­ბით მოჰ­ქონ­და ფქვი­ლი, ღერ­ღი­ლი, რა­ღაც პრო­დუქ­ტე­ბი, ზოგს კი - ჯა­მით და ამით ვხვდე­ბო­დი, ვინ იყო ცო­ტა­თი შეძ­ლე­ბუ­ლი და ვინ - ძა­ლი­ან ღა­რი­ბიო... რაღა ბევ­რი გა­ვაგ­რძე­ლო და დე­დას მშობ­ლებს მა­ჭან­კალ­მა ამ ექი­მის სა­ხე­ლი რომ უთხრა, - ამა და ამ კა­ცის რძა­ლი უნდა გახ­დე­სო, გა­და­რე­უ­ლან: კი, მაგ­რამ ჩვენ რა მაგ ოჯა­ხის სა­კად­რი­სე­ბი ვართ? თან­ხმო­ბაც რომ გი­თხრათ, იქ­ნებ ისი­ნი არი­ან უარ­ზეო? - რას ამ­ბობთ, თქვე­ნი გოგო ქორ­წილ­ში უნა­ხავს კოს­ტას (ასე ერ­ქვა ბა­ბუ­ას), ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და მთხო­ვა, ეს საქ­მე მო­მიგ­ვა­რეო. თა­ვად ვერ შე­მოგ­ბე­დათ გო­გოს გა­თხო­ვე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. რად­გან მას მო­ე­წო­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი, ბი­ჭიც უარს ვერ იტყვი­სო. შე­თან­ხმე­ბუ­ლან მა­ჭან­კა­ლი და დე­დას მშობ­ლე­ბი.

- ისე შე­თან­ხმდნენ, რომ დე­და­შე­ნის­თვის არა­ფე­რი უკი­თხავთ, არა?

- ასეა. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­უ­გია, დედა თურ­მე, თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და, - რო­გორ გავ­ყვე ვი­ღაც უცხოს, ერთხე­ლაც რომ არ მყავს ნა­ნა­ხიო?! მისი არც ხვეწ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, არც მუ­და­რა და ქორ­წი­ლის წი­ნა­დღეს შე­ახ­ვედ­რეს საქმროს. დედა იხ­სე­ნებ­და თურ­მე (ეს მა­მას­გან ვიცი): ვიდ­რე ვნა­ხავ­დი, გული მიმ­დი­ო­და. მე­გო­ნა, ვი­ღაც ბე­ბე­რი კაცი დამ­ხვდე­ბო­და; მა­ხინ­ჯი, ოფ­ლის სუ­ნად აყ­რო­ლე­ბუ­ლი მა­მის ნე­ბი­ე­რაო... მა­მა­ჩემს კი პი­რი­ქით, დე­დას ნახ­ვა ძა­ლი­ან ეჩ­ქა­რე­ბო­და ჯერ ერთი, იმი­ტომ, რომ კოს­ტას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევ­და და მე­ო­რეც - ფიქ­რობ­და: ასე რამ გა­ა­გი­ჟა მამა? ეტყო­ბა, მარ­თლა ლა­მა­ზი გო­გო­აო. შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე მიხ­ვდნენ, რომ ტყუ­ი­ლად ღე­ლავ­დნენ, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ...

გა­და­ი­ხა­დეს ქორ­წი­ლი. ამ­ბო­ბენ, ჩი­ტის რძეც არ აკ­ლდა სუფ­რა­სო. მერე მამა სახ­ლის საქ­მე­ებს აკე­თებ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სობ­და, ბაბუ ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად აძ­ლი­ე­რებ­და, ბებო კი ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბო­და და აბა, რა­ღას გა­ა­კე­თებ­და? თურ­მე, რა­ღაც უც­ნა­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მარ­თა, ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს. არა­ფე­რი სტკი­ო­და, უბ­რა­ლოდ, ფე­ხებ­ში ძალა გა­მო­ე­ცა­ლა და ვე­ღარ დგე­ბო­და. ასე, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ­მა იცო­ცხლა 4 წელი, მერე კი გარ­და­იც­ვა­ლა... დედ-მა­მას შვი­ლი კარ­გა ხანს არ ეყო­ლათ. თურ­მე, უშ­ვი­ლო­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ სად არ და­დი­ოდ­ნენ, რას არ სვამ­დნენ და ბო­ლოს, როცა იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ, გავჩნდი მე. რა­ტომ­ღაც, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ას სა­ხე­ლი - ნა­ნუ­ლი და­მარ­ქვეს.

- დე­და­შე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი რა გახ­და?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა ქალს... დე­დის სიკ­ვდილ­მა თურ­მე, მამა გა­ა­ნად­გუ­რა. ბა­ბუა ამო­უდ­გა მხარ­ში, ამ­ხნე­ვებ­და და ეუბ­ნე­ბო­და: დარ­დით თავს თუ მო­იკ­ლავ, ამ ბავ­შვს ვის და­უ­ტო­ვებ? მის ცოდ­ვა­ში ნუ ჩად­გამ ფეხს. ერ­თად გავ­ზარ­დოთ, წა­მო­ვა­ჩი­ტოთ. ტი­რი­ლით ცოლს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი, პა­ტა­რას კი ნერ­ვე­ბი გა­უ­ფუჭ­დე­ბაო... თურ­მე, მა­მას ნა­თე­სა­ვე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ, - შენს შვილს ჩვენ წა­ვიყ­ვანთ, გავზრდი­თო, მაგ­რამ არა­ვის გა­ა­ტა­ნა ჩემი თავი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდა, რომ ქა­ლის ხელი მჭირ­დე­ბო­და და მა­მი­დას მი­მა­ბა­რა. როცა მის­გან წა­მო­მიყ­ვა­ნეს, თურ­მე, ბევ­რი ვი­ტი­რე. მა­მი­და ამ­ბობს, - თა­ვი­დან საჭ­მელ­საც არ ჭამ­დი, ბავ­შვებ­თან არ თა­მა­შობ­დიო, - მაგ­რამ მერე შე­ვეჩ­ვიე ამ უცხო გა­რე­მო­საც და მამა და­მა­ვი­წყდა.

- შენს სა­ნა­ხა­ვად არ მო­დი­ო­და?

- რო­გორ არა, მაგ­რამ - იშ­ვი­ა­თად... როცა გა­ვი­გე, რომ ცოლი მო­იყ­ვა­ნა, გა­მი­ხარ­და, ახლა მა­ინც და­მა­ნე­ბებს თავს და აღარ მოვა-მეთ­ქი (ეტყო­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი, რომ მი­მა­ტო­ვა), მაგ­რამ ის ჩემს წა­საყ­ვა­ნად მო­ვი­და. ცო­ლიც თან ახ­ლდა. მა­მი­დამ მი­თხრა: შენ ჭკვი­ა­ნი გოგო ხარ. ახლა მა­მას გაჰ­ყე­ვი და როცა მო­გე­ნატ­რე­ბი, წა­მო­გიყ­ვან. ეს ქალი შენი დე­დაა, მას უნდა და­უ­ჯე­რო, ჩა­ე­ხუ­ტოო. დედა არ მახ­სოვ­და და ეს სი­ტყვა რომ გა­ვი­გო­ნე, და­ვი­ბე­ნი. ვთქვი: მე ხომ დედა არ მყავს-მეთ­ქი? - ახლა გყავ­სო, - მი­თხრა მა­მი­დამ და თავ­ზე ხელი გა­და­მის­ვა. ის ქალი ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრო­და, ამი­ტომ მას­თან თა­ვად მი­ვე­დი, თავი კალ­თა­ში ჩა­ვუ­დე. ხელი გა­და­მის­ვა თმა­ზე, მაგ­რამ მისი ალერ­სი სუ­ლაც არ მე­სი­ა­მოვ­ნა. თით­ქოს მივ­ხვდი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბავ­შვე­ბი არ უყ­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმ დღეს მა­მას სახ­ლში გავ­ყე­ვი. მე­გო­ნა, ახა­ლი დე­დის შეყ­ვა­რე­ბას მო­ვა­ხერ­ხებ­დი და რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს, მეც მე­ყო­ლე­ბო­და გვერ­დით მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თმას დამ­ვარ­ცხნი­და, ათას­ნა­ი­რად გა­მი­კე­თებ­და ნაწ­ნავს... მა­მი­და შვი­ლებს რომ ეფე­რე­ბო­და, ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი. ვხვდე­ბო­დი, ისი­ნი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარ­და. არა, საყ­ვე­დურს არ ვამ­ბობ, უბ­რა­ლოდ, რა­ღაც­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი, რომ შვი­ლი უფრო საყ­ვა­რე­ლია, ვიდ­რე ძმის­შვი­ლი. სხვა­თა შო­რის, მე უფრო ხში­რად მე­ფე­რე­ბო­და, რად­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ­და, ელა­პა­რა­კე­ბო­და... ამ ყვე­ლა­ფერს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ; ეს რომ გა­ი­გო, თა­ვა­დაც უნდა იგ­რძნო მსგავ­სი რამ...

- რა ხდე­ბო­და შენს ახალ ოჯახ­ში? დე­დი­ნაც­ვლის შეყ­ვა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხე?

- მას არც მე ვუყ­ვარ­დი და არც - მამა. ეტყო­ბა, გა­თხო­ვე­ბა უნ­დო­და და მხო­ლოდ ამი­ტომ და­თან­ხმდა ცო­ლო­ბა­ზე. მა­მამ ისიც გა­რი­გებთ შე­ირ­თო. ვი­ღა­ცას უთ­ქვამს: აუ­ცი­ლებ­ლად, ქალი უნდა მო­იყ­ვა­ნო. ის შენც მო­გივ­ლის და შენს გო­გო­ნა­საც და­გიბ­რუ­ნებ­სო. ეტყო­ბა, ეს სი­ტყვე­ბი ჭკუ­ა­ში და­უჯ­და მარ­ტო­ო­ბა­მო­ბეზ­რე­ბულს: - კი, მაგ­რამ ქვრივს ვინ გა­მომ­ყვე­ბაო? - ასეთ ქალს მე გა­პოვ­ნი­ნე­ბო, - უთ­ქვამს მა­ჭან­კალს და ჩემი მო­მა­ვა­ლი დე­დი­ნაც­ვა­ლი მე­ზო­ბელ რა­ი­ონ­ში "გა­მო­უ­ჩხრე­კია". ის მა­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ მა­მამ მის გა­რეგ­ნო­ბა­სა და ასაკ­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭა, რად­გან სა­ცო­ლემ და­ა­ი­მე­და: შენს შვილს ისე შე­ვიყ­ვა­რებ, რო­გორც სა­კუ­თა­რი მეყ­ვა­რე­ბაო. მა­მამ გუ­ლის კარ­ნახს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და ამ ქა­ლის სი­ტყვე­ბი და­ი­ჯე­რა... თა­ვი­დან ცდი­ლობ­და, ჩემ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა და საჭ­მელს მა­გი­და­ზე მი­დებ­და, სუფ­თა სა­მოსს სა­წოლ­თან აწყობ­და, ძი­ლის წინ ზღა­პარ­საც მიყ­ვე­ბო­და, მაგ­რამ მერე თით­ქოს, ბზიკ­მა უკბი­ნა და შე­მი­ძუ­ლა. სი­ძულ­ვი­ლია, აბა, რა არის, როცა მა­მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ხედ­რებ! ამ­ბობ­და: ეს ბავ­შვი ურჩხუ­ლად გა­გიზ­რდი­ათ. ძა­ლი­ან ცუ­დად მექ­ცე­ვა. სახ­ლში რომ არ ხარ, მჩქმეტს, მკბენს და სა­ში­ნელ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბაო. ვცდი­ლობ­დი, მა­მის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუე იყო, მაგ­რამ იმ ქალს რა­ტომ­ღაც, მკლა­ვი მარ­თლაც, ყო­ველ­თვის დაჩ­ქმე­ტი­ლი ან დაკ­ბე­ნი­ლი ჰქონ­და და აბა, მე რო­გორ და­მი­ჯე­რებ­დნენ?! ბა­ბუც მირ­ჩევ­და, დე­დი­კო შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა. გულს ნუ ატ­კე­ნო, მა­რი­გებ­და. ერთხელ მა­მამ მი­თხრა: ასეთ საქ­ცი­ელს თუ არ მო­ეშ­ვე­ბი, მეც აღარ მეყ­ვა­რე­ბი, გაგ­ყი­დიო. მის­მა სი­ტყვებ­მა გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნა და რამ­დე­ნი­მე წელი (ოღონდ, მარ­თლა) ხმას აღარ ვცემ­დი. დე­დი­ნაც­ვალ­საც გა­ვე­ბუ­ტე და რამ­დე­ნი­მე დღე მხო­ლოდ პურს ვჭამ­დი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად. მხო­ლოდ ბა­ბუს ვე­ცო­დე­ბო­დი. ერთხელ მთხო­ვა: მი­ამ­ბე, როცა აქ არ ვარ, რა ხდე­ბაო? მო­ვუ­ყე­ვი, რომ დე­დი­ნაც­ვა­ლი სახ­ლი­დან ხში­რად მი­დი­ო­და, მე კი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას მა­ვა­ლებ­და, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა­საც არ მაქ­ცევ­და. მხო­ლოდ მა­მას ან ბა­ბუს დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მე­ძახ­და, - შვი­ლოო... ერთხელ ბა­ბუს რძალ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და, მაგ­რამ რის გამო, ვერ მივ­ხვდი. შინ დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას იმ ქალ­მა ბა­ბუ­ზეც სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი უთხრა. თურ­მე, ისიც იკად­რა და თქვა, რომ ბა­ბუმ მას უხამ­სი სი­ტყვე­ბი ეძა­ხა, ოთახ­ში და­უ­კა­კუ­ნებ­ლად შე­ეჭ­რა და შიშ­ველს და­ად­გა თავ­ზე. მოკ­ლედ, მა­მას გო­ნე­ბა აუმ­ღვრია, მო­წამ­ლა კაცი. ბა­ბუს თა­ვის დაც­ვა არც უფიქ­რია. უბ­რა­ლოდ, მა­მას უთხრა: ან ეს ქალი წავა აქე­დან, ან - მეო. - მერე, რა­ღას ელო­დე­ბი, წა­დიო, - უთხრა მა­მამ, რო­მელ­საც ცო­ლის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბო­და.

- კი, მაგ­რამ ის ქალი თუ არ უყ­ვარ­და, მას რა­ტომ უჯე­რებ­და? რო­გორ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ იტყუ­ე­ბო­და?

- შე­ა­ყა­რე კე­დელს ცერ­ცვი, - ასე იყო მა­მას საქ­მე. არ ვიცი, ეტყო­ბა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ქალი შე­უყ­ვარ­და კი­დეც. სო­ფელ­ში ამ­ბობ­დნენ, - ჯადო გა­უ­კე­თაო. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტია, მამა სრულ ჭკუ­ა­ზე არ იყო, როცა ბა­ბუ­ას უთხრა, შე­გიძ­ლია, ამ სახ­ლი­დან მიბ­რძან­დეო. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი - სახ­ლიც, ნივ­თე­ბიც მისი წყა­ლო­ბით გვქონ­და. თა­ვი­სი სახ­ლი­დან გა­აგ­დო ბე­რი­კა­ცი, რო­მელ­მაც წას­ვლის წინ უთხრა: შვი­ლო, თუ შენ გჯე­რა იმის, რა­საც ეს ქალი ამ­ბობს, მა­შინ აღარ ვიცი, რა უნდა გი­თხრა. ამ­დე­ნი წე­ლია, გზრდი, გზრდი და თურ­მე, ვერ გა­მიზ­რდი­ხა­რო. ის სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლიშ­ვილ­თან გა­და­ვი­და. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, მა­მი­და ჩემს წა­საყ­ვა­ნად მო­ვი­და, მაგ­რამ მა­მამ უთხრა: შენ­თან რომ იზ­რდე­ბო­და, იმი­ტო­მაც და­იგ­რძე­ლა ენა. შვი­ლი ჩემს ნე­ბა­ზე უნდა გავ­ზარ­დოო. დე­დი­ნაც­ვალ­მაც თავი გა­მო­ი­დო: ბავ­შვს რა­ტომ გვარ­თმევ? ხომ ხე­დავ, შვი­ლი არ მიჩ­ნდე­ბა და რა­ტომ ცდი­ლობ, ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს და­მა­შო­რო? ჩემი ოჯა­ხის დან­გრე­ვა რაში გა­წყობს? იქ­ნებ ძმის ქო­ნე­ბა­ზე გი­ჭი­რავს თვა­ლიო? მოკ­ლედ, მა­მამ ერ­თა­დერ­თი დაც და­კარ­გა... ყვე­ლა­ფე­რი რომ გი­ამ­ბოთ, ერთი ჟურ­ნა­ლიც არ გვე­ყო­ფა ამის და­სა­წე­რად. ამი­ტომ მოკ­ლედ ვი­ტყვი: დე­დი­ნაც­ვალ­მა მე­ზობ­ლებ­თა­ნაც ამიკ­რძა­ლა კონ­ტაქ­ტი. მთე­ლი დღე შინ ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი, მხო­ლოდ სკო­ლა­ში წას­ვლის უფ­ლე­ბა მქონ­და, სხვა დროს კი ან გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, ან მე­მუ­შა­ვა: სახ­ლი და­მე­ლა­გე­ბი­ნა, ფი­ჩხე­ბი შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და და­მე­ტე­ხა... სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ბუ­ის ნახ­ვის უფ­ლე­ბა­საც არ მაძ­ლევ­დნენ და ჩემი მო­ხუ­ცი ისე მოკ­ვდა, ვერ ვნა­ხე. თურ­მე, სიკ­ვდი­ლის წინ მე მახ­სე­ნებ­და და ყვე­ლას ემუ­და­რე­ბო­და: ნუ და­მი­ჩაგ­რავთ, მი­მი­ხე­დე­თო. იგი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მი იყო და იცო­და, რაც სჭირ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად ამა­ყი იყო, იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა, კო­ლე­გე­ბი არ შე­ა­წუ­ხა; ცდი­ლობ­და, არა­ვის­თვის ეგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ნა, რომ სა­ში­ნელ დღე­ში აღ­მოჩ­ნდა შვი­ლის უტიფ­რო­ბის გამო... თუმ­ცა იმე­დია, მან მა­მას აპა­ტია ეს ღა­ლა­ტი.

- მა­მა­შე­ნი რო­დის მიხ­ვდა, რომ შეც­და, როცა არ­ჩე­ვა­ნი ცო­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა, მამა კი სახ­ლი­დან გა­აგ­დო?

- ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამას ძა­ლი­ან გვი­ან მიხ­ვდა... სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, გარ­თო­ბა რა იყო, არ ვი­ცო­დი. ბა­ბუ­ას წას­ვლის შემ­დეგ, ჩვენს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და და თუ ადრე ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მქონ­და, ახლა დე­დი­ნაც­ვლის ტა­ნი­სა­მო­სის გა­და­კე­თე­ბას ვცდი­ლობ­დი, გა­რეთ გას­ვლის რომ არ შემ­რცხვე­ნო­და. დრო რაც უფრო გა­დი­ო­და, მა­მას ის ქალი მით უფრო მე­ტად უყ­ვარ­დე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბი ხში­რად ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ ჩემს ოჯახ­ზე და ამის­თვის არა­ერ­თხელ მო­მიკ­რავს ყური. ზოგი მა­მას დას­ცი­ნო­და, ზოგს ეცო­დე­ბო­და, რად­გან მა­თი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვა, ვი­რის ტვი­ნი ჰქონ­და ნა­ჭა­მი. ერთხელ, ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დი, როცა ყური მოვ­კა­რი ჭო­რი­კა­ნა ქა­ლე­ბის ზუ­ზუნს. ერთი ამ­ბობ­და: ის ქალი ჩემს მე­ზო­ბელ­თან და­ეთ­რე­ვა, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­აო. ეს რომ გა­ვი­გო­ნე, სიბ­რა­ზის­გან ლა­მის გა­ვი­გუ­დე. იმ ქალს ვე­ჩხუ­ბე: ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა თქვა, მაგ­რამ ადა­მი­ანს ასე­თი ცილი რო­გორ უნდა დას­წა­მო-მეთ­ქი? - შვი­ლო, შენ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ იცი. დე­დი­ნაც­ვალს გულ­ზე რომ არ ეხა­ტე­ბი, ეს ვი­ცით და და­ვიწ­ვით შენი სა­ცო­და­ო­ბით, შენ კი­დევ მას იცა­ვო?! - ეს თქვე­ნი საქ­მე არ არის. ჭო­რებს ნუ იგო­ნებთ-მეთ­ქი. - თუ ჭო­რია, ჭორი იყოს, ეტყო­ბა, შენც გა­მო­გაშ­ტე­რა იმ დე­და­კაც­მაო. სახ­ლში გავი­ქე­ცი. და­ბოღ­მილ­მა გა­დავ­წყვი­ტე, სი­მარ­თლე გა­მერ­კვია. ერთხელ, როცა დე­დი­ნაც­ვა­ლი გა­მო­ე­წყო და ქუ­ჩა­ში გა­ვი­და, ჩუ­მად ავე­დევ­ნე. იმ დღეს დავ­რწმუნ­დი, რომ მა­მას მარ­თლაც და­ად­გა რქე­ბი.

- ეს ამ­ბა­ვი მა­მას უთხა­რი, არა?

- ჯერ დე­დი­ნაც­ვალს ვუ­თხა­რი, - შენ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვიცი-მეთ­ქი. სიბ­რა­ზის­გან გა­წით­ლე­ბულ­მა მიყ­ვი­რა: ბოღ­მავ, რა იციო? არ ვუ­თხა­რი, რაც ვი­ცო­დი, მაგ­რამ ეჭ­ვებ­ში ჩა­ვაგ­დე. მინ­დო­და, მეწ­ვა­ლე­ბი­ნა. თან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­მის­თვის სი­მარ­თლის თქმას ვერ ვბე­დავ­დი. ვი­ფიქ­რე, ცოტა დრო გა­ვი­დეს და მა­მას თვალს რო­გორ­მე ავუ­ხელ-მეთ­ქი. ერთ დღეს, როცა სა­მი­ვე შინ ვი­ყა­ვით, მან ქმარს უთხრა: გა­ვი­გე, რომ შენი გოგო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო და ის კაცი და­უ­სა­ხე­ლა, ვის­თა­ნაც თვი­თონ და­ეთ­რე­ო­და. მამა ლა­მის გა­და­ი­რია, - ბა­ბუ­ის­ტო­ლა კაც­თან რა გე­საქ­მე­ბაო?! ავ­ყვირ­დი: მე კი არა, შენი ცოლი და­დის იმ კა­ცის სახ­ლში-მეთ­ქი, მაგ­რამ ცხა­დია, აღა­რა­ვინ და­მი­ჯე­რა. მა­მამ სა­ბო­ლო­ოდ გა­მომ­კე­ტა სახ­ლში, ეზოს გა­რეთ ცხვირ­საც არ მა­ყო­ფი­ნებ­და. დე­დი­ნაც­ვა­ლი ყო­ველ­დღე აბუ­ჩად მიგ­დებ­და და როცა გა­სარ­თო­ბად მი­დი­ო­და, მი­ბა­რებ­და: აბა, შენ იცი, კი­დევ რამე მო­ი­ფიქ­რე ჩემს გა­სამ­წა­რებ­ლად, რათა მერე კი­დევ უფრო მე­ტად და­გა­ჭი­რო წიხ­ლიო.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ნუთუ, ჭო­რი­კა­ნა ქა­ლე­ბის ნათ­ქვა­მი მა­ინც არ მი­ვი­და მა­მა­შე­ნის ყუ­რამ­დე? ნუთუ, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, იმ კაც­თან მარ­თლა გქონ­და თუ არა რო­მა­ნი?

- და­ინ­ტე­რეს­და და იმ კაც­მაც და­ა­დას­ტუ­რა: ხში­რად მო­დის ჩემს სახ­ლთან, მდა­რა­ჯობს და მერე უკან დამ­ყვე­ბა. ეტყო­ბა, მისი ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბა ვარ და შენს ცოლს ეს ამ­ბა­ვი ამი­ტო­მაც ვუ­თხა­რი. მრცხვე­ნია, პა­ტა­რა გო­გო­ნა რომ დამ­დევ­სო... ჩემს სო­ფელ­ში ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის და იწ­ვი­ან ჩვე­ნი სა­ცო­და­ო­ბით... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­მას ყუ­რამ­დეც მი­ვი­და ცო­ლის ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვი და ერთხე­ლაც მო­ღა­ლა­ტე­ებს ოთახ­შიც შე­უს­წრო. ატყდა ვაი-უშ­ვე­ლე­ბე­ლი. ის ქალი თავს არ იმარ­თლებ­და. ამ­ბობ­და: შტერ კაცს აბა, რა უნდა უყო? ღა­ლა­ტის ღირ­სი არ იყა­ვი? ჩემ გამო ჯერ მამა გა­აგ­დე სახ­ლი­დან, შვილ­საც სუნ­თქვა აუკ­რძა­ლე, ჰოდა, ახლა მო­სა­ვალს იმკი. მამა და შვი­ლი არ და­ინ­დე და ცოლს რო­გორ და­მინ­დობ­დიო? - ამას ეუბ­ნე­ბო­და ურ­ცხვად და თან, დას­ცი­ნო­და. მამა ცუ­ლით გა­ე­კი­და, ისევ მე­ზობ­ლებ­მა იხ­სნეს ის ქალი. მერე შინ თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მოგ­ვად­გა, - აქა­უ­რო­ბა და­ტო­ვე­თო და მა­მას რა­ღაც ფურ­ცე­ლი აუფ­რი­ა­ლა ცხვირ­წინ.

- რა ფურ­ცე­ლი იყო?

- ბა­ბუს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მა­მას სახ­ლი რა­ტომ­ღაც, მის სა­ხელ­ზე გა­უ­ფორ­მე­ბია. ჰოდა, მისი სიშტე­რის გამო დავ­რჩით ქუ­ჩა­ში. ისევ მა­მი­დამ შეგ­ვი­ფა­რა. მერე დე­დი­ნაც­ვალ­მა იმ სახ­ლის გა­ყიდ­ვა რომ გა­და­წყვი­ტა, მა­მი­დამ მყიდ­ვე­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, სახ­ლი გა­მო­ის­ყი­და და უკან დაგ­ვაბ­რუ­ნა, მაგ­რამ ამ სახ­ლს რა თავ­ში ვიხ­ლით, როცა ადა­მი­ა­ნე­ბად აღარ ვვარ­გი­ვართ?.. მას მერე წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ ის ლაქა, რაც დე­დი­ნაც­ვალ­მა და­აჩ­ნია ჩვენს სულს, ვერა და ვერ მო­ვი­ცი­ლეთ. ჩვენს ამ­ბავს სო­ფელ­ში ხში­რად უყ­ვე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. დღემ­დე, ქუ­ჩა­ში ისე გვა­ყო­ლე­ბენ თვალს, რო­გორც მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნილ ექ­სპო­ნა­ტებს. მეც დავ­რჩი უს­წავ­ლე­ლი, ყო­ველ­გვა­რი პრო­ფე­სი­ის გა­რე­შე და ამი­ტო­მაც, დღე და ღამე მი­წას ჩავ­კირ­კი­ტებ; ვე­ღარც გა­თხო­ვე­ბა მო­ვას­წა­რი, ვერც ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და გარ­თო­ბას გა­ვუ­გე გემო, ჩემი ბო­რო­ტი დე­დი­ნაც­ვა­ლი კი უკვე მე­ო­რედ, ბედს ეწია. რო­გორც ვიცი, ვი­ღაც ბერ­ძენს გაჰ­ყვა ცო­ლად და ცხოვ­რობს ფუ­ფუ­ნე­ბა­ში. მას არც ჩემი წყევ­ლა აუხ­და და არც მა­მას ცოდ­ვამ უწია.

- ასე­თი ამ­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ბევ­რი არ და­თან­ხმდე­ბო­და...

- როცა თქვენს ჟურ­ნალ­ში რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ წა­ვი­კი­თხე, მო­მინ­და, ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც მო­მე­თხრო. ვინ იცის, იქ­ნებ ვინ­მეს­თვის მა­გა­ლი­თიც იყოს ეს ამ­ბა­ვი. მინ­და, ყვე­ლა მა­მას, ვი­საც გვერ­დით ცოლი აღარ ჰყავს, ვთხო­ვო, - ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით! პირ­ველ რიგ­ში, შვილს ეცით პა­ტი­ვი და მერე - სხვას. ტყუ­ი­ლად კი არ არის ზღაპ­რებ­ში დე­დი­ნაც­ვა­ლი ბო­როტ პერ­სო­ნა­ჟად გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხში­რად - რე­ა­ლო­ბაა და ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა არ ღირს. ნუ გა­ი­მე­ტებთ შვი­ლებს და­სა­ღუ­პა­ვად. მე ვარ მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ გა­წი­რა შვი­ლი ტან­ჯვის­თვის მა­მამ, რო­მელ­საც ქალ­მა რქე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ად­გა. მე წა­მარ­თვეს არა მარ­ტო ბავ­შვო­ბა, არა­მედ ახალ­გაზ­რდო­ბაც, მო­მა­ვა­ლი ტკბი­ლი სი­ბე­რეც. ვე­ღარც მე­ზობ­ლებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი იმის ში­შით, რომ წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა არ მო­მიხ­დეს. გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია ლა­პა­რა­კი ისეთ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც არ იც­ნობ და რო­მელ­საც ერთხელ გა­და­უშ­ლი გულს, მერე კი შე­საძ­ლოა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ვერ­სად შეხ­ვდე... ახლა მე და მამა ერ­თმა­ნე­თის­თვის ვცხოვ­რობთ. ის ხში­რად მი­დის ბა­ბუ­ას საფ­ლავ­თან და დას­ტი­რის, პა­ტი­ე­ბას სთხოვს, მაგ­რამ ეს განა შვე­ბაა უკვე სულ­გაც­ლი­ლი ბა­ბუს­თვის? აღარ ვიცი, რა გი­თხრათ. ალ­ბათ ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად რომ წარ­მარ­თუ­ლი­ყო, მეც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი. ყო­ველ­თვის ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ვფიქ­რობ, ეს საქ­მე კარ­გად გა­მო­მი­ვი­დო­და. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ახლა მა­ხა­ლი­სებს, ოც­ნე­ბაა. წარ­მო­სახ­ვა­ში ხში­რად მაც­ვია თეთ­რი ხა­ლა­თი და ჩემი წარ­მო­სახ­ვი­თი ზღა­პა­რი იცით, რო­გორ სრულ­დე­ბა? და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ერთ-ერთ ფილმშია: ჩემ­თან სამ­კურ­ნა­ლოდ მოჰ­ყავთ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა გა­მიმ­წა­რა, მე კი იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, გა­და­ვარ­ჩი­ნო. ჰოდა, ხან უარს ვამ­ბობ მის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, ხა­ნაც - სას­წრა­ფოდ ვი­წყებ ოპე­რა­ცი­ას... ეტყო­ბა, ბოღ­მით სავ­სე ჩემი გული ამ გრძნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ლა­მობს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე ბოღ­მი­ა­ნი არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, ასე­თად ცხოვ­რე­ბამ მაქ­ცია.

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა

მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა

"გამარჯობა. ვიცი, ვერაფრით დამეხმარებით, რადგან ჩემი სატკივარი ოჯახურ პრობლემას უკავშირდება, რომელზე ლაპარაკსაც აქამდე ყოველთვის გავურბოდი. უბრალოდ, მინდა, გული გადაგიშალოთ, მკითხველების კომენტარების მიხედვით კი მივხვდები, რამდენად სწორად ვიცხოვრე... იმისთვის, რომ ჩემით დაინტერესდეთ და შემომეხმიანოთ, აქვე გეტყვით, რომ დედა 2 წლის ასაკში დავკარგე. მას მერე, ჯერ მამა მზრდიდა, მერე - მამიდა, შემდეგ ისევ მამამ წამიყვანა, რადგან დაოჯახდა ქალზე, რომელიც ამბობდა: ქმრის შვილს ისე მოვუვლი, როგორც საკუთარს; პატარას დედობას გავუწევო. სინამდვილეში კი, მეც ისე დამემართა, როგორც ზღაპრებში ხდება: ძალიან უცნაური და ცუდი დედინაცვალი შემხვდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მან ცხოვრება არა მარტო მე, არამედ მამასაც გაუმწარა და კაცი აიძულა, ოჯახი დაეტოვებინა... ნანჩო, 38 წლის", - ამ მესიჯის ავტორი ჩემთან შესახვედრად სოფლიდან ჩამოვიდა. არ დაზარებია კილომეტრების გამოვლა იმისთვის, რომ ჩემთვის გული გადაეშალა. მას ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები აქვს; ეტყობა, რომ ოდესღაც მშვენიერი გოგონა იყო, მაგრამ ასაკისთვის შეუფერებლად კი გამოიყურება. ალბათ სწორედ ასეთებზე ამბობენ, - შრომამ და წლებმა წელში გატეხაო.

- მოყოლას ცოტა შორიდან ანუ დედ-მამის ქორწინებიდან დავიწყებ. ოჯახი გარიგებით შექმნეს. ერთსა და იმავე რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. როცა დედიკო 17 წლის გამხდარა, მის სახლს თურმე, მაჭანკალი მიადგა და დედას მშობლებს უთხრა: სასიძოდ კარგი ბიჭი შეგირჩიეთ. მართლაც, თქვენი შვილის შესაფერისიაო. თურმე, მამას მშობლები მდიდრებად მიიჩნეოდნენ. ბაბუა თავის დროზე კომუნისტებისგან დაფასებული კაცი ყოფილა და შესაბამისად, რაიონშიც ყველა პატივს სცემდა. ექიმი იყო და არც ფულს აკლებდნენ მადლიერი პაციენტები და არც - სურსათ-სანოვაგეს (ანუ ქრთამს იღებდა, რა). მამა ამბობდა, მთელი წელი ხელი რომ არ გაენძრია და მიწა არ გაეთოხნა, მოსავალი არ მოეყვანა, თავისი საქმით იმდენს შოულობდა, მჭადი და პური არ მოგვაკლდებოდა. მახსოვს, ჩვენს სახლში ზოგს ტომრებით მოჰქონდა ფქვილი, ღერღილი, რაღაც პროდუქტები, ზოგს კი - ჯამით და ამით ვხვდებოდი, ვინ იყო ცოტათი შეძლებული და ვინ - ძალიან ღარიბიო... რაღა ბევრი გავაგრძელო და დედას მშობლებს მაჭანკალმა ამ ექიმის სახელი რომ უთხრა, - ამა და ამ კაცის რძალი უნდა გახდესო, გადარეულან: კი, მაგრამ ჩვენ რა მაგ ოჯახის საკადრისები ვართ? თანხმობაც რომ გითხრათ, იქნებ ისინი არიან უარზეო? - რას ამბობთ, თქვენი გოგო ქორწილში უნახავს კოსტას (ასე ერქვა ბაბუას), ძალიან მოსწონებია და მთხოვა, ეს საქმე მომიგვარეო. თავად ვერ შემოგბედათ გოგოს გათხოვებაზე ლაპარაკი. რადგან მას მოეწონა ქალიშვილი, ბიჭიც უარს ვერ იტყვისო. შეთანხმებულან მაჭანკალი და დედას მშობლები.

- ისე შეთანხმდნენ, რომ დედაშენისთვის არაფერი უკითხავთ, არა?

- ასეა. ეს ამბავი რომ გაუგია, დედა თურმე, თავის მოკვლას აპირებდა, - როგორ გავყვე ვიღაც უცხოს, ერთხელაც რომ არ მყავს ნანახიო?! მისი არც ხვეწნა გაითვალისწინეს, არც მუდარა და ქორწილის წინადღეს შეახვედრეს საქმროს. დედა იხსენებდა თურმე (ეს მამასგან ვიცი): ვიდრე ვნახავდი, გული მიმდიოდა. მეგონა, ვიღაც ბებერი კაცი დამხვდებოდა; მახინჯი, ოფლის სუნად აყროლებული მამის ნებიერაო... მამაჩემს კი პირიქით, დედას ნახვა ძალიან ეჩქარებოდა ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კოსტას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მეორეც - ფიქრობდა: ასე რამ გააგიჟა მამა? ეტყობა, მართლა ლამაზი გოგოაო. შეხვედრისთანავე მიხვდნენ, რომ ტყუილად ღელავდნენ, რადგან ერთმანეთი ძალიან მოეწონათ...

გადაიხადეს ქორწილი. ამბობენ, ჩიტის რძეც არ აკლდა სუფრასო. მერე მამა სახლის საქმეებს აკეთებდა, დედა დიასახლისობდა, ბაბუ ოჯახს მატერიალურად აძლიერებდა, ბებო კი ლოგინიდან ვერ დგებოდა და აბა, რაღას გააკეთებდა? თურმე, რაღაც უცნაური დაავადება დაემართა, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. არაფერი სტკიოდა, უბრალოდ, ფეხებში ძალა გამოეცალა და ვეღარ დგებოდა. ასე, ლოგინად ჩავარდნილმა იცოცხლა 4 წელი, მერე კი გარდაიცვალა... დედ-მამას შვილი კარგა ხანს არ ეყოლათ. თურმე, უშვილობის სამკურნალოდ სად არ დადიოდნენ, რას არ სვამდნენ და ბოლოს, როცა იმედი გადაეწურათ, გავჩნდი მე. რატომღაც, გარდაცვლილი ბებიას სახელი - ნანული დამარქვეს.

- დედაშენის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?

- მოულოდნელად, ლეიკემია დაუდგინეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს... დედის სიკვდილმა თურმე, მამა გაანადგურა. ბაბუა ამოუდგა მხარში, ამხნევებდა და ეუბნებოდა: დარდით თავს თუ მოიკლავ, ამ ბავშვს ვის დაუტოვებ? მის ცოდვაში ნუ ჩადგამ ფეხს. ერთად გავზარდოთ, წამოვაჩიტოთ. ტირილით ცოლს ვერაფერს უშველი, პატარას კი ნერვები გაუფუჭდებაო... თურმე, მამას ნათესავები სთავაზობდნენ, - შენს შვილს ჩვენ წავიყვანთ, გავზრდითო, მაგრამ არავის გაატანა ჩემი თავი. მოგვიანებით მიხვდა, რომ ქალის ხელი მჭირდებოდა და მამიდას მიმაბარა. როცა მისგან წამომიყვანეს, თურმე, ბევრი ვიტირე. მამიდა ამბობს, - თავიდან საჭმელსაც არ ჭამდი, ბავშვებთან არ თამაშობდიო, - მაგრამ მერე შევეჩვიე ამ უცხო გარემოსაც და მამა დამავიწყდა.

- შენს სანახავად არ მოდიოდა?

- როგორ არა, მაგრამ - იშვიათად... როცა გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა, გამიხარდა, ახლა მაინც დამანებებს თავს და აღარ მოვა-მეთქი (ეტყობა, გაბრაზებულიც ვიყავი, რომ მიმატოვა), მაგრამ ის ჩემს წასაყვანად მოვიდა. ცოლიც თან ახლდა. მამიდამ მითხრა: შენ ჭკვიანი გოგო ხარ. ახლა მამას გაჰყევი და როცა მოგენატრები, წამოგიყვან. ეს ქალი შენი დედაა, მას უნდა დაუჯერო, ჩაეხუტოო. დედა არ მახსოვდა და ეს სიტყვა რომ გავიგონე, დავიბენი. ვთქვი: მე ხომ დედა არ მყავს-მეთქი? - ახლა გყავსო, - მითხრა მამიდამ და თავზე ხელი გადამისვა. ის ქალი ადგილიდან არ იძვროდა, ამიტომ მასთან თავად მივედი, თავი კალთაში ჩავუდე. ხელი გადამისვა თმაზე, მაგრამ მისი ალერსი სულაც არ მესიამოვნა. თითქოს მივხვდი, რომ სინამდვილეში, ბავშვები არ უყვარდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს მამას სახლში გავყევი. მეგონა, ახალი დედის შეყვარებას მოვახერხებდი და როგორც ყველა ბავშვს, მეც მეყოლებოდა გვერდით მზრუნველი ადამიანი, რომელიც თმას დამვარცხნიდა, ათასნაირად გამიკეთებდა ნაწნავს... მამიდა შვილებს რომ ეფერებოდა, ვეჭვიანობდი. ვხვდებოდი, ისინი ჩემზე მეტად უყვარდა. არა, საყვედურს არ ვამბობ, უბრალოდ, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ შვილი უფრო საყვარელია, ვიდრე ძმისშვილი. სხვათა შორის, მე უფრო ხშირად მეფერებოდა, რადგან ყველაზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ მათ სხვანაირად უყურებდა, ელაპარაკებოდა... ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ; ეს რომ გაიგო, თავადაც უნდა იგრძნო მსგავსი რამ...

- რა ხდებოდა შენს ახალ ოჯახში? დედინაცვლის შეყვარება მოახერხე?

- მას არც მე ვუყვარდი და არც - მამა. ეტყობა, გათხოვება უნდოდა და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა ცოლობაზე. მამამ ისიც გარიგებთ შეირთო. ვიღაცას უთქვამს: აუცილებლად, ქალი უნდა მოიყვანო. ის შენც მოგივლის და შენს გოგონასაც დაგიბრუნებსო. ეტყობა, ეს სიტყვები ჭკუაში დაუჯდა მარტოობამობეზრებულს: - კი, მაგრამ ქვრივს ვინ გამომყვებაო? - ასეთ ქალს მე გაპოვნინებო, - უთქვამს მაჭანკალს და ჩემი მომავალი დედინაცვალი მეზობელ რაიონში "გამოუჩხრეკია". ის მამაზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ მამამ მის გარეგნობასა და ასაკზე თვალი დახუჭა, რადგან საცოლემ დააიმედა: შენს შვილს ისე შევიყვარებ, როგორც საკუთარი მეყვარებაო. მამამ გულის კარნახს ყურადღება არ მიაქცია და ამ ქალის სიტყვები დაიჯერა... თავიდან ცდილობდა, ჩემ მიმართ ყურადღება გამოეჩინა და საჭმელს მაგიდაზე მიდებდა, სუფთა სამოსს საწოლთან აწყობდა, ძილის წინ ზღაპარსაც მიყვებოდა, მაგრამ მერე თითქოს, ბზიკმა უკბინა და შემიძულა. სიძულვილია, აბა, რა არის, როცა მამას მცირეწლოვანი შვილის წინააღმდეგ აამხედრებ! ამბობდა: ეს ბავშვი ურჩხულად გაგიზრდიათ. ძალიან ცუდად მექცევა. სახლში რომ არ ხარ, მჩქმეტს, მკბენს და საშინელ სიტყვებს მეუბნებაო. ვცდილობდი, მამისთვის დამემტკიცებინა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო, მაგრამ იმ ქალს რატომღაც, მკლავი მართლაც, ყოველთვის დაჩქმეტილი ან დაკბენილი ჰქონდა და აბა, მე როგორ დამიჯერებდნენ?! ბაბუც მირჩევდა, დედიკო შემეყვარებინა. გულს ნუ ატკენო, მარიგებდა. ერთხელ მამამ მითხრა: ასეთ საქციელს თუ არ მოეშვები, მეც აღარ მეყვარები, გაგყიდიო. მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა და რამდენიმე წელი (ოღონდ, მართლა) ხმას აღარ ვცემდი. დედინაცვალსაც გავებუტე და რამდენიმე დღე მხოლოდ პურს ვჭამდი, პროტესტის ნიშნად. მხოლოდ ბაბუს ვეცოდებოდი. ერთხელ მთხოვა: მიამბე, როცა აქ არ ვარ, რა ხდებაო? მოვუყევი, რომ დედინაცვალი სახლიდან ხშირად მიდიოდა, მე კი რაღაცების გაკეთებას მავალებდა, შინ დაბრუნებული ყურადღებასაც არ მაქცევდა. მხოლოდ მამას ან ბაბუს დაბრუნების შემდეგ მეძახდა, - შვილოო... ერთხელ ბაბუს რძალთან შელაპარაკება მოუხდა, მაგრამ რის გამო, ვერ მივხვდი. შინ დაბრუნებულ მამას იმ ქალმა ბაბუზეც საშინელებები უთხრა. თურმე, ისიც იკადრა და თქვა, რომ ბაბუმ მას უხამსი სიტყვები ეძახა, ოთახში დაუკაკუნებლად შეეჭრა და შიშველს დაადგა თავზე. მოკლედ, მამას გონება აუმღვრია, მოწამლა კაცი. ბაბუს თავის დაცვა არც უფიქრია. უბრალოდ, მამას უთხრა: ან ეს ქალი წავა აქედან, ან - მეო. - მერე, რაღას ელოდები, წადიო, - უთხრა მამამ, რომელსაც ცოლის კეთილშობილებაში ეჭვიც არ ეპარებოდა.

- კი, მაგრამ ის ქალი თუ არ უყვარდა, მას რატომ უჯერებდა? როგორ ვერ მოახერხეთ იმის დამტკიცება, რომ იტყუებოდა?

- შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე იყო მამას საქმე. არ ვიცი, ეტყობა, დროთა განმავლობაში ის ქალი შეუყვარდა კიდეც. სოფელში ამბობდნენ, - ჯადო გაუკეთაო. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ფაქტია, მამა სრულ ჭკუაზე არ იყო, როცა ბაბუას უთხრა, შეგიძლია, ამ სახლიდან მიბრძანდეო. არადა, ყველაფერი - სახლიც, ნივთებიც მისი წყალობით გვქონდა. თავისი სახლიდან გააგდო ბერიკაცი, რომელმაც წასვლის წინ უთხრა: შვილო, თუ შენ გჯერა იმის, რასაც ეს ქალი ამბობს, მაშინ აღარ ვიცი, რა უნდა გითხრა. ამდენი წელია, გზრდი, გზრდი და თურმე, ვერ გამიზრდიხარო. ის საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა. ეს ამბავი რომ გაიგო, მამიდა ჩემს წასაყვანად მოვიდა, მაგრამ მამამ უთხრა: შენთან რომ იზრდებოდა, იმიტომაც დაიგრძელა ენა. შვილი ჩემს ნებაზე უნდა გავზარდოო. დედინაცვალმაც თავი გამოიდო: ბავშვს რატომ გვართმევ? ხომ ხედავ, შვილი არ მიჩნდება და რატომ ცდილობ, ერთადერთ ქალიშვილს დამაშორო? ჩემი ოჯახის დანგრევა რაში გაწყობს? იქნებ ძმის ქონებაზე გიჭირავს თვალიო? მოკლედ, მამამ ერთადერთი დაც დაკარგა... ყველაფერი რომ გიამბოთ, ერთი ჟურნალიც არ გვეყოფა ამის დასაწერად. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: დედინაცვალმა მეზობლებთანაც ამიკრძალა კონტაქტი. მთელი დღე შინ ვიყავი გამოკეტილი, მხოლოდ სკოლაში წასვლის უფლება მქონდა, სხვა დროს კი ან გაკვეთილები უნდა მომემზადებინა, ან მემუშავა: სახლი დამელაგებინა, ფიჩხები შემეგროვებინა და დამეტეხა... სამწუხაროდ, ბაბუის ნახვის უფლებასაც არ მაძლევდნენ და ჩემი მოხუცი ისე მოკვდა, ვერ ვნახე. თურმე, სიკვდილის წინ მე მახსენებდა და ყველას ემუდარებოდა: ნუ დამიჩაგრავთ, მიმიხედეთო. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმი იყო და იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ იმდენად ამაყი იყო, იხტიბარი არ გაიტეხა, კოლეგები არ შეაწუხა; ცდილობდა, არავისთვის ეგრძნობინებინა, რომ საშინელ დღეში აღმოჩნდა შვილის უტიფრობის გამო... თუმცა იმედია, მან მამას აპატია ეს ღალატი.

- მამაშენი როდის მიხვდა, რომ შეცდა, როცა არჩევანი ცოლის სასარგებლოდ გააკეთა, მამა კი სახლიდან გააგდო?

- ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მიხვდა... სკოლა ისე დავამთავრე, გართობა რა იყო, არ ვიცოდი. ბაბუას წასვლის შემდეგ, ჩვენს ოჯახს მატერიალურადაც ძალიან გაუჭირდა და თუ ადრე ყველაფერი საუკეთესო მქონდა, ახლა დედინაცვლის ტანისამოსის გადაკეთებას ვცდილობდი, გარეთ გასვლის რომ არ შემრცხვენოდა. დრო რაც უფრო გადიოდა, მამას ის ქალი მით უფრო მეტად უყვარდებოდა. მეზობლები ხშირად ჩურჩულებდნენ ჩემს ოჯახზე და ამისთვის არაერთხელ მომიკრავს ყური. ზოგი მამას დასცინოდა, ზოგს ეცოდებოდა, რადგან მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, ვირის ტვინი ჰქონდა ნაჭამი. ერთხელ, ქუჩაში მივდიოდი, როცა ყური მოვკარი ჭორიკანა ქალების ზუზუნს. ერთი ამბობდა: ის ქალი ჩემს მეზობელთან დაეთრევა, უკვე რამდენიმე წელიაო. ეს რომ გავიგონე, სიბრაზისგან ლამის გავიგუდე. იმ ქალს ვეჩხუბე: ყველაფერი შეიძლება თქვა, მაგრამ ადამიანს ასეთი ცილი როგორ უნდა დასწამო-მეთქი? - შვილო, შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი. დედინაცვალს გულზე რომ არ ეხატები, ეს ვიცით და დავიწვით შენი საცოდაობით, შენ კიდევ მას იცავო?! - ეს თქვენი საქმე არ არის. ჭორებს ნუ იგონებთ-მეთქი. - თუ ჭორია, ჭორი იყოს, ეტყობა, შენც გამოგაშტე­რა იმ დედაკაცმაო. სახლში გავი­ქე­ცი. დაბოღმილმა გადავწყვი­ტე, სიმართლე გამერკვია. ერთხელ, როცა დედინაცვალი გამოეწყო და ქუჩაში გავიდა, ჩუმად ავედევნე. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მამას მართლაც დაადგა რქები.

- ეს ამბავი მამას უთხარი, არა?

- ჯერ დედინაცვალს ვუთხარი, - შენზე ყველაფერი ვიცი-მეთქი. სიბრაზისგან გაწითლებულმა მიყვირა: ბოღმავ, რა იციო? არ ვუთხარი, რაც ვიცოდი, მაგრამ ეჭვებში ჩავაგდე. მინდოდა, მეწვალებინა. თან, სიმართლე გითხრათ, მამისთვის სიმართლის თქმას ვერ ვბედავდი. ვიფიქრე, ცოტა დრო გავიდეს და მამას თვალს როგორმე ავუხელ-მეთქი. ერთ დღეს, როცა სამივე შინ ვიყავით, მან ქმარს უთხრა: გავიგე, რომ შენი გოგო შეყვარებულიაო და ის კაცი დაუსახელა, ვისთანაც თვითონ დაეთრეოდა. მამა ლამის გადაირია, - ბაბუისტოლა კაცთან რა გესაქმებაო?! ავყვირდი: მე კი არა, შენი ცოლი დადის იმ კაცის სახლში-მეთქი, მაგრამ ცხადია, აღარავინ დამიჯერა. მამამ საბოლოოდ გამომკეტა სახლში, ეზოს გარეთ ცხვირსაც არ მაყოფინებდა. დედინაცვალი ყოველდღე აბუჩად მიგდებდა და როცა გასართობად მიდიოდა, მიბარებდა: აბა, შენ იცი, კიდევ რამე მოიფიქრე ჩემს გასამწარებლად, რათა მერე კიდევ უფრო მეტად დაგაჭირო წიხლიო.

- ეს ყველაფერი დაუჯერებელია. ნუთუ, ჭორიკანა ქალების ნათქვამი მაინც არ მივიდა მამაშენის ყურამდე? ნუთუ, არ დაინტერესებულა, იმ კაცთან მართლა გქონდა თუ არა რომანი?

- დაინტერესდა და იმ კაცმაც დაადასტურა: ხშირად მოდის ჩემს სახლთან, მდარაჯობს და მერე უკან დამყვება. ეტყობა, მისი ბავშვური გატაცება ვარ და შენს ცოლს ეს ამბავი ამიტომაც ვუთხარი. მრცხვენია, პატარა გოგონა რომ დამდევსო... ჩემს სოფელში ეს ამბავი ყველამ იცის და იწვიან ჩვენი საცოდაობით... რაღაც პერიოდის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მამას ყურამდეც მივიდა ცოლის ღალატის ამბავი და ერთხელაც მოღალატეებს ოთახშიც შეუსწრო. ატყდა ვაი-უშველებელი. ის ქალი თავს არ იმართლებდა. ამბობდა: შტერ კაცს აბა, რა უნდა უყო? ღალატის ღირსი არ იყავი? ჩემ გამო ჯერ მამა გააგდე სახლიდან, შვილსაც სუნთქვა აუკრძალე, ჰოდა, ახლა მოსავალს იმკი. მამა და შვილი არ დაინდე და ცოლს როგორ დამინდობდიო? - ამას ეუბნებოდა ურცხვად და თან, დასცინოდა. მამა ცულით გაეკიდა, ისევ მეზობლებმა იხსნეს ის ქალი. მერე შინ თავის ნათესავებთან ერთად მოგვადგა, - აქაურობა დატოვეთო და მამას რაღაც ფურცელი აუფრიალა ცხვირწინ.

- რა ფურცელი იყო?

- ბაბუს სიკვდილის შემდეგ, მამას სახლი რატომღაც, მის სახელზე გაუფორმებია. ჰოდა, მისი სიშტერის გამო დავრჩით ქუჩაში. ისევ მამიდამ შეგვიფარა. მერე დედინაცვალმა იმ სახლის გაყიდვა რომ გადაწყვიტა, მამიდამ მყიდველები გაუგზავნა, სახლი გამოისყიდა და უკან დაგვაბრუნა, მაგრამ ამ სახლს რა თავში ვიხლით, როცა ადამიანებად აღარ ვვარგივართ?.. მას მერე წლები გავიდა, მაგ­რამ ის ლაქა, რაც დედინაცვალმა დააჩნია ჩვენს სულს, ვერა და ვერ მოვიცილეთ. ჩვენს ამბავს სოფელში ხშირად უყვებიან ერთმანეთს. დღემდე, ქუჩაში ისე გვაყოლებენ თვალს, როგორც მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს. მეც დავრჩი უსწავლელი, ყოველგვარი პროფესიის გარეშე და ამიტომაც, დღე და ღამე მიწას ჩავკირკიტებ; ვეღარც გათხოვება მოვასწარი, ვერც ახალგაზრდობასა და გართობას გავუგე გემო, ჩემი ბოროტი დედინაცვალი კი უკვე მეორედ, ბედს ეწია. როგორც ვიცი, ვიღაც ბერძენს გაჰყვა ცოლად და ცხოვრობს ფუფუნებაში. მას არც ჩემი წყევლა აუხდა და არც მამას ცოდვამ უწია.

- ასეთი ამბის გამოქვეყნებას ბევრი არ დათანხმდებოდა...

- როცა თქვენს ჟურნალში რამდენიმე ოჯახური კონფლიქტის შესახებ წავიკითხე, მომინდა, ჩემი თავგადასავალიც მომეთხრო. ვინ იცის, იქნებ ვინმესთვის მაგალითიც იყოს ეს ამბავი. მინდა, ყველა მამას, ვისაც გვერდით ცოლი აღარ ჰყავს, ვთხოვო, - ყურადღებით იყავით! პირველ რიგში, შვილს ეცით პატივი და მერე - სხვას. ტყუილად კი არ არის ზღაპრებში დედინაცვალი ბოროტ პერსონაჟად გამოყვანილი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ხშირად - რეალობაა და ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. ნუ გაიმეტებთ შვილებს დასაღუპავად. მე ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ გაწირა შვილი ტანჯვისთვის მამამ, რომელსაც ქალმა რქები წარმატებულად დაადგა. მე წამართვეს არა მარტო ბავშვობა, არამედ ახალგაზრდობაც, მომავალი ტკბილი სიბერეც. ვეღარც მეზობლებს ვეკონტაქტები იმის შიშით, რომ წარსულის გახსენება არ მომიხდეს. გაცილებით ადვილია ლაპარაკი ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ იცნობ და რომელსაც ერთხელ გადაუშლი გულს, მერე კი შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერსად შეხვდე... ახლა მე და მამა ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. ის ხშირად მიდის ბაბუას საფლავთან და დასტირის, პატიებას სთხოვს, მაგრამ ეს განა შვებაა უკვე სულგაცლილი ბაბუსთვის? აღარ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო, მეც წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი. ყოველთვის ექიმობაზე ვოცნებობდი და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომივიდოდა. ერთადერთი რამ, რაც ახლა მახალისებს, ოცნებაა. წარმოსახვაში ხშირად მაცვია თეთრი ხალათი და ჩემი წარმოსახვითი ზღაპარი იცით, როგორ სრულდება? დაახლოებით ისე, როგორც ერთ-ერთ ფილმშია: ჩემთან სამკურნალოდ მოჰყავთ ის ადამიანი, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა, მე კი იძულებული ვარ, გადავარჩინო. ჰოდა, ხან უარს ვამბობ მის გადარჩენაზე, ხანაც - სასწრაფოდ ვიწყებ ოპერაციას... ეტყობა, ბოღმით სავსე ჩემი გული ამ გრძნობისგან გათავისუფლებას ლამობს. ბოლოს და ბოლოს, მე ბოღმიანი არ დავბადებულვარ, ასეთად ცხოვრებამ მაქცია.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია