სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს
შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ახა­ლი სამ­წყობ­რო წეს­დე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, დღეს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­წყობ­რო მო­ე­დან­ზე სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის ინ­სტრუქ­ტო­რებ­მა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწავ­ლე­ბა გა­მარ­თეს.

ახა­ლი სამ­წყობ­რო წეს­დე­ბის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნას და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე, არ­მი­ის სერ­ჟან­ტი ალუ­და კო­პა­ლი­ა­ნი და სხვა მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი.

"დის­ციპ­ლი­ნა სამ­წყობ­რო წეს­დე­ბით იწყე­ბა. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე თა­ვი­სი მუნ­დი­რის, ად­გი­ლის აღ­ქმას მას შემ­დეგ ახ­დენს, რაც სამ­წყობ­რო წეს­დე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სამ­წყობ­რო წეს­დე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ბრძა­ნე­ბი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას და ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მას აჩ­ვევს. ბოლო სამ­წყობ­რო წეს­დე­ბა 2008 წელს დამ­ტკიც­და, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და გან­ხორ­ცი­ელ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი"- გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

ახა­ლი სამ­წყობ­რო მომ­ზა­დე­ბის წეს­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ტკიც­დე­ბა. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტის ალუ­და კო­პა­ლი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დო­კუ­მენტზე სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. შე­იც­ვა­ლა ძვე­ლი, 2008 წლის წეს­დე­ბა და დო­კუ­მენ­ტის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბამ­დე პრო­ექ­ტი შე­ნიშ­ვნე­ბის­თვის ქვე­და­ნა­ყო­ფებს და­ეგ­ზავ­ნათ. ახალ სამ­წყობ­რო წეს­დე­ბას სამ­ხედ­რო ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხე­ბი და­ე­მა­ტა. შე­ნიშ­ვნე­ბი შე­ვი­და ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მწყობ­რი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის პრინ­ცი­პებ­შიც. ახალ დო­კუ­მენტს სა­ფუძ­ვლად აშშ-ის არ­მი­ის სამ­წყობ­რო წეს­დე­ბა უდევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს

შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალები ახალი სამწყობრო წესდებით იხელმძღვანელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს.

ახალი სამწყობრო წესდების პროექტის წარდგენას დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

"დისციპლინა სამწყობრო წესდებით იწყება. სამხედრო მოსამსახურე თავისი მუნდირის, ადგილის აღქმას მას შემდეგ ახდენს, რაც სამწყობრო წესდებას ექვემდებარება. სამწყობრო წესდება სამხედრო მოსამსახურეს ბრძანებისადმი დაქვემდებარებას და ბრძანების გაცემას აჩვევს. ბოლო სამწყობრო წესდება 2008 წელს დამტკიცდა, რომელიც შეიარაღებული ძალების დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამებოდა და განხორციელდა აუცილებელი ცვლილებები"- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ახალი სამწყობრო მომზადების წესდება უახლოეს მომავალში დამტკიცდება. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის ალუდა კოპალიანის ხელმძღვანელობით, დოკუმენტზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. შეიცვალა ძველი, 2008 წლის წესდება და დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე პროექტი შენიშვნებისთვის ქვედანაყოფებს დაეგზავნათ. ახალ სამწყობრო წესდებას სამხედრო ცერემონიალების ორგანიზების საკითხები დაემატა. შენიშვნები შევიდა ქვედანაყოფების მწყობრისა და გადაადგილების პრინციპებშიც. ახალ დოკუმენტს საფუძვლად აშშ-ის არმიის სამწყობრო წესდება უდევს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე