სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე
"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს მისი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით თბილ სი­ტყვებს უძღვნის.

"გუ­შინ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო იყო. ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რომ ვაც­ნო­ბი­ე­რებ რა ცოტა დარ­ჩნენ, უფრო მე­ტად ვგრძნობ რა ძვირ­ფა­სე­ბი არი­ან. მე კი მახ­სოვს მათი შეკ­რე­ბე­ბი, ვულ­კა­ნე­ბი­ვით რომ იყ­ვნენ - ნიჭი, ენერ­გია, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბა იფ­რქვე­ო­და..

ჯან­სუ­ღი ახლა 82 წლი­საა. როცა ვხე­დავ, გულ­ში ვე­უბ­ნე­ბი - დიდ­ხანს იყა­ვი. შენ თუ იქ­ნე­ბი დიდ­ხანს, მე მექ­ნე­ბა გრძნო­ბა, რომ მა­მა­ჩე­მი დიდი ხნის წა­სუ­ლი არაა. და­ვი­ვი­წყებ სი­ნა­ნულს, რომ ჩემს შვი­ლებს ჩემი მამა არ ახ­სოვთ. გა­და­წო­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდა, როცა ვხე­დავ რა საყ­ვარ­ლე­ბი ხართ ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი, ირმა გი­გა­ნი რომ უკ­რავს შენ­თვის.

ჯან­სუ­ღი ყვე­ლას უყ­ვარს, მაგ­რამ მხო­ლოდ ნა­წი­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს. სად­მე ვინ­მე რომ გა­ა­ჩე­რო, შე­იძ­ლე­ბა არ გი­თხრას მიყ­ვარ­სო, ამა­ზე არ უფიქ­რია, არ იცის რომ უყ­ვარს, შე­იძ­ლე­ბა არც წა­უ­კი­თხავს, მაგ­რამ მის ლექსს მღე­რის, თა­ვი­სით და­ბა­დე­ბუ­ლი გო­ნია ეს სიმ­ღე­რა და ავ­ტო­რი არ აინ­ტე­რე­სებს, თუ კარ­გი მომ­ღე­რა­ლი არაა, თა­ვის­თვის ღი­ღი­ნებს, თუ სულ არ იცის, მოს­მე­ნა სი­ა­მოვ­ნებს.

გუ­შინ სტუ­დენ­ტებ­მა თა­ვი­სე­ბუ­რად წა­ი­კი­თხეს მისი ლექ­სე­ბი, ხან გა­რე­პეს, ხან მუ­სი­კის ფონ­ზე სი­ტყვის ახა­ლი მე­ლო­დია აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ახა­ლი სი­ცო­ცხლე მის­ცეს მის პო­ე­ზი­ას.

დღე­ვან­დე­ლი (მთლად დღე­ვან­დე­ლი) დღის პო­ე­ზია უმე­ტეს­წი­ლად მხო­ლოდ ტკი­ვი­ლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ხა­ნაც სი­ცა­რი­ე­ლით, ეს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­ცა­რი­ე­ლემ აავ­სოს, ან უფრო სწო­რად გა­ბა­ტონ­დეს სულ­ში. ეს ხე­ლოვ­ნე­ბა პა­სუ­ხობს ჩვენს გრძნო­ბებს, ამი­ტომ ვე­თან­ხმე­ბით, მოგ­ვწონს, მაგ­რამ მი­სით გან­კურ­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ. მკურ­ნა­ლის ენერ­გია იშ­ვი­ა­თად აქვს. ავ­ტო­რი თით­ქოს იქით გთხოვს შვე­ლას..

მე კი გუ­შინ გან­ვი­კურ­ნე. სახ­ლში წა­მო­ვე­დი სავ­სე გრძნო­ბით, ბედ­ნი­ე­რი, სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლით სავ­სე", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე

"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მისი პოეზიის საღამოსთან დაკავშირებით თბილ სიტყვებს უძღვნის.

"გუშინ ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიის საღამო იყო. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. რომ ვაცნობიერებ რა ცოტა დარჩნენ, უფრო მეტად ვგრძნობ რა ძვირფასები არიან. მე კი მახსოვს მათი შეკრებები, ვულკანებივით რომ იყვნენ - ნიჭი, ენერგია, გონებამახვილობა იფრქვეოდა..

ჯანსუღი ახლა 82 წლისაა. როცა ვხედავ, გულში ვეუბნები - დიდხანს იყავი. შენ თუ იქნები დიდხანს, მე მექნება გრძნობა, რომ მამაჩემი დიდი ხნის წასული არაა. დავივიწყებ სინანულს, რომ ჩემს შვილებს ჩემი მამა არ ახსოვთ. გადაწონის სიამოვნების განცდა, როცა ვხედავ რა საყვარლები ხართ ბაბუა და შვილიშვილი, ირმა გიგანი რომ უკრავს შენთვის.

ჯანსუღი ყველას უყვარს, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს. სადმე ვინმე რომ გააჩერო, შეიძლება არ გითხრას მიყვარსო, ამაზე არ უფიქრია, არ იცის რომ უყვარს, შეიძლება არც წაუკითხავს, მაგრამ მის ლექსს მღერის, თავისით დაბადებული გონია ეს სიმღერა და ავტორი არ აინტერესებს, თუ კარგი მომღერალი არაა, თავისთვის ღიღინებს, თუ სულ არ იცის, მოსმენა სიამოვნებს.

გუშინ სტუდენტებმა თავისებურად წაიკითხეს მისი ლექსები, ხან გარეპეს, ხან მუსიკის ფონზე სიტყვის ახალი მელოდია აღმოაჩინეს და ახალი სიცოცხლე მისცეს მის პოეზიას.

დღევანდელი (მთლად დღევანდელი) დღის პოეზია უმეტესწილად მხოლოდ ტკივილითაა გაჟღენთილი, ხანაც სიცარიელით, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეიძლება სიცარიელემ აავსოს, ან უფრო სწორად გაბატონდეს სულში. ეს ხელოვნება პასუხობს ჩვენს გრძნობებს, ამიტომ ვეთანხმებით, მოგვწონს, მაგრამ მისით განკურნებას ვერ ვახერხებთ. მკურნალის ენერგია იშვიათად აქვს. ავტორი თითქოს იქით გთხოვს შველას..

მე კი გუშინ განვიკურნე. სახლში წამოვედი სავსე გრძნობით, ბედნიერი, სიცოცხლის სურვილით სავსე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს