კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც სიყვარულში პარტნიორებს ტანჯავს
TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც სიყვარულში პარტნიორებს ტანჯავს

- "გცემს, ე.ი. უყ­ვარ­ხარ". ჩვენ რე­ა­ლო­ბა­ში რაც არ უნდა ვამ­ტკი­ცოთ, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ, სამ­წუ­ხა­როდ ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სუს­ტი სქე­სის ჩაგ­ვრის სა­კი­თხი; ზოგ­ჯერ ეს ცემა მა­ინ­ცდა­მა­ინც მუშ­ტი-კრი­ვის სა­ხით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია არა­ნაკ­ლებ ზი­ანს აყე­ნებს ქა­ლის ფსი­ქი­კას პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. თუმ­ცა, აქვე გა­გახ­სე­ნებთ, რომ იმა­საც ამ­ბო­ბენ "მე­ლას, თა­ვი­სი მაღრჩო­ბე­ლა უყ­ვარ­სო" და... მოკ­ლედ, რა­საც გავ­ცემთ, იმას ვი­ღებთ. სამ­ყა­რო ჩვენ­კენ ზუს­ტად იმ მო­ვე­ლე­ნებს და ადა­მი­ა­ნებს იზი­დავს, რომ­ლის დუბ­ლი­კა­ტიც ან შე­ფა­რუ­ლი მო­დე­ლიც თა­ვად­ვე არ­სე­ბობს ჩვენ­ში. დღეს გვინ­და ზო­დი­ა­ქოს იმ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გა­გაც­ნოთ, ვის­თვი­საც "ტან­ჯვა" და "სიყ­ვა­რუ­ლი" ხში­რად სი­ნო­ნი­მე­ბია, მათი უმე­ტე­სო­ბა ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბით ან უბ­რა­ლოდ მოს­წონს საყ­ვა­რელ ქალ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია.

ტყუ­პი - ალ­ბათ გგო­ნი­ათ, რაკი ჰა­ე­რის ნი­შა­ნია და თა­ნაც მერ­კუ­რის შვი­ლი, სი­სას­ტი­კე მისი ხა­სი­ა­თის­გან შორს უნდა იყოს. თუმ­ცა, არ გახ­ლავთ ასე. ტყუ­პი მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში სი­სას­ტი­კე მისი ზე­და­პი­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ბრა­ლია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც იგი ძა­ლი­ან მალე იც­ვლის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტებს და ყო­ფილ პარტნი­ორს ამით გა­მო­უს­წო­რე­ბელ დარ­ტყმას აყე­ნებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე. ტყუ­პი ცვა­ლე­ბა­დი მა­მა­კა­ცია, ამი­ტომ დღეს თუ სიყ­ვა­რუ­ლით იწ­ვო­და, ხვალ შე­საძ­ლოა ცი­ვად მო­გე­სალ­მოთ ქუ­ჩა­ში, ან სუ­ლაც და­ა­ვი­წყდეს ამის გა­კე­თე­ბა. იგი მარ­ტი­ვად ახერ­ხებს ახა­ლი რო­მა­ნე­ბის გაბ­მას; უფრო მე­ტიც, პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად ესიყ­ვა­რუ­ლოს ორ ქალს. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ მისი მმარ­თვე­ლი ხომ პლა­ნე­ტა მერ­კუ­რია, თა­ვად ტყუ­პის სიმ­ბო­ლო კი გა­ო­რე­ბუ­ლი მარჩბი­ვი ასე რომ, მყა­რი ნერ­ვე­ბი თუ არ გაქვთ, აჯო­ბებს ცხოვ­რე­ბა ტყუპს არ და­უ­კავ­ში­როთ.

მო­რი­ე­ლი - ალ­ბათ ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი და სას­ტი­კია ჩა­მოთ­ვლილ სა­მე­ულ­ში, იმი­ტომ რომ მისი ყვე­ლა მა­ნევ­რი და ნა­ბი­ჯი ყო­ველ­თვის კარ­გად გათ­ვლილ სტრა­ტე­გი­ას ემ­ყა­რე­ბა. მო­რი­ე­ლი სა­ში­ში მაც­დუ­ნე­ბე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რად სა­შინ­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლი მა­მა­კა­ცია. მის­თვის სექ­სი პარტნი­ორ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ერთ-ერთი ძლი­ე­რი ია­რა­ღია, იმი­ტომ რომ რო­გორც წესი, სექსში ეს მა­მა­კა­ცე­ბი და­უ­ვი­წყა­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლი არი­ან. ბევ­რი მო­რი­ე­ლი ზუს­ტად ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახერ­ხებს "ხელ­ზე და­იხ­ვი­ოს" ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი ქალი, რის შე­დე­გა­დაც გა­მიზ­ნუ­ლად და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ან­გრევს ამ უკა­ნას­კნე­ლის ფსი­ქი­კას. სხვის ფსი­ქი­კა­ზე და ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­ში კი მო­რი­ე­ლის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა

თევ­ზე­ბი - ერთი შე­ხედ­ვით ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რო­გორ უნდა იყოს ეს რბი­ლი და გა­ლან­ტუ­რი კაცი ქა­ლე­ბის ტან­ჯვის სა­ბა­ბი. თუმ­ცა, თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით მალე ამო­იც­ნობთ ამ კი­თხვის პა­სუხს. საქ­მე იმა­შია, რომ მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნით თევ­ზი მა­მა­კა­ცე­ბი ერ­თობ რთუ­ლი, პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ამო­უც­ნო­ბი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. ბევრ მათ­განს თა­ვად ვერ გა­უ­გია რა სურს ცხოვ­რე­ბის­გან, ამას­თან ერ­თად ხათ­რი­ა­ნი ბუ­ნე­ბის გამო თევ­ზი ხში­რად აბამს ორ ან სამ რო­მანს პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ნაც ისე, რომ ურ­ცხვად აღი­ა­რებს ამას. მის­თვის მი­სა­ღე­ბია ფაქ­ტი საყ­ვა­რელ­მა ქა­ლებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში იმე­გობ­რონ კი­დეც. თუმ­ცა, რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი და­თან­ხმდე­ბა ამას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც სიყვარულში პარტნიორებს ტანჯავს

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც სიყვარულში პარტნიორებს ტანჯავს

- "გცემს, ე.ი. უყვარხარ". ჩვენ რეალობაში რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ევროპელები ვართ, სამწუხაროდ ისევ აქტუალურია სუსტი სქესის ჩაგვრის საკითხი; ზოგჯერ ეს ცემა მაინცდამაინც მუშტი-კრივის სახით არ გამოიხატება, მაგრამ ემოციური მანიპულაცია არანაკლებ ზიანს აყენებს ქალის ფსიქიკას პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. თუმცა, აქვე გაგახსენებთ, რომ იმასაც ამბობენ "მელას, თავისი მაღრჩობელა უყვარსო" და... მოკლედ, რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ. სამყარო ჩვენკენ ზუსტად იმ მოველენებს და ადამიანებს იზიდავს, რომლის დუბლიკატიც ან შეფარული მოდელიც თავადვე არსებობს ჩვენში. დღეს გვინდა ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცები გაგაცნოთ, ვისთვისაც "ტანჯვა" და "სიყვარული" ხშირად სინონიმებია, მათი უმეტესობა ხშირად გამოირჩევა პარტნიორების მიმართ სასტიკი მოპყრობით ან უბრალოდ მოსწონს საყვარელ ქალზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია.

ტყუპი - ალბათ გგონიათ, რაკი ჰაერის ნიშანია და თანაც მერკურის შვილი, სისასტიკე მისი ხასიათისგან შორს უნდა იყოს. თუმცა, არ გახლავთ ასე. ტყუპი მამაკაცის შემთხვევაში სისასტიკე მისი ზედაპირული ხასიათის ბრალია, რომლის მეშვეობითაც იგი ძალიან მალე იცვლის ინტერესის ობიექტებს და ყოფილ პარტნიორს ამით გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს თავმოყვარეობაზე. ტყუპი ცვალებადი მამაკაცია, ამიტომ დღეს თუ სიყვარულით იწვოდა, ხვალ შესაძლოა ცივად მოგესალმოთ ქუჩაში, ან სულაც დაავიწყდეს ამის გაკეთება. იგი მარტივად ახერხებს ახალი რომანების გაბმას; უფრო მეტიც, პარალელურადაც ოსტატურად შეუძლია ერთდროულად ესიყვარულოს ორ ქალს. ნუ დაგავიწყდებათ მისი მმართველი ხომ პლანეტა მერკურია, თავად ტყუპის სიმბოლო კი გაორებული მარჩბივი ასე რომ, მყარი ნერვები თუ არ გაქვთ, აჯობებს ცხოვრება ტყუპს არ დაუკავშიროთ.

მორიელი - ალბათ ყველაზე აუტანელი და სასტიკია ჩამოთვლილ სამეულში, იმიტომ რომ მისი ყველა მანევრი და ნაბიჯი ყოველთვის კარგად გათვლილ სტრატეგიას ემყარება. მორიელი საშიში მაცდუნებელი და სექსუალურად საშინლად მომხიბვლელი მამაკაცია. მისთვის სექსი პარტნიორზე მანიპულაციის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია, იმიტომ რომ როგორც წესი, სექსში ეს მამაკაცები დაუვიწყარი და შეუდარებელი არიან. ბევრი მორიელი ზუსტად ამ ფაქტორის გათვალისწინებით ახერხებს "ხელზე დაიხვიოს" ინტერესის ობიექტი ქალი, რის შედეგადაც გამიზნულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს ამ უკანასკნელის ფსიქიკას. სხვის ფსიქიკაზე და ემოციებზე თამაში კი მორიელის საყვარელი საქმიანობაა

თევზები - ერთი შეხედვით ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ უნდა იყოს ეს რბილი და გალანტური კაცი ქალების ტანჯვის საბაბი. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით მალე ამოიცნობთ ამ კითხვის პასუხს. საქმე იმაშია, რომ მმართველი პლანეტა ნეპტუნის გავლენით თევზი მამაკაცები ერთობ რთული, პრეტენზიული და ამოუცნობი ინდივიდები არიან. ბევრ მათგანს თავად ვერ გაუგია რა სურს ცხოვრებისგან, ამასთან ერთად ხათრიანი ბუნების გამო თევზი ხშირად აბამს ორ ან სამ რომანს პარალელურად, თანაც ისე, რომ ურცხვად აღიარებს ამას. მისთვის მისაღებია ფაქტი საყვარელმა ქალებმა ერთმანეთში იმეგობრონ კიდეც. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი დათანხმდება ამას?

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?