კუროს ნიშანში დაიკავებს დიასახლისის როლს მომდევნო ერთი თვის მანძილზე. უკვე 23 აპრილიდან კუროს გავლენა საკმაოდ შესამჩნევად გამოიკვეთება, რაც იმაში გამოიხატება რომ მოიმატებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მშვიდად და გააზრებულად მიღების ფაქტები.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია, საწყისი ეტაპიდანვე არასწორ საფუძველზეა აგებული ნუ გაგიკვირდებათ თუკი თქვენი გეგმები საპნის ბუშტის სისწრაფით გასკდება და აორთქლდება. აქედან გამომდინარე, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და შეეცადეთ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ.
ზოგადად აპრილის ბოლო მეოთხედი საუკეთესოა უკვე არსებული საქმეების დასამთავრებლად ან ძველი ჩანაფიქრების, ახლებურად სისრულეში მოსაყვანად. კარგი პერიოდია კომერციული, საბანკო-საფინანსო პროექტების დასაგეგმად. თუმცა, მის განხორციელებას უმჯობესი იქნება ოდნავ მოგვიანებით მიჰყოთ ხელი.
სამაგიეროდ, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე დაწყებული სასიყვარულო რომანები, საკმაოდ პერსპექტიული და, რაც მთავარია, მყარი კავშირის საწინდარს იძლევა. იმიტომ რომ ამ ეტაპზე ადამიანებში მოიმატებს რომანტიკულობა და ამასთან ერთად, საღი გონებით სიტუაციის შეფასების უნარი პირადი ურთიერთობების კუთხით.