პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. გიას დედას თვითონ წამოუყენებია მოხუცი" - ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს: რა დეტალები ხდება ცნობილი
"გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. გიას დედას თვითონ წამოუყენებია მოხუცი" - ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს: რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ფო­ტო­ზე მარ­ჯვნივ - მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლი

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის კი­დევ ერთი, მე­სა­მე მო­ნა­წი­ლე - ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გად­მოყ­ვა­ნი­ლი და ამ­ჟა­მად მისი და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ფიდო ეფხოშ­ვი­ლიც ყაზ­ბე­გის მკვიდ­რი და ხა­ი­კაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლია.

"ეფხოშ­ვი­ლის ოჯა­ხი ხა­ი­კაშ­ვი­ლებ­მა არ შე­ი­რი­გეს, გან­სხვა­ვე­ბით ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის­გან. დღეს ფიდო და­ი­ჭი­რეს ყაზ­ბეგ­ში და და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ეფხოშ­ვი­ლი 35 წლამ­დე იქ­ნე­ბა, ქუ­შაშ­ვი­ლებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ავარ­დნი­ლია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის ოჯახ­საც მო­უ­წევს ხე­ვი­დან გა­და­სახ­ლე­ბა. რო­გორც იცით, მოხ­და გვა­რე­ბის შე­რი­გე­ბა, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ჩვე­ნი ადა­თით, 40-მდე მიც­ვა­ლე­ბულს პა­ტივს სცე­მენ და მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბაც ალ­ბათ მერე მოხ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს და ოჯა­ხე­ბიც და­ღუ­პეს.... მო­ხუ­ცი ხალ­ხის ტი­რი­ლი და გო­დე­ბა ის­მის მთელს ხევ­ში.

  • ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის უხუ­ცე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გვა­რის უფ­რო­სი 90 წლის კა­ცია, მას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­სახ­ლეს­თა­ნაც და­უ­ჩო­ქია.

ამის შემ­ხედ­ვა­რე გიას დედა გა­და­რე­უ­ლა და თვი­თონ წა­მო­უ­ყე­ნე­ბია მო­ხუ­ცი. ორი ქუ­შაშ­ვი­ლი დარ­ჩა და­სა­ჭე­რი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ კვალს ჯერ ვერ მი­აგ­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ვინ­ცაა, გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლი, ცი­ხი­დან მის ბი­ძაშ­ვილს - პა­ა­ტას ემუქ­რე­ბა, უკარ­გეს ბიჭს (ვინც ვი­დეო დადო და მკვლე­ლებ­ზე და­წე­რა, გვა­რის შე­მარ­ცხვენ­ლე­ბი უნდა გა­ვა­სახ­ლო­თო), იუ­კად­რი­სა თურ­მე, გა­მო­ვალ და ვნა­ხავთ, ვის გა­ა­სახ­ლებ­თო - კი­დევ აქეთ იმუქ­რე­ბა.

რაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, მკვლე­ლე­ბის დედა გა­თი­შუ­ლია, გონ­ზე მო­დის, ისევ ითი­შე­ბა, არც ჭამს, არც სვამს. ამ მკვლე­ლებ­მა და­ღუ­პეს გიაც და თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბიც... ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ენით აუ­წე­რე­ლი, მთე­ლი ხევი შეძ­რუ­ლია“, - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. გიას დედას თვითონ წამოუყენებია მოხუცი" - ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს: რა დეტალები ხდება ცნობილი

"გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. გიას დედას თვითონ წამოუყენებია მოხუცი" - ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს: რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ფოტოზე მარჯვნივ - მოკლული გია ხაიკაშვილი

20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დღეს ორჯონიკიძეში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი, მესამე მონაწილე - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, ის საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც წყარო გვიყვება, ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და ხაიკაშვილის მეზობელია.

"ეფხოშვილის ოჯახი ხაიკაშვილებმა არ შეირიგეს, განსხვავებით ქუშაშვილებისგან. დღეს ფიდო დაიჭირეს ყაზბეგში და დაკითხვაზეა გადაყვანილი. ეფხოშვილი 35 წლამდე იქნება, ქუშაშვილებზე არანაკლები ავარდნილია. როგორც ამბობენ, მის ოჯახსაც მოუწევს ხევიდან გადასახლება. როგორც იცით, მოხდა გვარების შერიგება, თუმცა მიღებულია მკვლელების ოჯახების გასახლების გადაწყვეტილება.

ჩვენი ადათით, 40-მდე მიცვალებულს პატივს სცემენ და მკვლელების ოჯახების გასახლებაც ალბათ მერე მოხდება. საუკეთესო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და ოჯახებიც დაღუპეს.... მოხუცი ხალხის ტირილი და გოდება ისმის მთელს ხევში.

  • ქუშაშვილების უხუცესი წარმომადგენელი, გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია.

ამის შემხედვარე გიას დედა გადარეულა და თვითონ წამოუყენებია მოხუცი. ორი ქუშაშვილი დარჩა დასაჭერი, სამართალდამცველებმა მათ კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

დაკავებული ვინცაა, გიორგი ქუშაშვილი, ციხიდან მის ბიძაშვილს - პაატას ემუქრება, უკარგეს ბიჭს (ვინც ვიდეო დადო და მკვლელებზე დაწერა, გვარის შემარცხვენლები უნდა გავასახლოთო), იუკადრისა თურმე, გამოვალ და ვნახავთ, ვის გაასახლებთო - კიდევ აქეთ იმუქრება.

რაც ეს ამბავი მოხდა, მკვლელების დედა გათიშულია, გონზე მოდის, ისევ ითიშება, არც ჭამს, არც სვამს. ამ მკვლელებმა დაღუპეს გიაც და თავისი ოჯახებიც... ისეთი საშინელება ტრიალებს, ენით აუწერელი, მთელი ხევი შეძრულია“, - გვიყვება წყარო.