მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზის" ექსპერიმენტი - შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს
"გზის" ექსპერიმენტი - შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს

რას მი­ვირ­თმევთ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა თუ არა ესა თუ ის პრო­დუქ­ტი, სად, რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა? ეს კი­თხვე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს სის­ტე­მა­ტუ­რად აწუ­ხებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი არ­სე­ბო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქტს - პურს ეხე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს არა­ერ­თხელ შე­უ­ძე­ნია და­ო­ბე­ბუ­ლი, აშ­მო­რე­ბუ­ლი პური, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ კონ­ტრო­ლი ამა­ზე თით­ქმის არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კი ყო­ველ­თვის მომ­ხმა­რე­ბე­ლი რჩე­ბა. წლე­ბია, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შავ და რუხ პურ­ში მუქი ფე­რის მი­სა­ღე­ბად ხე­ლოვ­ნურ და­ნა­მა­ტებ­სა და სა­ღე­ბა­ვებს ურე­ვენ. ამით კი გან­სა­კუთ­რე­ბით ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან, ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ და მათ­თვის დი­ე­ტუ­რი პუ­რის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი შავი და რუხი პუ­რია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახ­ლო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და შემ­დე­გი ის­ტო­რია მი­ამ­ბო: "პა­ტა­რე­ბის­თვის კატ­ლე­ტის მომ­ზა­დე­ბას ვა­პი­რებ­დი, ყვე­ლა დი­ა­სახ­ლის­მა იცის, რომ ამ საკ­ვე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად პური აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჰოდა, მეც მა­ღა­ზი­ა­ში შავი პური შე­ვი­ძი­ნე და და­სალ­ბო­ბად წყალ­ში მო­ვა­თავ­სე. ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტიც გა­ვამ­ზა­დე, სახ­ტად დავ­რჩი, წყა­ლი გა­მუ­ქე­ბუ­ლი იყო".

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც პურ­ში სა­ღე­ბა­ვის არ­სე­ბო­ბას და­ად­გენს. ხან­გრძლი­ვი თხოვ­ნის შე­დე­გად, ერთ-ერთ სა­ცხობ­ში მო­მუ­შა­ვე ქალ­ბა­ტო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ. ცხა­დია, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მაგ­რამ ჩვე­ნი ეჭვი და­ა­დას­ტუ­რა: "იმი­სათ­ვის, რომ პურს მუქი შე­ფე­რი­ლო­ბა ჰქონ­დეს, ცომს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ღე­ბავს ვუ­მა­ტებთ. სა­ღე­ბა­ვის მცი­რე დო­ზაც საკ­მა­რი­სია, რომ პრო­დუქტმა სა­სურ­ვე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ი­ღოს. შე­ი­ცავს თუ არა პური სა­ღე­ბავს, ამის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით".

გა­დავ­წყვი­ტე, ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა: სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის შავი და რუხი პური შე­ვი­ძი­ნე. შინ მი­სულ­მა, პუ­რის ნაჭ­რე­ბი წყლი­ან ჭურ­ჭელ­ში მო­ვა­თავ­სე. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სამი პუ­რი­დან ორმა წყა­ლი გა­ა­მუ­ქა.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მერ­ჩივ­ნა, დი­ა­სახ­ლი­სი­სა და მცხო­ბე­ლის ნა­ამ­ბო­ბი მათი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - წყა­ლი შე­ი­ღე­ბა.

პურ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერტს, ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ცნო­ბი­ლია, რომ შავ და რუხ პურს ურე­ვენ სა­ღე­ბავს, შე­ფე­რი­ლო­ბის­თვის. იქ­ნებ გაგ­ვი­მარ­ტოთ, რა საფრ­თხეს უქ­მნის სა­ღე­ბა­ვი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და შეგ­ვიძ­ლია თუ არა გა­ვარ­ჩი­ოთ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თუ არა პურ­ში სა­ღე­ბა­ვი?

- სა­ღე­ბა­ვის მავ­ნებ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის წარ­მო­შო­ბა­ზე, - რა ნივ­თი­ე­რე­ბი­სა­გან არის მი­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თუ არა პურ­ში სა­ღე­ბა­ვი და ემულ­გა­ტო­რე­ბი, ამის შე­ფა­სე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად უნდა მოხ­დეს, რად­გან მარ­ტი­ვი არ არის. თუმ­ცა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მარ­ტი­ვი მე­თო­დი, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ვიც­ნოთ, შე­ღე­ბი­ლია თუ არა პური: - მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბად და­ფხვნი­ლი პური უნდა ჩავ­ყა­როთ თბილ წყალ­ში (რო­მე­ლიც ხელს ოდ­ნავ წვავს) და და­ვე­ლო­დოთ 3-5 წუთი. თუ წყა­ლი შე­ი­ფე­რა, ე.ი. შე­ღე­ბი­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პურ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ღე­ბა­ვი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი უნდა მო­ე­რი­დოს ამ პუ­რის მი­ღე­ბას.

- ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც და­ად­გენს, რამ­დე­ნად ჯან­მრთელ პურს იღებს მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

- თუ იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი შეძ­ლე­ბენ პურ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბის დად­გე­ნას, რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს, ანუ ეტი­კეტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა ძალ­ზე იო­ლია.

- ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ე.წ. "კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბა". პუ­რის "კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბით" და­ბინ­ძუ­რე­ბის პე­რი­ო­დად ზა­ფხუ­ლია მიჩ­ნე­უ­ლი. რამ­დე­ნად მავ­ნეა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა და რო­გორ უნდა მიხ­ვდეს მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ პურს კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბა აქვს?

- პუ­რის ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან ცნო­ბი­ლია "კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბა", რომ­ლი­თაც ძი­რი­თა­დად ავად­დე­ბა ხორ­ბლის პუ­რის მხო­ლოდ პუ­რის გული, სა­დაც ცხო­ბის დროს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ვერ აღ­წევს. ეს ძი­რი­თა­დად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხვარ პურ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პური იღებს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო, სპე­ცი­ფი­კურ სუნს, აქვს მწე­ბა­ვი გული, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბის დროს ძა­ფე­ბი­ვით იწე­ლე­ბა. ჭვა­ვის პურ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის გამო. მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პუ­რის მწარ­მო­ე­ბელ ობი­ექ­ტებ­ში, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­სა და ოჯახ­ში და­ცუ­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი: ფქვი­ლი უნდა ინა­ხე­ბო­დეს მშრალ, გა­ნი­ა­ვე­ბულ სა­წყო­ბებ­ში, სტე­ლა­ჟებ­ზე, ია­ტა­კი­დან 15 სმ-ისა და კედ­ლი­დან 50 სმ-ის და­შო­რე­ბით. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მე­წარ­მემ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ცომ­ში უნდა მო­ახ­დი­ნოს სიმ­ჟა­ვის მო­მა­ტე­ბა სტან­დარ­ტით და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე ზე­ვით, რის­თვი­საც უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სხვა­დას­ხვა და­მამ­ჟა­ვე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი. აგ­რეთ­ვე უნდა დაჩ­ქარ­დეს პუ­რის გა­ცი­ვე­ბა კონ­ტე­ი­ნე­რებ­სა და რო­დო­ნებ­ზე, ვენ­ტი­ლა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რძა­ლე­ბა კარ­ტო­ფი­ლის ჩხი­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პუ­რის (მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაც კი) გა­და­მუ­შა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პური და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ი­ტა­ნონ წარ­მო­ე­ბი­დან და მისი ცხო­ვე­ლე­ბი­სათ­ვის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხიც, თი­თო­ე­ულ კერ­ძო შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­და­წყდეს ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე. პური, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო საკ­ვე­ბად ან ტექ­ნი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბას (დაწ­ვას). აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, მე­წარ­მემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ნად­გა­რე­ბის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია უნდა მო­ახ­დი­ნოს.

- რა საფრ­თხეს შე­ი­ცავს "კარ­ტო­ფი­ლის და­ა­ვა­დე­ბის" მქო­ნე პუ­რის მი­ღე­ბა?

- კარ­ტო­ფი­ლის ჩხი­რით დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი პუ­რის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბას, მისი მოხ­მა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გამო (ფერი, სუნი, გემო, კონ­სის­ტენ­ცია). ასე­თი პუ­რის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და ფა­ღა­რათს.

- ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში პუ­რის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, როცა პუ­რის სა­ყიდ­ლად მივ­დი­ვართ?

- სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში პური უნდა ინა­ხე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლურ სტე­ლა­ჟებ­ზე, არ უნდა ელა­გოს ერ­თმა­ნეთ­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში მოხ­ვდა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პური, სტე­ლა­ჟი უნდა გა­ი­რე­ცხოს საპ­ნი­ა­ნი ცხე­ლი წყლით, და­მუ­შავ­დეს ძმარმ­ჟა­ვას 3%-იანი ხსნა­რით, გაშ­რეს და შემ­დგომ გა­მო­ი­ყე­ნონ მოხ­მა­რე­ბის­თვის.

- ხში­რად მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყი­დუ­ლობს პურს, რო­მე­ლიც არის შე­ფუ­თუ­ლი, აქვს ვა­დაც, მაგ­რამ ას­დის შმო­რის სუნი. გა­მო­ცხო­ბი­დან რამ­დენ ხან­ში უნდა შე­ი­ფუ­თოს პური?

- გა­მო­ცხო­ბი­დან 3-4 სა­ა­თის ანუ გაგ­რი­ლე­ბის შემ­დეგ. არ შე­იძ­ლე­ბა ცხე­ლი პუ­რის შე­ფუთ­ვა. გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პუ­რის ხა­რისხზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ცხო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი პა­სუხს აგე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. პუ­რის სა­ცხო­ბე­ბი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა მა­ღა­ლი რის­კის წარ­მო­ე­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ, კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა პუ­რის სა­ცხო­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი - სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბით. პუ­რის ხა­რის­ხის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხურ­ში შე­მო­სულ ყო­ველ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე მოხ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

P.S. პუ­რის შინ ცხო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წლე­ბის წინ, მას შემ­დეგ მი­ვი­ღე, რაც აშ­მო­რე­ბუ­ლი, ზედ­მე­ტად აფუ­ე­ბუ­ლი პური არა­ერ­თხელ შე­ვი­ძი­ნე. და­ვინ­ტე­რეს­დი, ჩემ­სა­ვით პურს შინ რამ­დე­ნი ქალ­ბა­ტო­ნი აცხობს და დი­ა­სახ­ლი­სე­ბი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლის ნე­ბარ­თვით, იქვე გა­მოვ­კი­თხე. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­კი­თხუ­ლი ოცი ქალ­ბა­ტო­ნი­დან, შინ პურს მხო­ლოდ სამი აცხობს. მი­ზე­ზად მო­უც­ლე­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა პუ­რის ხა­რის­ხი არ მოს­წონთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­სა­ვით მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან. ხა­რის­ხი­ა­ნი პური სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გზის" ექსპერიმენტი - შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს

"გზის" ექსპერიმენტი - შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს

რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა ესა თუ ის პროდუქტი, სად, როგორ და რა პირობებში მზადდება? ეს კითხვები მომხმარებელს სისტემატურად აწუხებს. განსაკუთრებით კი არსებობისთვის აუცილებელ, პირველადი მოხმარების პროდუქტს - პურს ეხება. მომხმარებელს არაერთხელ შეუძენია დაობებული, აშმორებული პური, მაგრამ სამწუხაროდ კონტროლი ამაზე თითქმის არ ხორციელდება, დაზარალებული კი ყოველთვის მომხმარებელი რჩება. წლებია, იმასაც ამბობენ, რომ შავ და რუხ პურში მუქი ფერის მისაღებად ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს ურევენ. ამით კი განსაკუთრებით ის მომხმარებლები ზარალდებიან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და მათთვის დიეტური პურის მიღება აუცილებელია.

ჩვენი ინტერესის საგანი შავი და რუხი პურია. რამდენიმე დღის წინ ახლობელი დამიკავშირდა და შემდეგი ისტორია მიამბო: "პატარებისთვის კატლეტის მომზადებას ვაპირებდი, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ამ საკვების დასამზადებლად პური აუცილებელია. ჰოდა, მეც მაღაზიაში შავი პური შევიძინე და დასალბობად წყალში მოვათავსე. ვიდრე დანარჩენი პროდუქტიც გავამზადე, სახტად დავრჩი, წყალი გამუქებული იყო".

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პურში საღებავის არსებობას დაადგენს. ხანგრძლივი თხოვნის შედეგად, ერთ-ერთ საცხობში მომუშავე ქალბატონი ინტერვიუზე დავითანხმეთ. ცხადია, სამსახურის დაკარგვის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დაადასტურა: "იმისათვის, რომ პურს მუქი შეფერილობა ჰქონდეს, ცომს გარკვეული რაოდენობის საღებავს ვუმატებთ. საღებავის მცირე დოზაც საკმარისია, რომ პროდუქტმა სასურველი შეფერილობა მიიღოს. შეიცავს თუ არა პური საღებავს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით".

გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: სხვადასხვა დასახელების შავი და რუხი პური შევიძინე. შინ მისულმა, პურის ნაჭრები წყლიან ჭურჭელში მოვათავსე. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვადასხვა სახეობის სამი პურიდან ორმა წყალი გაამუქა.

სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, დიასახლისისა და მცხობელის ნაამბობი მათი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წყალი შეიღება.

პურზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს დავუკავშირდით.

- ცნობილია, რომ შავ და რუხ პურს ურევენ საღებავს, შეფერილობისთვის. იქნებ გაგვიმარტოთ, რა საფრთხეს უქმნის საღებავი ადამიანის ჯანმრთელობას და შეგვიძლია თუ არა გავარჩიოთ, გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი?

- საღებავის მავნებლობა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, - რა ნივთიერებისაგან არის მიღებული. გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი და ემულგატორები, ამის შეფასება ლაბორატორიულად უნდა მოხდეს, რადგან მარტივი არ არის. თუმცა, რეკომენდებულია მარტივი მეთოდი, სახლის პირობებში გამოვიცნოთ, შეღებილია თუ არა პური: - მცირე ნაწილაკებად დაფხვნილი პური უნდა ჩავყაროთ თბილ წყალში (რომელიც ხელს ოდნავ წვავს) და დაველოდოთ 3-5 წუთი. თუ წყალი შეიფერა, ე.ი. შეღებილია. იმ შემთხვევაში, თუ პურში გამოყენებულია საღებავი, მომხმარებელი უნდა მოერიდოს ამ პურის მიღებას.

- ცნობილია, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, რამდენად ჯანმრთელ პურს იღებს მომხმარებელი.

- თუ იქნება მოთხოვნა, ლაბორატორიები შეძლებენ პურში გამოყენებული საღებავების დადგენას, რაც შეეხება ხარისხს, ანუ ეტიკეტთან შესაბამისობის დადგენა ძალზე იოლია.

- ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. "კარტოფილის დაავადება". პურის "კარტოფილის დაავადებით" დაბინძურების პერიოდად ზაფხულია მიჩნეული. რამდენად მავნეა აღნიშნული პრო­დუქტის მიღება და როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ პურს კარტოფილის დაავადება აქვს?

- პურის ბაქტერიული დაავადებებიდან ცნობილია "კარტოფილის დაავადება", რომლითაც ძირითადად ავადდება ხორბლის პურის მხოლოდ პურის გული, სადაც ცხობის დროს მაღალი ტემპერატურა ვერ აღწევს. ეს ძირითადად მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურში აღინიშნება. კარტოფილის დაავადებით დაზიანებული პური იღებს არასასიამოვნო, სპეციფიკურ სუნს, აქვს მწებავი გული, რომელიც ძლიერი დაზიანების დროს ძაფებივით იწელება. ჭვავის პურში ეს დაავადება არ აღინიშნება მაღალი მჟავიანობის გამო. მის თავიდან ასაცილებლად, პურის მწარმოებელ ობიექტებში, სარეალიზაციო ქსელსა და ოჯახში დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ფქვილი უნდა ინახებოდეს მშრალ, განიავებულ საწყობებში, სტელაჟებზე, იატაკიდან 15 სმ-ისა და კედლიდან 50 სმ-ის დაშორებით. ზაფხულის პერიოდში მეწარმემ აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად ცომში უნდა მოახდინოს სიმჟავის მომატება სტანდარტით დასაშვებ ნორმაზე ზევით, რისთვისაც უნდა გამოიყენოს სხვადასხვა დამამჟავებელი კომპონენტი. აგრეთვე უნდა დაჩქარდეს პურის გაცივება კონტეინერებსა და როდონებზე, ვენტილაციის გაძლიერებით.

კატეგორიულად იკრძალება კარტოფილის ჩხირით დაავადებული პურის (მცირე რაოდენობითაც კი) გადამუშავება. დაზიანებული პური დაუყოვნებლივ უნდა გაიტანონ წარმოებიდან და მისი ცხოველებისათვის საკვებად გამოყენების საკითხიც, თითოეულ კერძო შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ვეტერინარული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. პური, რომელიც არ შეიძლება გამოიყენო საკვებად ან ტექნიკური მიზნებისთვის, ექვემდებარება განადგურებას (დაწვას). აღნიშნული დაავადების გამოვლენის შემდეგ, მეწარმემ დაუყოვნებლივ დანადგარების სანიტარიული დამუშავება და დეზინფექცია უნდა მოახდინოს.

- რა საფრთხეს შეიცავს "კარტოფილის დაავადების" მქონე პურის მიღება?

- კარტოფილის ჩხირით დასნებოვნებული პურის საკვებად გამოყენება არ იწვევს რაიმე სერიოზულ დაავადებას, მისი მოხმარება შეუძლებელია ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გამო (ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია). ასეთი პურის საკვებად გამოყენება იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და ფაღარათს.

- ასევე მნიშვნელოვანია სუპერმარკეტებში პურის შენახვის პირობები. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა პურის საყიდლად მივდივართ?

- სარეალიზაციო ქსელში პური უნდა ინახებოდეს სპეციალურ სტელაჟებზე, არ უნდა ელაგოს ერთმანეთზე. იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ობიექტში მოხვდა დაავადებული პური, სტელაჟი უნდა გაირეცხოს საპნიანი ცხელი წყლით, დამუშავდეს ძმარმჟავას 3%-იანი ხსნარით, გაშრეს და შემდგომ გამოიყენონ მოხმარებისთვის.

- ხშირად მომხმარებელი ყიდულობს პურს, რომელიც არის შეფუთული, აქვს ვადაც, მაგრამ ასდის შმორის სუნი. გამოცხობიდან რამდენ ხანში უნდა შეიფუთოს პური?

- გამოცხობიდან 3-4 საათის ანუ გაგრილების შემდეგ. არ შეიძლება ცხელი პურის შეფუთვა. გამოშვებული პურის ხარისხზე პასუხისმგებელია საცხობის ადმინისტრაცია. დარღვევის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პურის საცხობები არ მიეკუთვნება მაღალი რისკის წარმოებებს. მიუხედავად ამისა, ეროვნული სამსახურის მიერ, კიდევ უფრო გამკაცრდება პურის საცხობების მონიტორინგი - სასურსათო პროდუქციის საკონტროლო შესყიდვებით. პურის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებით, სამსახურში შემოსულ ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მოხდება ოპერატიული რეაგირება.

P.S. პურის შინ ცხობის გადაწყვეტილება წლების წინ, მას შემდეგ მივიღე, რაც აშმორებული, ზედმეტად აფუებული პური არაერთხელ შევიძინე. დავინტერესდი, ჩემსავით პურს შინ რამდენი ქალბატონი აცხობს და დიასახლისები მაღაზიის მფლობელის ნებართვით, იქვე გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ოცი ქალბატონიდან, შინ პურს მხოლოდ სამი აცხობს. მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ, თუმცა პურის ხარისხი არ მოსწონთ. აღმოჩნდა, რომ ჩემსავით მხოლოდ ერთეულები იქცევიან. ხარისხიანი პური საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემაა.

ლამუნა ირემაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ