სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას
როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმუქ­რე­ბა, რომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დერს გას­ცე­მას, თუ ის და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მია, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბას ეხე­ბა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრო­და­სავ­ლურ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლო ნო­ემ­ბერ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ და­ტო­ვა, როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

"პრო­კუ­რო­რებს მისი და­კი­თხვა ქვეყ­ნის ექს-პრე­მი­ე­რის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ეჭ­ვო სიკ­ვდი­ლი­სა და სხვა საქ­მე­ე­ბის გამო უნ­დათ. თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ის მოს­კო­ვის მიერ მარ­თუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მსხვერ­პლია", - ნათ­ქვა­მია "ბი­ბი­სის" სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და ევ­რო­კავ­შირ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის დევ­ნის გამო. ავ­ტო­რის თქმით, ათო­ბით მათ­გა­ნის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ან უკვე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი ისი­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

"და­სავ­ლეთ­ში ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს იც­ნო­ბენ, რო­გორც ქა­რიზ­მა­ტულ ლი­დერს, რო­მელ­მაც აღ­მო­ფხვრა წვრილ­მა­ნი კო­რუფ­ცია, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და 2008 წელს რუ­სეთს ხან­მოკ­ლე ომში და­უ­პი­რის­პირ­და. მაგ­რამ სამ­შობ­ლო­ში ყო­ფილ ლი­დერს ბევ­რი ადა­ნა­შა­უ­ლებს ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში კო­რუფ­ცი­ის აყ­ვა­ვე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი რა­ი­ან დე­მეტ­რიე.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა ბოს­ტო­ნის ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა, ევ­რო­პა­ში კი ის ხში­რად ჩან­და ამ თვე­ში და მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ას.

სტა­ტი­ა­შია ასე­ვე მოყ­ვა­ნი­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "რუს­თა­ვი 2"-სთვის გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი, სა­დაც ის აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­სულ წელს და­სავ­ლე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის რჩე­ვის შე­დე­გად და­ტო­ვა, რად­გან დიდი იყო მისი და­პა­ტიმ­რე­ბის რის­კი.

ამას­თან, რო­გორც "ბი­ბი­სის" სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, როცა იმუქ­რე­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნას გა­მო­ა­ცხა­დებს სა­ა­კაშ­ვილ­ზე, თუ ის მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­დე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მის მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს, ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ორი წლის წინ და­ი­მუქ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის დევ­ნით, თუ ის არ გა­ჩუმ­დე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია "ბი­ბი­სის" სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას

როგორ ეხმაურება "ბიბისი" სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას

საქართველოს ხელისუფლება იმუქრება, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ორდერს გასცემას, თუ ის დაკითხვაზე არ გამოცხადდება. ამის შესახებ "ბიბისის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას ეხება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროდასავლურმა პოლიტიკოსმა საქართველო ნოემბერში, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

"პროკურორებს მისი დაკითხვა ქვეყნის ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას საეჭვო სიკვდილისა და სხვა საქმეების გამო უნდათ. თავად სააკაშვილი კი ამტკიცებს, რომ ის მოსკოვის მიერ მართული გამოძიების მსხვერპლია", - ნათქვამია "ბიბისის" სტატიაში.

ამასთან, სტატიაშია აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის გამო. ავტორის თქმით, ათობით მათგანის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ან უკვე წაუყენეს ბრალი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი დააპატიმრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის.

"დასავლეთში ბატონ სააკაშვილს იცნობენ, როგორც ქარიზმატულ ლიდერს, რომელმაც აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და 2008 წელს რუსეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდა. მაგრამ სამშობლოში ყოფილ ლიდერს ბევრი ადანაშაულებს ავტორიტარიზმში და მაღალ ეშელონებში კორუფციის აყვავებაში", - აღნიშნავს სტატიის ავტორი რაიან დემეტრიე.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საქმიანობა ბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტში გააგრძელა, ევროპაში კი ის ხშირად ჩანდა ამ თვეში და მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

სტატიაშია ასევე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის "რუსთავი 2"-სთვის გაკეთებული კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველო გასულ წელს დასავლელი მაღალჩინოსნების რჩევის შედეგად დატოვა, რადგან დიდი იყო მისი დაპატიმრების რისკი.

ამასთან, როგორც "ბიბისის" სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ყოფილი ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის სამართლებრივი პროცედურების წინააღმდეგ მიდის, როცა იმუქრება, რომ საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს სააკაშვილზე, თუ ის მოწმის სახით დაკითხვაზე არ გამოცხადდება.

"სააკაშვილი ასევე ადანაშაულებს საქართველოში მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ორი წლის წინ დაიმუქრა სააკაშვილის დევნით, თუ ის არ გაჩუმდებოდა", - ნათქვამია "ბიბისის" სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა