დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისებად, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
როგორია 10 დეკემბერს დაბადებული ადამიანი
10 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით ემოციური, ფაქიზი და სათუთი ტიპაჟები არიან. მათთვის დამახასიათებელია სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილება და განსაკუთრებული სითბოს გამოხატვის უნარი. თუმცა, კომუნიკაბელურებსა და იდეალისტებს, ხშირად ახასიათებთ "ღრუბლებში ფრენისკენ" მიდრეკილება, რაც საკმაოდ უშლით ხელს ცხოვრებისეული სიტუაციების სწორად აღქმაში.