პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი
რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი

ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, იპო­თე­რა­პი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე ჩემი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რის­გან შე­ვი­ტყვე. კი­ე­ველ­მა ახალ­გაზ­რდამ, ვიქ­ტო­რია ბონ­და­რენ­კომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი სა­გა­ზა­ფხუ­ლო ვი­ზი­ტი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნა და სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბის ქარ­თულ სკო­ლა­ში იპო­თე­რა­პი­ის კურ­სიც გა­ი­ა­რა. მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თო­დით მეც და­ვინ­ტე­რეს­დი. პა­ცი­ენ­ტე­ბის მოს­ვლამ­დე სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე ნევ­რო­ლოგს, ქალ­ბა­ტონ ირი­ნე ურუ­შა­ძეს გა­მოვ­კი­თხე:

- მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდს რა­იდ­თე­რა­პი­ა­საც უწო­დე­ბენ და იპო­თე­რა­პი­ა­საც, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში ძი­რი­თა­დად, იპო­თე­რა­პი­ი­თაა ცნო­ბი­ლი - "იპოს" ბერ­ძნუ­ლად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცხენს ნიშ­ნავს ანუ ეს არის სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ამ ფორ­მას სა­ფუძ­ვე­ლი XX სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბი­დან და­ნი­ა­ში ჩა­ე­ყა­რა, ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 1980-იან წლებ­ში და­ი­ნერ­გა და მისი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი აკა­დე­მი­კო­სი დი­მიტ­რი წვე­რა­ვა გახ­ლავთ. ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი ექი­მიც იყო და იმავდრო­უ­ლად - ცხე­ნო­სა­ნიც. ჩვენ კი მისი მო­წა­ფე­ე­ბი ვართ.

- ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, ერ­თგუ­ლი და გო­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლით - ცხე­ნით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდ­ზე ბევ­რს არა­ფე­რი სმე­ნია. მა­ინც რას ნიშ­ნავს სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბა - იპო­თე­რა­პია და რას კურ­ნავს იგი?

- და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან დი­დია და პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მცი­რეა იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის­თვი­საც სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბა უკუჩ­ვე­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. იპო­თე­რა­პი­ით შე­იძ­ლე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ გი­ნე­კო­ლო­გი­ურ, ძვალ-სახ­სრო­ვან, კუნ­თო­ვან, ნერ­ვულ და კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ და­ა­ვა­დე­ბას. მაგ­რამ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ მა­გა­ლი­თად, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, მით უმე­ტეს - მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში. მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დი უნი­კა­ლუ­რი იმი­თაა, რომ აქ შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა შერ­წყმუ­ლი ორი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი - მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც ცხე­ნი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ახ­დენს და პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­სა­კურ­ნად. ახ­ლა­ვე აგიხ­სნით, რას ვგუ­ლის­ხმობ: ადა­მი­ა­ნი ცხე­ნი­დან რომ არ გად­მო­ვარ­დეს, წო­ნას­წო­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მან იზო­მეტ­რი­უ­ლად უნდა და­ძა­ბოს ანუ აა­მუ­შა­ოს ყვე­ლა კუნ­თი. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კუნ­თო­ვა­ნი, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი, ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, სა­სუნ­თქი - მოკ­ლედ, ყვე­ლა სის­ტე­მა მუ­შა­ობს. ეს ააქ­ტი­უ­რებს სის­ხლის მოძ­რა­ო­ბას, რაც თა­ვის­თა­ვად, ააქ­ტი­უ­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას და ასე, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად იქ­მნე­ბა რგო­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უკვე მთელ ორ­გა­ნიზმს ააქ­ტი­უ­რებს. ამო­დე­ნა მუ­შა­ო­ბა ჩვენს სხე­ულ­ზე, კა­ნის ზე­და­პირ­ზე, აგ­რეთ­ვე, შიგ­ნით, კუნ­თო­ვან სის­ტე­მა­ში გან­ლა­გე­ბულ რე­ცეპ­ტო­რებს აღაგ­ზნებს და ეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბი თა­ვის აღ­მა­ვალ იმ­პულ­სებს აწ­ვდის ტვი­ნის ქერ­ქს, რო­მე­ლიც ასე­ვე აქ­ტი­ურ­დე­ბა. ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი კი შეკ­მა­ზუ­ლია იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ზი­ტი­უ­რი სტი­მუ­ლით, რა­საც ადა­მი­ანს ცხე­ნოს­ნო­ბა ანი­ჭებს.

- მაგ­რამ ალ­ბათ მხო­ლოდ ჯი­რი­თით ვერ იმ­კურ­ნა­ლებს ადა­მი­ა­ნი?

- ცხა­დია... იპო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლო­ბა ზო­გა­დად, 2 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დეგ. ხან­დაზ­მუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ამ ასაკ­ში ძვლე­ბი და­თხე­ლე­ბუ­ლი და მყი­ფეა. ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობთ და მათი უმე­ტე­სო­ბა ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ჩვენ­თან სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს. ასე­ვე გვყავს აუ­ტიზ­მით, სკო­ლი­ო­ზით, რამ­დე­ნი­მე კი - და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლიც. ვერ ვი­ტყვით, რომ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი იპო­თე­რა­პი­ით განვკურ­ნეთ, რად­გან ამ ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სრულ გან­კურ­ნე­ბა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, იპო­თე­რა­პია საკ­მა­ოდ უწყობს ხელს ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვს, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ა­როს - საგ­რძნობ სტი­მულს აძ­ლევს და უად­ვი­ლებს კი­დეც. იპო­თე­რა­პი­ით იგი სი­ა­რუ­ლის გა­რე­შე სწავ­ლობს სი­ა­რულს. ამ­ხედ­რე­ბულ ადა­მი­ანს მოძ­რა­ო­ბი­სას ცხე­ნის ზურ­გი­დან სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი რხე­ვე­ბი გა­და­ე­ცე­მა. ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­და­ად­გი­ლე­ბის უნარ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი იმა­ვეს გა­ნიც­დის, რა­საც ჩვენ გან­ვიც­დით სი­ა­რუ­ლი­სას.

- გან­ცდის ცხე­ნი­დან მი­წა­ზე გად­მო­ტა­ნას რო­გორ­ღა ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი?

- ნევ­რო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ცნე­ბა - "პი­რო­ბი­თი რეფ­ლექ­სი". ჩვენ სწო­რედ ეს რეფ­ლექ­სე­ბი გვმარ­თავს. მა­გა­ლი­თად, გა­ხუ­რე­ბულ ნივთზე მი­კა­რე­ბით ხელს ერთხელ რომ და­ვიწ­ვავთ, რეფ­ლექ­სი გვკარ­ნა­ხობს, აღარ შე­ვე­ხოთ მას. ასე­თი "ჩა­ნა­წე­რე­ბი" კეთ­დე­ბა თა­ვის ტვინ­ში და იქ­მნე­ბა "სქე­მე­ბი", რაც ჩვენს ორ­გა­ნიზმს, სხე­ულს მარ­თავს. ტვი­ნის ამ უნარს ვი­ყე­ნებთ იპო­თე­რა­პი­ა­შიც. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, რად­გან 1980-იანი წლე­ბი­დან არ­ცთუ დიდი პე­რი­ო­დია გა­სუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სა­და­ვო არა­ვის­თვი­საა, რომ იპო­თე­რა­პია შე­დე­გი­ა­ნი, ეფექ­ტი­ა­ნი და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლია.

- ბავ­შვებს ცხე­ნის არ ეში­ნი­ათ?

- ზოგს - კი, ზოგს - არა. სხვა­თა შო­რის, პა­ნი­კუ­რი არა, მაგ­რამ ცო­ტა­ო­დე­ნი შიში ხში­რად გვეხ­მა­რე­ბა კი­დეც - ბავ­შვი უფრო მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, ამით კი თა­ვის პრობ­ლე­მურ სხე­ულს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას აი­ძუ­ლებს. საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რია უშუ­ა­ლოდ ში­შის გა­და­ლახ­ვის მო­მენ­ტიც, რა­შიც ბავ­შვს ჩვე­ნი კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი ეხ­მა­რე­ბა. მე ექი­მი გახ­ლა­ვართ, ოთხი რა­იდ­თე­რა­პევ­ტი გვყავს და ორიც - მე­თო­დის­ტი. მკურ­ნა­ლო­ბი­სას პა­ცი­ენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვურ­ჩევთ ცხე­ნის ალურს ანუ გა­და­ად­გი­ლე­ბის ტიპს - რო­დი­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­დის - ჩორ­თი და ა.შ. ცხე­ნე­ბიც კარ­გად გაწ­ვრთნი­ლე­ბი არი­ან. ამ­წუ­თას სამ­კურ­ნა­ლოდ ოთხი ცხე­ნი გვყავს და ორიც - პონი, პა­ტა­რე­ბის­თვის. ახ­ლა­ხან ერ­თმა პო­ნიმ იმ­შო­ბი­ა­რა და კვი­ციც შე­მოგ­ვე­მა­ტა.

ბად­რი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი, რაიდ­თე­რა­პევ­ტი:

- იპო­თე­რა­პი­ის­თვის ჯი­ში­ა­ნი ცხე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ცხე­ნი მოძ­რა­ო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვა. ცნო­ბი­ლია, რომ სა­უ­კე­თე­სო მოძ­რა­ო­ბა - ნაზი ჩორ­თი ინ­გლი­სურ ცხენს ახა­სი­ა­თებს. სწო­რედ ნაზი ჩორ­თით მი­ი­ღე­ბა კარ­გი რყე­ვე­ბი და რხე­ვე­ბი, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. ინ­გლი­სურ­თან ერ­თად სოფ­ლის ცხე­ნე­ბიც გვყავს, ქარ­თუ­ლი ჯი­შის. ეს ცხე­ნე­ბი სა­გან­გე­ბოდ გავ­წვრთე­ნით და მო­ვათ­ვი­ნი­ე­რეთ. აბა, ბავ­შვთან სა­მუ­შა­ოდ ჩემ­ზე მეტი ცხენ­მა უნდა იცო­დეს (იღი­მის)! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბავ­შვს მა­შინ­ვე არ ვსვამთ ცხენ­ზე. არც არის სა­ჭი­რო. უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვი­დან მის მოვ­ლა­ში მოგ­ვეხ­მა­როს, თივა და­უ­ყა­როს, მო­ე­ფე­როს, შე­იყ­ვა­როს, მერე კი დაჯ­დო­მაც გა­უ­ად­ვილ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ცხენ­ზე დაჯ­დო­მა იპო­თე­რა­პი­ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი და მი­ზა­ნია, მაგ­რამ აქამ­დე მი­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი "შე­მოვ­ლი­თი გზაა".

ირი­ნე ურუ­შა­ძე:

- იპო­თე­რა­პია მხო­ლოდ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბა­სა და ჯი­რითს არც გუ­ლის­ხმობს. მკურ­ნა­ლო­ბის ამ სის­ტე­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი სწო­რედ ცხე­ნის, მისი ყო­ფის გაც­ნო­ბაა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მისი მოვ­ლის წე­სე­ბის სწავ­ლა ისე აახ­ლო­ებს პა­ცი­ენტს ცხენ­თან, ში­შიც იო­ლად ილა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, აუ­ტიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში სწო­რედ ეს მო­მენ­ტია წამ­ყვა­ნი. აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­თვის, რო­მელ­საც მო­ტო­რუ­ლი, ტო­ნუ­სუ­რი და სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი, სო­მა­ტუ­რი ანუ ორ­გა­ნო­ე­ბის მხრივ დე­ფი­ცი­ტი არ აქვს და სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ - მისი პრობ­ლე­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­აა, იპო­თე­რა­პია სწო­რე­დაც მის­წრე­ბაა. მჭიდ­როდ ვურ­თი­ერ­თობთ უცხო­ე­თის, პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის სკო­ლებ­თან და ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვუ­ზი­ა­რებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე რა­იდ­თე­რა­პი­ის ფე­დე­რა­ცი­აც არ­სე­ბობს და მას ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს; არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო იპო­თე­რა­პი­ის სკო­ლაც, ასე რომ, ამ მე­თო­დის სრულ­ყო­ფის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ.

ვიქ­ტო­რია ბონ­და­რენ­კო, კი­ე­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა:

- კი­ევ­ში სა­ცხე­ნოს­ნო სპორტზე დავ­დი­ვარ, იპო­თე­რა­პი­ის ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი კურ­სი კი ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში გა­ვი­ა­რე. ვი­ცო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში იპო­თე­რა­პი­ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სკო­ლა გქონ­დათ, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სიც კი და რად­გან თქვე­ნი ქვე­ყა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, პრაქ­ტი­კის­თვის სწო­რედ აქა­უ­რო­ბა შე­ვარ­ჩიე. იცი, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნი­კო­ლა­ე­ვი­სა და თქვენს სკო­ლებს შო­რის? აქ ბავ­შვე­ბი თითო­ეულ რა­იდ­თე­რა­პევტს მე­გობ­რად მი­იჩ­ნე­ვენ და ენ­დო­ბი­ან. მწვრთნელს კი სა­ოც­რად უყ­ვარს პა­ცი­ენ­ტი ბავ­შვე­ბი ანუ აქ აქ­ცენტს ბავ­შვი­სა და მწვრთნე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე აკე­თე­ბენ. ნი­კო­ლა­ე­ვის სკო­ლა­ში მთე­ლი სტრუქ­ტუ­რა მან­ქა­ნის მე­ქა­ნიზ­მი­ვი­თაა, ყო­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა, ნა­ბი­ჯი ზედ­მი­წევ­ნი­თაა გათ­ვლი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ყვე­ლა­ფე­რი გრძნო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი

რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი

ჩემდა სამარცხვინოდ, იპოთერაპიის ქართული სკოლის არსებობაზე ჩემი უკრაინელი მეგობრისგან შევიტყვე. კიეველმა ახალგაზრდამ, ვიქტორია ბონდარენკომ საქართველოში რამდენიმედღიანი საგაზაფხულო ვიზიტი ნაყოფიერად გამოიყენა და სამკურნალო ცხენოსნობის ქართულ სკოლაში იპოთერაპიის კურსიც გაიარა. მკურნალობის ამ მეთოდით მეც დავინტერესდი. პაციენტების მოსვლამდე სამკურნალო ცხენოსნობაზე ნევროლოგს, ქალბატონ ირინე ურუშაძეს გამოვკითხე:

- მკურნალობის ამ მეთოდს რაიდთერაპიასაც უწოდებენ და იპოთერაპიასაც, თუმცა მსოფლიოში ძირითადად, იპოთერაპიითაა ცნობილი - "იპოს" ბერძნულად, მოგეხსენებათ, ცხენს ნიშნავს ანუ ეს არის სამკურნალო ცხენოსნობა. მკურნალობის ამ ფორმას საფუძველი XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დანიაში ჩაეყარა, ჩვენთან, საქართველოში კი 1980-იან წლებში დაინერგა და მისი ფუძემდებელი აკადემიკოსი დიმიტრი წვერავა გახლავთ. ბატონი დიმიტრი ექიმიც იყო და იმავდროულად - ცხენოსანიც. ჩვენ კი მისი მოწაფეები ვართ.

- ძალიან საყვარელი, ერთგული და გონიერი ცხოველით - ცხენით მკურნალობის მეთოდზე ბევრს არაფერი სმენია. მაინც რას ნიშნავს სამკურნალო ცხენოსნობა - იპოთერაპია და რას კურნავს იგი?

- დაავადებათა ჩამონათვალი ძალიან დიდია და პირიქით, ძალიან მცირეა იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლისთვისაც სამკურნალო ცხე­ნოსნობა უკუჩვენებად მიიჩნევა. იპოთერაპიით შეიძლება ვუმკურნალოთ გინეკოლოგიურ, ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, ნერვულ და კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. მაგრამ ვერ გამოვიყენებთ მაგალითად, ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, მით უმეტეს - მწვავე პერიოდში. მკურნალობის ეს მეთოდი უნიკალური იმითაა, რომ აქ შესანიშნავადაა შერწყმული ორი აუცილებელი კომპონენტი - მექანიკური ზემოქმედება, რომელსაც ცხენი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს და პოზიტიური ფსიქო-ემოციური განწყობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების განსაკურნად. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ადამიანი ცხენიდან რომ არ გადმოვარდეს, წონასწორობა შეინარჩუნოს, მან იზომეტრიულად უნდა დაძაბოს ანუ აამუშაოს ყველა კუნთი. ამიტომაცაა, რომ ცხენზე ამხედრებული ადამიანის კუნთოვანი, სისხლძარღვოვანი, ძვალსახსროვანი, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი - მოკლედ, ყველა სისტემა მუშაობს. ეს ააქტიურებს სისხლის მოძრაობას, რაც თავისთავად, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ასე, თანამიმდევრულად იქმნება რგოლი, რომელიც ადამიანის უკვე მთელ ორგანიზმს ააქტიურებს. ამოდენა მუშაობა ჩვენს სხეულზე, კანის ზედაპირზე, აგრეთვე, შიგნით, კუნთოვან სისტემაში განლაგებულ რეცეპტორებს აღაგზნებს და ეს გააქტიურებული ნერვული დაბოლოებები თავის აღმავალ იმპულსებს აწვდის ტვინის ქერქს, რომელიც ასევე აქტიურდება. ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი კი შეკმაზულია იმ არაჩვეულებრივი პოზიტიური სტიმულით, რასაც ადამიანს ცხენოსნობა ანიჭებს.

- მაგრამ ალბათ მხოლოდ ჯირითით ვერ იმკურნალებს ადამიანი?

- ცხადია... იპოთერაპიით მკურნალობა ზოგადად, 2 წლიდან დაწყებული, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ წინასწარი საფუძვლიანი გამოკვლე­ვების შემდეგ. ხანდაზმულების შემთხვევაში გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ ასაკში ძვლები დათხელებული და მყიფეა. ამ ეტაპზე ძირითადად, ბავშვებთან ვმუშაობთ და მათი უმეტესობა ცერებრული დამბლითაა დაავადებული. ასეთი პაციენტებისთვის ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ასევე გვყავს აუტიზმით, სკოლიოზით, რამდენიმე კი - დაუნის სინდრომით დაავადებულიც. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი პაციენტები იპოთერაპიით განვკურნეთ, რადგან ამ ტიპის დაავადებების სრულ განკურნებაზე ჯერჯერობით ზედმეტია ლაპარაკი, თუმცა კარგი შედეგები გვაქვს. მაგალითად, იპოთერაპია საკმაოდ უწყობს ხელს ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვს, დამოუკიდებლად გაიაროს - საგრძნობ სტიმულს აძლევს და უადვილებს კიდეც. იპოთერაპიით იგი სიარულის გარეშე სწავლობს სიარულს. ამხედრებულ ადამიანს მოძრაობისას ცხე­ნის ზურგიდან სამგანზომილებიანი რხევები გადაეცემა. ანუ ადამიანი, რომელიც გადაადგილების უნარსაა მოკლებული, ცხენზე ამხედრებული იმავეს განიცდის, რასაც ჩვენ განვიცდით სიარულისას.

- განცდის ცხენიდან მიწაზე გადმოტანას როგორღა ახერხებს ადამიანი?

- ნევროლოგიაში არსებობს ცნება - "პირობითი რეფლექსი". ჩვენ სწორედ ეს რეფლექსები გვმართავს. მაგალითად, გახურებულ ნივთზე მიკარებით ხელს ერთხელ რომ დავიწვავთ, რეფლექსი გვკარნახობს, აღარ შევეხოთ მას. ასეთი "ჩანაწერები" კეთდება თავის ტვინში და იქმნება "სქემები", რაც ჩვენს ორგანიზმს, სხეულს მართავს. ტვინის ამ უნარს ვიყენებთ იპოთერაპიაშიც. მართალია, ჯერჯერობით მაინც ძიების პროცესში ვართ, რადგან 1980-იანი წლებიდან არცთუ დიდი პერიოდია გასული. რაც მთავარია, სადავო არავისთვისაა, რომ იპოთერაპია შედეგიანი, ეფექტიანი და ძალიან პერსპექტიულია.

- ბავშვებს ცხენის არ ეშინიათ?

- ზოგს - კი, ზოგს - არა. სხვა­თა შორის, პანიკური არა, მაგრამ ცო­ტაოდენი შიში ხშირად გვეხმარება კიდეც - ბავშვი უფრო მეტად კონცენტრირებული და მობილიზებულია, ამით კი თავის პრობლემურ სხეულს წინააღმდეგობების გადალახვას აიძულებს. საკმაოდ პოზიტიურია უშუალოდ შიშის გადალახვის მომენტიც, რაშიც ბავშვს ჩვენი კარგად მომზადებული პერსონალი ეხმარება. მე ექიმი გახლავართ, ოთხი რაიდთერაპევტი გვყავს და ორიც - მეთოდისტი. მკურნალობისას პაციენტს ინდივიდუალურად ვურჩევთ ცხენის ალურს ანუ გადაადგილების ტიპს - როდისაა რეკომენდებული ნაბიჯი, როდის - ჩორთი და ა.შ. ცხენებიც კარგად გაწვრთნილები არიან. ამწუთას სამკურნალოდ ოთხი ცხენი გვყავს და ორიც - პონი, პატარებისთვის. ახლახან ერთმა პონიმ იმშობიარა და კვიციც შემოგვემატა.

ბადრი გამეზარდაშვილი, რაიდ­თერაპევტი:

- იპოთერაპიისთვის ჯიშიანი ცხენის გამოყენება არაა რეკომენდებული. ცხენი მოძრაობის მიხედვით ირჩევა. ცნობილია, რომ საუკეთესო მოძრაობა - ნაზი ჩორთი ინგლისურ ცხენს ახასიათებს. სწორედ ნაზი ჩორთით მიიღება კარგი რყევები და რხევები, რაც პაციენტისთვის ძალიან სასარგებლოა. ინგლისურთან ერთად სოფლის ცხენებიც გვყავს, ქართული ჯიშის. ეს ცხენები საგანგებოდ გავწვრთენით და მოვათვინიერეთ. აბა, ბავშვთან სამუშაოდ ჩემზე მეტი ცხენმა უნდა იცოდეს (იღიმის)! რასაკვირველია, ბავშვს მაშინვე არ ვსვამთ ცხენზე. არც არის საჭირო. უმჯობესია, თავიდან მის მოვლაში მოგვეხმაროს, თივა დაუყაროს, მოეფეროს, შეიყვაროს, მერე კი დაჯდომაც გაუადვილდება. მართალია, ცხენზე დაჯდომა იპოთერაპიის მთავარი პრინციპი და მიზანია, მაგრამ აქამდე მისასვლელად ძალიან ეფექტიანი "შემოვლითი გზაა".

ირინე ურუშაძე:

- იპოთერაპია მხოლოდ ცხენზე ამხედრებასა და ჯირითს არც გულისხმობს. მკურნალობის ამ სისტემის პირველი ეტაპი სწორედ ცხენის, მისი ყოფის გაცნობაა. მასთან ურთიერთობა, მისი მოვლის წესების სწავლა ისე აახლოებს პაციენტს ცხენთან, შიშიც იოლად ილახება. მაგალითად, აუტიზმის მკურნალობაში სწორედ ეს მომენტია წამყვანი. აუტიზმით დაავადებულისთვის, რომელსაც მოტორული, ტონუსური და სხვა მექანიკური, სომატური ანუ ორგანოების მხრივ დეფიციტი არ აქვს და საწინააღმდეგოდ - მისი პრობლემა კომუნიკაციაა, იპოთერაპია სწორედაც მისწრებაა. მჭიდროდ ვურთიერთობთ უცხოეთის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სკოლებთან და ერთმანეთს გამოცდილებასაც ვუზიარებთ. საქართველოში უკვე რაიდთერაპიის ფედერაციაც არსებობს და მას ქალბატონი ხათუნა საგანელიძე ხელმძღვანელობს; არსებობს საერთაშორისო იპოთერაპიის სკოლაც, ასე რომ, ამ მეთოდის სრულყოფისთვის სერიოზულად ვმუშაობთ.

ვიქტორია ბონდარენკო, კიეველი ახალგაზრდა:

- კიევში საცხენოსნო სპორტზე დავდივარ, იპოთერაპიის ნახევარწლიანი კურსი კი ქალაქ ნიკოლაევის საერთაშორისო სკოლაში გავიარე. ვიცოდი, საქართველოში იპოთერაპიის ძალიან ძლიერი სკოლა გქონდათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უძლიერესიც კი და რადგან თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულად მიყვარს, პრაქტიკისთვის სწორედ აქაურობა შევარჩიე. იცი, როგორი განსხვავება აღმოვაჩინე ნიკოლაევისა და თქვენს სკოლებს შორის? აქ ბავშვები თითო­ეულ რაიდთერაპევტს მეგობრად მიიჩნევენ და ენდობიან. მწვრთნელს კი საოცრად უყვარს პაციენტი ბავშვები ანუ აქ აქცენტს ბავშვისა და მწვრთნელის ურთიერთობაზე აკეთებენ. ნიკოლაევის სკოლაში მთელი სტრუქტურა მანქანის მექანიზმივითაა, ყოველი მოძრაობა, ნაბიჯი ზედმიწევნითაა გათვლილი, საქართველოში კი ყველაფერი გრძნობაზეა აგებული.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია