სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, ას­ტრო­ლო­გი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რი. ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ­გა­ნოს გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ზეც ავ­ლენს გავ­ლე­ნას. გარ­და ამი­სა, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თა­მა­შობს პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში ე.წ და­ზი­ა­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე, იმ კუ­თხით, რო­მელ­საც ეს პლა­ნე­ტა მარ­თავს. გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით:

ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

ვერ­ძი

ვერ­ძი ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი და სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა, ამი­ტომ ვერ­ძებს, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ემარ­თე­ბათ რა­ი­მე სა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ვერ­ძე­ბი თით­ქმის არა­სო­დეს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან ექი­მის მი­თი­თე­ბებს და ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ ეკარ­გე­ბათ გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბა. მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თის და მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სის და­მან­გრე­ვე­ლი ენეგ­რი­ის გამო, ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ერ­თგზის ვარ­დე­ბა სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც მათ შო­რის ცე­ცხლსას­რო­ლი, ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძალ­ზე დი­დია. გარ­და ამი­სა, ვერ­ძე­ბი არც მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­გან არი­ან და­ზღვე­უ­ლი. აქვე უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის ფაქ­ტიც, რომ ვერ­ძი თა­ვით იმარ­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ძალ­ზე ბევ­რი გვხვდე­ბა ისე­თი ვი­საც უშუ­ა­ლოდ თა­ვის ტრამ­ვა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში, ან სა­მახ­სოვ­რო ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი მა­ინც ამ­შვე­ნებს შუბლსა და სა­ხე­ზე.

ლომი

ლო­მის სი­სუს­ტე გუ­ლია, ამ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც წესი უგუ­ლოდ არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. გუ­ლით უყ­ვართ, გუ­ლით სძულთ, გუ­ლით პა­ტი­ო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწო­რედ გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ დგას ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ლომი ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მფარ­ვე­ლო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოპ­ტი­მიზ­მით და თა­ვი­სე­ბუ­რი უდარ­დე­ლო­ბით არ აღიქ­ვამ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ა­ვა­დე­ბას. ამი­ტომ უზო­მოდ დიდი სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ­ლი­თაც ლო­მებს მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა მზე აჯილ­დო­ებს, ძალ­ზე ხში­რად ხდე­ბა მათ­თვის ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მი­ზე­ზი.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლი ფა­თე­რა­კე­ბის და რის­კის ქვეშ მი­ე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ წარ­მა­ტე­ბის მომ­ტან პლა­ნე­ტად ით­ვლე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სას­წუ­ლებ­რი­ვად და­აღ­წი­ონ თავი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრობ­ლე­მას და სირ­თუ­ლეს. მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო სიმ­ბო­ლუ­რად ღვიძ­ლის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­კი­თხზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სწო­რედ ამ ორ­გა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ, რომ­ლის მი­ზე­ზიც ხში­რა­დაა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ჭამა-სმის სიყ­ვა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, რაც ბევრ მშვილ­დო­სანს ახა­სი­ა­თებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირი. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეც ავლენს გავლენას. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტიქიების მიხედვით:

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები

ვერძი

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებს, როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. ვერძები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო, ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. გარდა ამისა, ვერძები არც მოტეხილობებისა და მოულოდნელი შემთხვევებისგან არიან დაზღვეული. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი ვისაც უშუალოდ თავის ტრამვა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.

ლომი

ლომის სისუსტე გულია, ამ ადამიანებს, როგორც წესი უგულოდ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. გულით უყვართ, გულით სძულთ, გულით პატიობენ. აქედან გამომდინარე სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ლომი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ოპტიმიზმით და თავისებური უდარდელობით არ აღიქვამდეს ნებისმიერი სახის დაავადებას. ამიტომ უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი, რომლითაც ლომებს მფარველი პლანეტა მზე აჯილდოებს, ძალზე ხშირად ხდება მათთვის ურთულესი დაავადებების დამარცხების საფუძველი და საბოლოო გამოჯანმრთელების მიზეზი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების უმრავლესობისთვის ცხოვრება გამუდმებული ფათერაკების და რისკის ქვეშ მიედინება. თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ წარმატების მომტან პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ სასწულებრივად დააღწიონ თავი ნებისმიერი სახის პრობლემას და სირთულეს. მშვილდოსნის ზოდიაქო სიმბოლურად ღვიძლის გამართულად მუშაობის საკითხზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე არცთუ იშვიათად ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, რომლის მიზეზიც ხშირადაა გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რაც ბევრ მშვილდოსანს ახასიათებს.